აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ანგარიში;

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.04.2024
ავტორი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#[502f]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-04-26
კომიტეტის სხდომის ნომერი 106

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2827?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა თარიღი 26 აპრილი 2024 13:00 2024 წლის 26 აპრილი, 13:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/372; 13.03.2024) განხილვა მეორე მოსმენით; მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/373; 13.03.2024) განხილვა მესამე მოსმენით; მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/370; 13.03.2024) განხილვა მესამე მოსმენით; 5/1/2024, 2:59 PM https://parliament.ge/print/announcement/2827?local=true საქართველოს პარლამენტი 2 of 2 მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/371; 13.03.2024) განხილვა მესამე მოსმენით; მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ანგარიში; მომხსენებელი: მაია ხაჯიშვილი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. 5/1/2024, 2:59 PM
ოქმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი ოქმი N106 2024 წელი, 26 აპრილი, 13:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, ირაკლი კირცხალია (ბექა დავითულიანის ადგილმონაცვლე), სალომე ჯინჯოლავა (რამინა ბერაძის ადგილმონაცვლე), ირაკლი ქადაგიშვილი (მარიამ ლაშხის ადგილმონაცვლე),ირაკლი ზარქუა (ბაია კვიციანის ადგილმონაცვლე), ირაკლი შატაკიშვილი (გიორგი სოსიაშვილის ადგილმონაცვლე), იმედა ნიკურაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, ნატო ჩხეიძე (როსტომ ჩხეიძის ადგილმონაცვლე), დავით ზილფიმიანი. სხდომაზე დამსწრე სხვა პირები:ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; მაია ხაჯიშვილი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი; ჯემალ სურმანიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე; დავით ლომინაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; მარიამ ბაიდოშვილი - ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოები - თემურ ვეკუა, ზვიად ბულისკირია. სხდომის მდივანი:ქეთევან გოცირიძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი. სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი და დაადასტურა კვორუმის არსებობა.კომიტეტის წევრებმა მხრი დაუჭირეს წარმოდგენილ დღის წესრიგს. დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/372; 13.03.2024) განხილვა მეორე მოსმენით; მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/373; 13.03.2024), განხილვა მესამე მოსმენით; მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/370; 13.03.2024) განხილვა მესამე მოსმენით; მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/371; 13.03.2024) განხილვა მესამე მოსმენით; მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ანგარიში; მომხსენებელი: მაია ხაჯიშვილი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა წარუდგინასაქართველოს კომიტეტის წევრებს მთავრობის მიერ მეორე მოსმენით საკანონმდებლო განსახილველად ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/372; 13.03.2024). მომხსენებლის განცხადებით პირველი მოსმენის შემდეგ პროექტებში ცვლილებები არ განხორციელებულა. წარმოდგენილ კანონის კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს მეორე მოსმენით საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/372; 13.03.2024). კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 7; წინააღმდეგი: 0; თავი შეიკავა: 2. კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა კომიტეტის წევრებს მესამე მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/373; 13.03.2024). მომხსენებლის განცხადებით,მეორე მოსმენის შემდეგ შინაარსობრივი ცვლილებები წარმოდგენილ კანონის პროექტში არ განხორციელებულა. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს მესამე მოსმენით საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/373; 13.03.2024). კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 7; წინააღმდეგი: 0; თავი შეიკავა: 2. კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა კომიტეტის წევრებს მესამე მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/370; 13.03.2024). მომხსენებლის განცხადებით, მეორე მოსმენის შემდეგ წარმოდგენილ კანონის პროექტებში მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები განხორციელდა. კომიტეტმა გადაწყვიტა: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს მესამე მოსმენით საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/370; 13.03.2024). კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 7; წინააღმდეგი: 0; თავი შეიკავა: 2. კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა კომიტეტის წევრებს მესამე მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/371; 13.03.2024). მომხსენებლის განცხადებით წარმოდგენილ კანონის პროექტებში მეორე მოსმენის შემდეგ ცვლილებები არ განხორციელებულა. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს მესამე მოსმენით საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/371; 13.03.2024). კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 7; წინააღმდეგი: 0; თავი შეიკავა: 2. კომიტეტმა მოისმინა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა კომიტეტის წევრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ანგარიში წარუდგინა. მომხსენებლის განცხადებით სამინისტრო აქტიურად ახორციელებს სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას რეგიონში. აქტიურად მიმდინარეობს არსებული სკოლამდელი დაწესებულებების მომზადება, რათა მოხდეს მათი ჩართვა ავტორიზაციის პროცესში. მაია ხაჯიშვილის განცხადებით, ზემოაღნიშნულ პროცესებში თვითმმართველობებთან ერთად აგრეთვე ჩართულია გაეროს ბავშვთა ფონდიც, UNICEF-ი. გარდა ამისა, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელებისთვის უნარების განვითარების მიზნით სამინისტრომ, რეგიონში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და UNICEF-თან ერთად, გასულ და მიმდინარე წელს მასშტაბური სამეცნიერო კონფერენცია განახორციელა. ამასთან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიზარდა იმ კურიკულუმების რაოდენობა, რომელიც სკოლამდელი განათლების აღმზრდელების მომზადებას ეხება. აღნიშნული უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, უკვე დასაქმებული აღმზრდელების გადამზადებას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი, კვალიფიკაციური კადრების მომზადებას სკოლამდელი განათლების მიმართულებით. მინისტრის განცხადებით, პროგრამას აქტიურად უჭერს მხარს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობისსააგენტოც. რაც შეეხება ზოგადი განათლების მიმართულებას, მაია ხაჯიშვილის განცხადებით, სამინისტროში შექმნილია მოკლევადიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც 2026 წლისთვის ყველა საჯარო სკოლაში უნდა იყოს შექმნილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა. მინისტრის თქმით, რეგიონში გასულ წელს 37 მლნ. იყო გამოყოფილი სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის, ხოლო მომავალი წლისთვის ბიუჯეტი 45 მლნმდე გაიზრდება. მიმდინარე წელს სულ 125 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. მაია ხაჯიშვილის განცხადებით, სამინისტროსთვის განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენდა ბათუმის მუნიციპალიტეტი, რადგან იქ ათეული წლის განმავლობაში ახალი საჯარო სკოლა არ აშენებულა. დღეს არსებული გეგმის მიხედვით, ბათუმში ყოველ მომდევნოსასწავლო წელს მინიმუმ ერთი ახალი სკოლა შენდება. გარდა ზემოაღნიშნულისა, მომხსენებლის განცხადებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში აქტიურად მიმდინარეობს წიგნადი ფონდის განახლება და 10 სკოლაში განხორციელდა ბიბლიოთეკების რემოდელირება. ასევე, სკოლებში ეწყობა სახელოვნებო სივრცეები. აღნიშნული პროცესი 2023 წელს დაიწყო და მიმდინარე წელსაც გრძელდება. სახელოვნებო სივრცის მოწყობა ემსახურება შემდგომში პროფესიული განათლების მიმართულების აქტიურ დანერგვას სკოლის ბაზაზე. მომხსენებელმა დამსწრე პირებს გააცნო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს სკოლის დონეზე საგანმანათლებლო გაცვლითი ტურების მოწყობა სხვადასხვა ქვეყნებში. აგრეთვე, მიუთითა იმ კლუბების მხარდაჭერაზე, რომლებიც იქმნება სკოლების ბაზაზე. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ აჭარის მაღალმთიანი რეგიონის სკოლების მოსწავლეებისთვის იმართება ტურები და საზაფხულო სკოლები საქართველოს მასშტაბით. მინისტრის განცხადებით, საზაფხულო სკოლებში მონაწილეობას იღებენ ის მოსწავლეები, რომელთაც აქვთ გარკვეული ჩამორჩენა კონკრეტულ საგნებში, რაც გამოწვეულია პანდემიის პერიოდში ონლაინ სწავლების შედეგად შექმნილი გამოწვევების ხარჯზე. ინკლუზიური განათლების შესახებ, მაია ხაჯიშვილმა აღნიშნა, რომ ბევრი აქტივობა ხორციელდება სკოლებში სპეც-მასწავლებლების მიერ. ამას გარდა, რეგიონში ინკლუზიური განათლების მიმართულებით 3 რეგიონული ცენტრიფუნქციონირებს და მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც იგეგმება მსგავსი ცენტრის შექმნა, რომელიც მიმართული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. მასწავლებელთა მხარდამჭერი პროგრამებიდან მნიშვნელოვანია სამინისტროს მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით, რომელთაგან, ერთ-ერთია ახალი შესაძლებლობების მიცემა პედაგოგებისათვის სხვადასხვა ოლიმპიადებსა და კონფერენციებში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა გზით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2023 წელს დაიწყო პროექტი - პროექტებით სწავლების მხარდაჭერა, რაც გულისხმობს მასწავლებლების მიერ კონკრეტული საგნის სწავლების კუთხით გარკვეული პროექტის შექმნას, ამ პროცესში სამინისტრო მხარს დაუჭერს პედაგოგს შეიძინოს შესაბამისი რესურსები, სპეციალური ინოვაციური პროექტისთვის. პროექტების შექმნის შემდეგ ტარდება კონკურსი, რომელში გამარჯვებული მასწავლებელიც ყოველთვიურად იღებს ფულად დანამატს 500 ლარის ოდენობით. პროფესიული განათლების მიმართულებით, მაია ხაჯიშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონში ორი სახელმწიფო პროფესიული განათლების დაწესებულება ფუნქციონირებს. აღნიშნულმა პროფესიულმა კოლეჯებმა მაღალმთიან აჭარაშიც გახსნეს ფილიალები, რათა იქ მცხოვრებ ახალგაზრდებსაც ჰქონდეთ საშუალება მიიღონ პროფესიული განათლება. ამას გარდა, მინისტრის განცხადებით, რეგიონში იგეგმება სახელოვნებო სკოლის მშენებლობაც, სადაც ჯამში 4000 მოსწავლეს ექნება საშუალება დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიას. უმაღლესი განათლების მიმართულებით მომხსენებელმა გამოყო რამდენიმე ძირითადი მიმართულება. ერთ-ერთია სტუდენტთა სწავლის დაფინანსება. მომხსენებლის განცხადებით, გასულ წელს მაღალმთიანი აჭარიდან 950 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა, მათ შორის არიან სტუდენტები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებიდან. აგრეთვე, აქტიური პროგრამაა ერთჯერადი სტიპენდიების გაცემაც იმ აბიტურიენტებისთვის, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვეს 70% და 100% გრანტები. როგორც მაია ხაჯიშვილმა განაცხადა, მიმდინარე წელს, ასევე,ერთჯერადი სტიპენდიის გადაცემა იგეგმება იმ აბიტურიენტებისთვისაც, ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 50% გრანტს მიიღებენ. რაც შეეხება სხვადასხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას, მომხსენებლის განცხადებით, რეგიონში მოქმედი სამი უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს, სამინისტროს მიერ ამოქმედებული პროგრამის ფარგლებში, ეძლევათ შესაძლებლობა საზღვარგარეთ არსებულ უნივერსიტეტებში საბაკალავრო საფეხურზე მიიღონ ერთი სემესტრის დაფინანსება. აგრეთვე, არსებობს პროგრამა, რომელიც გულისხმობს საზღვარგარეთ წარმატებული სტუდენტების მეორე და მესამე საფეხურის განათლების დაფინანსებასაც, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკვე გაცემულია 38 სასწავლო გრანტი. მეცნიერებასთან დაკავშირებით, მაია ხაჯიშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონში სამი კვლევითი ინსტიტუტია შექმნილი და სამინისტროს ბაზაზე აქტიურად მიმდინარეობს მათი მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება. გარდა ზემოაღნიშნულისა, მაია ხაჯიშვილის განცხადებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი, რომელიც 