მინისტრის საათი - საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის გამოსვლა.

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.04.2024
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნომერი
#1-5332/24/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი

📜 ტექსტი

წერილი
14224-01-2-202404291845 № 01/14224 29.04.2024 საქართველოს პარლამენტს დანართის სახით გიგზავნით, მიმდინარე წლის 2 მაისს დაგეგმილ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საათის ფარგლებში, სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულების შესახებ წერილობით მოხსენებას. /დანართი: 47 (ორმოცდაშვიდი) გვერდი/ პატივისცემით, ხათუნა თოთლაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - მ.შ.
მოხსენება
მინისტრის საათი მინისტრის გამოსვლა პარლამენტში (30 აპრილი-2 მაისი) ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია წარვდგე თქვენ წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში და კიდევ ერთხელ გესაუბროთ იმ საქმიანობასა და იმ მიღწევებზე, რომლებიც ერთიანი ძალისხმევის შედეგად გვქონდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კუთხით. ამასთან, ნება მიბოძეთ ტრადიციულად მოგახსენოთ ჩვენ მიერ დასახული სამომავლო გეგმების შესახებ. როგორც არაერთხელ აღმინიშნავს, საგარეო პოლიტიკის გატარება კომპლექსური ამოცანაა და ამ ამოცანის წარმატებით შესასრულებლად საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა ხელისუფლების შტოებს შორისდა, ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა უწყების აქტიური ჩართულობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად. აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ქართველ პარლამენტარებს - მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, ასევე, მთავრობის წევრებსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს წარმატებული გუნდური მუშაობისათვის, რამაც გასული, ძალიან დაძაბული, წლის განმავლობაში ბევრი საგარეო-პოლიტიკური წარმატება მოგვიტანა. მინდა, ასევე, იმედი გამოვთქვა, რომ ასეთი მჭიდრო გუნდური მუშაობით მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევა გახდება შესაძლებელი. ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა; რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი მხარდაჭერით, განაგრძობდა მუშაობას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, იძულებით გადაადგილებულ პირთა 1 და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებდით, რათა ტერიტორიების ოკუპაციის თემა და რუსეთის მიერ საქართველოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხი მუდმივად მაღალ დონეზე ყოფილიყო საერთაშორისო დღის წესრიგში. ამ კონტექსტში, მსურს ყურადღება გავამახვილო ჩვენ მიერ ძირითადი მიმართულებებით გადადგმულ ნაბიჯებზე: - საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ყოვლისმომცველი პოლიტიკის ფარგლებში, ხდებოდა ჩვენს ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური თუ სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენება საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველდაყოფად. - მუდმივად ხდებოდა ჩვენი პარტნიორების ინფორმირება რუსეთის ოკუპაციის პოლიტიკასა და მის უკანონო ქმედებებზე. საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების უკანონოდ აღმართვაზე, ადგილზე ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევისა და ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებზე, საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებსა და უკანონო დაკავების ფაქტებზე. - ხდებოდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების დაყენება ყველა შესაბამის ფორმატში, მათ შორის, გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირისა და ნატოს სხვადასხვა შესაბამის პლატფორმაზე. - ჩვენი აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალური იყო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა და ოკუპაციის შედეგად ადგილზე შექმნილი გამოწვევები. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ადგილი ჰქონდა მკაფიო საჯარო მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და გამოხმაურებას რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტები, როგორებიცაა:  საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, რომელსაც 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი; 2  გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ანგარიში „თანამშრომლობა საქართველოსთან“;  ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშები "კონფლიქტი საქართველოში";  ევროპარლამენტის რეზოლუციები;  ევროპარლამენტის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) იმპლემენტაციის წლიური ანგარიშები;  ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადებები, მათ შორის, აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით;  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვანკუვერის დეკლარაცია;  ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია;  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ადამიანის უფლებათა ანგარიშები. საგარეო უწყება ახორციელებდა და მომავალშიც განაგრძობს საერთაშორისო სასამართლოს ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენებას საერთაშორისო არენაზე ყველა შესაძლო სამართლებრივ თუ პოლიტიკურ ფორმატში, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. აღნიშნული გადაწყვეტილებები იურიდიულად ადგენს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ეფექტიანი კონტროლის ფაქტებს. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოკუპირებულ რეგიონებში მიერ ადამიანის მიღებული გადაწყვეტილებები ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე, კერძოდ: - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებები, რომლებიც ადგენს რუსეთის პასუხისმგებლობას საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას, სიცოცხლის ხელყოფასთან, აფხაზეთის რეგიონში საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებთან, წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ დასჯასთან დაკავშირებით. - საყურადღებოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2024 წლის 9 აპრილის კიდევ ერთი გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“, რომელიც კვლავ ადასტურებს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას საქართველოს 3 ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა უხეშ დარღვევებზე. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება საერთაშორისო პარტნიორების (ევროკავშირი, გაერო, ეუთო, მოლაპარაკებები, აშშ) ჩართულობით რომელებიც მიმდინარე უზრუნველყოფს ჟენევის საერთაშორისო ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციას.  რეგიონში განვითარებული მოვლენები, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესზეც. აქედან გამომდინარე, ჩვენ აქტიურ კონსულტაციებს ვაწარმოებდით თანათავმჯდომარე ორგანიზაციებთან და აშშ-სთან, აგრეთვე ევროკავშირის მუშაობის გაგრძელებისთვის წევრ ქმედითი სახელმწიფოებთან საერთაშორისო ფორმატის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და მოლაპარაკებებში პროგრესის მისაღწევად. ჩვენი ძალისხმევისა და პარტნიორების მხრიდან პროცესის მხარდაჭერის შედეგად, მინისტრის საათის ფორმატში ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდგომ გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების სამი რაუნდი (2023 წლის 11-12 ივლისი, 2023 წლის 5-6 დეკემბერი, 2024 წლის 4-5 აპრილი).  მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაცია ძირითად აქცენტს აკეთებდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორებიცაა: ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ასევე, ქართული დელეგაცია აყენებდა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მწვავე პრობლემებს.  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 2024 წლის 25-26 ივნისს გაიმართება.  საანგარიშო პერიოდში ქართული მხარე განაგრძობდა აქტიურ თანამშრომლობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. საქართველო ყველა დონეზე აყენებდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის აუცილებლობას, რასაც მისიის მანდატი ითვალისწინებს. 4  ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა მიმართული იყო ასევე საოკუპაციო ხაზით გაყოფილი საზოგადოების განხორციელების პროცესში შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საერთაშორისო პარტნიორთა მხარდაჭერის ხელშეწყობისკენ, განსაკუთრებით, რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან აფხაზეთის რეგიონში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცების მიმართ ბოლო პერიოდში გაზრდილი წნეხის ფონზე.  ასევე განვაგრძობდით აქტიურ მუშაობას საერთაშორისო არენაზე, არაღიარების პოლიტიკის განხორციელების მიზნით. სამომავლო გეგმები მომავალში ჩვენ განვაგრძობთ ზემოხსენებულ საკითხებზე მუშაობას შესაბამის უწყებებთან თანამშროლობით, რათა შესაძლებელი გახდეს ხელშესახები შედეგების მიღწევა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ ადამიანთა შერიგებისა და მათ შორის ნდობის აღდგენის, მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.  საგარეო უწყება განაგრძობს აქტიურ მუშაობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო მხარდაჭერისა და ძალისხმევის უზრუნველყოფის მიზნით, რაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს რეგიონში შექმნილი მწვავე უსაფრთხოების გარემოს ფონზე.  გაგრძელდება საერთაშორისო თანამეგობრობის რეგულარული ინფორმირება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე განხორციელებული უკანონო და დესტრუქციული ქმედებების, ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში გადადგმული ნაბიჯების შესახებ.  გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა როგორც ცალკეულ ქვეყნებთან, ისე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში და ყველა შესაბამის ფორმატში აქტიურად იდგეს რუსეთსაქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული პრიორიტეტული საკითხები და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ამ ამოცანების შესასრულებლად. 5  რაც შეეხება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, ჩვენი მიზანია გაგრძელდეს ფორმატის მუშაობა რუსეთის მხრიდან ფორმატისადმი დესტრუქციული მიდგომის ფონზე; ამავდროულად, შესაძლებელი გახდეს პროცესის გაძლიერება და ხელშესახები შედეგის მიღწევა, რაც შექმნის საფუძველს 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პროცესის დასაწყებად. ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ თანათავმჯდომარე ორგანიზაციებთან და აშშ-სთან, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობას პროცესის მხარდაჭერის მიზნით.  პარალელურად გავაგრძელებთ ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებისა და მათ შორის ნდობის აღდგენის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი ჩართულობის ხელშეწყობას.  აქტიურად გავაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკის შემდგომ განმტკიცებას საერთაშორისო არენაზე, რათა ეფექტიანად დავუპირისპირდეთ რუსეთის ფედერაციის ძალისხმევას, ე.წ. აღიარებით მიაღწიოს მისი საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას საერთაშორისო დონზე და აირიდოს პასუხისმგელობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციასა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე.  საგარეო უწყება კვლავაც განაგრძობს ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის განხორციელების უზრუნველსაყოფად; ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვების მიზნით. ევროკავშირში გაწევრიანება ევროპული საბჭოს საქართველოსთვის ურთიერთობები 2023 კანდიდატის ევროკავშირთან წლის 14 სტატუსის ახალ დეკემბრის მინიჭების სტრატეგიულ გადაწყვეტილებამ თაობაზე დონეზე ჩვენი აიყვანა და საქართველოს მომავალი მჭიდროდ დაუკავშირა ევროკავშირს. საქართველოსთვის ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს შესახებ პირველი ანგარიში გაფართოების პაკეტის ფარგლებში და ევროკომისიის 8 ნოემბრის 6 დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ევროკავშირში თანმიმდევრულ გაწევრიანების მუშაობას და მიზნით დგამს საქართველო განაგრძობს ნაბიჯებს ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციისა და ინსტიტუციური ინტეგრაციის მაღალი დონის მისაღწევად. საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით და ყველა უწყების აქტიური ჩართულობით მომზადდა და ევროკაშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე მოწონებულ იქნა საქართველოს ევროკაშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში, რომლებიც აერთიანებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებითა და სხვა მიმართულებით არსებულ ვალდებულებებს. აღნიშნულ ანგარიშზე დაყრდნობით და ყველა უწყების ჩართულობით მომზადდა და ევროკომისიას გადაეცა ეროვნული ანგარიში გაფართოების პაკეტის ფარგლებში, რომელშიც თავმოყრილია წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები, მათ შორის, საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიმართულებით. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ძირითად სამართლებრივ ბაზას წარმოადგენს ასოცირების შეთანხმება, რომლის ფარგლებში არსებულ მოთხოვნათა ნახევარზე მეტი საქართველოს უკვე შესრულებული აქვს. ამ ეტაპზე ასოცირების შეთანხმებაში არსებული დირექტივებისა და რეგულაციების 55% უკვე შესრულებულია და აქტიურად მიმდინარეობს დარჩენილ ვალდებულებებზე მუშაობა. მოგეხსენებათ, რომ 2023 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, მეორე ნახევარში ხელისუფლებამ უდიდესი ძალისხმევა გასწია კონკრეტული რეფორმების გასატარებლად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის ფარგლებში, რაც გახდა მნიშვნელოვანი ელემენტი ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებისა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. მოკლედ მოგახსენებთ 12 პრიორიტეტის მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებს. კერძოდ: გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებისკენ; დამტკიცდა ისეთი საკვანძო სტრატეგიული დოკუმენტები, როგორებიცაა საჯარო მმართველობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს ლიდერობას ამ სფეროში; მომზადდა ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმის სტრატეგია, რომელიც 7 სიღრმისეულად აანალიზებს განვლილი ოთხი ტალღის შედეგებს და განსაზღვრავს შემდგომ ინიციატივებს; არჩეულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები; დაინერგა მნიშვნელოვანი სიახლეები საარჩევნო კოდექსში, მათ შორის, ელექტრონული არჩევნები; ჩამოყალიბდა ახალი დამოუკიდებელი ინსტიტუცია ანტიკორუფციული საბჭო, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შემდგომი კონსოლიდაციისთვის; კიდევ უფრო გაძლიერდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პირად მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამოსილებები და რესურსები; შემუშავდა საქართველოში ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმა, რომელიც სრულად ეფუძნება სისტემურ მიდგომას ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად - გეგმა შემუშავდა ევროკომისიასთან აქტიური კონსულტაციებით და მისი გაუმჯობესებული ვერსია დამტკიცდა 2023 წლის 27 ნოემბერს; არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით, შემუშავდა და შემდგომში დამტკიცდა ადამიანის უფლებათა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; გააქტიურდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში „მანივალის“ რეკომენდაციებზე მუშაობა, კერძოდ, განხორციელდა კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები და განახლდა რისკების შეფასების ეროვნული დოკუმენტი; მაუწყებლობის კანონში შევიდა ცვლილებები ევროკავშირის აუდიო-ვიზუალური მომსახურების დირექტივასთან შემდგომი დაახლოების მიზნით, რაც ასევე ევროკომისიასთან მჭიდრო კონსულტაციით განხორციელდა; გაგრძელდა აქტიური თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, მათ შორის, იმ კონკრეტული ფორმატების ფარგლებში, რომლებიც მოქმედებს სხვადასხვა სახელწმიფო უწყებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით სექტორული პოლიტიკის ფორმულირების მიზნით; დამატებით, პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულ პლატფორმას შორის გაფორმებამებულმა მემორანდუმმა კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი გახადა ეს პროცესი და მას საპარლამენტო განზომილებაც შესძინა, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას საკანონმდებლო პროცესში. ხელისუფლება კვლავაც განაგრძობს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების თანმიმდევრულ გატარებას, მათ შორის, 2023 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ ევროკომისიის რეკომენდაციაში მოყვანილი ძირითადი ნაბიჯების მიმართულებით. ჩვენი შემდეგი მიზანი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებაა. მოგეხსენებათ, გადაწყვეტილებამდე, შევიმუშავეთ რომ 2023 წლის ევროკომისიის ევროკომისიის მიერ 14 დეკემბრის რეკომენდაციის განსაზღვრული 8 ევროპული საბჭოს გაცემისთანავე, ჩვენ ძირითადი ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმა, დაუყოვნებლივ შევუდექით მის განხორციელებას და გვაქვს კონკრეტული შედეგებიც: - დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, დამტკიცდა მთავრობის 2024-2027 წწ. საკომუნიკაციო სტრატეგია, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს სწორედ დეზინფორმაციასთან ბრძოლა წარმოადგენს. მთავრობის მიერ მომზადდა სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც ევროკომისიას მიეწოდა და ველით მათგან უკუკავშირს. ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გააქტიურების მიმართულებით, მათ შორის, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციების სამუშაო ჯგუფთან. - ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის მხრივ, ძალისხმევას არ ვიშურებთ ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების გაზრდისთვის. საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებთან საქართველოს უნდა აღინიშნოს, ფარგლებში, მიერთების რომ ევროკავშირის წლიური მაჩვენებელი სტაბილურად 70-75%-ზე მეტია. - 2024 წელი მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების წელია როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის. ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ, როგორც ყოველთვის, მაქსიმალურად შესაძლებელი ღიაობა და ინკლუზიურობა. თებერვალში, ჩემი ხელმოწერით, ოფიციალური მოსაწვევი გაეგზავნა ეუთო/ოდირის გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას, ხოლო სულ ახლახან (23 აპრილს), მოსაწვევი გავაგზავნეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სახელზე. - ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საპარლამენტო სივრცეში სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივის სახით. - როგორც მოგახსენეთ, 2023 წლის ნოემბერში დამტკიცდა საქართველოში ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების მომზადებული ევროკომისიასთან თანამშრომლობით, სამოქმედო გეგმა, და დაიწყო მისი განხორციელება. მთავრობამ მოამზადა გეგმის განხორციელების 2024 წლის 9 პირველი კვარტლის ანგარიში, რომელიც ევროკომისიას მიეწოდა და ველით მათგან უკუკავშირს. - გრძელდება ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის განხორცილების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია, რომელიც შარშან 25 დეკემბერს დამტკიცდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის განხორციელების მიზნით შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციას. ჯერ კიდევ 12 პრიორიტეტზე მუშაობისას, ევროკომისიასთან შევქმენით ინტენსიური დიალოგისა და თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც დღესაც გრძელდება. 2023 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით შექმნილმა უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა გასულ წელს განახორციელა ვიზიტები ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში. ჯგუფის ძალისხმევას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, ექსპერტულ დონეზე, თითოეულ პრიორიტეტთან დაკავშრებული ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდების, დისკუსიისა და თითოეული ნაბიჯის შეფასებაზე პოზიციების შეჯერების თვალსაზრისით. 2024 წლის 3-5 აპრილს განხორციელდა უწყებათაშორისი ჯგუფის ვიზიტი ქ. ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, მარტში ქ. ბრიუსელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით, ეწვია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი სექტორული განხრით, რომელმაც ევროკომისიის შესაბამის სამსახურებთან გამართა მეტად ღირებული და საჭირო შეხვედრები ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. 2024 წლის 20 თებერვალს გაიმართა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს სხდომა, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, ვინაიდან წარმოადგენდა პირველ მაღალი დონის შეხვედრას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ. შეხვედრა იყო უაღრესად პროდუქტიული და საინტერესო, რაც არაერთხელ აღინიშნა ჩვენი ევროკავშირელი კოლეგების მიერ სხვდასხვა დონის ფორმატში. აღნიშნულ სხდომაზე განხილულ იქნა ასოცირების საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები; 9 ნაბიჯის შესრულების პროცესი; კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მთლიანობის მხარდაჭერა; აღინიშნა სუვერენიტეტისა საქართველოს და ტერიტორიული პროგრესი ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის გზაზე; ხაზი გაესვა საქართველოს მზარდ როლს 10 ევროკავშირთან დაკავშირებადობის პოლიტიკის კუთხით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენლებთან. გასული წლის განმავლობაში ასევე გაიმართა ასოცირების კომიტეტის, ქვეკომიტეტების, ადამიანის უფლებათა დიალოგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის შეხვედრები. გასული წლის ნოემბერში დავიწყეთ ევროკავშირთან დიალოგის ახალი ფორმატი ენერგეტიკის დარგში, რომელიც თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ევროკომისარმა ენერგეტიკის დარგში, კადრი სიმსონმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან, ერთად გახსნა. ბოლო დროს განხორცილებული ვიზიტებიდან მინდა განსაკუთრებით გამოვყო 2024 წლის აპრილში საქართველოში განხორციელებული ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) წევრი ელჩების ორდღიანი ვიზიტი. მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტი მუდმივმოქმედი ორგანოა. ევროკავშირის შესაბამისად, ინსტიტუციური ვიზიტი სტრუქტურის მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ კომიტეტის წევრებმა უშუალოდ ადგილზე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებული/მიმდინარე რეფორმების თაობაზე, ასევე, ქვეყანასა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე უსაფრთხოების კუთხით. კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ საქართველოს კარი გაუხსნა ევროკავშირის პოლიტიკასა და მექანიზმებთან დაახლოებისთვის. ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაცია, რომელიც თანდათანობით უზრუნველყოფს წვდომას ევროკავშირის ოთხ თავისუფლებაზე, ხელშესახებ ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, ასევე შეუწყობს ხელს კანდიდატი ქვეყნის მომზადებას სრულფასოვანი წევრობისთვის. ასოცირების საბჭოს სხდომის დროს ჩვენ შევთანხმდით გავაძლიეროთ საქართველოს ინტეგრაცია რიგ სფეროებში, როგორებიცაა ერთიანი ევროგადახდების სივრცე და როუმინგის ერთიანი სივრცე, აგრეთვე ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმი (Union Civil Protection Mechanism). ევროკავშირის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სტანდარტებთან მეტი თავსებადობის მისაღწევად აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებსა და სპეციალიზებულ სააგენტოებში ჩართულობის გაზრდის კუთხით. შესაბამისად, დარგობრივ უწყებებთან შესაძლებლობების ერთად მოძიებას. ვაგრძელებთ საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი ახალი ქვეყანაა „შემოქმედებით ევროპასა“ და „ჰორიზონტ ევროპაში“, ასევე, „ერასმუს პლუსში“ 11 მონაწილეობის კუთხით; მიმდინარეობს მუშაობა ერასმუსის პროგრამაში სტატუსის ამაღლების კუთხით, რაც შესაძლებლობების ახალ ფანჯრებს გაუხსნის ჩვენს სტუდენტობასა და აკადემიურ პერსონალს. გრძელდება კონსულტაციები სააგენტოებთან თანამშრომლობის შეთანხმებების გაფორმების მიზნით, მათ შორის, აღსანიშნავია ევროპის თავდაცვის სააგენტო, რომელთანაც, ჩვენი თავდაცვის სამინისტროს ჩართულობით, გრძელდება კონსულტაციები თანამშრომლობის სამართლებრივი მექანიზმის გაფორმების მიზნით. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის გაძლიერებას, რომელიც წარმოადგენს ორმხრივად კომპლექსური პრიორიტეტულ მიმართულებას, განსაკუთრებით, არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. სულ დაინტერესება საქართველოს სატრანზიტო უფრო პოტენციალით. იზრდება აღმოსავლეთ პარტნიორობის 2021 წლის სამიტზე დამტკიებული ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ევროკავშირთან ვმუშაობთ რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტზე, რომლებიც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური რეგიონული ცენტრის, როლს. სტრატეგიულ პროექტებს შორისაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, შავი ზღვის ინტერნეტკაბელი, შავ ზღვაზე საბორნე გადაზიდვების ინტენსიფიკაცია და საპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაც მიმდინარე სამუშაოების ნაწილია. საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა ევროკავშირთან მუშაობა ევროპულ სატრანსპორტო გაერთიანებაში საქართველოს სრულფასოვან გაწევრიანებაზე. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შესაძლებლობებს ევროკავშირის ტრანსპორტის ბაზარში ინტეგრაციის კუთხით (ამჟამად საქართველო, ისევე, როგორც მოლდოვა და უკრაინა, გაერთიანებაში დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს). საქართველო ევროკავშირის სანდო მოკავშირეა უსაფრთხოების სფეროში. საქართველო იყო პირველი ქვეყანა გაფართოების პოლიტიკის ქვეყნებს შორის, რომელთანაც ევროკავშირმა 2017 წელს დაიწყო მაღალი დონის დიალოგი უსაფრთხოების საკითხებზე. მიმდინარე წლის იანვარში ქ. ბრიუსელში დიალოგის მე-6 შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული დიალოგის შეხვედრებს ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თავმჯდომარეობს და მასში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებიც არიან ჩართულნი. დიალოგის ეს ფორმატი მეტად ღირებული და საჭიროა, განსაკუთრებით დღევანდელი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. 2014 წლიდან საქართველომ მნიშვნელოვანი 12 წვლილი შეიტანა ევროკავშირის კრიზისის მართვის მისიებში. საქართველო ასევე იყო ერთ-ერთი პირველი პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტში ჩაერთო და ბოლო სამი წლის განმავლობაში 62 მილიონ ევროზე მეტი დახმარება მიიღო; ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები ევროკავშირთან 2024 წლის დახმარების პაკეტის დამტკიცების კუთხით. ევროკავშირის/შენგენის ფუნქციონირების სივრცეში ხელშესაწყობად უვიზო რეჟიმის შეუფერხებელი ვაგრძელებთ აქტიურ თანამშროლობას ევროკომისიასთან, ისევე როგორც წევრ ქვეყნებთან [მათ შორის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ განხორციელების კუთხით, ბრძოლის, ასევე რეადმისიის შეთანხმების რომელიც მაღალ ნიშნულზეა]. ევროკომისიის უკანასკნელი შეფასების თანახმად (რომელიც 2023 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა), საქართველო წარმატებით ასრულებს თანამშრომლობის ყველა შესაბამის პუნქტს, რაც უვიზო რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების გარანტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება, გაწევრიანების გზაზე მათ მიერ შეძენილი გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის მიზნით. ამ კუთხით, ვაგრძელებთ შეხვედრებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ჩამოყალიბებულ საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფორმატში. ზემოაღნიშნულ პერიოდში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებსა და წევრი ქვეყნების ოფიციალურ პირებთან გამართულ შეხვედრებს შორის აღსანიშნავია: 2023 წლის 1 ივნისს ქ. კიშინეუში გამართული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტი და 5 ოქტომბერს ქ. გრანადაში გამართული მესამე სამიტი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად. მოგეხსენებათ, აღნიშნული ღონისძიება ევროპის ქვეყნების სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურთა დონეზე იმართება და ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობს. განსაკუთრებით საყურადღებო იყო გრანადის შეხვედრა, რომელზეც ევროკავშირის ლიდერებმა იმსჯელეს ევროკავშირის მომზადებაზე გაფართოების მომავალი ტალღის პირობებში. 2023 წლის 26-28 ივნისს საქართველოში შედგა ევროკავშირის სანქციების საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩის, დევიდ ო’სალივანის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის, კუმარ იერისა და 13 აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის სამსახურის უფროსის, ჯიმ ო’ბრაიენის სამუშაო ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მათი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკისა და განვითარების, მდგრადი ასევე ფინანსთან საგარეო საქმეთა, მინისტრებთან, ასევე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან. საგულისხმოა, რომ ვიზიტის შეჯამებისას სტუმრებმა ცალსახად საერთაშორისო დადებითად სანქციების შეაფასეს აღსრულების საქართველოს კუთხით და ძალისხმევა ქართული მხარის პროაქტიული თანამშრომლობა პარტნიორებთან. 2023 წლის 7-8 სექტემბერს შედგა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის ვიზიტი საქართველოში. ამ სტატუსით ის პირველად ეწვია საქართველოს და, შესაბამისად, ძალზე დატვირთული პროგრამა ჰქონდა. ქვეყნის ევროპული დღის წესრიგის გარდა, ვიზიტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხითაც იყო გაჯერებული. ბორელი ეწვია საოკუპაციო ხაზს. ევროკავშირის დელეგაციის შემადგენლობაში ჩართული იყო აგრეთვე ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში, რომელმაც ჩემთან ერთად ერთად მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის უწყებათაშორის შეხვედრაში ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე. 2023 წლის 3 ოქტომბერს ქ. თბილისში გაიმართა საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ერთობლივი კონსულტაციები ევროინტეგრაციის საკითხებში საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე. 2023 წლის 25-26 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიის პრეზიდენტის მიწვევით, ესტუმრა გლობალური კარიბჭის ფორუმის ბრიუსელს, პირველ სადაც შეხვედრაში მონაწილეობა და მიიღო საერთაშორისო საზოგადოებას გააცნო საქართველოს სტრატეგიული პოტენციალი და ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბის ამბიციური გეგმები. 2023 წლის 2 ნოემბერს ჩემი გერმანელი კოლეგის მიწვევით, ქ. ბერლინში მონაწილეობა მივიღე მაღალი დონის კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, რომელიც ევროკავშირის მომავლის ფორმირებას ეხებოდა. გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის ეს ინიციატივა იყო გაგრძელება გრანადაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფარგლებში, გაფორმებული ევროპელი ლიდერების შეთანხმებისა, რომელიც გაფართოებული ევროკავშირის მომავალს ეხებოდა. ძალზე სიმბოლური და ცალსახა პოლიტიკური მხარდაჭერის ჟესტი იყო ამ პროცესში გაფართოების ქვეყნების არაფორმალურად ჩართვა იმ მოტივით, რომ ევროკავშირის მომავალი ჩვენი საერთო ამოცანაა. 14 2023 წლის 6-8 ნოემბერს შედგა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრები ხელისულების მაღალი რანგი წარმომადგნელებთან. 2023 წლის 17 ნოემბერს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონი, რომელმაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად გახსნა საქართველო-ევროკავშირის ენერგეტიკულ სფეროში მაღალი დონის დიალოგის პირველი შეხვედრა. 2023 წლის 11 დეკემბერს მონაწილეობა მივიღე ქ. ბრიუსელში გამართულ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ მინისტერიალში. 2024 წლის 20 თებერვალს ქ. ბრიუსელში გაიმართა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს სხდომა, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა იქედან გამომდინარე, რომ წარმოადგენდა პირველ მაღალი დონის შეხვედრას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ. 2024 წლის 3-5 აპრილს ქ. ბრიუსელში გაიმართა 9 ნაბიჯზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ვიზიტი მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიასა და ევროკავშირის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის, არჩილ ყარაულაშვილის მონაწილეობით. 2024 წლის 10-11 აპრილს საქართველოში განხორციელდა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) წევრი ელჩების ორდღიანი ვიზიტი. მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტი მუდმივმოქმედი ორგანოა, ევროკავშირის შესაბამისად, ინსტიტუციური ვიზიტი სტრუქტურის მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ კომიტეტის წევრებმა უშუალოდ ადგილზე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს განხორციელებული/მიმდინარე მიერ ევროკავშირში რეფორმების თაობაზე, გაწევრიანების ასევე გზაზე უსაფრთხოების კუთხით ქვეყანასა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე. 2024 წლის 29-30 აპრილს მონაწილეობა მივიღე ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში, რომლებიც 2004 წლის ევროკავშირის გაფართოების ყველაზე დიდი ტალღის 20 წლისთავს მიეძღვნა. ძალზე სიმბოლური იყო ამ ღონისძიებებზე საქართველოს, როგორც წევრობის კანდიდატი ქვეყნის მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე ევროკავშირის 15 ზოგად საქმეთა საბჭოს არაფორმალურ სხდომაში, რომელიც ევროკავშირის წევრი და გაფართოების ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გაიმართა. სამომავლო ნაბიჯები  უპირველეს ყოვლისა, ევროინტეგრაციის მიმართულებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევა მიმართული იქნება ამ ისტორიული მონაპოვარის კონსოლიდაციისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევის ხელშეწყობისკენ. ამ მხრივ, პრიორიტეტულია ევროკომისიის ძირითადი ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმის განხორციელება, ისევე, როგორც ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების გაგრძელება.  ევროკავშირთან აქტიური და რეგულარული დიალოგის გაგრძელება, მათ შორის, არსებულ ინსტიტუციური თუ პოლიტიკის დიალოგის ფორმატებში.  ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს საელჩოები გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას საქართველოს, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით და ქვეყნის ევროპული დღის წესრიგის წარმოსაჩენად.  დარგობრივ უწყებებთან ერთად გაგრძელდება კონკრეტული ქმედებები ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაციის მიზნით, მათ შორის, ასოცირების საბჭოს ფარგლებში შეთანხმებული პოზიციების მიხედვით, რაც ასევე საბჭოს ერთობლივ განცხადებაში აისახა. ამ მხრივ, პრიორიტეტი ენიჭება ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრაციას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვიმუშავებთ კონკრეტული სამოქმედო გეგმის განსასაზღვრად (ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ევროკომისიასთან აქტიური თანამშრომლობით, შემუშავებულია DCFTA-ის პრიორიტეტული გეგმა).  საგარეო საქმეთა საქართველოსა და სამინისტრო, კომპეტენციის ევროკავშირს შორის შავ მიხედვით, ზღვაზე გააგრძელებს დაკავშირებადობის განვითარების და ამ მიზნით სტრატეგიული პროექტების ხელშეწყობას.  გავაგრძელებთ დასავლეთ გაფართოების ბალკანეთის პოლიტიკის სახელმწიფოებთან ქვეყნებთან, განსაკუთრებით, დიალოგს გაწევრიანების გზაზე გამოცდილების ურთიერთგაცვლის მიზნით. ნატოში გაწევრიანება 16 ევროკავშირში ნატოში გაწევრიანების მიმართულებით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ქართული მხრიდან გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით. როგორც ნატოს შტაბ-ბინაში, ისე საქართველოში, გაიმართა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები, რომელთა დროსაც მოკავშირეებთან ერთად განიხილებოდა ნატოსაქართველოს თანამშრომლობის ყველა აქტუალური საკითხი და სამომავლო პერსპექტივები. ასევე გაიმართა კონსულტაციები და შეხვედრები ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. საანგარიშო პერიოდში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტები ნატოს შტაბ-ბინაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი განხორციელდა ბრიუსელში, სადაც შედგა შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან, და გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დონეზე. საქართველოს დელეგაციამ, ჩემი ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ნატოს ვილნიუსის სამიტში. საანგარიშო პერიოდში საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ნატოს სამხედრო კომიტეტი ადმირალ რობ ბაუერის თავმჯდომარეობით და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა. ნატოს სამხედრო კომიტეტი საქართველოში მეხუთედ იმყოფებოდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ხაზს უსვამს ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. აღნიშნული მაღალი დონის ვიზიტები ნატო-საქართველოს დინამიკური თანამშრომლობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ამასთან:  საქართველო ეფექტიანად იყენებდა ნატოში ინტეგრაციის ყველა ინსტრუმენტს: ნატო-საქართველოს კომისიას (NGC), წლიურ ეროვნულ პროგრამასა (ANP) და ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს (SNGP).  მიმდინარეობდა ნაყოფიერი მუშაობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. საანგარიშო პერიოდში ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა კომისიის 5 სხდომა.  