საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მომართვა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2024 წლის 2 თებერვლის №320/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ 2024 წელს მინისტრის საათის (სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულების შესახებ საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრების საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენება) გამართვის განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოხსენებით გამოსვლა გაიმართოს 2024 წლის 28-31 მაისის პლენარული სხდომების კვირაში)
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-05-14
ბიუროს ნომერი 352
📜 ტექსტი
წერილი
*GOV22400013187*
GOV 2 24 00013187
13/05/2024
საქართველოს პარლამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 153-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
მოგმართავთ თხოვნით, უზრუნველყოთ ცვლილების განხორციელება საქართველოს
პარლამენტის ბიუროს 2024 წლის 2 თებერვლის №320/22 გადაწყვეტილებით შედგენილ „2024 წელს მინისტრის საათის (სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი
მიმართულების შესახებ საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრების საქართველოს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენების) განრიგში" და საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის საათი გაიმართოს მიმდინარე წლის 28 - 31
მაისის კვირაში.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
ლევან ჟორჟოლიანი