საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოხსენება
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოხსენება
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოხსენება (ეს პროექტი) მოხსენება
- მინისტრის საათი - საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას გამოსვლა. მოხსენება
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-05-14
ბიუროს ნომერი 352
📜 ტექსტი
წერილი
13 მაისი 2024
N 3524/01
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ შალვა პაპუაშვილს
ბატონო შალვა,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 153-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის მოხსენებას,
რომელიც საქართველოს პარლამენტს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის მიერ წარედგინება დაგეგმილ მინისტრის საათზე.
დანართი: 14 (თოთხმეტი) ფურცელი.
პატივისცემით,
ოთარ შამუგია
მინისტრი
მოხსენება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
2023 წლის ანგარიში
ქვეყანაში ეკონომიკის განვითარება, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები, რომელსაც ბოლო
წლებია ვინარჩუნებთ, გვაძლევს საშუალებას, წლიდან წლამდე გავზარდოთ დაფინანსება როგორც
სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებებით, განვახორციელოთ მხარდამჭერი
პროექტები ფერმერებისა და მეწარმეებისთვის და, ასევე, ვიზრუნოთ გარემოზე.
სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია ყველა ჩართული
სუბიქტის - ფერმერების, მეწარმეების, დარგობრივი ასოციაციების, მხარდაჭერისკენ,.. სწორედ ისინი
არიან დარგის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა. სახელმწიფო მხარდაჭერა ითვალისწინებს
წვდომას იაფ ფულად სახსრებზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და თანამედროვე ტექნიკის
შეძენის ხელშეწყობას, გადაიარაღებას, წვდომას თანამედროვე ცოდნაზე, რათა ჩვენმა ფერმერებმა და
მეწარმეებმა
აწარმოონ
მეტი
ხარისხიანი
ქართული
პროდუქცია,
გახდნენ
უფრო
მეტად
კონკურენტუნარიანი, რაც უზრუნველყოფს მეტ შემოსავალს აგროწარმოებაში ჩართული თითოეული
ჩვენი მოქალაქისთვის, მათი ოჯახებისთვის და, საბოლოდ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაზე
ისახება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ყველა ის პროგრამა, რომელსაც ჩვენ წლებია ვახორციელებთ.
დღეისათვის 15-მდე მხარდამჭერი პროგრამა ხორციელდება, რაც ეტაპობრივად გვაძლევს მნიშვნელოვან
შედეგებს.
სახელმწიფოს მიერ ინიცირებული, აგროსასურსათო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული
პროექტები, მოთხოვნიდან და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ყოველწლიურად იხვეწება,
ემატება ახალი ინიციატივები და პროგრამები. თითოეული სიახლე იქმნება და ინერგება დარგთან,
ასოციაციებთან, სამეცნიერო წრეებთან, ფერმერებთან აქტიური კომუნიკაციით, მათი ჩართულობით, რაც
უზრუნველყოფს მაქსიმალურ მორგებას არსებულ საჭიროებებზე.
მინდა მოგახსენოთ, რომ სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში, 2023 წლის
მდგომარეობით, სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,5 მილიარდ ლარს
გადააჭარბა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება თითქმის 2,0 მილიარდი ლარია. სწორედ ამ
პროგრამებმა მისცა საშუალება და სტიმული ფერმერებს და ბიზნესსექტორს განეხორციელებინათ ამ
მასშტაბის ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში. მხარდამჭერი პროგრამების განხორციელების შედეგია
ის, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება
საშუალოდ 10%-ით იზრდება და 2023 წლის მონაცემებით, რეკორდული 16.6 მილიარდი ლარი შეადგინა,
მოცემულ პერიოდში, სოფლად უმუშევრობის დონე შემცირდა 7.8 პროცენტული პუნქტით და
უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 14.6% შეადგინა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ
მხოლოდ ჩვენ მიერ მხარდაჭერილ
საწარმოებსა და ბაღებში 2023 წლის მდგომარეობით, როგორც
მუდმივად ასევე სეზონურად, 100,000 ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
სტაბილურად მზარდია ექსპორტის მაჩვენებლები; უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, ქართული
აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ყოველწლიურად საშუალოდ 13 პროცენტით იზრდება და 2023
1
წელს რეკორდული 1.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს - 15%-ით
აღემატება. მზარდია საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფიაც და გასულ წელს ამ ქვეყნების რიცხვმა 106-ს
მიაღწია.
ექსპორტის დადებითი ზრდის მაჩვენებელი შენარჩუნებულია 2024 წელსაც, მიმდინარე წლის პირველ
კვარტალში
საქართველოდან
განხორციელებული
აგროსასურსათო
პროდუქციის
ექსპორტის
ღირებულებამ 365 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე
22%-ით მეტია.
რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამების და პროექტების კონკრეტული შედეგებს. ქვეყანაში წლიდან
წლამდე იზრდება თანამედროვე ხეხილის ბაღების ფართობები, რაც ერთ-ერთი წარმატებული
სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავლის“ შედეგია. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფოს
მხარდაჭერით გაშენებულია 22 ათას ჰექტრამდე თანამედროვე ბაღი.
ჩვენი გათვლებით, მხოლოდ 2023 წელს ამ ბაღებიდან მიღებული მოსავლის ღირებულება 150 მლნ ლარს
აღემატება. მომდევნო წლებში ბაღებიდან მიღებული მოსავალი მნიშვნელოვნად მზარდი იქნება, რაც
განპირობებულია გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში შესვლით და საპროგნოზო მაჩვენებლით. 2030
წლისათვის მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან მრავალწლოვანი კულტურების
წარმოება ყოველწლიურად 200 ათას ტონას გადააჭარბებს, რომლის ღირებულება დაახლოებით 500
მილიონ ლარზე მეტი იქნება. ცალკეული კულტურების საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებლები აისახა
ექსპორტზეც, რომელმაც გასულ წელს
204 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გამოსაყოფია არა მხოლოდ
ქვეყნისთვის ტრადიციული ხილის ექსპორტი, არამედ ისეთი მრავალწლოვანი კულტურების ექსპორტიც,
რომელიც გასულ წლებში მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ ხორციელდებოდა. ასეთია მაგალითად
მოცვი, დაფნის ფოთოლი და სხვა. მოცვის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა გასულ წელს 20 მლნ
დოლარს გადააჭარბა. ყოველწლიურად ველოდებით ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვან ზრდას, მაშინ როცა,
რამდენიმე წლის წინ მოცვის ექსპორტი საერთოდ არ ხორციელდებოდა, ვინაიდან ფაქტობრივად
წარმოება არ გვქონდა.
პროდუქციის წარმოების ზრდასთან ერთად საჭირო ხდება მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების
განვითარებაც, ამიტომ, რამდენიმე წელია მიმდინარეობს სახელმწიფო მხარდაჭერის სხვადასხვა
პროგრამა პროდუქციის შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნისათვის.
ამ პროგრამების ფარგლებში, დღემდე დაფინანსებულია 400-ზე მეტი გადამამუშავებელი საწარმოს და
შემნახველი
ინფრასტრუქტურის
შექმნა.
აღსანიშნავია,
რომ
შემნახველი
ინფრასტრუქტურა
უზრუნველყოფს 146 ათას ტონამდე პროდუქციის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით
შენახვას.
რა თქმა უნდა, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი დარგის
განვითარებისათვის. სხვა პროგრამებთან ერთად, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროგრამა
„შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფარავს ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლს და ამ
პროგრამის ფარგლებში 46 000 ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 6 მლრდ ლარის ღირებულების
შეღავათიანი
აგროკრედიტი,
თანადაფინანსებამ
სახელმწიფოს
თითქმის 1 მლრდ
მიერ
განხორციელებულმა
სესხის
პროცენტის
ლარი შეადგინა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის
2
დაწყებამდე, ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგროსესხების პორტფელი 56 მლნ ლარს შეადგენდა, დღეს
კი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის აქტიური პორტფელი ოცჯერ მეტს - 1.2 მლრდ ლარს შეადგენს.
თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი
აგროწარმოების განვითარებისთვის. ჩვენ გვახსოვს, წლების წინ ქვეყანა განიცდიდა ტექნიკის
მნიშვნელოვან დეფიციტს და ფერმერები ვერ ახერხებდნენ აგროვადებში სამუშაოების ჩატარებას. 120
მლნ ლარზე მეტი მივმართეთ ტექნიკის შესყიდვის მხარდასაჭერად და ფერმერებმა ამ თანადაფინასების
საშუალებით შეიძინეს 7500 ერთეული, 440 მლნ ლარზე მეტი ღირებულების, სხვადასხვა სიმძლავრის
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტები.
რა თქმა უნდა, ჩვენ წელსაც ვაგრძელებთ ამ
მიმართულებით მხარდაჭერას და 20 მლნ ლარია გამოყოფილი მიმდინარე წლის ბიუჯეტით ამ
მიზნობრიობით.
ვაფინანსებთ
მოსავლის
ამღები
ტექნიკის
შესყიდვას,
სპეციალურად
კოოპერატივებისათვის დავიწყეთ ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მცირე ფერმერებს ვაძლევთ
საშუალებას, გაერთიანდნენ და საკმაოდ მაღალი, 50 პროცენტიანი საგრანტო თანადაფინასებით შეიძინინ
სასურველი ტექნიკა. უკვე დაფინასებულია 62 ასეთი კოოპერატივი და პროგრამა გრძელდება.