შემუშავდა 2023 წლის წლიური ეროვნული პროგრამის თვითშეფასების დოკუმენტი და 2024 წლის წლიური ეროვნული პროგრამა (ANP). პრემიერ17 მინისტრის მიერ ა.წ. 19 აპრილს დამტკიცებული საქართველოს 2024 წლის რიგით მე-16 წლიური ეროვნული პროგრამა 29 აპრილს წარედგინა ნატოს მხარეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე.  საქართველომ და ნატომ შეიმუშავეს ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის რომელშიც პროგრამა მკაფიოდაა თანამშრომლობის (Individually Tailored განსაზღვრული მიზნები და Partnership სტრატეგიული მათი Program), ამოცანები, იმპლემენტაციის გზები (ინფორმაციისთვის: დოკუმენტი არ არის საჯარო);  საანგარიშო პერიოდში ქართული მხარის ძალისხმევა მიმართული იყო როგორც არსებული, ისე ახალი ინიციატივების ეფექტიანი იმპლემენტაციისკენ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Enhanced SNGP) გაძლიერების შედეგად.  აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან ნატოს საკონტაქტო საელჩოს მისიას საქართველოში ასრულებს რუმინეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოები. საქართველო განაგრძობს თანამშრომლობას ნატოს საკონტაქტო პოლიტიკური საელჩოებთან დიალოგისა და აქტიურ პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. სამომავლო გეგმები ნატოში შემდგომი ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანა და ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისა და სტაბილური განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორია.  ქართული მხარე აქტიურად მუშაობს და კვლავაც განაგრძობს მუშაობას ა.წ. ივლისში ვაშინგტონის სამიტზე საქართველოს უმაღლეს დონეზე დასწრებისა და სათანადოდ წარმოჩენის უზრუნველსაყოფად;  ალიანსში გაწევრიანებისათვის მოსამზადებლად გაგრძელდება მუშაობა არსებული პოლიტიკური და პრაქტიკული ინსტრუმენტების, ნატო- საქართველო კომისიის, წლიური ეროვნული პროგრამის და გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გამოყენებით;  საქართველო, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, გააგრძელებს ალიანსთან სტრატეგიულ დისკუსიებში მონაწილეობას და გააღრმავებს პრაქტიკულ შესაბამისი გადაწყვეტილებების შესაბამისად; 18 თანამშრომლობას, ნატოს  საქართველო კვლავ იქნება ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. როგორც პირველი არაწევრი ქვეყანა, საქართველო გააგრძელებს ნატოს ოპერაცია “Sea Guardian”ში ოპერაციული პარტნიორის სტატუსით მონაწილეობას.  საქართველო გააგრძელებს გაძლიერებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორის სტატუსით მინიჭებული შესაძლებლობების გამოყენებას; ასევე აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან;  გაგრძელდება ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ნატოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიმართ მათი მხარდაჭერის უზრუნველყოფად. ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით, გრძელდება ერთობლივი ძალისხმევა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი და გაიმართა შეხვედრები აშშ-ს როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან; საქართველოს ეწვია აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი; ისტორიული მნიშვნელობის იყო ჯორჯიის შტატის გუბერნატორის, ბრაიან კემპის ვიზიტი; ასევე აღსანიშნავია აშშ-ს კონგრესის არაერთი დელეგაციის1 ვიზიტი საქართველოში; აქვე შემიძლია ვახსენო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯეიმს ო’ბრაიენის, USAID-ის ადმინისტრატორის, მოადგილე ისობელ კოულმანი. რაც შეეხება ქართული მხარის მიერ აშშ-ში განხორციელებულ ვიზიტებს, უკანასკნელ პერიოდში აღსანიშნავია საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანს შორის გამართული შეხვედრა გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში; ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ვიზიტი (რომლის ფარგლებშიც გაფორმდა საქართველოსა და აშშ-ს შორის სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულება). 2024 წლის 17-18 თებერვლის პერიოდში გავმართე ორმხრივი შეხვედრები ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯეიმს ო’ბრაიენთან; აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) 1 03/06/21; 06/09/21; 21/04/22; 17/02/23; 19 აღმასრულებელ დირექტორთან, სკოტ ნეითანთან; ევროპის მოკავშირეთა უმაღლეს მთავარსარდალთან და აშშ-ს ევროპული სარდლობის მეთაურთან, გენერალ კრისტოფერ კავოლისთან. აშშ-ს მხრიდან ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის დადასტურებაა საანგარიშო პერიოდში ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული არაერთი განცხადება, ინიცირბული რეზოლუცია, ძალაში შესული საკანონმდებლო აქტი და ა.შ.: მაქსიმალურადაა შენარჩუნებული საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსთვის მნიშვნელოვან ისეთ საკანონმდებლო აქტებში, როგორიცაა: აშშს ბიუჯეტი (Consolidated Appropriations Act FY24), რომლის ფარგლებშიც ზედიზედ მერვე წელია აისახება საქართველოს მხარდამჭერი მნიშვნელოვანი ჩანაწერები ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით და გამოხატულია ურყევი პოზიცია ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ; ისევე, როგორც შენარჩუნებულია საქართველოსთვის გათვალისწიენბული დაფინანსების უმაღლესი ნიშნული ($ 132 025 000). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA), რომელიც განსაზღვრავს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკას და ბიუჯეტის პრიორიტეტებს მოცემული წლისთვის; მასში როგორც პირდაპირ, ისე ირიბად, წლების განმავლობაში დაფიქსირებულია უმნიშვნელოვანესი ჩანაწერები როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესების, ისე რეგიონული უსაფრთხოების მხარდაჭერის კუთხით. საქართველოს მზადყოფნის, მათ შორის, თავდაცვის შესაძლებლობებისა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდის მიზნით, გრძელდება აქტიური პარტნიორობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის: 2021 წლის 18 ოქტომბერს, აშშის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივის თაობაზე (GDDEI). ეს არის ერთობლივ მიღწევებზე დაფუძნებული ახალი ინიციატივა, რომელმაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადაიყვანა. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ორჯერ ჩატარდა აშშ-საქართველოს მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა - “მტკიცე სული 2021“ და „მტკიცე სული 2023” (Agile Spirit); ამავე პერიოდში გაიმართა სამხედრო სწავლება „ღირსეული მოკავშირე 2022“ (Noble Partner), რომელშიც 20 ქვეყნის 2 400 სამხედრო მოსამსახურე 20 მონაწილეობდა; საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ასევე განხორციელდა აშშ-ს სამხედრო ხომალდების საპორტო ვიზიტები. როგორც ქართული, ისე, აშშ-ს მხარის შეფასებით, მსგავსი სახის ერთობლივი ძალისხმევა ხაზს უსვამს აშშ-ს ჩართულობას შავი ზღვის რეგიონში, რაც, უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტში, უაღრესად მნიშვნელოვანია. ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ასევე გრძელდება მუშაობა აშშ-ს საკანონმდებლო სავაჭრო წარმომადგენლის ხელისუფლებასთან, ოფისთან, ბიზნესისა და აღმასრულებელ საექსპერტო და წრეების წარმომადგენლებთან ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის საკითხებზე. ჩვენს რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო ახორციელებდა დაბალანსებულ პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო რეგიონში სტაბილურობის აღდგენისა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისაკენ. საქართველო გამოთქვამდა და გამოთქვამს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს მეზობელ ქვეყნებს შორის დიალოგს და კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რაც მთელი რეგიონის ინტერესშია. საქართველომ არაერთგზის შეუწყო ხელი მეზობელ ქვეყნებს შორის ეფექტიან კომუნიკაციას. ჩვენ გვინდა, თბილისი გახდეს დამატებითი ადგილი ჩვენი მეზობლებისთვის, სადაც შეძლებენ განიხილონ ნებისმიერი აქტუალური თემა, რომელიც ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას. გასული წლის შემოდგომაზე საქართველოში გაიმართა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა. მზად ვართ გავაგრძელოთ ჩვენი ჩართულობა ამ მიმართულებით ჩვენი მეზობელი ქვეყნების საჭიროების შესაბამისად. საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყების თაობაზე. არსებული გამოწვევების ფონზე, რეგიონში მშვიდობისა დამკვიდრებისათვის მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლელი პარტნიორების აქტიური ჩართულობა. საქართველოს აქტიური საგარეო პოლიტიკის შედეგად, განხორციელდა და გაიცვალა მნიშვნელოვანი უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები მეზობელ ქვეყნებთან, რამაც შესაძლებელი გახადა ახალი ეკონომიკური, 21 სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების ინიცირება და სხვადასხვა მიმართულებით უკვე არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განახორციელა ვიზიტები ბაქოსა და ერევანში. იგეგმება ვიზიტი თურქეთში. თურქეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა რჩებიან საქართველოს ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორებად, რომლებთანაც ჩვენს ქვეყანას რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის პროექტები აკავშირებს. 26 იანვარს ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. დარწმუნებული ვართ, ეს დადებითად აისახება მთლიანად რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. 2024 წლის 15 მარტს ბაქოში გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის რიგით მეცხრე სამმხრივი მინისტერიალი, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა ბაქოს დეკლარაციას. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შემდეგ ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობები და პოლიტიკური დიალოგი წარიმართა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესის მისაღწევად, რაც 2023 წლის ბოლოს წარმატებით განხორციელდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით. აღნიშნულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ მკვეთრად გაზარდა ურთიერთობების დინამიკა და ევროპის ქვეყნების ჩართულობა საქართველოში; აგრეთვე, დამატებითი იმპულსი შესძინა ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ურთიერთსასარგებლო სფეროების გამოკვეთასა და მათ შემდგომ განვითარებას. ამ კუთხით, მნიშვნელოვანი იყო უმაღლესი და მაღალი დონის არაერთი (გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, ლიხტენშტაინი, პორტუგალია, ხორვატია, ბელგია, უნგრეთი, ირლანდია, ბულგარეთი, ლატვია, დანია, გაერთიანებული სამეფო, ვატიკანი, ფინეთი, ნორვეგია). გარდა ამისა, ეფექტიანად ვიზიტი იქნა გამოყენებული საერთაშორისო ფორუმების პლატფორმა ჩვენი უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური მიზნების მიღწევისა და ევროპელი პარტნიორების შემდგომი მხარდაჭერის კონსოლიდაციის კუთხით. გაგრძელდა მუშაობა ევროპის ქვეყნებთან - დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატების ფარგლებში; შემუშავდა და დასკვნით ეტაპზე გადავიდა უწყებათაშორისი სამოქმედო გეგმა რუმინეთთან; მომზადდა მაღალი დონის დიალოგის თემატური მოდალობები იტალიასთან; საქართველოსა და ნორდიკულ ქვეყნებს შორის არაფორმალური პლატფორმის ფარგლებში გაიმართა პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე; გაგრძელდა მუშაობა ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის ფარგლებში; 22 გაიმართა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთა ხელმძღვანელობით, სადაც გაფორმდა 11 სამართლებრივი დოკუმენტი. ნაყოფიერად იქნა გამოყენებული საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატი (ბულგარეთი, ბალტიის ქვეყნები, ხორვატია, ალბანეთი, ფინეთი, შვეიცარია, ირლანდია, პოლონეთი). ევროპის პოლიტიკური და უსაფრთხოების დღის წესრიგის ტრანსფორმაციის ფონზე და საქართველოს სტატუსის გათვალისწინებით, აგრეთვე პარტნიორების მხარდამჭერი და ურთიერთთანმხვედრი პოზიციების კონსოლიდაციის მიზნით, გაფორმდა ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმები. გაიზარდა საქართველოს ჩართულობა ბალკანეთის რეგიონში - გაიხსნა საქართველოს საელჩო და საპატიო საკონსულო ხორვატიის რესპუბლიკაში. საქართველოს საგარეო პოლიტიკაში კვლავინდებურად მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას აზიისა და ოკეანეთის რეგიონის ქვეყნებთან. ამ მხრივ, გასული და მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავებისაა და სტრატეგიულ დონეზე განვითარების თვალსაზრისით. 