„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-05-14
ბიუროს ნომერი 352
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 06.07.2023,
სარეგისტრაციო კოდი: 360090000.05.001.020968) შეტანილ იქნეს ცვლილება და 69-ე მუხლის
შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 691 მუხლი:
„691 მუხლი. ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების, ინსპექტირების,
იძულებითი
ზომების
გამოყენების,
აგრეთვე,
რადიოაქტიური
მასალის
ექსპორტის/იმპორტის/ტრანზიტის ნებართვის და ბირთვული მასალის ექსპორტის/იმპორტის
ნებართვის გაცემის დროებითი წესი
1. ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიით განსაზღვრული
ვალდებულია დაიცვას შემდეგი სალიცენზიო პირობები:
საქმიანობის
შესაბამისად
ა) უზრუნველყოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება, ფიზიკური დაცვა და
ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნა;
ბ) თანამედროვე ტექნიკური და სამეცნიერო დონის გათვალისწინებით სისტემატურად
შეაფასოს რადიაციული დაცვა, ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა და პრაქტიკაში
დანერგოს ამ შეფასების შედეგები;
გ) დაუყოვნებლივ გამოიკვლიოს
ნებისმიერი
დარღვევა,
მიიღოს
ზომები
მის
აღმოსაფხვრელად და დარღვევის განმეორების თავიდან ასაცილებლად; დასხივების
დასაშვები დონის გადაჭარბების შემთხვევაში, ჩაატაროს მოკვლევა და მისი შედეგები
წერილობით აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს;
დ) მარეგულირებელ ორგანოს წერილობით შეატყობინოს საქმიანობასთან დაკავშირებული
ნებისმიერი ცვლილების ან საქმიანობის გაფართოების შესახებ და წარუდგინოს ამ
ცვლილებასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაცია და რადიაციული დაცვის
განახლებული პროგრამა;
ე)
მაიონებელი
გამოსხივების
წყაროებთან
მოპყრობის
ყველა
ეტაპზე
შეასრულოს
რადიაციული დაცვის პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებები, რომელიც მოიცავს
ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის პროგრამებს და ბირთვული ან
რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმას;
ვ) დაიცვას ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური პირობებით განსაზღვრული გაზომვების
ჩატარების და გამზომი ხელსაწყოების უნიფიცირების მოთხოვნები;
ზ) მიიღოს მაიონებელი გამოსხივების მხოლოდ ისეთი წყაროები, რომლებსაც აქვს შესაბამისი
თანმხლები დოკუმენტაცია და ნიშნული, რომელიც მოთავსებულია სათანადო მარკირების
მქონე დამცავ შეფუთვაში − კონტეინერში;
თ) მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მუშაობის უფლება
მიანიჭოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სპეციალური პროფესიული ცოდნა,
აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და აღნიშნული
საქმიანობის განხორციელებისათვის სამედიცინო უკუჩვენება არ აქვთ;
ი) დაუყოვნებლივ შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოს ტექნოლოგიურ პროცესებში
მომხდარი გადახრების, აგრეთვე ფიზიკური დაცვის პირობების ან/და ავარიებისათვის
მზადყოფნის დარღვევების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანია რადიაციული დაცვის,
ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის;
კ)
უზრუნველყოს
საზოგადოების
ინფორმირება
რადიაციული
დაცვის,
ბირთვული
უსაფრთხოებისა და დაცულობის იმ საკითხებზე, რომლებიც სახელმწიფო ან კომერციული
საიდუმლოება არ არის;
ლ) უზრუნველყოს სათანადო პირობების არსებობა მარეგულირებელი ორგანოს მიერ
ინსპექტირების შეუფერხებლად განხორციელებისათვის;
მ) ორგანიზება გაუწიოს და ფინანსურად უზრუნველყოს პერსონალის ჯანმრთელობის
ყოველწლიური პროფესიული შემოწმება, ხოლო შემოწმების უარყოფითი შედეგების
დადგენისას – შესაბამისი პერსონალის სხვა პროფილის სამუშაოზე გადაყვანა;
ნ) მოამზადოს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით შესაბამის ფიზიკურ
ან იურიდიულ პირს გადასცეს ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი რადიოაქტიური
მასალა, რადიოაქტიური წყაროები და რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ან რადიოაქტიური
ნარჩენების შესანახში განსათავსებელი რადიოაქტიური ნარჩენები;
ო) უზრუნველყოს ობიექტებზე დამსწრე და ხელშეკრულებით მომუშავე პირთა რადიაციული
დაცვა;
პ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის
მოთხოვნების შესრულების უწყვეტი კონტროლის განსახორციელებლად რადიაციული
დაცვისათვის პასუხისმგებელ პირად დანიშნოს შესაბამისი ცოდნის მქონე პირი, ხოლო
მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტზე შექმნას რადიაციული უსაფრთხოების
სამსახური;
ჟ) უზრუნველყოს რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის
საკითხებზე პერსონალის სპეციალური პროფესიული სწავლება და მათთვის რეგულარული
ტრენინგების ჩატარება;
რ) ბირთვული მასალისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გადაცემის ან
გაყიდვის პროცედურა განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი წერილობითი შეტყობინების
გაგზავნის შემდეგ;
ს) აღრიცხოს მაიონებელი გამოსხივების წყაროები, ბირთვული მასალა და წარმოქმნილი
რადიოაქტიური ნარჩენები, აგრეთვე პერსონალის (მათ შორის, დაქირავებულთა)
პროფესიული დასხივების დოზები და ინვენტარიზაციის შედეგები ყოველწლიურად
აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს;
ტ) მაღალი რადიაციული რისკის მქონე ბირთვული და რადიაციული ობიექტისათვის
შეიმუშაოს დეკომისიის გეგმა, რისთვისაც უნდა განახორციელოს ამ ობიექტის სათანადო
გამოკვლევა
და მონიტორინგი და უზრუნველყოს
მარეგულირებელი
ორგანოსთვის
შესაბამისი შეტყობინების წარდგენა;
უ) შეასრულოს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან
აცილების, რადიაციული უსაფრთხოების და ფიზიკური დაცვის უზრუნველსაყოფად
მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი ყველა მოთხოვნა;
ფ) მაღალი რადიაციული რისკის მქონე საქმიანობის განხორციელებისას, მარეგულირებელი
ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, ჩაატაროს უსაფრთხოების შეფასება და შესაბამისი
ანგარიში წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს;
ქ)
უზრუნველყოს
ბირთვულ
და
რადიაციულ
საქმიანობასთან
დაკავშირებული
დოკუმენტაციის წარმოება;
ღ) მარეგულირებელ ორგანოს ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე, წარუდგინოს
ანგარიში სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი
ლიცენზიას საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში მიიღებს.
2. მარეგულირებელი ორგანო ინსპექტირებას ახორციელებს „ბირთვული და რადიაციული
საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
3. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია მიავლინოს ინსპექტორი ლიცენზიით
განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ადგილზე ან იმ საქმიანობის/სამუშაოთა
წარმოების
ადგილზე,
რომლისთვისაც/რომელთათვისაც
დადგინდება
ინსპექტირების
აუცილებლობა.
4. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ინსპექტირება და ყველა
ღონისძიება, რომლებიც აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებსა და
სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დასადგენად.
5. ინსპექტორებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბირთვული და რადიაციული ობიექტის
ნებისმიერი უბანი, სადაც მიმდინარეობს შესაბამისი საქმიანობა, რათა:
ა) რადიაციული დაცვის ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის პირობების
მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად ჩაატარონ აუცილებელი ინსტრუმენტული
გაზომვები და მიიღონ ამისთვის საჭირო ინფორმაცია;
ბ) დარწმუნდნენ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და სალიცენზიო პირობების
შესრულებაში;
გ) დაადგინონ ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის
ხარისხი და მათი მოხდენის შემთხვევაში ჩატარებული სალიკვიდაციო სამუშაოების
დამტკიცებულ გეგმასთან შესაბამისობა;
დ) გაესაუბრონ პერსონალს, რომლისგანაც მოსალოდნელია ინსპექტირებისთვის სასარგებლო
ინფორმაციის მიღება.