ძალიან მნიშვნელოვანი მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა. ჩვენ ამ
კუთხითაც გვაქვს ორი ახალი ინიციატივა.
გასულ წელს დავიწყეთ მაღალმთიან დასახლებებში
სამეწარმეო საქმიანობის განვითარების პროგრამა და უკვე დავაფინანსეთ 60 ბიზნესიდეა, რომელთა
ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 9 მლნ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსების ოდენობა
4.6 მლ ლარზე მეტს შეადგენს. პროგრამას გავაგრძელებთ მიმდინარე წელსაც. ასევე, მინდა აღვნოშნო,
რომ მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ ადამიანებს, ვისაც გააჩნია სასოფლო-სამეურნეო მიწის
ნაკვეთი, წელს 70 პროცენტიანი საგრანტო დაფინანსებით დავეხმარებით მიწის დამუშავებისთვის და
სხვა სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო ხელის ტრაქტორების (მოტობლოკების) შესყიდვაში.
აღნიშნული პროგრამით სარგებლობისთვის განაცხადების მიღება დაიწყება უახლოეს პერიოდში.
მოგეხსენებათ თხილი გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი. ქართული თხილის
ექსპორტის 70%
ევროკავშირში ხორციელდება. თხილი ათიათასობის ოჯახის მნიშვნელოვანი
შემოსავლის წყაროა. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვეხმარებით თხილის სექტორს. ყველა ფიზიკური
პირი, რომელსაც 0,2-3 ჰექტრამდე ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, იღებს, 1 ჰექტარზე
დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას, რომელიც განკუთვნილია აგროტექნიკური
ღონისძიებების დროულად და სათანადოდ ჩასატარებლად. ეს პროგრამა
პროგრამის
ფარგლებში,
90
ათასამდე
მოსარგებლის
44,000
ჰექტარზე
გასულ წელს დავიწყეთ.
მეტი
თხილის
ბაღი
დარეგისტრირდა თხილის კადასტრში. ფერმერებმა მიიღეს დაახლოებით 21 მლნ ლარის მიზნობრივი
დახმარება. საქართველოში თხილის სექტორს აქვს დიდი პოტენციალი და ჩვენი მიზანია ეს პოტენციალი
მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება დარგში ჩართული მოსახლეობის
შემოსავლის ზრდაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ 2023 წლის შემოდგომაზე,
ევროკომისიამ
ქართულ თხილში აფლატოქსინების კონტროლის სახელმწიფო სისტემა დადებითად
შეაფასა, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტს ევროპის ბაზარზე დამატებითი პროცედურებისა და შეფერხების
გარეშე. ჩვენ გვაქვს პოტენციალი რომ ვიყოთ თხილის ექსპორტიორი ქვეყნების სამეულში და ამ
მიმართულებით აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა.
3
როდესაც სოფლის მეურნეობაზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით კლიმატურ რისკებს. სწორედ
ამიტომ, უკვე 10 წელია მიმდინარეობს აგროდაზღვევის პროგრამა. 2014 წლიდან დღემდე პროგრამის
ფარგლებში 67 000
მდე ბენეფიციარს დაზღვეული ქონდა 156 000 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი და
ანაზღაურებული ზიანი 83 მლნ ლარს აღემატება. პროგრამაში ყოველწლიურად შედის ცვლილებები,
რომლითაც ვდილობთ, პროგრამა კიდევ უფრო მეტად მორგებული გავხადოთ ფერმერების ინტერესებზე
და გავზარდოთ მათი ჩართულობა. ბოლო წლებში შეტანილი ცვლილებების შედეგად, გაზრდილია
სადაზღვევო პოლისის პრემიის სახელმწიფოს თანამონაწილეობის წილი - მევენახე ფერმერებს 50%-ის
ნაცვლად, საშუალება აქვთ, 70%-იანი თანადაფინანსებით შეიძინონ სადაზღვევო პოლისები; 5 ჰა-დან 20
ჰა-მდე, მარცვლეული კულტურების შემთხვევაში 30-დან 100 ჰა-მდე გაიზარდა ფართობები რომლის
დაზღვევა შესაძლებელია ერთი პირის მიერ. შემცირდა სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ზარალზე
რეაგირების/შეფასების ვადები და ნაცვლად 21 დღისა, განისაზღვრა 15 დღით; შეიცვალა სადაზღვევო
ტარიფები და სხვა.
