საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინფორმაცია 2024 წლის 30 აპრილის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ საქართველოს პარლამენტის წევრის ისკო დასენის არჩევის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.04.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-6450/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-04-30
კომიტეტის სხდომის ნომერი 68

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2831?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 კულტურის კომიტეტის სხდომა თარიღი 30 აპრილი 2024 11:00 2024 წლის 30 აპრილი, 11:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის N8 საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) დღის წესრიგი საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა; მომხსენებელი: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - ელისო ბოლქვაძე. 5/1/2024, 3:07 PM
ოქმი
კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი N68 2024 წლის 30 აპრილი, 11:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის N8 საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა; მომხსენებელი: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - ელისო ბოლქვაძე. სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე - ელისო ბოლქვაძე. სხდომის მდივანი: აპარატის თანამშრომელი - ანა მეყანწიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ელისო ბოლქვაძე, ირაკლი მეძმარიაშვილი (ადგილმონაცვლე)-ირაკლი მეზურნიშვილი, გივი ჭიჭინაძე, ბაია კვიციანი, ისკო დასენი, რესან კონცელიძე (ადგილმონაცვლე)-ბექა ოდიშარია, სავალან მირზოევი, გრიგოლ ვაშაძე. სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: აპარატის თანამშრომლები. სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ. დაადასტურა კომიტეტში კვორუმის არსებობა და დეპუტატებს გააცნო დღის წესრიგი, რაც დაამტკიცეს ხმათა უმრავლესობით. 1. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა; ელისო ბოლქვაძემ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ისკო დასენი წარადგინა. კულტურის კომიტეტს ასევე ჰყავს ახალი წევრი - სავალან მირზოევი. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგნილ კანდიდატურას. სხდომის თავმჯდომარე - ელისო ბოლქვაძე სხდომის მდივანი - ანა მეყანწიშვილი