6. ინსპექტირება ხორციელდება:
ა) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების პირობების შესაფასებლად;
ბ) ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას;
გ) ლიცენზიის გაუქმებისას;
დ) ლიცენზიის ფარგლებში ცალკეული სახეობების საქმიანობის უფლების გაუქმებისას.
7. ინსპექტირება შესაძლებელია იყოს გეგმური და არაგეგმური:
ა) გეგმური ინსპექტირება ხორციელდება შემუშავებული და დამტკიცებული ინსპექტირების
პროგრამის მიხედვით. ასეთი ინსპექტირების განხორციელებამდე მარეგულირებელი ორგანო
ლიცენზიის მფლობელს ან მის უფლებამოსილ თანამშრომელს ატყობინებს ინსპექტირების
განხორციელების შესახებ;
ბ) აუცილებლობის შემთხვევაში, არალიცენზირებული საქმიანობის შემთხვევების ჩათვლით,
ინსპექტირება შესაძლებელია განხორციელდეს ინსპექტირების პროგრამით დადგენილი
გრაფიკის გაუთვალისწინებლად (არაგეგმური ინსპექტირება).
8. მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს კომპლექსური
ინსპექტირება მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლებთან ერთად სხვა, მოწვეული
სპეციალისტების მონაწილეობით.
9.
ინსპექტირება
შეიძლება
განხორციელდეს
ლიცენზიის
მფლობელის
წინასწარი
გაფრთხილების გარეშე.
10. ინსპექტირების შედეგები აისახება ადგილზე გაფორმებულ ინსპექტირების აქტში.
ლიცენზიის მფლობელისთვის დაკისრებული საჯარიმო სანქციები ფიქსირდება შესაბამისი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით.
11.
მარეგულირებელი
ორგანო
ახდენს
ინსპექტირების
შედეგების
რეგისტრაციას,
დოკუმენტირებასა და შეფასებას, რომლის საფუძველზე იგი შეიმუშავებს დასკვნას და
წარუდგენს მას ლიცენზიის მფლობელს, რომელიც ვალდებულია შეასრულოს ამ დასკვნაში
აღნიშნული მოთხოვნები დადგენილ ვადაში.
12. საქართველოს
შეუსრულებლობის
კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების
შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელზე გავრცელდება კანონით
დადგენილი იძულებითი ზომები.
13. არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობისათვის პასუხისმგებლობა
განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
14. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს, რომლის
საქმიანობამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობას ან/და დააბინძუროს გარემო,
დაუდგინოს
დამატებითი
პირობები
ან/და
გაუუქმოს
ლიცენზია
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
15. თუ რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში
რეგულირების ობიექტის საქმიანობა რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და
დაცულობის ნორმების დარღვევით ხორციელდება ან/და თუ ამ საქმიანობის შედეგად
შეიძლება მყისიერი და უშუალო საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას,
გარემოს ან შესაბამის მტკიცებულებებს, ინსპექტორს უფლება აქვს, დროებით შეაჩეროს
რეგულირების ობიექტის საქმიანობა ამ ნაწილში (საჭიროების შემთხვევაში დალუქოს
ობიექტი,
დანადგარი,
აგრეგატი,
მოწყობილობა)
და
დაუყოვნებლივ
შეატყობინოს
მარეგულირებელ ორგანოს.
16. ინსპექტორს აქვს უფლება, მოსთხოვოს ლიცენზიის მფლობელს იმ პერსონალის სამუშაოზე
არდაშვება, რომელიც არ შეესაბამება ამ სამუშაოსთვის დადგენილ მოთხოვნებს.
17. რეგულირების ობიექტის საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი არ
თავისუფლდება მის მიერ განხორციელებული და შეჩერებული საქმიანობის შედეგად
დარჩენილი
რადიოაქტიური
მასალა
ბირთვული
უსაფრთხოებისა
და
დაცულობის
უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან.