2024 წელს მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარებისათვის დავიწყეთ უპრეცედენტო მხარდაჭერის
პროგრამა,
რომელიც
ხელს
შეუწყობს
ქვეყანაში
თანამედროვე
სტანდარტების
მსხვილფეხა
მესაქონელეობის ფერმების ჩამოყალიბებას და ფუნქციონირებას. კერძო სექტორს შეუძლია შეიძინოს
მაღალპროდუქტიული ჯიშები და განახორციელოს ფერმების სათანადო აღჭურვა-მოდერნიზაცია და
ისარგებლოს შეღავათებით 7 წლის განმავლობაში. ინიციატივა გათვლილია როგორც მსხვილ, ასევე
საშუალო და მცირე მეურნეობებზე და ფარავს როგორც მეხორცულ, ისე მერძეულ მიმართულებას, რაც
თავისთავად შეუწყობს ხელს ხორცისა და რძის წარმოების ზრდას.
განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს აკვაკულტურას.
გასულ წელს საზღვაო აქვაკულტურის ფერმების მოსაწყობად დავამტკიცეთ შესაბამისი ზონები, აჭარის,
სამეგრელოს და გურიის სანაპირო ზოლში, 8 ლოკაციაზე. ეს აჩენს შესაძლებლობას აკვაკულტურის
მიმართულებით მსხვილი ინვესტიციების მოზიდვისთვის, რაც ნიშნავს ათეულ ათასობით ტონა თევზის
და სხვადასხვა სახეობის ზღვის პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას და ეტაპობრივად, ასეულობით
მილიონი დოლარის საექსპორტო პოტენციალის ათვისებას. ამჟამად, გარემოს ეროვნული სააგენტო, სხვა
სამსახურებთან ერთად, აქტიურად მუშაობს
რამოდენიმე ლოკაციაზე სანებართვო პირობების
შემუშავებისთვის და უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ რომ გამოვაცხადებთ აუქციონებს რომელიც
საშუალებას მისცემს ბიზნესს განახორციელოს მასშტაბური ინვესტიციები ამ მიმართულებით, რაც ხელს
შეუწყობს შიდა წყლის აკვაკულტურის განვითარებასაც.
აღნიშნული მიმართულებით ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგია, რომ 2024 წლის 2 აპრილს
ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული თევზჭერის
სერტიფიკატები. ამ აღიარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ქართველი მეწარმეებისთვის, ვინაიდან
შესაძლებელი გახდა საქართველოდან შავი ზღვის თევზისა და თევზჭერის პროდუქტების ევროკავშირის
ბაზარზე ექსპორტი, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს
შეიტანს.
არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ევროკავშირის ბაზრის პოტენციალის მაქსიმალურად
გამოყენებისათვის,
აუცილებელია
ადგილობრივი
აგროსასურსათო
პროდუქციის
4
კონკურენტუნრიანობის ამაღლება, შესაბამისი სტანდარტების დანერგვა. DCFTA-ის ფარგლებში,
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, ჩვენ ავიღეთ
ვალდებულებები საკანონმდებლო დაახლოების მიზნით. აქტიური მუშაობის შედეგად, დღეის
მდგომარეობით, 200 ნორმატიული აქტიდან უკვე მიღებული და დაახლოებულია 138 ნორმატიული
აქტი.
წარმატებით მიმდინარეობს და გრძელდება ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომელიც მოიცავს
სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, ხორციელდება ბიოწარმოების
ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების,
მევენახეობისა და მეფუტკრეობის მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების და ბიოპრეპარატების
თანადაფინასებას. შემუშავდა და დამტკიცდა „ტექნიკური რეგლამენტი - ორგანული პროდუქტების
წარმოების წესებისა და ეტიკეტირების შესახებ“, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის ახალ
რეგულაციასთან და მისი ამოქმედება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ევროკავშირის ბაზაზარზე
ბიოპროდუქციის ექსპორტს, რაზედაც მოთხოვნა, დამეთანხმებით, საკმაოდ მაღალია.
აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვეხმარებით მწარმოებლებს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის
პოპულარიზაციაში პრიორიტეტულ ბაზრებზე, ევროკავშირში, აშშ-ში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში
ჩინეთში.... სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით და მხარდაჭერით, 2022-2023 წლებში 80-მდე
კომპანიამ მიიღო მონაწილეობა 14 საერთაშორისო გამოფენაში და საკუთარი პროდუქცია წარადგინა.
მნიშვნელოვნად გაიზარდა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მასშტაბები
ეფექტიანობა(მაგალითისთვის
10
წლის
წინ,
წელიწადში
ხორციელდებოდა, მაშინ როცა 2023 წელს ეს მაჩვენებელი
500-მდე
სახელმწიფო
და
კონტროლი
32 ათასზე მეტს შეადგენს). სურსათის
ეროვნულმა სააგენტომ წარმატებით გაიარა საერთაშორისო აუდიტის ყველა ეტაპი
„სურსათის
უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის“ მიმართულებით და საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის
მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკატი ISO 9001 აიღო, რაც ადასტურებს ხარისხის მართვის სისტემების
მაღალ საფეხურს.
ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის, სხვადასხვა დაავადების გავრცელებისა და ფერმერებისთვის
ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად
ატარებს 6 მილიონამდე ვეტერინარულ მანიპულაციას, მათ შორის, ცხოველების უფასო ვაქცინაციას 7
სახის დაავადებაზე.
ბაზარზე უხარისხო მცენარეთა დაცვის საშუალებების განთავსების აღკვეთის მიზნით, მნიშვნელოვნად
გავამკაცრეთ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი. 2023 წლის
განმავლობაში შემოწმდა600 ობიექტი, საიდანაც მხოლოდ 35 დარღვევა გამოვლინდა. მკაცრი კონტროლი
გაგრძელდება წელსაც, რათა ფერმერები დავიცვათ უხარისხო პესტიციდების და
აგროქიმიკატების
გამოყენებისგან.
იზრდება ლაბორატორიული შესაძლებლობები და ინერგება კვლევის საერთაშორისო მეთოდები. 2023
წელს
სამინისტროს
ლაბორატორიამ
მიიღო
ეროვნული
რეფერენს
ლაბორატორიის
სტატუსი.
ლაბორატორია აგრძელებს მუშაობას კვლევის ახალი მეთოდების დანერგვის მიმართულებით, რაც
უზრუნველყოფს დროულ დიაგნოსტირებას და ხელს უწყობს ჯანსაღი პროდუქტების წარმოებას.
5
მიმდინარე წელს დაგეგმილია 40-ზე მეტი ახალი კვლევის მეთოდის დანერგვა, მათ შორის 19 მეთოდი
დაინერგება თევზის დაავადებების მიმართულებით.
სახელმწიფოს მიერ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გატარებული მიზანმიმართული პოლიტიკის
შედეგად, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 2023 წელს კვლავ
გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. კერძოდ, გასულ წელს ჯამურად ექსპორტირებულია 455
მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები, რაც 16%-ით აღემატება 2022 წლის
ანალოგიურ მაჩვენებელს. მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 259.0 მილიონი აშშ დოლარის
ღირებულების ღვინო. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის შემდეგ, 2023 წელს ღვინის საექსპორტო ფასის
ზრდა პირველად დაფიქსირდა. (2022 წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი იყო
- 2.48 აშშ დოლარი, 2023 წელს - 2.90 აშშ დოლარი).
ყურძნის მოსავალი
2023 წელს გასულ წელთან შედარებით მცირე იყო, რაც გამოიწვია რთულმა
კლიმატურმა პირობებმა. უხვი ნალექის და შემდგომ ძლიერი სეტყვის შედეგად მოსავლის რაოდენობა
შემცირდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ორგანიზებულად ჩავატარეთ რთველი და ყურძნის მოსავალი
სრულად დაბინავდა. ქვეყნის მასშტაბით გადამუშავდა 221 ათას ტონამდე ყურძენი, რომლის
რეალიზაციიდან ფერმერებმა 300 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. 2023 წლის რთველი გამოირჩეოდა
კერძო სექტორის მაღალი ჩართულობით. კახეთის რეგიონში სახელმწიფო საწარმოს მიერ გადამუშავდა
მოსავლის მხოლოდ 10%-ი, რაჭის შემთხვევაში - 4%, რაც ბოლო წლების საუკეთესო მაჩვენებელია. აქვე
მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფომ მყისიერად მოახდინა 2023 წლის სექტემბრში რამდენჯერმე მოსული
ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავება. მევენახე ფერმერებმა
დაზიანებული ყურძნის რეალიზაციიდან 18 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღეს.
რა
თქმა
უნდა,
ძალიან
მნიშვნელოვანი
ბაზრების
დივერსიფიკაცია,
ქართული
ღვინის
პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდა. ამ მიზნით სახელმწიფოს მიერ, 2023 წელს 14 მლნ ლარი
დაიხარჯა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო მსოფლიოს 15 ქვეყანაში,
ჯამში 14 გამოფენაზე, 20 ფესტივალსა და 100 პროფესიულ დეგუსტაციაზე იყო წარდგენილი. ეს ქვეყნებია:
ამერიკის შეერთებულ შტატები, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა,
ჩინეთი, პოლონეთი, და ა.შ. ამ მიმართულებით ყოველწლიურად მზარდია, როგორც ბიუჯეტი, ასევე
აქტივობები.
რაც
შეეხება
მიმდინარე
წელს,
ქართული
აგროსასურსათო
პროდუქციის
პოპულარიზაციისთვის19 მლნ ლარია გამოყოფილი, საიდანაც 16 მლნ ლარამდე მოხმარდება ღვინის
პოპულარიზაციას, ბაზრების დივერსიფიკაციის მაქსიმალურ ხელშეწყობას.
