„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება №07-1/34/10; 13/06/2024)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (1)
✓ 0 ✗ 63
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (2)
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-05-14
ბიუროს ნომერი 352
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012,
სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს
ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის
არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ცესკოს ამ გადაწყვეტილებას იმავე
სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული
გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული
შემადგენლობის უმრავლესობა.“.
2. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო
კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის, საუბნო საარჩევნო
კომისიის წევრის საქმიანობა ან/და შრომის ანაზღაურება არ შეიძლება გახდეს მისი
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში რეგისტრაციის
შეფერხების, შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი, მისთვის საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დახმარების, სოციალური
გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემის შეფერხების საფუძველი,
მასზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური შეღავათის
გავრცელების შეფერხების საფუძველი, მისთვის ასეთი სოციალური დახმარების,
სოციალური გასაცემლის, სახელმწიფო გასაცემლის ან/და სოციალური შეღავათის
შეჩერების, შეწყვეტის ან შემცირების საფუძველი ან/და მისი საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო
პროგრამაში ან/და ასეთი პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობის შეფერხების,
შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი. საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი
წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის,
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურება არ ჩაითვლება იმ
შემოსავალში, რომელმაც შესაძლოა მის საზიანოდ გავლენა მოახდინოს მისი
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე,
მისთვის ზემოაღნიშნული სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის
ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე ზემოხსენებული შეღავათის
გავრცელებაზე ან/და მის ზემოაღნიშნულ პროგრამაში ან/და ქვეპროგრამაში
მონაწილეობაზე.“.
1
3. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ნ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. 161 მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ცესკოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს
არანაკლებ ცესკოს სრული შემადგენლობის ორი მესამედი, თუ ამ კანონით სხვა რამ
არ არის გათვალისწინებული. ცესკოს დადგენილებას ხელს აწერენ ცესკოს
შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და ცესკოს მდივანი. ცესკოს დადგენილება
ძალაში შედის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე, თუ
ამავე დადგენილებით უფრო გვიანი ვადა არ იქნა განსაზღვრული. აკრძალულია
ცესკოს დადგენილების მიღება კენჭისყრამდე ბოლო 4 დღის განმავლობაში. ცესკოს
დადგენილების გასაჩივრება დასაშვებია მისი მიღების მომენტიდან. ცესკოს
დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა განთავსდეს ცესკოს
ვებგვერდზე.“.
6. 2037 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს დღეს მოქმედი ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიის
დროებით წევრს, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური
პერსონალის წევრს, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც: ა) შეყვანილია
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, იმავე მუხლის
საფუძველზე მიღებული შრომის ანაზღაურება არ ჩაეთვლება ოჯახის ერთობლივ
შემოსავალში და არ შეუწყდება სახელმწიფო დაფინანსება; ბ) იღებს სოციალურ
პაკეტს „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის
დადგენილების შესაბამისად, არ შეუწყდება სოციალური პაკეტი.
კანონპროექტით კი განისაზღვრება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი
წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის,
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობამ ან/და შრომის ანაზღაურებამ არ
შეიძლება მის საზიანოდ გავლენა მოახდინოს მისი სოციალურად დაუცველი
ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის სოციალური
დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე,
მასზე სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის დასაქმების ხელშეწყობის
სახელმწიფო პროგრამაში ან/და ასეთი პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე.
შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია აღნიშნულ პირთათვის ზემოხსენებულ
სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის შესაძლებლობის შენარჩუნება,
რაც ხელს შეუწყობს საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობაში მათ
მონაწილეობას.
კანონპროექტით განისაზღვრება ასევე ე. წ. ანტიჩიხური მექანიზმი იმ შემთხვევის
მოსაწესრიგებლად, როდესაც ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა
მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს
სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა. ეს ცვლილება
ხელს შეუწყობს ცესკოს ეფექტიან ფუნქციონირებასა და მისი საქმიანობის
შეფერხების თავიდან აცილებას.
