საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ბავშვთა სპორტის სახელმწიფო ფონდის“ და „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
სპორტის კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- სპორტის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-05-14
ბიუროს ნომერი 352
📜 ტექსტი
წერილი
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412406135632
02.05.2024
საქართველოს პარლამენტი
შალვა პაპუაშვილი
თავმჯდომარე
სათაური: საკანონმდებლო წინადადება
შინაარსი: ბავშვებისთვის სპორტის ვაუჩერის გაცემა
დოკუმენტები:
1 ) საკანონმდებლო წინადადება.docx;
პატივისცემით,
მაია რობაქიძე
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა:
საკანონმდებლო წინადადება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბ-ნ შალვა პაპუშვილს
მოქალაქე მაია რობაქიძეს
პ/ნ
ტელ: 591 22 77 22
მაილი: miarobakidze2222@gmail.com
(გთხოვთ, ჩემი პერსონალური მონაცემებიდან
ტელეფონის ნომერი და მაილი დატოვოთ საჯაროდ)
საკანონმდებლო წინადადება
,,ბავშვთა სპორტის სახელმწიფო ფონდის“ კანონის მიღებისა და
სპორტის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მოგახსენებთ ჩემს მიერ 07.09.2023წ. წარმოდგენილი იქნა საკანონმდებლო წინადადება
(რეგისტ. N1-11968/23), რომელიც შეეხებოდა საქართველოს მოქალაქე თითეული
ბავშვისთვის სპორტის ვაუჩერის გაცემას და ამ მიზნით ბავშვთა სახელმწიფო ფონდის
შექმნას. გარკვეული მიზეზების გამო წინადადება გავიწვიე 01.03.2024წ.
ამჟამად, წარმოგიდგენთ იგივე საკანონმდებლო წინადადებას, შესაბამისი განმარტებითი
ბარათით და მოგმართავთ, გთხოვთ, პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული
წესით, მიიღოთ და განიხილოთ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს
,,სპორტის სახელმწიფო ფონდის“ შესახებ კანონის მიღებას და
,,სპორტის შესახებ
კანონში“ შესაბამისი ცვლილებების შეტანას, რომელიც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან
სპორტის
ვაუჩერის
გაცემას
საქართველოს
მოქალაქე
თითეული
ბავშვისთვის
(შესაძლებელია საშუალო და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის) და ამ მიზნით
სპორტის სახელმწიფო ფონდის შექნას.
გთხოვთ,
აღნიშნული
საკანონმდებლო
წინადადების
განხილვა
ერთობლივად
განუსაზღვროთ სპორტის კომიტეტსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტს, ჩემი აუცილებელი მონაწილეობით.
1
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონების
პროექტებზე
,,სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის
და ,,ბავშვთა სპორტის სახელმწიფო ფონდის“
შექმნის შესახებ კანონის მირების თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ :
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი :
დღესდღეობით, საქართველოში სპორტი ყველა ბავშვისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი
არ არის. ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, თუმცა ყველაზე დიდი ფაქტორი
ოჯახის
ეკონომუკური
მშობლები/ოჯახი
მხარეა.
ვეღარ
ბავშვების
უზრუნველყოფს
სწავლა-განვითარების
პარალელურად
ბავშვისთვის/ბავშვებისთვის
სპორტზე
მიყვანას, როგორც ბავშვის ფსიქიკური და ფიზიკური განვითარებისთვის აუცილებელ
საჭიროებას.
ჯანდაცვის სტასტისტიკური მონაცემების საფუძველზე მოსახლეობაში პროგრესულად
არის გაზრდილი არაგადამდებ დაავადებათა მაჩვენებლების სიხშირე, განსაკუთრებით
ბავშვებსა და მოზარდებში (ტანადობის დარღვევა, სკოლიოზი, კიფოზი, ჭარბწონიანობა,
გულსისხლძარღვთა, სიმსივნური და სხვა არაგადამდები დაავადებები) მათ შორის,
შეშფოთებას იწვევს ბავშვებში ფსიქიკური და ქცევითი დარღვევების სტატისტიკა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2010 წლიდან 2022
წლამდე
ეს
მაჩვენებელი
0,4
დან
გაზრდილია
4,6%-მდე,
რაც
მეტწილად
განპირობებულია გაჯეტდამოკიდებულობით. სიტუაციას აუარესებს ახალგაზრდებში
სხვადასხვა არაჯანსაღ გასართობათა მზარდი პოპულარობა (კომპიუტერული თამაშები,
ტოტალიზატორი, კაზინო და სხვა.
გაჯეტდამოკიდებულება ფსიქიკური პრობლემების გარდა, იწვევს მხედველობის
სერიოზულ პრობლემებს. ოფთალმოლოგიისა და ნევროლოგიის ეროვნული ცენტრის
ოფთალმოლოგი,
მედიცინის
მეცნიერებათა
დოქტორი თამარ
ოდიშარია
(https://www.aversi.ge/ka/cnobari/1216/bavshvta-mkhedvelobis-problemebi) აღნიშნავს, რომ
კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისას თვალში წარმოიქმნება აკომოდაციის სპაზმი,
რაც ერთსა და იმავე მანძილზე დაძაბული (კონცენტრირებული) ყურებით გახლავთ
განპირობებული. ამ სპაზმმა კი, ადვილი შესაძლებელია, ახლომხედველობას დაუდოს
2
სათავე. გარდა ამისა, დამტკიცებულია, რომ მონიტორთან ადამიანი იშვიათად
ახამხამებს თვალებს. შედეგად ყალიბდება მშრალი თვალის სინდრომი, რომელიც
თვალების
სიმშრალით,
წვით,
სიწითლით
ვლინდება.
ბავშვებს მხედველობის პრობლემა რომ არ შეექმნათ, კომპიუტერთან ბევრი დრო არ
უნდა დაყონ“.
ცნობილი სპეციალისტი - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძის (https://fortuna.ge/tamargagoshidze-gajetebis-gamoyeneba-2-wlamde-saertod-unda-aikrdzalos-bavshvebis-30-s-enisada-metyvelebis-ganvitarebashi-sheferkheba-aqvs/) თქმით, ,,დღეს ამერიკის პედიატრთა
აკადემია გვეუბნება, რომ ბავშვების 30%-ს ენისა და მეტყველების განვითარებაში
შეფერხება აქვს. შეუძლებელია, რომ ამდენი პრობლემიანი ბავშვი დაიბადოს და ეს
გაჯეტების ბრალი არ იყოს... ჩვენს ქვეყანაშიც მწვავედ დგას გაჯეტდამოკიდებულების
პრობლემა ბავშვებში, რასაც მოჰყვება სოციალიზაციის სერიოზული პრობლემა.
დღევანდელი ჩემი სტუდენტების ყველაზე დიდი ჩივილი არის ის, რომ უჭირთ
კომუნიკაცია“.
ბოსტონის სამედიცინო სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომლის
შედეგები წარმოდგენილი იყო ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიის ამერიკის აკადემიის
(American Academy of Child & Adolescent Psychiatry – AACAP) 66-ე, 2019 წლის
შეხვედრაზე,
ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც ჩართული არიან სპორტის
სხვადასხვა სახეობაში, ნაკლებად აქვთ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები.
მნიშვნელოვანი ფაქტორია არამარტო ფიზიკური აქტივობის დადებითი ზეგავლენა,
არამედ მეგობრობა, რომელიც თან ახლავს სპორტში ჩართულობას. ამასთან, კვლევამ
აჩვენა, რომ სპორტში ჩართული ბავშვები ნაკლებად მოიხმარენ ნარკოტიკულ
ნივთიერებებს და არ არიან ჩართულნი არასასურველ აქტივობებში.
სამწუხაროდ, დღეს საქართველოში, დაბალია ბავშვების ფიზიკური აქტივობისა და
მასობრივ სპორტში ჩართულობის მაჩვენებლები, (სკოლებშიც, კი ნაკლებ ყურადღება
ექცევა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს, როგორც წესი, საჯარო სკოლებს არ გააჩნიათ
აუზები, ხოლო დარბაზების არასაკმარისია ბავშვების რაოდენობასთან თანაფარდობაში,
ამიტომ 2-3 კლასს ერთად უწევთ გაკვეთილის ჩატარება), რომლის მთავარი მიზეზი
ახალგაზრდა
ოჯახების
დაბალშემოსავლიანობაა.
ნებისმიერი
სპორტული
სამოყვარებლო წრე 120 ლარიდან იწყება, ამას ემატება შესაბამისი აქსესუარები, ფორმები,
გასვლითი ტურნე ან შეკრება, შეჯიბრებები, და ა.შ. რაც შეუძლებელს ხდის 3-4 შვილიან
და მეტ ოჯახში (თუნდაც ორ შვილიან ოჯახში) მშობლებმა ეს საჭიროებები
უზრუნველყონ შვილებისთვის თანაბრად. სხვა ფინანსურ სიძლიერეს მოითხოვს არა
3
სამოყვარებლო, არამედ სპორტულ ჯგუფებში გადასული ბავშვი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2020 წელს ოჯახის
საშუალო შემოსავალი იყო 1100 ლარი, ხოლო 2022 წელს 1453 ლარი, საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2020 წ. ოჯახის საშუალო
შემოსავალი 1100 ლ. ხოლო 2022 წ. - 1400ლ. მათ შორის, მოსახლეობის შემოსავალი
გაიზარდა 17%, ხოლო გასავალი 20%. სამომხმარებლო ფასების ცვლილების ინდექსმა კი
უკანასკნელი 10 წლის განმავლოვლობაში შეადგინა 60%.
ოჯახის მოთხოვნილებების უზრუნველყოფა
ოჯახის მთლიანი შემოსავალი როგორ უზრუნველყოფს მონაცემები პროცენტებში
თქვენი ოჯახის მოთხოვნილებებს
2013 წ
2022 წ
თავისუფლად
3,6
0,5
საკმარისად
9,3
21,7
მეტ-ნაკლებად (აუცილებელ საჭიროებებს)
44,8
57,5
ვერ უზრუნველყოფს
42,3
20,3
წყარო: 2013 და 2022 წლების დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის
სოციოლოგიური გამოკვლევა.
მართალია, სამართლებრივი თვალსაზრისით, გააზრებულია სპორტის საჭიროება და
მისი მნიშვნელობა. მათ შორის 2013 წ. მთავრობის
N127 დადგენილებით შეიქმნა
,,სპორტის სახელმწიფო განვითარების დოკუმნეტი“, რომელშიც გაიწერა სპორტის
განვითარებისთვის აუცილებელი სამი ძირითადი მიმართულება:
ა) სპორტული ინფრასტრუქტურა;
ბ) სასპორტო განათლება და მეცნიერება;
გ) საკანონმდებლო ცვლილებები.
მისასალმებელია, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი დოკუმენტები, მაგრამ მხოლოდ
დოკუმენტებში ჩაწერით, ცხადია, სპორტი ვერ განვითარედება. საჭიროა, ქმედითი
ცვლილებები, რომელსაც იგრძნობს თითეული ბავშვი/ოჯახი. უპირობოდ, სპორტის
განვითარება გადის მის თანაბარ ხელმისაწვდომობაზე თითეული ბავშვისთვის.
საქართველოს კონსტიტუციის მე-5 პუნქტის მე-7 ნაწილით ,,სახელმწიფო ზრუნავს
სპორტის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ბავშვებისა და
ახალგაზრდების ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში მათ ჩართვაზე“.
1996 წელს
4
მიღებული სპორტის შესახებ კანონის პრეამბულის მიხედვით, საქართველოში სპორტი
მიჩნეულია უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საქმედ და ხელი ეწყობა მის განვითარებას.
საქართველოში სპორტი ემყარება ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტურ და კულტურულ
ღირებულებებს, ისტორიულ გამოცდილებას, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან
ტრადიციებს.
ამავე კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით ,,საქართველოს
კანონმდებლობა სპორტის სფეროში ემსახურება ერის გაჯანსაღების, მოქალაქეთა
ჯანმრთელობის განმტკიცების საქმეს, პატრიოტიზმის, ჰუმანიზმის სულისკვეთებით
აღზრდას, შრომისა და სამშობლოს დაცვისათვის მომზადებას, ადამიანთა სიცოცხლის
გახანგრძლივებას, მაღალი სპორტული შედეგების მიღწევას.“
ბავშვის უფლებათა კოდექსის 68-ე მუხლით, სახელმწიფო და მუნიციპალური
სოციალური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ბავშვის აღზრდისთვის შესაფერისი
კულტურული
გარემოს
პოპულარიზაციისკენ.“
შექმნისა
-
და
სამწუხაროდ,
ბავშვის
დღეს
ჯანსაღი
არცერთ
ცხოვრების
წესის
მუნიციპალიტეტში
არ
ფუნქციონირებს სოცილაური პროექტები, რომელიც ბავშვებს წაახალისებდა ჯანსაღი
ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში. მხოლოდ ქალაქს თბილისის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიულ
ერთეულში
(https://tbilisi.gov.ge/img/original/2024/2/18/08_sportuli_skolebi.pdf)
არსებობს
სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებზე
სწავლების დაფინანსების ქვეპროგრამა, რომლის თანახმადაც, ხდება სოციალურად
დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში
70
000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებული მოსწავლეების სპორტულ
სკოლებსა და საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსება, ერთი სახეობის არჩევის
უფლებით. (თანა)დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში განისაზღვრება წრეების
მიხედვით:
ფეხბურთი - 50 ლარი;
ტანვარჯიში - 35 ლარი;
ცურვა - 70 ლარი;
სხვა სახეობები - 30 ლარი.
მომსახურების
მიმართვის
მიღება
ხორციელდება
საფუძველზე.
საცურაო
სპორტული
აუზების
სკოლისთვის
შემთხვევაში,
განცხადებით
საცურაო
აუზის
ადმინისტრაციისადმი მიმართვით ან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის
ოფიციალურ
ვებ-გვერდზე,
ქვეპროგრამაში
რეგისტრაციისათვის
შექმნილი
5
სპეციალური სისტემის საშუალებით (https://my.tbilisi.gov.ge/#/guest/login), რომელშიც
ბენეფიციარი ქმნის საკუთარ გვერდს. აღნიშნულ გვერდზე ბენეფიციარს აქვს საშუალება
იხილოს ინფორმაცია მიმდინარე ეტაპზე პროგრამაში ჩართული ყველა საცურაო აუზის
შესახებ და ირჩევს სასურველ აუზს. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ პრიგრამაში ჩართული
დაწესებულებების სია, საკმაოდ შეზღუდულია.
,,თანამედროვე მსოფლიოში სპორტი და სპორტის ინდუსტრია გლობალური მოვლენაა.
სპორტს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში.
სპორტი გავლენას ახდენს:
ა) ადამიანების ჯანმრთელობაზე,
ბ) ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბებაზე;
გ) ადამიანთა ქცევაზე;
დ) საფინანსო-ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირებაზე.
ე) სპორტს გააჩნია, როგორც აღმზრდელობითი და ის გამაჯანსაღებელი ფუნქცია.
ვ) ხელს უწყობს ქვეყანაში ინტეგრაციული პროცესების განვითარებას;
ამის ნათელი მაგალითია ოლიმპიური მოძრაობა და ევროპის სპორტის ქარტია, გაეროს
მიერ სპორტის, როგორც მშვიდობისა და თანასწორობის საუკეთესო საშუალების
გამოყენება კონფლიქტურ ზონებში.
სახელმწიფო
ვალდებულია,
უზრუნველყოს
სპორტის
სპორტი
ჩართოს
გამაჯანსაღებელი
საზოგადოების
და
სამსახურში
აღმზრდელობითი
და
ფუნქციის
მაქსიმალურად წარმატებით გამოყენება, ხელი შეუწყოს სპორტის, როგორც ეკონომიკის
მნიშვნელოვანი სეგმენტის, სწორ ინსტიტუციურ საწყისებზე დაფუძნებასა და სპორტის
ინდუსტრიის
პოზიტიურ
გავლენას
საფინანსო-ეკონომიკური
სისტემის
ფუნქციონირებაზე.
უაღრესად მნიშვნელოვანია სპორტის, როგორც სამოქალაქო ერთიანობის ხელშეწყობისა
და ინტეგრაციულ პროცესებში დადებითი როლის მატარებელი ფაქტორის გამოყენება;
ეროვნული
ნაკრებისა
თუ
ცალკეული
სპორტსმენის
წარმატება
აერთიანებს
განსხვავებული ეროვნების, სქესისა და აღმსარებლობის ადამიანებს და მათ ერთობის
მძლავრ განცდას უჩენს.
სპორტს ძალუძს, ხელი შეუწყოს საქართველოს ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციას
ქართულ საზოგადოებაში;
6
სპორტს აქვს ხალხთა შორის ურთიერთობების აღდგენისა და გაუმჯობესების
უმნიშვნელოვანესი
პოტენციალი“
-
ვკითხულობთ
საქართველოს
,,სპორტის
სახელმწიფო განვითარების დოკუმნეტში“, რომელიც შემუშავებულია საქართველოს
მთავრობის მიერ 2013 წ. N127 დადგენილებით.
სპორტი ბავშვს ეხმარება ფიზიკურ და სულიერ განვითარებაში, ემოციური ინტელექტის
განვითარებაში,
ჯანსაღი
ცხოვრების
ჯანმრთელობაში;
უყალიბებს
წესის
დამკვიდრებაში,
ბრძოლისუნარიანობას,
მენტალუდ
პატრიოტიზმს,
ჯანსაღ
კონკურენტუნარიანობას, ცხოვრების მიზნებს, იძენს მეგობრებს... თავის მხრივ, ჯანსაღი
ცხოვრების წესი ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ხელს უწყობს გვიანდელ და ჰარმონიულ
სიბერეს.
,,სპორტის სახელმწიფო განვითარების დოკუმნეტში“ ასევე აღნიშნულია, რომ სპორტი
ხელს უწყობს სხვა დადებით ტენდეციებს, კერძოდ:
ა) დანაშაულის პრევენციას;
ბ) დაავადებათა პრევენციას;
გ) აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას;
დ) პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას;
ე) სპორტის ეროვნული სახეობების შენარჩუნებას და განვითარებას;
ვ) ვირტუალურ სამყაროს ცხოვრებისაკენ მიდრეკილების პრევენციას;
ზ) ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმისადმი ლტოლვის პრევენციას;
თ) ,,უძრავი წესის” ჩანაცვლება ფიზიკურად აქტიური ცხოვრებით.
ამდენად, სპორტი ისეთ სიკეთეებს იძლევა, რომ ის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა
იყოს ყველა ბავშვისთვის.
სპორტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთი
მცირერიცხოვანი და პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. მისი იდენტობის,
ერთიანობის და ახალგაზრდა თაობის მიგრაციის შეჩერებისთვის.
ბავშვებისთვის სპორტის ხელმისაწვდომობა გულისხმობს:
ა) საერთაშორისო ასპარეზზე სამომავლოდ მეტ კონკურენტურანიან სპორტსმენს;
ბ) მენტალურად და ფიზიკურად ჯანმრთელ თაობას;
გ) ერის გაერთიანებას პატრიოტული ღირებულებების და საერთო ემოციის გარშემო;
დ) ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას;
7
ე) ეკონომიკურად მეტ ძლიერ ახალგაზრდა ოჯახს;
ვ) ქვეყანაში მეტ სპორტულ ღონისძიებებს, მათ შორის საერთაშორისოს;
ზ) მიგრაციის შესუსტებას;
თ) ტურისტების ზრდას;
ი) ბიზნესზე დადებით გავლენას;
კ) კონფლიქტების უმტკივნეულოდ მოგვარების შესაძლებლობას;
ლ) კრიმინალის შემცირებას;
მ) შობადობის ზრდას;
ნ) გაჯეტდამოკიდებულების ჩანაცვლებას აქტიური ცხოვრებით.
სპორტზე
თანაბარი
ხელმისაწვდომობისთვის
საჭიროა
სხვადსხვა
ქალაქებში,
რაიონებში, შესაბამისად აღჭურვილი და საკმარისი სპორტული მოედნები, სხვადსხვა
სპორტის წრეები და სახელმწიფოს მხრიდან ბავშვებისთვის (ან საშუალო და
დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის მაინც) სპორტის ვაუჩერის გაცემას.
2013წ. საქართველოს სოციალური და მარკეტინგული კვლევების ცენტრმა მაშინდელი
სპორტისა და ახალგაზრდობისა საქმეთა სამინისტროსა და მასობრივი სპორტის
ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ დაკვეთით ჩაატარა მოსახლეობის გამოკითხვა
საქართველოს მასშტაბით, რომლის მიზანს წარმოადგენდა სპორტის სფეროში არსებული
პრობლემებისა
და
განვითარების
მიმართულებების
შესწავლა.
მოსახლეობის
ინტერესების, მოთხოვნილებების, მოტივაციის, ჩვევების, საქმიანობისა და თავისუფალი
დროის განაწილების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
სპორტთან
მიმართებაში
საზოგადოებრივი
აზრის
კვლევის
მიხედვით,
(http://sport.gov.ge/index.php?pg=research&kid=10) ბევრი მნიშვნელოვანი საკითხიდან
შეიძლება გამოვყოთ ყველაზე აქტუალური:
1. თუ რა უშლის ხელს საქართველოში სპორტის განვითარებას? - რესპონდენტთა დიდი
ნაწილი (77,6%) აღნიშნავს, რომ სპორტის განვითარების მთავარი ხელისშემშლელი
ფაქტორი არასაკმარისი დაფინანსებაა. ასევე ერთერთ მნიშვნელოვან ხელისშემშლელ
ფაქტორად
შეგვიძლია
ჩავთვალოთ
სპორტული
სკოლებისა
და
სექციების
არასაკმარისი რაოდენობა, რაზეც გამოკითხულთა 55% მიუთითებს (სურ. N20.);
2. კვლევა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი (70%-ზე მეტი. სურ.
N8.) საერთოდ არ არის დაკავებული ფიზიკური აქტივობით;
8
3. სპორტული აქტივობით დაკავებული მოსახლეობის 75,8% სპორტში ჩართულია
ფიზიკური გაჯანსაღების მიზნით (სურ. N9), რაც იმაზე მეტყველებს, რომ
პროფესიული და მაღალი მიღწევების სპორტით მოსახლეობის ძალიან მცირე
(დაახლოებით 7%) ნაწილია დაკავებული;
ეს მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ ბავშვებისთვის სპორტის ხელმისაწვდომობისთვის
აუცილებელია სახელმწიფოს ფინანსური ჩართულობა: სოციალური პროექტები.
სახელმწიფოს აქვს ყველანაირი ბერკეტი გასცეს სპორტის ვაუჩერი თითო ბავშვზე თითო ვაუჩერი, რომელიც სულ მცირე ერთი სპორტის სახეობისთვის გამოიყენებს,
არჩევით. სახელმწიფოს შეუძლია ეს ფინანსები მიიღოს გრანტის სახით, ან ბიზნესის
დახმარებით შექმნას ,,ბავშვთა სპორტის ფონდი“. ყველაფერი მიღწევადია, მთავარია
პოლიტიკური ნება და სწორი მენეჯმენტი.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის შესაბამისი თანამდებობის პირები (პრემიერი:
ირაკლი ღარიბაშვილი: „სპორტის მიმართულებით დამატებით გამოვყოფთ 20 მილიონ
ლარს, აქედან 15 მილიონი ლარი მოხმარდება სპორტულ ფედერაციებს და ხუთი
მილიონი ლარი მიემართება დამსახურებული სპორტსმენების, მწვრთნელების და
საექიმო
პერსონალის
ყოველთვიური
სტიპენდიების
ზრდისთვის“
03.11.2023წ;
პრემიერი: ირაკლი კობახიძე: ,,სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს“, სპორტი არ
ნიშნავს მხოლოდ, როგორც ასეთი სპორტულ წარმატებას, ეს ნიშნავს ადამიანების
ჯანმრთელობას,
უკეთეს
სოციალურ
განვითარებას
და
ა.შ.
ამიტომ
სპორტს
მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი“) ბოლო დროინდელ გამოსვლებში ხაზგასმით
აღნიშნავენ, რომ სპორტის ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს და რომ სპორტი მნიშვნელოვან
როლს თამაშობს ქვეყნის ცხოვრებაში. თუმცა ბიუჯეტის ზრდა ძირითადად მოდის
ფედერაციების დაფინანსებაზე, მწრთვნელების ან უკვე არსებული სპორტსმენებისთვის
ფულად ჯილდოებზე. ეს ყველაფერი კარგია და მხოლოდ მისასალმებელი, მაგრამ სად
არის
ბავშვებისთვის
საზოგადოებრივი
აზრის
ხელმისაწვდომი
კვლევის
სპორტი?
შედეგების
სპორტთან
ანალოგიის
მიმართებაში
მეთოდით,
უნდა
ვივარაუდოთ, რომ მოსახეობის 80% სწორედაც, რომ ფიქრობს, სპორტის განვითრებას
ბავშვებსთვის სპორტის ხელმისაწვდომობით ანუ დაფინანსებით.
დღესდღეობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
მინისტრის N1303 ბრძანების საფუძველზე, (http://files.sportstat.gov.ge/sportstat/app/getfile?identifier=45_2_752b80be-2c0d-45eb-a872-882653810e17.pdf)
სპორტული
ორგანიზაციების აღიარების და დაფინანსების საბჭოს N30 სხდომის ოქმის მიხედვით,
9
საქართველოში წარმოდგენილია 91 სპორტული ორგანიზაციის სახეობა-ფედერაცია.
ფედერაციებს ეძლევათ თანხა, თუმცა ეს თანხა არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის.
მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული დააფინანსებებ, თუ არა რომელიმე ბავშვს.
თუ სახლემწიფო კანონით ადგენს, რომ სპორტი მნიშვნელობანი და ეროვნული საქმეა,
მაშინ გაუგებარია, თუ რატომ არ არის აქტიურად ჩართულ ამ ეროვნულ საქმეში, ისე რომ
თითეულმა ბავშვმა და ოჯახმა იგრძნოს ეს სიკეთე, მაშინ რატომ არის ეს დამოკიდებული
მხოლოდ იმაზე, თუ რა ფინანსური მდგომარეობა აქვს ოჯახს? ძალიან ბევრ ოჯახს,
მშობლებს სურთ შვილების განვითარება სპორტის მიმართულებით, თუმცა ეს მხოლოდ
ოცნდებად რჩება. ეს, კი ბავშვს იმდეგაცრუებულს ტოვებს, რომელიც მთელი ცხოვრება
ქვეცნობიერად მიჰყვება.
ცხადია,
მანამ,
ვიდრე
სპორტი
დამოკიდებულია
ბავშვის
ოჯახის
ფინანსურ
მდგომარეობაზე, მანამ ნიჭიერი ბავშვები, რჩებიან და დარჩებიან ყოველგვარი სპორტის
და სპორტული მიღწევების გარეშე, მაშინ როცა შესაძლებელი იყო სპორტს საკუთრივ
შეეცვალა მათი ცხოვრება - მიეცა მომავალი.
ჩვენი
მცირერიცხოვანი
ერისთვის,
გარდამტეხად
მნიშვნელოვანია,
მომავალში
ავღზარდოთ ჩემპიონები და წარმატებული სპორტსმენები, ამასთან გვყავდეს ჯანსაღი
თაობა. ვფიქრობ, დროა სახელმწიფომ გაითავისოს საკუთარი პასუხისმგებლობა და
სპორტის ვაუჩერები გამოყოს ბავშვებისთვის (შესაძლებელია დაბალშემოსავლიან ან
საშუალოშემოსავლიან ოჯახებისთვის). ერთ ბავშვზე, მინიმუმ, ერთი ვაუჩერი სპორტის
ერთი სახეობისთვის, რომელსაც ბავშვები თავად აირჩევენ. ამასთან, ვაუჩერის აღება
იქნება ნებაყოფლობითი, იუსტიციის სახლში მისვლით.