ექსპორტის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია
გაძლიერდეს
მიკვლევადობის
რეალიზაციისთვის
ინსტრუმენტები.
განკუთვნილი
დაცული იყოს ადგილობრივი ბაზარი და
2023
საქართველოში
წლის
1
წარმოებული
იანვრიდან,
შიდა
ალკოჰოლიანი
ბაზარზე
სასმელები
სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარა.
დასრულდა ვენახების კადასტრის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. მევენახეობის ყველა რეგიონში
აღწერილია 48 700 ჰექტარი ფართობი. ვენახების კადასტრი აქვს
ინდუსტრიის მქონე ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას.
მეღვინეობის განვითარებული
პროგრამა უზრუნველყოფს ყურძნისეული
6
პროდუქტების მიკვლევადობას და ამარტივებს როგორც მოსავლის პროგნოზირებას, ასევე რთველის
პროცესს.
ხაზგასმით
მინდა
აღვნიშნო
პროექტები.
უკანასკნელ
მელიორაციის
წლებში
მიმართულებით
საქართველოში
განხორციელებული
ჩატარებული
სამელიორაციო
მასშტაბური
სისტემების
რეაბილიტაციის და ტექნიკური ექსპლუატაციის ღონისძიებების გატარების შედეგად, ექსპლუატაციაში
დაბრუნდა არაერთი საირიგაციო და სადრენაჟო სისტემა და სატუმბი სადგური. სამუშაოები
ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც საირიგაციო, ასევე სადრენაჟე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად
და გასაუმჯობესებლად. შედეგად, ჰიდრომელიორირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 59 000
ჰეტრიდან 210 000 ჰექტრამდე გაიზარდა. დავიწყეთ მასშტაბური პროეტქების განხორციელება 4 მსხვილ
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუთან ერთად, რომლის შედეგად, 50 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე, 70 000
ფერმერული მეურნეობისათვის გაუმჯობესდება სამელიორაციო მოსახურება რომლის შედეგად
დაახლოებით 20-30%-ით გაიზრდება მოსავლიანობა.
ქვეყნის მასშტაბით ირიგაციის სექტორი გახდა რიგით მეოთხე რეგულირებადი სექტორი, რომელიც
მოექცა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
რეგულირების ფარგლებში. ეს გახლავთ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც დარგის მდგრადი
განვითარება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება უნდა უზრუნველყოს.
ხაზი უნდა გავუსვა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს, რომელზეც მუშაობა ჩვენი ინიციატივით და
მთავრობის გადაწყვეტილებით
დავიწყეთ. ეს გახლავთ კახეთში, მდ. ილტოზე საირიგაციო
დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობა. წყალსაცავი შესაძლებლობას მოგვცემს, ახმეტის, თელავის,
გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, 40 ათას ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე
გარანტირებულად
გაუმჯობესდეს
წყალუზრუნველყოფა,
რაც
სოფლის
მეურნეობის
სექტორში
დასაქმებულ 50 ათასზე მეტი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე იქონიებს
გავლენას. ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები
ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის
მოსამზადებლად. კვლევა უნდა დასრულდეს მიმდინარე წლის ბოლომდე. შედეგებიდან გამომდინარე
დაიგეგმება შემდეგი ღონისძიებები.
ქვეყნისთვის მიწის რესურსების მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი და განახლებადი ინფორმაციის
წარმოება წარმოადგენს მიწის რაციონალური გამოყენების, მიწის მდგრადი მართვის პოლიტიკის
გატარების აუცილებელ წინაპირობას. ამოცანის გადასაჭრელად, მსოფლიო ბანკის ფინანსური
მხარდაჭერით შემუშავდა „მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნისა და განვითარების
შესახებ“ კონცეფცია. აღნიშნული კონცეფციის შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მიწის რესურსების
ინტეგრირებული მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოება. ქვეყნის მაშტაბით მიწის საფარის დეშიფრაცია
უკვე განხორციელებულია 2 მლნ ჰა-მდე ფართობზე, რაც შეადგენს განსახორციელებელი სამუშაოების
32%-ს; ამ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით დავასრულებთ წლის ბოლომდე, რომლის შედეგად, პირველად
გახდება ხელმისაწვდომი საქართველოს მიწის ფონდის შესახებ ერთიანი ბალანსი და მიწის რესურსებზე
(მიწათდაფარულობა და მიწათსარგებლობა) ერთიანი,
ზუსტი, ერთგვაროვანი გეოინფორმაციით
სარგებლობა.
7
შემუშავებულია და სხვადასხვა უწყებასთან განხილვის პროცესშია საქართველოს კანონის პროექტი
„საძოვრების მართვის შესახებ“,
საფუძველს.