ამასთანავე, კანონპროექტით უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც,
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, იქმნება საარჩევნო პერიოდით,
არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში. ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის
1
გაუქმების
მიზანშეწონილობას
ადასტურებს
არსებული
პრაქტიკული
გამოცდილება, რომელმაც ნათლად წარმოაჩინა, რომ ეს ჯგუფი, რომელიც
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატის
წარმომადგენლისა
და
დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან/და
ადგილობრივი ექსპერტებისგან შედგება, რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც
ძირითადად დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში
მონაწილეობის სურვილის უქონლობით იქნა გამოწვეული.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი
წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის,
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობამ ან/და შრომის ანაზღაურებამ არ
შეიძლება მის საზიანოდ გავლენა მოახდინოს მისი სოციალურად დაუცველი
ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის სოციალური
დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე,
მასზე სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის დასაქმების ხელშეწყობის
სახელმწიფო პროგრამაში ან/და ასეთი პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე.
შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია აღნიშნულ პირთათვის ზემოხსენებულ
სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის შესაძლებლობის შენარჩუნება,
რაც ხელს შეუწყობს საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობაში მათ
მონაწილეობას.
კანონპროექტით განისაზღვრება ასევე ე. წ. ანტიჩიხური მექანიზმი იმ შემთხვევის
მოსაწესრიგებლად, როდესაც ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა
მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს
სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა. ეს ცვლილება
ხელს შეუწყობს ცესკოს ეფექტიან ფუნქციონირებასა და მისი საქმიანობის
შეფერხების თავიდან აცილებას.
ამასთანავე, კანონპროექტით უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც,
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, იქმნება საარჩევნო პერიოდით,
არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში. ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის
გაუქმების
მიზანშეწონილობას
ადასტურებს
არსებული
პრაქტიკული
გამოცდილება, რომელმაც ნათლად წარმოაჩინა, რომ ეს ჯგუფი, რომელიც
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატის
წარმომადგენლისა
და
დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან/და
ადგილობრივი ექსპერტებისგან შედგება, რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც
2
ძირითადად დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში
მონაწილეობის სურვილის უქონლობით იქნა გამოწვეული.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი
წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის,
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობა ან/და შრომის ანაზღაურება არ
შეიძლება გახდეს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი
ბაზაში რეგისტრაციის შეფერხების, შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი, მისთვის
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დახმარების,
სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემის შეფერხების
საფუძველი, მასზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური
შეღავათის გავრცელების შეფერხების საფუძველი, მისთვის ასეთი სოციალური
დახმარების, სოციალური გასაცემლის, სახელმწიფო გასაცემლის ან/და
სოციალური შეღავათის შეჩერების, შეწყვეტის ან შემცირების საფუძველი ან/და
მისი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დასაქმების
ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ან/და ასეთი პროგრამის ქვეპროგრამაში
მონაწილეობის შეფერხების, შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი. საოლქო
საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან
ტექნიკური პერსონალის წევრის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის შრომის
ანაზღაურება არ ჩაითვლება იმ შემოსავალში, რომელმაც შესაძლოა მის საზიანოდ
გავლენა მოახდინოს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან
ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის ზემოაღნიშნული სოციალური დახმარების,
სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე
ზემოხსენებული შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის ზემოაღნიშნულ პროგრამაში
ან/და ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე.
კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის
შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად
საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა,
ცესკოს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ
შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ
მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
ამასთანავე, კანონპროექტით უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც,
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, იქმნება საარჩევნო პერიოდით,
არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
3
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას,
რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია
მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი
წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის,
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობამ ან/და შრომის ანაზღაურებამ არ
შეიძლება მის საზიანოდ გავლენა მოახდინოს მისი სოციალურად დაუცველი
ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის სოციალური
დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე,
მასზე სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის დასაქმების ხელშეწყობის
სახელმწიფო პროგრამაში ან/და ასეთი პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე.
ამრიგად, ამ ცვლილების მიღების შედეგად კვლავინდებურად გაგრძელდება
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ პირებისთვის გათვალისწინებული
შესაბამისი თანხების გამოყოფა.
4
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი
წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის,
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობამ ან/და შრომის ანაზღაურებამ არ
შეიძლება მის საზიანოდ გავლენა მოახდინოს მისი სოციალურად დაუცველი
ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის სოციალური
დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე,
მასზე სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის დასაქმების ხელშეწყობის
სახელმწიფო პროგრამაში ან/და ასეთი პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე.
ამრიგად, კანონპროექტი ამ პირებზე სათანადო ფინანსურ გავლენას იქონიებს მათი
შემოსავლების შენარჩუნების მიმართულებით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
5
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
6
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ
შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ქეთევან ჩარკვიანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

7