გთხოვთ,
წინამდებარე
საკანონმდებლო
წინადადების
განხილვისას
იმსჯელოთ
,,ბავშვთა სპორტის სახელემწიფო ფონდის“ შექმნაზე, და შესაბამისად, სპორტის ფონდის
შესახებ კანონის მიღებაზე, იგივე დასაბუთებით, იგივე მიზნებით, რაც უკვე აღნიშნული
მაქვს წინამდებარე დოკუმენტში. რათა საქართველოს მოქალაქეობის მქონე თითეულ
ბავშვს მიეცეს სპორტის ვაუჩერი, მინიმუმ, თითო სპორტის სახეობისთვის, რომელსაც
ისინი დამოუკიდებლად აირჩევენ.
ა.ბ) კანონპროეტების მიღების მიზნები:
საკანონმდებლო წინადადების მიზანს წარმოადგენს:
ა) ერის გაჯანსაღება;
ბ) სულიერად და ფიზიკურად ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ფორმირება;
10
გ) სპორტის სფეროში საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობის კონსტიტუციური
უფლებების განხორციელების უზრუნველყოფა და დაცვა;
დ) ბავშვების მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა;
ე) მომავალი ჩემპიონების აღზრდა;
ვ) ოჯახების მხარდაჭერა;
ზ) ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა;
თ) დანაშაულის პრევენცია;
ი) ერის გაერთიანებას პატრიოტული ღირებულებების და საერთო ემოციის გარშემო;
კ) ახალგაზრდა ძლიერი ოჯახების და შობადობის მხარდაჭერა
ა.გ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონმდებლობა სრულ ჰარმონიაში იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან, ბავშვის
უფლებათა კოდექსთან, ევროკავშირის სხვა კანონდმებლობასთან.
ა.დ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტების ძირითად არსს წარმოადგენს, ,,ბავშვთა სპორტის სახელმწიფო ფონდის“
შექმნა, სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს მოქალაქე თითეული ბავშვისთვის
(შესაძლოა საშუალო და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის) სპორტის ვაუჩერის
გაცემის მიზნით;
ა.ე) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულსამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ვ) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გარკვეული დროის
შემდეგ;
მისი
არსიდან
გამომდინარე,
ის
ითხოვს
გარკვეულ
პერიოდს
მოსამზადებლად, თუმცა ეს ვადა უნდა იყოს გონივრული.
ა.ზ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
11
განხილვას):
კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეთ, რადგან ეს შეეხება ბავშვებს;
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
გრძელვადიან პერსპექტივაში, კანონპროექტი მხოლოდ დადებით გავლენას იქონიებს
საქართველოს ბიუჯეტზე.
ფონდის მიერ ბავშვების დაფინანსება,
და შემდეგ
შეჯიბრებებზე მიღებული შემოსავალი, ასევე, ტურისტების ზრდა ქვეყანას მხოლოდ
წაადგება ფინანსური თვალსაზრისით.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებისთვის საჭიროა აუცილებელი ხარჯების გამოყოფა, რომლის
მოძიების მექანიზმი შესაძლოა იყოს მრავალმხრივი, მათ შორის, კანონპროექტით
შემოთავაზებულია ბავშვთა სახელმწიფო ფონდის შექმნა.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გრძელვადიან პერსპექტივაში დადებით გავლენას იქონიებს სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
შემოსავლის ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი საწყის ეტაპზე, გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
12
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი
უდიდეს
დადებით
გავლენას
იქონიებს
ბავშვის
უფლებრივ
მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი
დადებით
გავლენას
ახდენს
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
აგრეთვე,
მრავალმხრივ
ისეთი
13
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა
და
შეთანხმებებს.
კანონპროექტის
მომზადება
არ
არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
კანონპროექტში გამოყენებულია ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, ასევე
სპეციალისტების შეფასებები და საზოგადოებრივი კვლევის შედეგი.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე;
14