2023 წლის 31 ივლისს ჩინეთის პრემიერ-მინისტრის მიწვევით პეკინში განხორციელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ისტორიული ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ორი ქვეყნის ურთიერთობამ თანაშრომლობის სტრატეგიულ დონეზე გადაინაცვლა (ვიზიტის ფარგლებში მიღებულ იქნა „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ“; გაიმართა უმაღლესი დონის შეხვედრები ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგთან, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ ლი ციანგთან). აღნიშნული ხელს შეუწყობს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ამ კუთხით, უაღრესად ხელშესახები შედეგი გახლავთ საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის შეთამხება უვიზო მიმოსვლის შესახებ. ჩინეთის მთავრობამ მ.წ. 28 აპრილს მოახდინა აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება, რის შემდეგაც მ.წ. 28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და ერთჯერადად დაჰყონ იქ 30 დღე. 23 აქვე აღსანიშნავია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თავის მხრივ, საქართველოს მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პრინციპს. ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა 5 დოკუმენტს. ესენია:  ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის, სარტყელისა და გზის ინიციატივის ფარგლებში;  ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს შორის ციფრულ ეკონომიკაში საინვესტიციო თანამშრომლობის შესახებ;  ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ენის სწავლებისა და თანამშრომლობის ცენტრს შორის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩინური ენის ერთობლივი სწავლების შესახებ;  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ აუდიტის სამსახურს შორის;  შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ადმინისტრაციასა შორის. საანგარიშო პერიოდში ასევე განხორციელდა მაღალი დონის ვიზიტები. კერძოდ, 2024 წლის 15-19 იანვარს შედგა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში. 2024 წლის 14-17 აპრილს საქართველოს ვიზიტით ეწვია ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილე ბ-ნი ჩენ ჭოუ. წარმატებით ვითარდება ურთიერთობები ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებთან. ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის საქართველო წარმოადგენს ევროპა- კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელოვან ნაწილს. საქართველოზე გადის ძირითადი რეგიონალური სატრანზიტო 24 გზები ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. საქართველო აქტიურად არის ჩართული მთელ რიგ მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტებში. გრძელდება აქტიური თანამშრომლობა აღმოსავლეთისა ამ კონტექსტში, და დასავლეთის დამაკავშირებელი „შუა დერეფნის“ განვითარებასა და გამოყენებაზე. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობა ქვეყნის ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალის უკეთ ათვისებისთვის. აღსანიშნავია, რომ რეგიონის ქვეყნებთან წარმატებით ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები. 2023 წლის მონაცემებით, საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელთან შედარებით 1,5-ჯერ გაიზარდა. ასევე, საგრძნობლად არის გაზრდილი საქართველოში ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობაც (2022 წლის მონაცემებთან შედარებით 30%-ით). 2024 წელს რეგიონის მასშტაბით განხორციელდა მაღალი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში (2023 წლის 18 ივლისი); საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში (2023 წლის 1 აგვისტო). დონის ვიზიტები. კერძოდ: მიმდინარეობდა აქტიური თანამშრომლობა რეგიონის ქვეყნებთან საკანონმდებლო ორგანოების დონეზე. საანგარიშო პერიოდში ვითარდებოდა თანამშრომლობა იაპონიასთან როგორც ორმხრივი ვიზიტების განხორციელების, ისე სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღღმავების კუთხით. 2023 წლის 27 აგვისტოს შედგა საქართველოს ვიცე-პრემიერის, კულტურისა და სპორტის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში. ასევე, რეგიონის ქვეყნებთან მიმდინარეობდა აქტიური თანამშრომლობა საპარლამენტო დონეზე, რომლის ფარგლებშიც გაიმართა მაღალი დონის ვიზიტები როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, ისე სხვადასხვა კომიტეტის დონზე. საანგარიშო პერიოდში ხელი მოეწერა რამდნეიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს რეგიონის სხვადასხვა ქვეყანასთან: - 2023 წლის 21 სექტემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას "საქართველოს მთავრობასა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ". ძალაშია 2024 წლის 2 აპრილიდან. - 2023 წლის 27 სექტემბერს ხელი მოეწერა ორ შეთანხმებას: ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და შრი25 ლანკის ტურიზმის განვითარების ადმინისტრაციას შორის, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და შრი-ლანკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბანდარანაიკეს სახელობის საერთაშორისო ინსტიტუტს შორის - 2023 წლის 9 ოქტომბერს იაპონიაში ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და იაპონიის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროებს შორის, საინფორმაციო კავშირების სფეროში. - 2024 წლის 2 თებერვალს, ვირტუალურ ფორმატში, ხელი მოეწერა „ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კამბოჯის სამეფოს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს შორის, ორმხრივი კონსულტაციების დაარსების შესახებ“. სხვადასხვა ფორმატში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები რეგიონის ქვეყნების საგარეო პოლიტიკურ უწყებათა ხელმძღვანელებთან: უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან; პალაუს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრთან, ტიმორ-ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრთან. შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა ხელი მოაწერეს საგარეო უწყებათა შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. ასევე შედგა შეხვედრები მარშალის კუნძულების, შრი-ლანკის, კორეის რესპუბლიკის, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ბოლო წლების აღმოსავლეთის განმავლობაში რეგიონში აქტიურად საქართველოს გრძელდებოდა მეგობარ მუშაობა ქვეყნებთან ახლო ორმხრივი თანამშრომლობის გამყარების კუთხით. ამ მხრივ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებისა და ფართომასშტაბიანი დაპირისპირების არეალის შესაძლო გაფართოების ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია რეგიონის ქვეყნებთან დაბალანსებული პოლიტიკის გატარებაზე. არსებულ დღის წესრიგში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის წამყვან ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურება კეთილდღეობის გაძლიერების მიზნით. კერძოდ: 26 საქართველოს ეკონომიკური - წარმატებით ვითარდება ურთიერთობები არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. განხორციელდა მაღალი და უმაღლესი დონის გაცვლითი ვიზიტები. მათ შორის, 2023 წლის დეკემბერში საქართველოს პრემიერმინისტრმა მონაწილეობა მიიღო დუბაიში გამართულ გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაში (COP28). 2023 წლის 10 ოქტომბერს, მხარეთა აქტიური მუშაობის შედეგად, გაფორმდა საქართველოსა ყოვლისმომცველი და არაბთა ეკონომიკური გაერთიანებულ საამიროებს თანამშრომლობის შესახებ შორის შეთანხმება (“CEPA”); - საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებული თანამშრომლობის შედეგად, 2023 წელს საფუძველი ჩაეყარა ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნას. მ.წ. 24 იანვარს, სამეფოში ურთიერთგაგების ჩემი ვიზიტის მემორანდუმი, დროს, გაფორმდა რომლითაც შესაბამისი ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავა ყურის რეგიონის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანასთან თანამშრომლობა; - განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასევე კატართან ურთიერთობების გაღრმავებას. ამ მხრივ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა. 2023 წლის მაისში შედგა საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტები კატარში (კატარის ეკონომიკური ფორუმში მონაწილეობის მიღების მიზნით); - 2023 წლის 6 დეკემბერს ხელი მოეწერა საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას და ფრენების არეალის გაფართოებას, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ყურის რეგიონის მიმართულებით გაწეული აქტიური დიპლომატიური ძალისხმევით, იმედი გვაქვს, რომ არსებული დინამიკა არათუ შენარჩუნდება ორმხრივ ურთიერთობებში, არამედ კიდევ უფრო მზარდი გახდება და ამათ შორის გაგრძელდება უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლა. საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში განვითარებული მოვლენები. რეგიონის წინაშე დადგა 27 ისრაელსა და ირანს შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების საფრთხე, რომელიც დღემდე არ განელებულა. ისრაელსა და ირანს შორის ურთიერთობების ესკალაციის ფონზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა როგორც ირანის, ისე ისრაელის მხარესთან (ქვეყნების ელჩების დონეზე) და რეგიონში საქართველოს მისიების ხელმძღვანელებთან. ქართული მხარე აქტიურად ადევნებდა თვალს საერთაშორისო თანამეგობრობის გამოხმაურებას, რომლის ზოგადი სულისკვეთებაც უკავშირდებოდა ვითარების დეესკალაციისა და ორივე ქვეყნისადმი თავშეკავებისკენ მოწოდებას. სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს შორის აღსანიშნავია შემდეგი: დაარსდა იაპონიის სავაჭრო სამრეწველო პალატა; ინდურმა ავიაკომპანიამ "IndiGo" დაიწყო პირდაპირი ფრენების შესრულება საქართველოსა და ინდოეთს შორის, ასევე ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ქალაქ თბილისში მუდმივი დიპლომატიური მისიის [საელჩო] გახსნის შესახებ; თბილისში გამართა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების (EPA) შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, ხოლო სეულში გაიმართა „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობის შესახებ’’ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი; 2024 წლის მეორე ნახევარში საქართველოში იგეგმება კორეის რესპუბლიკის სრულფასოვანი საელჩოს გახსნა. აზიისა და ოკეანეთის რეგიონის ქვეყნებთან პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, საგარეო უწყებათა დონეზე, შედგა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები: ინდოეთის რესპუბლიკასთან, უზბეკეთის რესპუბლიკასთან, კორეის რესპუბლიკასთან, თურქმენეთთან, იაპონიასთან, ფილიპინების რესპუბლიკასთან, ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასთან. ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. გრძელდება აქტიური საქმიანობა რეგიონის ქვეყნებთან, როგორც პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების, ისე ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში არსებული თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით. 28 მუდმივად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შესაბამის ქვეყნებში საქართველოს ცნობადობის ამაღლების, ასევე რეგიონულ ორგანიზაციებსა და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. ხსენებულს ადასტურებს გასული პერიოდის განმავლობაში გამართული ვიზიტების, მაღალი დონის შეხვედრებისა და პოლიტიკური კონსულტაციების ინტენსივობა. შესაბამისი რეგიონის ქვეყნების უმრავლესობასთან საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს, რაც, მნიშვნელოვანწილად, უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული საქმიანობის შედეგია. ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან საანგარიშო პერიოდში გაიმართა არაერთი მაღალი და სამუშაო დონის ვიზიტი/შეხვედრა, რომელთაგან აღსანიშნავია: - 2024 წლის 27 მარტი - 4 აპრილის პერიოდში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის რეგიონული ტურნე არგენტინის, ბრაზილიის, პარაგვაისა და პანამის რესპუბლიკებში. აღსანიშნავია, რომ ეს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი პარაგვაიში და პირველი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოდან პანამაში. რეგიონული ტურნეს ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან, ასევე პარაგვაის პრეზიდენტთან, და სანტიაგო პენიასთან არგენტინის ვიცე-პრეზიდენტთან, სენატის თავმჯდომარესთან, ვიქტორია ვილარუელთან. - სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში, შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა პერუს, გრენადის, ანტიგუა და ბარბუდასა და გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. - 2023 წლის 14-22 აგვისტოს პერიოდში მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები კოლომბიასთან, სამუშაო ვიზიტი პერუში და ვიზიტი პარაგვიაში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრების მიზნით. მინისტრის პირველი მოადგილის ხელმძღვანელობით, ასევე გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები არგენტინასთან (2023 წლის 29 ივნისს) და ბრაზილიასთან (2023 წლის 5 სექტემბერს). სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში, შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის შეხვედრა არგენტინისა და კოლომბიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებთან. - საანგარიშო პერიოდში გაიმართა ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის რეგიონული ვიზიტი კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში (2023 წლის 28 ნოემბერი-3 დეკემბრის პერიოდში) და ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გრენადასთან; ასევე - სამუშაო ვიზიტი გაიანაში და ორმხრივი შეხვედრები როგორც გაიანას საგარეო 29 საქმეთა სამინისტროსთან, ისე რეგიონულ ორგანიზაცია სამდივნოსთან. დირექტორის ხელმძღვანელობით, ასევე შედგა CARICOM-ის უწყებათაშორისი დელეგაციის სამუშაო ვიზიტი არგენტინაში (2023 წლის 2-7 ოქტომბერს). საანგარიშო პერიოდში გაიმართა გვატემალის, კუბის, პერუს, ელ სალვადორის, დომინიკის თანამეგობრობის და ჰონდურასის არარეზიდენტი ელჩების ვიზიტები. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, რეგიონის ქვეყნებთან ხელი მოეწერა ოთხ შეთანხმებას და ძალაში შევიდა ორი შეთანხმება უვიზო მიმოსვლის შესახებ. საქართველოსა და კანადას შორის ნარჩუნდება ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა, რომლის განვითარებას საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. კანადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია; კანადის წარმომადგენლები რეგულარულად უჭერენ მხარს საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე. ეკონომიკური ურთიერთობების ჭრილში, 2018 წელს დაიწყო მოლაპარაკებები საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ორმხრივი დაცვის შესახებ შეთანხმებაზე (FIPA). ამჟამად დღის წესრიგში დგას და აქტიურად გრძელდება მუშაობა ზემოხსენებული შეთანხმების გასაფორმებლად, რომლის ხელმოწერაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კანადასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის კუთხით. უკანასკნელი წლების განმავლობაში გაიმართა მოლაპარაკებების 6 რაუნდი როგორც თბილისში, ისე ოტავაში; თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის თვალსაზრისით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 18-26 ნოემბერს საქართველომ პირველად უმასპინძლა კანადურ სამეთაურო-საშტაბო მრავალეროვნულ სწავლებას „Maple Arch“. საქართველომ აღნიშნულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს 2023 წლის ნოემბერ-დეკემბერშიც უმასპინძლა. ნიშანდობლივია რომ საქართველო ზედიზედ მეექვსედ იღებს მონაწილეობას ზემოხსენებულ პროგრამაში. წვრთნებში, კანადელ ინსტრუქტორებთან ერთად, ქართველი ინსტრუქტორები და ცხრა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები არიან ჩართული. სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები:  ჩვენი მიზანია საქართველო-აშშ-ს პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით 30 გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. დიდ ყურადღებას ვანიჭებთ ამერიკული პირდაპირი ინვესტიციების წახალისებას.  საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით შექმნილი ახალი რეალობის კონტექსტში, პრიორიტეტულია ევროპის ქვეყნებთან პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურება და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება. ამ მიზანს ემსახურება უახლოეს პერიოდში დაგეგმილი ვიზიტები და საერთაშორისო ფორუმები, ასევე - საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები.  სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატების კონტექსტში, დღის წესრიგში დგას „უორდროპის სტრატეგიული დიალოგისა“ და „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მორიგი რაუნდების თბილისში გამართვა; რუმინეთთან და იტალიასთან სტრატეგიული დიალოგების საინაუგურაციო სხდომების ჩატარება; „ქართულ-გერმანულ-ფრანგული“ სამკუთხედის ფარგლებში კონსულტაციების გაგრძელება - მორიგი რაუნდის ფარგლებში.  აზიისა და ოკეანეთის რეგიონში გაიმართება მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტები შემდეგ ქვეყნებთან: ავსტრალია, იაპონია, ინდოეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, კორეა, ტიმორ-ლესტე, სინგაპური, ფილიპინები. ორმხრივი კონსულტაციები ჩატარდება ასევე შემდეგ ქვეყნებთან: იაპონია, ჩინეთი, ავსტრალია, ტაილანდის სამეფო, შრი-ლანკა, მარშალის კუნძულები, ტაჯიკეთის რესპუბლიკა, ყაზახეთის რესპუბლიკა, ტიმორ-ლესტე, კამბოჯის სამეფო. გარდა ამისა, აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:  მეტი იაპონური კომპანიის დაინტერესება და ინვესტიციების შემოტანა ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელ, გარემოს დაცვით (მავნე ნარჩენების მართვა და ემისიის შემცირება) და სხვა შესაბამის სექტორებში;  იაპონიასთან გაფორმებულია შეათანხმება ერთიანი საკრედიტო მექანიზმის (JCM) შესახებ, რამაც მეტი დაჯერებულობა უნდა მისცეს იაპონურ კომპანიებს და ხელი შეუწყოს იაპონურ ინვესტიციებს საქართველოში. 31  მოლაპარაკებების დაწყება ინდურ მხარესთან, თავისუფალი ვაჭრობის [FTA] შესახებ შეთანხმებაზე2;  სატრანსპორტო-ლოგისტიკური თანამშრომლობის გაძლიერება და საქართველოს პორტებში მეტი ინდური საერთაშორისო ტვირთების მოზიდვის ხელშეწყობა.  ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას მაღალი დონის ვიზიტების, შეხვედრებისა და პოლიტიკური კონსულტაციების დაგეგმვის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება მინისტრის პირველი მოადგილის რეგიონული ვიზიტი კარიბის ზღვის აუზისა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში და სხვადასხვა სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარება კარიბის ზღვის აუზის რიგი ქვეყნებისა და ორგანიზაცია CARICOM-ისთვის.  მიმდინარე წელს იგეგმება საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ორმხრივი დაცვის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დასკვნითი რაუნდის ჩატარება; რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას მაღალი დონის ვიზიტების, შეხვედრებისა და პოლიტიკური კონსულტაციების დაგეგმვის მიმართულებით. მრავალმხრივი დიპლომატია საანგარიშო პერიოდში საქართველო აგრძელებდა გაეროს, ეუთოსა და ევროპის საბჭოს ფორმატების აქტიურ გამოყენებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების, ხსენებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი კონსოლიდაციისათვის, ასევე მოგვარების - ხსენებულ კუთხით ორგანიზაციებში ძალისხმევის ქვეყნის სხვა ინტერესების რეალიზაციის მიზნით. საერთაშორისო მნიშვნელოვანი ორგანიზაციების საკითხების, მათ დღის შორის, წესრიგში უპირველეს საქართველოსთვის ყოვლისა, რუსეთ- საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული თემატიკის აქტიურად დაყენების 2 საქართველოს და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა დასრულდა 2019 წლის იანვარში. მხარეები შეთანხმდნენ დაეწყოთ მოლაპარაკებები FTA საკითხზე. 32 უზრუნველსაყოფად აქტიურად გამოიყენებოდა ყველა შესაბამისი ფორმატი. აღნიშნულ ფორმატში მიღწევებზე ზემოთ უკვე ვისაუბრე. საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გრძელდებოდა რეგულარული დიალოგი მაღალ დონეზე, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან. საანგარიშო პერიოდში შედგა საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენელთა არაერთი ვიზიტი საქართველოში. მათ შორის, აღსანიშნავია: 2023 წლის 1-3 ივლისს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის ვიზიტი.  2023 წლის 1-3 ივლისს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის ვიზიტი.  2023 წლის 15 ნოემბერს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას ვიზიტი. o ვიზიტის ფარგლებში ყველა მათგანი ეწვია საოკუპაციო ხაზს.  2023 წლის 20 ნოემბერს ევროპის, ცენტრალური აზიისა და ამერიკის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწის, მიროსლავ იენჩას ვიზიტი.  2024 წლის 18 იანვარს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილის, ბიორნ ბერგეს ვიზიტი.  ასევე, გაიმართა არაერთი მნიშვნელოვანი ვიზიტი ნიუ-იორკში, სტრასბურგსა და ჟენევაში; შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან:  2023 წლის 18-22 სექტემბერს ქ. ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის გენერალურ დებატებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით. გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის ორმხრივი შეხვედრები წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, ასევე - გაეროსა და ეუთოს გენერალურ მდივნებთან.  4 ოქტომბერს, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა მქონდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან. 33  2024 წლის 26-27 თებერვალს, ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, როგორც საქართველოს საგარეო მინისტრი, სიტყვით გამოედი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) 55-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტზე. მქონდა შეხვედრები ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან და ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან;  23 თებერვალს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას ვიზიტი ნიუ-იორკში. ვიზიტის ფარგლებში, ის სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგის საკითხთან - „უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა“ (The situation in the temporarily occupied territories of Ukraine) დაკავშირებით გამართულ დებატებზე. ასევე, შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს პოლიტიკური და სამშვიდობო საკითხებისა და სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტებში, მიროსლავ იენჩას და გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ევროპისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეგიონული ბიუროს დირექტორს, ივანა ჟიკოვიჩს.  2023 წლის ნოემბერსა და 2024 წლის აპრილში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების განხილვებში მონაწილეობის მიზნით, სტრასბურგში ვიზიტების ფარგლებში, შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან. გასული წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აქტიური თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან საქართველოს დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით: 2024 წლის 18 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ წარადგინეს ევროპის საბჭოს მეოთხე, 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის. გეგმა მოიცავს კონკრეტულ პროექტებს და ემსახურება ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროში ქვეყნის კანონმდებლობის, ინსტიტუტებისა და პრაქტიკის საქართველოში მიმდინარე ევროპულ დემოკრატიული სტანდარტებთან რეფორმების დაახლოებას გზით. დღეის მდგომარეობით, სამოქმედო გეგმის საერთო ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 20 000 000 ევროს და მობილიზებულია დაახლოებით 10 000 000 ევრო. 34 საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპული პრაქტიკის შესაბამისი, თავისუფალი, გამჭვირვალე უზრუნველსაყოფად მინისტრის საერთაშორისო შესაბამისი ინსტიტუტებისა და და წერილები ადამიანის სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელთა გაიგზავნა უფლებათა მოწვევის ეუთოს ოფისის ჩატარების მიზნით, დემოკრატიული (ODIHR) დირექტორის (თებერვალი), ეუთოს, ნატოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეების (აპრილი) ხელმძღვანელთა სახელზე. 2024 წელს საქართველო არჩეულ იქნა გაეროს განვითარების პროგრამის, მოსახლეობის ფონდისა და საპროექტო სერვისების ოფისის (UNDP/UNFPA/UNOPS) აღმასრულებელ საბჭოში, 2025-2027 წლების ვადით. არჩევნები გაიმართა ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მენეჯმენტის შეხვედრაზე, ნიუ-იორკში, 2024 წლის 9 აპრილს. ამჟამად მიმდინარეობს შემდეგი კამპანიები საქართველოს კანდიდატების მხარდასაჭერად:  გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში (CRC), მეორე ვადით (2025-2029 წწ.). არჩევნები გაიმართება ბავშვის უფლებათა შესახებ გაეროს კონვენციის წევრი სახელმწიფოების მე-20 შეხვედრის ფარგლებში, ნიუ-იორკში, 2024 წლის 23 მაისს.  გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში (CCPR), 2025-2028 წლების ვადით. არჩევნები გაიმართება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის ხელშემკვრელი (ICCPR) ქვეყნების მე-40 შეხვედრაზე, ნიუ-იორკში, 2024 წლის 29 მაისს.  გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში (CEDAW), 2025-2028 წლების ვადით. არჩევნები გაიმართება ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის წევრი ქვეყნების 23-ე შეხვედრაზე, ნიუ-იორკში, 2024 წლის 7 ივნისს.  გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტში (CRPD), 2025-2028 წლების ვადით. არჩევნები გაიმართება შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 შეხვედრაზე, ნიუ-იორკში, 2024 წლის 11 ივნისს.  გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელ საბჭოში (UNICEF), 2026-2028 წლების ვადით. არჩევნები გაიმართება ნიუ-იორკში, 2025 წელს.  გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრთა არჩევნებში (UNSC), 2040-2041 წლების ვადით. არჩევნები გაიმართება ნიუ-იორკში, 2039 წელს. 35 სამომავლო გეგმები მრავალმხრივი დიპლომატიის მიმართულებით იგეგმება შემდეგი ღონისძიებები:  საქართველო აგრძელებს აქტიურ მუშაობას ისეთი დოკუმენტების მიღების მიმართულებით, როგორებიცაა: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მეთერთმეტე გადაწყვეტილება, რომელიც იგეგმება მაისის დასაწყისში (სავარაუდოდ, 7 მაისს); IDP რეზოლუციის მიღება (შედგება 4 ივნისს), და HRC რეზოლუციის წარდგენა, რომელიც იგეგმება საბჭოს ზაფხულის სესიაზე (2024 წლის ივნისი-ივლისის პერიოდში).  2024 წლის მაისში საქართველო უმასპინძლებს ODIHR-ის საჭიროებების შემფასებლ მისიას, რომლის მიზანს წინასარჩევნო გარემოსა და არჩევნების მოსამზადებელი პროცესის შეფასება წარმოადგენს.  გაეროს მდგრადი განვითარების შესახებ მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLPF) ფარგლებში (ნიუ-იორკი, 2024 წლის ივლისი), საქართველო წარადგენს ეროვნულ დონეზე მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების შესახებ ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიშს (VNRs) (ანგარიშის წარდგენა მესამედ მოხდება. საქართველომ ანგარიშები წარადგინა ასევე 2016 და 2020 წლებში). ეკონომიკური დიპლომატია როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ეკონომიკური დიპლომატიის შემდგომი გააქტიურება. შესაბამისად, კიდევ უფრო ინტენსიური გავხადეთ ძალისხმევა და საქმიანობა ამ მიმართულებით, რაც დადებით ზეგავლენას ახდენს საქართველოში ეკონომიკურ ზრდასა და პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვაზე, ასევე - სავაჭრო ტვირთბრუნვის, მათ შორის, ექსპორტის ზრდისა და სატრანზიტო შემოსავლების მატებაზე. აღსანიშნავია, რომ აქტიური პერიოდი გვქონდა ექსპორტის ხელშეწყობისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით განხორციელებული ბიზნესდელეგაციების ვიზიტების კუთხით. კერძოდ, ინვესტიციების მოსაზიდად და ექსპორტის ხელშესაწყობად, გაიმართა პროფილური უწყებებისა და ბიზნესდელეგაციების 80 ვიზიტი, ფორუმი და ონლაინ შეხვედრა: - 31 ვიზიტი საქართველოში: ავსტრიიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, აშშ-დან (2-ჯერ), აზერბაიჯანიდან, ბელგიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, ეგვიპტიდან (7-ჯერ), თურქმენეთიდან, ისლანდიიდან, კანადიდან, კატარიდან, კორეიდან (2-ჯერ), 36 ნიდერლანდებიდან, საუდის არაბეთიდან, სლოვაკეთიდან, უზბეკეთიდან (2-ჯერ), ფინეთიდან, შვეიცარიიდან, ჩეხეთიდან, ჩინეთიდან (2-ჯერ); - 43 ვიზიტი საქართველოდან: ვიზიტები ავსტრალიაში, ავსტრიაში (2-ჯერ), აშშ-ში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (2-ჯერ), არგენტინაში, გერმანიაში, დანიაში, ეგვიპტეში, ესპანეთში, თურქეთში, თურქმენეთში (3-ჯერ), იაპონიაში (2-ჯერ), ისრაელში (2-ჯერ), ირლანდიაში, კატარში, კორეაში, ნიდერლანდებში, პოლონეთში (2-ჯერ), პორტუგალიაში (2-ჯერ), საბერძნეთში, საუდის არაბეთში, საფრანგეთში (2-ჯერ), სინგაპურში, სლოვაკეთში, სომხეთში, უზბეკეთში (2-ჯერ), უნგრეთში, შვეიცარიაში, ჩინეთში (3-ჯერ), ჩეხეთში (2-ჯერ); - 6 ონლაინ შეხვედრა: აშშ-ს, თურქეთის, თურქმენეთის, იაპონიის, მონტენეგროს, რუმინეთის უწყებებთან და ბიზნესწრეებთან. განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ ინვესტიციების მოზიდვის პროცესში ჩვენი უწყების ჩართულობას. აქვე, მსურს აღვნიშნო ყურის რეგიონის ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვის მზარდი დინამიკა და, ამ კუთხით, საქართველოს საელჩოების მხრიდან აქტიური ხელშეწყობა. ასე მაგალითად: - საუდის არაბეთში ჩემი ვიზიტისას ხელი მოვაწერე საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მიმართულებით და ორ გაღრმავებას ქვეყანას პოლიტიკური შორის არსებულ და ეკონომიკური ურთიერთობებს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. - ამასთანავე, თანმიმდევრულად ვითარდება ეკონომიკური ურთიერთობები აზიის ქვეყნებთან - მათ შორის, იაპონიასთან - განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტირებისა და ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის (JCM) გამოყენების მიმართულებით; საქართველოს საელჩოს აქტიური მხარდაჭერით, 2023 წლის აგვისტოში იაპონიაში დაარსდა სავაჭრო-სამრეწველო პალატა (Japan-Georgia Chamber of Commerce and Industry - JGCCI); ასევე, იაპონიაში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობით, 2024 წლის 19 ივნისს ქ. თბილისში იგეგმება იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტროს, იაპონური “Chubu Electric ერთობლივი Power”-ისა ვიზიტი და და იაპონია-საქართველოს დარგობრივი შეხვედრები; 37 უწყებების სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობასთან - გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება გერმანული ბიზნესდელეგაციის ვიზიტი; აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ქვეყნის საგარეო-სავაჭრო და საინვესტიციო გარემოს შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით. - ყურის რეგიონის ქვეყნებთან წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობის მაგალითია 2023 წლის 10 ოქტომბერს ქ. დუბაიში არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების (CEPA) გაფორმება; - აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობაზე საუბრისას, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კორეულ მხარესთან მიმდინარე, წელს დაწყებული, წარმატებული მოლაპარაკებების ორი რაუნდი საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე (EPA) (2024 წლის 20-22 თებერვალს, ქ. თბილისში და ა/წ 15-17 აპრილს, ქ. სეულში); ასევე გაახლდა მოლაპარაკებები საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმებაზე, რომლის მე-4 რაუნდიც 2024 წლის 18-19 აპრილს ქ. სეულში გაიმართა; - ასევე, გრძელდება მოლაპარაკებები საქართველოსა და კანადას შორის „ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების (FIPA) პროექტზე: 2023 წლის 24-26 ივლისს გაიმართა მოლაპარაკებების მე-6 რაუნდი ქ. ოტავაში, ხოლო 2024 წლის 29-31 იანვარს - მოლაპარაკებების მე-7 რაუნდი ქ. თბილისში. ამასთან, ხსენებული შეთანხმებების გაფორმება და ამ შეთანხმებების შეღავათების თაობაზე ექსპორტიორთა ინფორმირება ხელს უწყობს ქართველ მეწარმეებს ახალ ბაზრებზე წვდომასა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაში. საგარეო უწყება, საქართველოს საელჩოების ჩართულობით, ხელს უწყობს საქართველოს სამთავრობო მონაწილეობას ქართული სტრუქტურებისა საკვები და პროდუქტებისა ბიზნესორგანიზაციების და ღვინის ცნობადობის ხელშემწყობ გამოფენებსა და ფესტივალებში, ასევე - ტურიზმის პოპულარიზაციის ღონისძიებებში. კერძოდ, ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, ხელი შეეწყო ქართული მხარის მონაწილეობას 92 საერთაშორისო ღონისძიებაში . საქართველოს საინვესტიციო, საექსპორტო და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, გაიმართა 4 გაცნობითი ტური იაპონელი, ისრაელელი, 38 სლოვაკი ჟურნალისტებისთვის, ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის, ასევე პოლონელი ღვინის პროფესიონალებისთვის. დიპლომატიური ენერგეტიკული უწყება ხელს ინფრასტრუქტურის საქართველოს სატრანზიტო საქართველოზე გამავალი უწყობდა ქვეყნის განვითარებას, შესაძლებლობებზე რეგიონული სატრანსპორტო უცხოურ ცნობადობის სატრანსპორტო და და საზოგადოებაში ამაღლებას და ენერგეტიკული დერეფნების კონკურენტუნარიანობის ზრდას. მაგალითისთვის, საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებზე ცნობადობის ასამაღლებლად და დერეფნებში დამატებითი ტვირთების და ინვესტიციების მოსაზიდად: - დიპლომატიური უწყება, ქართულ დელეგაციასთან ერთად დაესწრო 2023 წლის 7 სექტემბერს ქ. ბუქარესტში გამართულ , „სამი ზღვის ინიციატივის“ ბიზნესფორუმს (საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სიტყვით გამოვიდა ფორუმის ენერგეტიკის პანელზე „Decarbonisation & Renewables“, ხოლო ქართული სატრანსპორტო კომპანიის "E60 Shipping Line" დირექტორი სიტყვით გამოვიდა ფორუმის სატრანსპორტო სექციაზე. აღსანიშნავია, რომ 27 ივნისს "E60 Shipping Line"-მა საბორნე მიმოსვლა დაიწყო საქართველოსა და რუმინეთს შორის კონსტანცა-ფოთის მიმართულებით). - 2023 წლის 5-7 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა კონსტანცას მერიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „ევროპული/ევროატლანტიკური გზა: გამოწვევები, (კონფერენციაზე საზღვაო მიმოსვლის მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრა კომპანია „E 60 Shipping Line”-ის დირექტორმა, რომელმაც წარადგინა კომპანიის საქმიანობა და სამომავლო გეგმები. ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ ქალაქებს - კონსტანცასა და ფოთს შორის). შესაძლებლობები - და საუკეთესო პრაქტიკა“ 2023 წლის 12 ოქტომბერს, ქ. ციურიხში, საელჩოს დესპანმა მონაწილეობა მიიღო შვეიცარიისა და აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის გაერთიანებული სავაჭრო პალატის (JCC) ორგანიზებით გამართულ ფორუმში „დიდი კასპიის რეგიონის ფორუმი - ენერგეტიკის, ლოგისტიკისა და ვაჭრობის დერეფანი აზიასა და ევროპას შორის“; - 2023 წლის 20 ოქტომბერს, ქ. ჰააგაში, საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო, კონფერენციაში „Middle Corridor – New Horizon for Europe”; ასევე, კონფერენციის პანელზე „Middle Corridor on Rise: The Role of Georgia” გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი (ისაუბრა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის მიზნით 39 განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, ასევე „შუა დერეფნის“ სამომავლო პერსპექტივებზე). - დამატებით, 2023 წლის განმავლობაში, საქართველოს საელჩოები ადგილსამყოფელ და დაფარვის ქვეყნებში მუშაობდნენ 2023 წლის თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მაღალი დონის უცხოური დელეგაციების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეულმა საომარმა ქმედებებმა და ევროპაში რუსეთის შემოვლითი გზით ტვირთების გადაზიდვის აუცილებლობამ გაზარდა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) მიმზიდველობა. ასევე, გაიზარდა საქართველოს როლი რუსეთისგან დამოუკიდებელი, ალტერნატიული მარშრუტით ენერგორესურსების ევროკავშირისთვის მიწოდებაში. შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველო ხელს უწყობდა შავი ზღვის რეგიონის ენერგოუსაფრთხოებას და შეუფერხებელ დაკავშირებადობას. მათ შორის, მიმდინარეობდა მუშაობა ბაქოთბილისი-ყარსის რკინიგზის დროული ამოქმედების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე „აზერბაიჯანის რესპუბლიკას, საქართველოს, რუმინეთსა და თურქმენეთს შორის საერთაშორისო სატრანზიტო და სატრანსპორტო მარშრუტის - „კასპიის ზღვა-შავი ზღვა“ - დაარსებისა და დანერგვის შესახებ“ შეთანხმების პროექტის გაფორმების ხელშესაწყობად. ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის გასავითარებლად, დიპლომატიურმა უწყებამ ხელი შეუწყო ქართული დელეგაციის მონაწილეობას „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების“ ფარგლებში გამართულ შეხვედრებში (მათ შორის, 2023 წლის 1-ელ ივნისს, ქ. ბაქოში; 2023 წლის 25 ივლისს, ქ. ბუქარესტში; 2023 წლის 21 ნოემბერს, ქ. ბუდაპეშტში და 2024 წლის 1ელ მარტს, ქ. ბაქოში), რომლებზეც ქართულმა, აზერბაიჯანულმა, რუმინულმა და უნგრულმა მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ერთობლივი საწარმოს შექმნაზე; ასევე, გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი მწვანე ენერგიის სფეროში თანამშრომლობაზე. ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიები, რომლებიც ქვეყნებს შორის არსებული საკითხების ფართო სპექტრის განხილვისა და წარმოქმნილი პრობლემატიკის დარეგულირების მიმართულებით: 40 საშუალებას იძლევა. ამ - საანგარიშო პერიოდში გაიმართა საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-4 სხდომა; საქართველო-მოლდოვას მთავრობათაშორისი ეკონომიკური ეკონომიკური კომისიის მე-2 თანამშრომლობის თანამშრომლობის ერთობლივი სხდომა; საქართველო-სომხეთის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის მე-13 სხდომა. სამომავლო გეგმები ჩვენი სამომავლო გეგმების თანახმად, ვაპირებთ შემდეგი კონკრეტული ამოცანების შესრულებას: - ხელს შევუწყობთ კასპიის ზღვიდან ევროპის ბაზარზე ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიცირებას და, ამ მიზნით, უმნიშვნელოვანეს რეგიონულ პროექტებში საქართველოს, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორის პოპულარიზაციას. - ვიმუშავებთ საქართველოში განახლებადი ენერგიის (ჰიდრო, ქარის, მზისა და სხვა წყაროები) წარმოებისათვის ინვესტიციების მოსაზიდად. - ხელს შევუწყობთ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრის პოპულარიზაციას. - ხელს შევუწყობთ საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის „Black Sea Submarine Cable Georgia - Romania Project“ რეალიზაციას. - ხელს შევუწყობთ ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებას. - ხელს შევუწყობთ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის არეალის გაფართოებას. - ხელს შევუწყობთ ქართული სტარტაპების უცხოეთის ბაზრებზე შესვლას. - ხელს შევუწყობთ საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ქვეყნის პოპულარიზაციას. საერთაშორისო ხელშეკრულებები 2023 - 2024 წლებში (25 აპრილის მდგომარეობით) საქართველოს მხრიდან დაიდო, ხელი მოეწერა ან ძალაში შევიდა 78 საერთაშორისო ხელშეკრულება. 41 კულტურული დიპლომატია გასული წლების განმავლობაში სამინისტრო აქტიურად მუშაობდა კულტურული დიპლომატიის კუთხით. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განთავსებული დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულოები საქართველოს იმიჯის დამკვიდრებისთვის მთელ რიგ ღონისძიებებსა და აქტივობებს ახორციელებდნენ. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭება კი მეტ სტიმულს გვაძლევს ევროპულ სივრცეში ჩვენი მდიდარი და თვითმყოფადი კულტურის წარმოსაჩენად.  განსაკუთრებული საერთაშორისო აღნიშვნის ფესტივალ ღირსია ხელოვნების პრესტიჟულ „ევროპალიაში“ საქართველოს მონაწილეობა სტუმრის სტატუსით. ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების თვალსაზრისით საქართველოსთვის მნიშვნელოვან პერიოდში, 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, ჩვენი ქვეყანა ევროპული კულტურული ცხოვრების ყურადღების ცენტრში იყო. „ევროპალია-საქართველომ“, რომლის ძირითადი ღონისძიებები ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბელგიის სამეფო ოჯახის პატრონაჟით გაიმართა, ევროპულ საზოგადოებას გააცნო არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობა, არამედ ქართულ კულტურულ ცხოვრებაში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციები და ქვეყნის შემოქმედებითი პოტენციალი. ფესტივალის ფარგლებში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ბელგიასა და ჰოლანდიაში, ქართული კულტურა წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი პროგრამით.  ჩვენთვის მისასალმებელია ის ფაქტი, რომ 2023 წლის 28 ნოემბერს ვატიკანის მთავარ შესასვლელთან, საქართველოსთვის საგანგებოდ შერჩეულ ლოკაციაზე, განთავსდა ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკაში შესრულებული ასლი. პროექტის განხორციელება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ხელოვნების წარმოჩენისა და პოპულარიზაციის საქმეში. პროექტი სრულად დაფინანსდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.  ასევე აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 29 ივნისს, პირველად საქართველოს ისტორიაში, ვატიკანის სიქსტის კაპელაში გაიმართა სამების საკათედრო გუნდის ქართული პოლიფონიური მუსიკის კონცერტი, რომელიც ჩატარდა საქართველოს საპატრიარქოსა და წმინდა საყდრის სადესპანოს ინიციატივითა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. 42  მსურს შევეხო ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ საკითხსაც. როგორც ყველამ ვიცით, იორდანიის სამეფოში საქართველოსთვის 2022 წელს გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პროექტის დასრულებაზე. აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში, რაც ქმნის დამატებით საშუალებებს წარმოჩენისა და მრავალმხრივი პოზიციონირებისთვის თანამშრომლობა საერთაშორისო წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ასპარეზზე. კულტურული სწორედ დიპლომატიის მნიშვნელოვან მიმართულებას და ამ კუთხით განსაკუთრებული როლი ენიჭება UNESCO-ს. ქვეყანა განაგრძობს მუშაობას UNESCO-ს სიებში ახალი ნომინაციების შეტანისა და ორგანიზაციის არჩევით ორგანოებში საქართველოს წევრობის მიმართულებით.  ორი დაცული ტერიტორია გაერთიანდა ბიორეზერვატების მსოფლიო ქსელში. ამასთანავე, თბილისი, ბათუმი და ქუთაისი გაერთიანდნენ UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელში.  მნიშვნელოვანი იყო 2023 წლის 2-3 ნოემბერს, ქ. რომში, ICCROM გენერალური ასამბლეის 33 სესიაზე, ორგანიზაციის საბჭოს ახალი წევრების არჩევნები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური ხელშეწყობით, ორგანიზაციის ისტორიაში პირველად, საქართველოს წარმომადგენელი არჩეულ იქნა ICCROM-ის საბჭოს წევრად.  UNESCO-ს არამატერიალური წარმომადგენლობით სიაში შეტანის კულტურული მიზნით, მემკვიდრეობის კონვენციის სამდივნოს განსახილველად წარედგინა ახალი ნომინაცია: „ ქართული ხორბლის კულტურა-ტრადიციები და რიტუალები“ (გადაწყვეტილება მიიღება 2025 წლის ბოლოს).  ქუთაისი გაწევრიანდა UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელში; ბათუმი და სენაკი გაწევრიანდნენ UNESCO-ს Learning Cities” გლობალურ ქსელში. UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანის მიზნით, ორგანიზაციას განსახილველად წარედგინა ეროვნული არქივის ნომინაცია „ანდერძი დავით მეფისა მღვიმისადმი“.  მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს საელჩოების აქტიური ჩართულობით, შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ 43 ითარგმნა კორეულ, ჰინდის, ბენგალურ, ასამურ ენებზე, ხელახლა გამოიცა უკვე არსებული თარგმანები ესპანურ და სლოვაკურ ენებზე. სამომავლო გეგმები გაგრძელდება ჩვენ წინაშე მდგარი ამოცანების, მათ შორის, არა მხოლოდ ქვეყნის წარმოჩენის, არამედ სხვადასხვა სფეროის რეფორმირების პროცესისა და მათი ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობაა. დიასპორასთან ურთიერთობა საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა კვლავ რჩება სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებად. კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით გრძელდება დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფა ქვეყნის განვითარების საქმეში, რისთვისაც ვაგრძელებთ არსებული მექანიზმების დახვეწას და თანამშრომლობას როგორც შიდა (დიასპორა, უწყებები), ისე გარე (საერთაშორისო ორგანიზაციები, პარტნიორი ქვეყნები) აქტორებთან. აღნიშნულ პროცესში ასევე ვითვალისწინებთ სხვადასხვა მოწინავე ქვეყნის (ირლანდია, ისრაელი, იტალია) საუკეთესო პრაქტიკას და ვცდილობთ წარმატებული მოდელების გადმოტანას ჩვენს რეალობაში. ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მეტი რესურსი და ყურადღება დაეთმო წარმატებულ პროგრამებსა და პროექტებს, რომელთა მიმართაც ჩვენი დიასპორელების ინტერესი სულ უფრო იზრდება. საგრანტო მექანიზმების დანერგვამ და მოცულობის ზრდამ მკვეთრად „გამოაცოცხლა“ უცხოეთში არსებული საკვირაო სკოლები, ფოლკლორული ანსამბლები და დიასპორული ორგანიზაციები, რომელთა ჯამური რაოდენობა 300-ს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მიერ ინიცირებული საგრანტო პროექტების მიმართ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეთა მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა პროექტების ბიუჯეტი (კერძოდ: „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერისა“ და „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ საგრანტო პროგრამების ბიუჯეტი, ჯამურად, გაორმაგდა 350 000 ლარიდან 700 000 ლარამდე; მკვეთრად გაიზარდა „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის“ პროგრამა: 40 000 ლარიდან 150 000 ლარამდე, რაც გულისხმობს ახალი სახელმძღვანელოს ბეჭდვისა და საკვირაო სკოლის მასწავლებელთა გადამზადების ხარჯს). მიმდინარე წელს დიასპორული 44 პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ბიუჯეტი გაიზარდა 700 000 ლარით. საზღვარგარეთ მოქმედ საკვირაო სკოლებში ჩატარებული გამოკითხვების, ამ სკოლების მასწავლებლებთან არაერთი შეხვედრისა და მათი უშუალო ჩართულობის შედეგად, საქართველოს განათლების სამინისტროს სპეციალისტების მიერ საკვირაო სკოლების მოსწავლეებისთვის მომზადდა A1 დონის სახელმძღვანელო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებსაც კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მივეცით, რათა ადგილსამყოფელ ქვეყნებში გაააქტიურონ მუშაობა „ახალგაზრდა ელჩების“ ამპლუაში. დღეისათვის ინტენსიურად ვმუშაობთ როგორც არსებული მექანიზმების დახვეწაზე, ისე ახალ ინიციატივებზე, რითიც მაქსიმალურად გავააქტიურებთ სახელმწიფოსა და დიასპორის თანამშრომლობას. საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, გრძელდება მუშაობა „უცხოეთში ორგანიზაციების მცხოვრები შესახებ“ თანამემამულეებისა საქართველოს კანონში და დიასპორული ცვლილებათა პაკეტის მოსამზადებლად. პროექტი ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად. სამომავლო გეგმები დიასპორული პოლიტიკის გატარების თვალსაზრისით, სამომავლო გეგმებში გვაქვს არაერთი საინტერესო ინიციატივა, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თანამიმდევრული, შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას თანამემამულეებთან, ახალგაზრდობის აქტიურ ჩართვას ქვეყნის განვითარების პროცესში, საქართველოს წარმატებით წარმოჩენას დიასპორულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებში გლობალურ და რეგიონულ დონეზე. საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტიანი დაცვა. სამინისტრო მუდმივად მუშაობს 45 საკონსულო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, როგორც ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვით, ისე საკონსულო პერსონალის მაღალი კვალიფიკაციის უზრუნველყოფით. თითოეული ღონისძიება მიზნად ისახავს სერვისებისა და ინფორმაციის მიღების პროცესის კიდევ უფრო გამარტივებას, ბიუროკრატიული პროცედურების შემცირებას, დისტანციური სერვისების დანერგვას და ინფორმაციის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას. გასული ერთი წლის განმავლობაში საკონსულოს კუთხით განხორციელებული ღონისძიებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:  გაიხსნა საქართველოს 1 ახალი გენერალური საკონსულო იტალიის რესპუბლიკაში, ქალაქ მილანში; ასევე, საპატიო კონსულის მეთაურობით, 2 ახალი საკონსულო დაწესებულება: ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნაპაში და პარაგვაის რესპუბლიკაში, ქალაქ ასუნსიონში;  ძალაში შევიდა 3 საერთაშორისო შეთანხმება („საქართველოს მთავრობასა და პარაგვაის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“, „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და პერუს რესპუბლიკის მთავრობას მფლობელთათვის შორის ორდინალური ტურისტული/ორდინალური პასპორტების ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“);  ხელი მოეწერა ჩინეთთან ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ტურისტული მიზნით უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას;  გაიმართა საკონსულო კონსულტაციები ნიდერლანდებთან, თურქეთთან და მოლდოვასთან, დანიასთან და ისლანდიასთან;  დამტკიცდა საზღვარგარეთ შექმნილი კრიზისული სიტუაციის დროს კრიზისების მართვის განახლებული სისტემა.  საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონულ სისტემას დემატა ახალი ფუნქციონალი - საკონსულო აღრიცხვის ელექტრონული რეესტრი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა ვებგვერდზე გადაამოწმონ, იმყოფებიან თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე;  ჩატარდა საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 64-მა საკონსულო თანამდებობის პირმა მსოფლიოს 52 ქვეყნიდან; 46  განხორციელდა სტრუქტურული ცვლილება საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში, საზღვარგარეთ წარმოქმნილი კრიზისული სიტუაციების დროს საქართველოს მოქალაქეთათვის დროული და ეფექტიანი დახმარების, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის განახლება/რედაქტირების, ორმხრივი და მრავალმხრივი საკონსულო ურთიერთობების განვითარების და უცხოელ დონორებთან ურთიერთობების ეფექტიანი წარმართვის მიზნით. სამომავლო გეგმები სამომავლოდ მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტიანი დაცვის გასაუმჯობესებლად დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:  საკონსულო სერვისების მიღების პროცესში მაქსიმალური ინკლუზიურობის უზრუნველყოფა და საზოგადოების ნებისმიერი წევრისათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა.  საკონსულო პერსონალის გადამზადების ღონისძიებების გაგრძელება;  უვიზო მიმოსვლის არეალის გაფართოება;  ახალი საკონსულო დაწესებულების გახსნა. 47