18. იძულებითი ზომების განხორციელების მიზნით ინსპექტორი ინსპექტირების მასალის,
მათ შორის, ინსტრუმენტული გაზომვების, ტესტირების შედეგების, ლიცენზიის მფლობელის
ახსნა-განმარტებების და სხვა ინფორმაციის საფუძველზე ადგენს შესაბამის ოქმს.
19. ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტისა და ექსპორტის შემთხვევაში
ნებართვის მისაღებად არ არის საჭირო ამ ტექნოლოგიების გამცემისა და მიმღების
ლიცენზიების ასლების წარდგენა.
20. რადიოაქტიური მასალის ექსპორტზე ნებართვის გაცემა ითვალისწინებს:
ა) გამგზავნი მხარის შეტყობინებას რადიოაქტიური მასალის გაგზავნის თაობაზე;
ბ) რადიოაქტიური მასალის მიმღები მხარის გარანტიას მასალის მიღებაზე;
გ) რადიოაქტიური მასალის გადამზიდავი ორგანიზაციის ლიცენზიის ასლს;
დ) გადასაზიდი რადიოაქტიური მასალის და დამცავი კონტეინერების მახასიათებლების
თაობაზე ინფორმაციას;
ე) რადიოაქტიური მასალის გადაზიდვისას უსაფრთხოების და ფიზიკური დაცვის
უზრუნველყოფას.
21.
ბირთვული
მასალის
ექსპორტის
შემთხვევაში
ნებართვის
გაცემა
დამატებით
ითვალისწინებს:
ა) მიმღები და გამცემი მხარეების მიერ ბირთვულ მასალაზე „ბირთვული გაუვრცელებლობის
გარანტიების“ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას;
ბ) ბირთვული მასალის გადაზიდვას „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების“
საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
22. რადიოაქტიური მასალის იმპორტზე ნებართვის გაცემა ითვალისწინებს:
ა) რადიოაქტიური მასალის მიმღები მხარის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის
ლიცენზიის არსებობას;
ბ) გადასაზიდი რადიოაქტიური მასალის და დამცავი კონტეინერების მახასიათებლების
თაობაზე ინფორმაციას;
გ) რადიოაქტიური მასალის გადაზიდვისას ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის
უზრუნველყოფას.
23. ბირთვული
ითვალისწინებს:
მასალის
იმპორტის
შემთხვევაში
ნებართვის
გაცემა
დამატებით
ა) მიმღები მხარის მიერ მისაღებ ბირთვულ მასალაზე „ბირთვული გაუვრცელებლობის
გარანტიების“ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას;
ბ) ბირთვული მასალის გადაზიდვას „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების“
საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
24. რადიოაქტიური მასალის ტრანზიტზე ნებართვის გაცემა ითვალისწინებს:
ა) რადიოაქტიური მასალის დანიშნულების პუნქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
ბ) რადიოაქტიური მასალის მიმღები მხარის გარანტიას მასალის მიღებაზე;
გ) გადამზიდავის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების
უზრუნველყოფას;
დ) რადიოაქტიური
მასალის
გამგზავნ
და
მიმღებ
მხარეებს
შორის
დადებული
ხელშეკრულების ასლის წარმოდგენას;
ე) გადასაზიდი რადიოაქტიური მასალის და დამცავი კონტეინერების მახასიათებლების
თაობაზე ინფორმაციას;
ვ) გადაზიდვისას ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფას.
25. ეს მუხლი ძალაშია 2026 წლის 1 იანვრამდე.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „რადიაციული დაცვის, ბირთვული
უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის (დასკვნითი
დებულებები) შინაარსით შექმნილი საკანონმდებლო ხარვეზით. 71-ე მუხლის პირველი
პუნქტის მიხედვით, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
2012 წლის 20 მარტის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
23.03.2012, სარეგისტრაციო კოდი: 360090000.05.001.016631) ძალადაკარგულია 2023 წლის 10
ოქტომბრიდან, გარდა ამ კანონის IV თავისა. ხოლო „რადიაციული დაცვის, ბირთვული
უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავის (ბირთვული და
რადიაციული საქმიანობის რეგულირება) ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2026 წლის
1 იანვარი. III თავი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბირთვული და
რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომ - მარეგულირებელი ორგანო) ისეთ
ფუნქციებს როგორიცაა: ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაცია (მათ შორის,
ავტორიზებულ პირთა ვალდებულებები), ინსპექტირება და იძულებითი ღონისძიებების
განხორციელება.
შესაბამისად, მოქმედი რედაქციით, არ არსებობს მარეგულირებელი ორგანოს მითითებული
ფუნქციების მხარდამჭერი დებულებები, რაც აუცილებელია კანონის იმპლემენტაციის
მიზნებისთვის.
როგორც აღინიშნა, „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის
შესახებ“ კანონის გარდამავალ დებულებებში მითითებულია, რომ ლიცენზიით
განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებასთან, ინსპექტირებასთან, იძულებითი ზომების
გამოყენებასთან, რადიოაქტიური მასალის ექსპორტის/იმპორტის/ტრანზიტის ნებართვასთან,
ბირთვული მასალის ექსპორტზე/იმპორტზე ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული წესები
ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან. ამასთან,
„ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ის თავი (IV), რომელიც მოქმედია 2026 წლის 1 იანვრამდე,
სრულად ვერ ფარავს მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციების მხარდამჭერ დებულებებს.
შესაბამისად, ამ ორი კანონის ამოქმედებისა და მოქმედების ვადებს შორის წარმოშობილმა
სხვაობამ გამოიწვია საკანონმდებლო ხარვეზი.
იმის გათვალისწინებით, რომ „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და
დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავის ძალაში შესვლა მთელ რიგ
ორგანიზაციულ-სამართლებრივ საკითხებთან არის დაკავშირებული, რის გამოც მისი
ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2026 წლის 1 იანვარი, მარეგულირებელი ორგანოსთვის
კონტროლის მექანიზმების შესანარჩუნებლად, აუცილებელია, კანონს დაემატოს
გარდამავალი/დროებითი წესი, რომლითაც დარეგულირდება ლიცენზიის მფლობელის
უფლება-მოვალეობები, ინსპექტირების, იძულებითი ზომებისა და რადიოაქტიური
მასალების ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის საკითხები, ვიდრე არ შევა ძალაში კანონის
III თავი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება აუცილებელია, რათა მარეგულირებელ ორგანოს შეუნარჩუნდეს
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სრულყოფილი კონტროლის მექანიზმები, რომლის
სამართლებრივ საფუძველს ქმნის „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და
დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის დებულებები (თავი II).
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით აღმოიფხვრება არსებული საკანონმდებლო ხარვეზი. მარეგულირებელ
ორგანოს ექნება შესაძლებლობა, განახორციელოს „რადიაციული დაცვის, ბირთვული
უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული
ვალდებულებები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და
დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის XIV თავს (გარდამავალი და დასკვნითი
დებულებები) ემატება 691 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს დებულებებს ლიცენზიის
მფლობელის უფლება-მოვალეობების, ინსპექტირების, იძულებითი ზომების გამოყენების,
რადიოაქტიური მასალის ექსპორტის, იმპორტისა, ტრანზიტის და ბირთვული მასალის
ექსპორტის/იმპორტის საკითხებზე. ეს მუხლი ძალაში იქნება 2026 წლის 1 იანვრამდე „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს
კანონის სრულად ამოქმედებამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, „რადიაციული დაცვის,
ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ კანონის თანახმად, 2023 წლის 10
ოქტომბრიდან
ძალადაკარგულად
გამოცხადდა
„ბირთვული
და
რადიაციული
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 20 მარტის კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
23.03.2012,
სარეგისტრაციო
კოდი:
360090000.05.001.016631)
ის
დებულებები,
რომელთა
მოქმედება
აუცილებელია
მარეგულირებელი ორგანოს მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების
შესასრულებლად. მითითებული საკანონმდებლო ხარვეზი საჭიროებს დროულ აღმოფხვრას.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან, ვინაიდან
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საკანონმდებლო ხარვეზის
აღმოფხვრით.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან
კანონპროექტის მიღება ხარჯებთან არ არის დაკავშირებული.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
გავლენას პირებზე, რომელთა მიმართაც
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.