საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის ინფორმაცია 2024 წლის 30 აპრილის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ საქართველოს პარლამენტის წევრის რესან კონცელიძის არჩევის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.04.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-6448/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-04-30
კომიტეტის სხდომის ნომერი 6

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2833?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 30 აპრილი 2024 11:00 2024 წლის 30 აპრილი, 11:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) დღის წესრიგი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა; მომხსენებელი: ბექა ოდიშარია - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. 5/1/2024, 3:03 PM
ოქმი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი N6 2024 წლის 30 აპრილი, 11:00 სთ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე. სხდომას ესწრებოდნენ: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები: ბექა ოდიშარია, ისკო დასენი (ნოდარ ტურძელაძის უფლებამონაცვლე), ფრიდონ ინჯია, რესან კონცელიძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, აბდულა ისმაილოვი, თამარ ჩარკვიანი. სხდომას არ ესწრებოდა: ლევან ხაბეიშვილი, კობა ნაყოფია. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 8 წევრის დასწრებით. სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ: კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები. დღის წესრიგი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა. მომხსენებელი: გივი ჭიჭინაძე - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგინების საფუძველზე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, ერთხმად არჩეულ იქნა რესან კონცელიძე. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო წარდგენილი. კომიტეტმა გადაწყვიტა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, ერთხმად, მხარი დაუჭირა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ რესან კონცელიძის კანდიდატურას. სხდომის თავმჯდომარე: გივი ჭიჭინაძე სხდომის მდივანი: ბექა ბიძინაშვილი