150-მდე მიმართულების სხვადასხვა პროექტს აფინანსებს. კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება: კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიმართა წინადადებით, რომ მოხდეს ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის გამოცდილების გაზიარება სხვა რეგიონებისთვისაც. ამას გარდა, გივი მიქანაძემ გამოთქვა მოსაზრება რეგიონებს შორის ახალგაზრდული ბანაკების თანამშრომლობისა და გაცვლითი და შერეული ჯგუფების ჩამოყალიბების შესახებ. გარდა ზემოაღნიშნულისა, კომიტეტის თავმჯდომარის კითხვა ეხებოდა იმ სტატისტიკას, რომელიც ითვალისწინებს სამინისტროს მიერ საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების შედეგად ქვეყანაში დაბრუნებული და დასაქმებული სტუდენტების რაოდენობას. კომიტეტის წევრმა, იმედა ნიკურაძის კითხვა შეეხო ბათუმში ურბანული დოკუმენტის შემუშავების პროცესში სამინისტროს ჩართულობას. ნატო ჩხეიძის კითხვა ეხებოდა იმ პროექტებს, რომელიც დაგეგმილი იყო სამინისტროს მიერ, თუმცა, რიგი მიზეზების გამო ვერ განხორციელდა. მაია ხაჯიშვილმა განაცხადა, რომ ბათუმის თვითმმართველობის მხრიდან არის ინტენსიური მხარდაჭერა ბათუმში საგანმანათლებლო სივრცეების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით დასამინისტროს წარმომადგენლები ჩართულნი არიან ბათუმის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესშიც. რაც შეეხება ისეთ პროექტებს, რომელიც ვერ განხორციელდა, მინისტრის განცხადებით,არის შემთხვევები როდესაც სამინისტრო ახორციელებს პრობლემის იდენტიფიცირებას, იდგმება შესაბამის ნაბიჯები, თუმცა ვერ ხდება იმ შედეგის მიღწევა, რაც მიზნად იყო დასახული. მაგალითად, მიმდინარე წელს დაგეგმილი იყო 30 მასწავლებლისშერჩევა აჭარის მაღალმთიანი სოფლებისთვის იმ საგნებზე, რომლებზეც კანდიდატები ვერ შეირჩა ადგილობრივი ვაკანსიით. სამინისტრომ გადაწყვიტა დადგენილ ყოველთვიურად ანაზღაურებასთან გადაეხადა 1000 ერთად, ლარიანი დანამატი მასწავლებლებისთვის მაღალმთიან აჭარაში მუშაობისთვის. მიუხედავად ამისა, 3 ჯერ გამოცხადდა კონკურსი და მხოლოდ 17 მასწავლებელი შეირჩა. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს აჭარის რეგიონში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რათა სამომავლოდ გაიზარდოს ინტერესი. საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებით, მაია ხაჯიშვილმა განაცხადა, რომ პროგრამის ფარგლებში სახელშეკრულებო ვალდებულებაა გაწერილი, რომლის მიხედვითაც სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტებს აქვთ ვალდებულება დაბრუნდნენ საქართველოში, ხოლო სამინისტრო, თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას, რომ მათ შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ პოტენციურ დამსაქმებლებს და ხელი შეუწყონ მათ შორის მომავალი თანამშრომლობის გაგრძელებას.მაია ხაჯიშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს იგეგმება დასაქმების ფორუმის ჩატარება, სადაც წარმოდგენილი იქნებიან როგორც კურსდამთავრებულები, აგრეთვე,პოტენციური დამსაქმებლებიც. საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, მინისტრის განცხადებით, მთლიანობაში 98 ახალგაზრდაა დაფინანსებული, მათგან აქტიურ სწავლის რეჟიმში 40 სტუდენტია. 32 სტუდენტმა, კი, დაასრულა სწავლა და დაბრუნდა ქვეყანაში. კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძისა და კომიტეტის აპარატის უფროსის, დავით გიორგაძის კითხვები ეხებოდა საზღვარგარეთ არსებულ ქართულ საკვირაო სკოლებსა და ანსამბლებს, თუ რა ღონისძიებებს ატარებს სამინისტრო ასეთი დიასპორული ორგანიზაციების ხელშეწყობის კუთხით და თუ არის შესაძლებლობა კონკრეტული ქვეყნებიდან საქართველოში მოხდეს დიასპორული ანსამბლებისა და ჯგუფების მოწვევა სხვადასხვა ღონისძიებებსა და ფესტივალებზე. მაია ხაჯიშვილმა დიასპორებთან თანამშრომლობის კუთხით განაცხადა, რომ არსებული პრაქტიკის მიხედვით აქტიური ურთიერთობებია დამყარებული თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ჯგუფებთან - ჩვენებურებთან და ამასთან, ისინი გამოთქვამენ მზაობას მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის დიასპორულ ჯგუფებთანაც. სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე