საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 6-7 მაისს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ ქ. რომში, ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.05.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე
ნომერი
#2-6740/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-05-14
ბიუროს ნომერი 352

📜 ტექსტი

წერილი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 2-6740/24 10-05-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის თანახმად, წარმოდგინეთ 2024 წლის 6-7 მაისს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ ქ. რომში, ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის ანგარიშს. დანართი: 4 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფის შეხვედრა ქ. რომი, იტალიის რესპუბლიკა 6-7 მაისი, 2024 ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ვიზიტის ანგარიში WWW.PARLIAMENT.GE 10 მაისი 20204 ანგარიში მოამზადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა, საერთაშორისო დეპარატმენტის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა დავით ღუჭაშვილმა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობა ძირითადი შემადგენლობა  გივი მიქანაძე ფრაქცია: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო;  ხატია წილოსანი: ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო;  თინათინ ბოკუჩავა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. სათადარიგო შემადგენლობა  ბექა ოდიშარია: ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო;  გიორგი ჩაკვეტაძე: ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო;  დავით ბაქრაძე: უფრაქციო;  თეონა აქუბარდია: უფრაქციო. ანგარიში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, 6-7 მაისს ქ. რომში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის ფარგლებში განიხილებოდა ისეთი საკითხები როგორიცაა ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებული უსაფრთხოების, ეკონომიკური, მიგრაციის, ენერგო და სოციალური საკითხები. ასევე, დისკუსიის ფორმატში მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში რუსეთის ფედერაციის გაზრდილ აქტივობებზე. ასევე, აღინიშნა, რომ მიუხედავად მოსკოვის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული სამხედრო კომპანიისა, ნატო-ს წევრ ქვეყნებმა არ უნდა დაივიწყონ ის რიგი უსაფრთხოების გამოწვევები რომლებიც ალიანსის სამხრეთ ფლანგიდან არსებობს და საჭიროებს წევრი ქვეყნების უფრო აქტიურ ჩართულობას. კერძოდ, დეპუტატებმა ისაუბრეს თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რომელიც ფოკუსირებული იქნება ქმედითუნარიან ნაბიჯებზე და გაფართოებულ დიალოგის საჭიროებაზე ალიანსის პარტნიორ ქვეყნებთან. ყოველივე ეს საჭიროებს ალიანსის განახლებული სტრატეგიის შემუშავებას და შემდგომში მის იმპლემენტაციას. როგორც ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, ზემოხსენებული პროცესები უნდა აისახოს ნატო-ს მოახლოებულ სამიტზეც, რათა კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს რაც ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან შეიძლება წარმოიშვას. განსაკუთრებით რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით. რომელიც მნიშვნელოვან უსაფრთხოების გამოწვევებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, რეგიონში არსებული ეკონომიკური და სოციალური სირთულეების და გამოწვევების გათვალისწინებით, რუსეთი შეეცდება ევრო-ატლანტიკურ სივრცეს კონვენციური და ჰიბრიდული სამხედრო მეთოდების გამოყენებით მცირე და საშუალო მასშტაბიანი დესტრუქციული კერები შექმნას. შესაბამისად, დისკუსიის ფარგლებში ხაზი გაესვა ალიანსის წევრი ქვეყენების თავდაცვისა და მედეგობის შესაძლებლობების გაზრდაზე, განსაკუთრებით ალიანსის სამხრეთ ფლანგის მიმართულებით. სპეციალური ჯგუფის შეხვედრაში ფარგლებში, სადაც საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან როლს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების კუთხით, გივი მიქანაძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურს წარმომადგენელის ხავიერ კოლომინას გამოსვლასთან მიმართებაში აქცენტები გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რაც დაკავშირებულია შავი ზღვის უსაფრთხოებასა და რუსეთის მიერ არაერთჯერად შეფერხებული უკრაინის მარცვლეულის ტრანზიტთან დაკავშირებით შავი ზღვის გავლით, რომელიც უმეტესწილად განკუთვნილია ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის. როგორც ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენლმა პასუხად აღნიშნა, ალიანსის მიდგომა მის სამხრეთ ფლანგისადმი არის 360 გრადუსის უსაფრთხოების და თავდაცვით მექანიზმებით გამოყენებით, მაგრამ მიუხედავად ამისა მოსკოვი მაინც ახერხებს მისი აქტივობების გაზრდას ამ რეგიონში, შესაბამისად შავი ზღვის სტრატეგიული გეოპოლიტიკური განლაგება, ნატო-ში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა. რაც შესაბამისად აისახება ალიანსის გაზრდილ თანამშროლობას შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან. განსაკუთრებით საქართველოსთან, რომელიც გამოიხატება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არაერთი ფორმატით. ასევე, სპეციალური ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდნენ: იტალიის თავდაცვის მინისტრი, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, იტალიის პრემიერმინისტრის მოადგილე/საგარეო ურთიერთობათა და საერთაშირისო თანამშრომლობის მინისტრი, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციის წევრები.