შედეგად,
ბიომრავალფეროვნების
რომელიც შექმნის
უზრუნველყოფილი
შენარჩუნება,
საძოვრების მდგრადი მართვის სამართლებრივ
იქნება
საძოვრების
პროდუქტიულობის
დეგრადაციის
გაუმჯობესება
და
პრევენცია,
ხელმისაწვდომობა
ფერმერების მხრიდან. პარალელურად მიმდინარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების
ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში ფერმერებმა
იჯარით მიიღეს
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 17000 ჰა მდე საძოვარი.
აქტიურად მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში აპრობაცია
გაიარა და დაინერგა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი თესლისა და სარგავი მასალის
სერტიფიცირების სისტემები, შეიქმნა კვალიფიციური სათესლე და სანერგე მეურნეობების ერთიანი
რეესტრი (მონაცემთა ბაზების პროგრამული უზრუნველყოფა). საქართველოს ევროპასთან ასოცირების
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, თესლი და სარგავი მასალა 2024
წელს სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება.
გასულ წელს საქართველოსთვის ნამდვილად ისტორიული მომენტი გახლდათ, როდესაც საქართველოს
მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით
გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობას. ევროკომისიის რეკომენდაციების
შესრულების მიზნით, დამტკიცდა 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა, სადაც იდენტიფიცირებულია
ღონისძიებები და საჭიროებები რაც აუცილებელია რეკომენდაციების აღსრულებისთვის.
მიმდინარეობს მთელი რიგი ინსტიტუციური ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს, ევროკავშირის
რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის
განვითარების პოლიტიკის ევროპული მართვის სისტემის სტანდარტების დანერგვას.
2024 წელს
დაიწყება კონკრეტული აქტივობები სოფლის განვითარების სააგენტოს ევროპული ტიპის გადამხდელ
სააგენტოდ გარდაქმნის მიმართულებით, რეფორმის განხორციელების შედეგად, ფერმერებისთვის და
აგრობიზნესში ჩართული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომი გახდება მეტი მხარდაჭერის მექანიზმი,
რომელიც ორიენტირებული იქნება დივერსიფიცირებაზე, ინკლუზიურობასა და ეფექტიანობაზე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის
აგრარულ საკითხთა კომიტეტის ურთიერთთანამშრომლობით შემუშავდა და პარლამენტში განხილვის
ეტაპზეა „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი,
რომლის მიღებაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსთან
დაახლოების გზაზე.
რა თქმა უნდა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დარგში არსებული
საჭიროებებისა და
გამოწვევების შესაბამისად, აქტიურად გააგრძელებს სასოფლო-სამეურნეო
ღირებულების ჯაჭვის თითოეული კომპონენტის მიზნობრივ მხარდაჭერას. მთავრობას წარედგინა
საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიის 2024-2027 წლების
სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმად, მომავალი 4 წლის განმავლობაში დაგეგმილია 88 სხვადასხვა
აქტივობა და რომლის ბიუჯეტი 4 მილიარდ ლარზე მეტია. შედეგად, 2024-2027 წლებში აგრობიზნესის
8
პროდუქციის გამოშვების საშუალო წლიური ზრდა დაახლოებით 10%-ის ფარგლებში იგეგმება და 2027
წლისთვის სულ მცირე 24 მილიარდ ლარამდე უნდა გაიზარდოს.
გარემოს დაცვა
დღევანდელ მსოფლიოში, გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილებასთან და მის შედეგებთან ბრძოლა სულ
უფრო მეტად აქტუალურია. შესაბამისად, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ
ქვეყნის
გარემოსდაცვითი პოლიტიკა იყოს თანმიმდევრული და მისი განხორციელება ხელს უწყობდეს ქვეყნის
მდგრად და დაბალანსებულ განვითარებას.
გარემოს დაცვის მიმართულებით, სამინისტრო მიჰყვება საქართველოსა და ევროკავშირს შორის
არსებული ასოცირების შეთანხმებით და სხვა საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეთანხმებებით აღებული
ვალდებულებების შესრულებას, რაც, საბოლოოდ, მიზნად ისახავს ქვეყანაში გარემოს მდგომარეობის
გაუმჯობესებას.
გარემოსდაცვითი მმართველობა
საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მიხედვით, საქართველოს
აღებული აქვს ვალდებულება, მოახდინოს 27 გარემოსდაცვით დირექტივა/რეგულაციასთან დაახლოება.
დღეის მდომარეობით, ჩვენი გარემოსდაცვითი კანონმდებლობა ჰარმონიზებულია ევროკავშირის 21
სამართლებრივ აქტთან.
2023 წელს მიღებულ იქნა სამი მნიშვნელოვანი ახალი კანონი: „სამრეწველო ემისიების შესახებ“, ,,წყლის
რესურსების მართვის შესახებ” და ,,რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის
შესახებ”.
სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში დაბინძურების პრევენციის,
შემცირებისა და კონტროლის მიზნით, 2026 წლის შემდგომ ქვეყანაში ეტაპობრივად დაინერგება
სრულიად ახალი ინტეგრირებული სანებართვო სისტემა, რომლის საფუძველს ქმნის ,,სამრეწველო
ემისიების შესახებ” საქართველოს კანონი. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი სისტემა უზრუნველყოფს
ახალ ტექნოლოგიებზე სამრეწველო სექტორის მუდმივ ორიენტირებულობას და ქვეყანაში „მწვანე
ეკონომიკის“ სტიმულირებას.
კანონი ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ” სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან და
უზრუნველყოფს ქვეყანაში წყლის რესურსების მართვის ეფექტიანი მექანიზმების ჩამოყალიბებას. ამ
ეტაპზე, მიმდინარეობს მსოფლიოში აღიარებული წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის
მოდელზე გადასვლა. ერთ-ერთ მთავარ სიახლეს საქართველოსთვის წარმოადგენს მდინარეთა სააუზო
მართვის მექანიზმის დანერგვა და ზედაპირული წყლით სარგებლობაზე ეკონომიკური მექანიზმის
ამუშავება, რაც ხელს შეუწყობს წყლის რესურსების უფრო გონივრულ გამოყენებას და სათანადოდ
მართვას.
9
პარალელურად, ჩვენ დავიწყეთ წყლის ხარისხსა და რაოდენობაზე დაკვირვების ქსელის აღდგენა.
ყოველწლიურად ფართოვდება მონიტორინგის ქსელი. წყლის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდება
საქართველოს მდინარეებისა და ტბების 237 წერტილში; ხოლო, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის
მონიტორინგის
განხორციელების
მიზნით,
68
წყალპუნქტზე
დამონტაჟდა
თანამედროვე
ჰიდროგეოლოგიური აპარატურა.
ევროპული დირექტივების შესაბამისად არის მომზადებული ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების
შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც მოწონებულია მთავრობის მიერ და წარდგენილია
პარლამენტში განსახილველად.
მოგეხსენებათ,
ბიომრავალფეროვნების
დაცვა
და
დაცული
ტერიტორიების
განვითარება
სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის, უმნიშვნელოვანესია დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბება და
მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული მიდგომიდან გამომდინარე, დაცული
ტერიტორიების ფართობი ბოლო 10 წლის განმავლობაში 393 ათასი ჰექტრით გაიზარდა და ამჟამად მისი
მთლიანი ფართობი 912 862
ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 13.1%-ია. დღეისათვის,
საქართველოში, ჯამში, 6 სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორიაა.
გრძელდება
მუშაობა დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით. მიმდინარე წელს
მომზადდა გურიის ეროვნული პარკის (15 000 ჰა) შექმნისა და მართვის შესახებ კანონპროექტი, რომელიც
პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენით მიიღო; ამჟამად აქტიურ ფაზაშია მუშაობა რაჭის რეგიონში დაცული
ტერიტორიების გაფართოებასთან დაკავშირებით. ასევე, მიმდინარე წელს, დაგეგმილია სამეგრელოსა და
ზემო სვანეთის დაცული ტერიტორიების დასაარსებლად საბაზისო კვლევები განხორციელება, რომელიც
წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
ბიომრავალფეროვნების დაცვასთან ერთად უმნიშვნელოვანესია სწორად და ეფექტურად გამოვიყენოთ ის
პოტენციალი რომელიც ჩვენს უნიკალურ ბუნებას გააჩნია ეკოტურიზმის მიმართულებით. 2023 წელს
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა 1 078 112 ვიზიტორი, რაც 2022 წლის მონაცემებთან
შედარებით 19%-ითაა (902 063 ვიზიტორი) გაზრდილი. ყოველწლიურად ველოდებით ვიზიტორების
მნიშვნელოვან ზრდას, რაც ნიშნავს მეტ შემოსავალს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ტურისტული
სერვისების განვითარების შესაძლებლობას, ათასობით დასაქმებულს და ა.შ. ამისთვის აუცილებელია
დაცულ ტერიტორიებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, რასაც ჩვენ წლებია აქტიურად
ვახორციელებთ.
რაც შეეხება სტატისტიკას, 2023 წლის მდგომარეობით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე
მოწყობილია 19 ვიზიტორთა ცენტრი, 70-მდე ტურისტული თავშესაფარი, 2000 კმ-ზე მეტი სიგრძის 100
ეკოტურისტული ბილიკი.
2023 წელს მოეწყო ღამის განათება (3D) მარტვილის კანიონის და ოკაცეს (კინჩხის) ჩანჩქერის
ტერიტორიებზე, რამაც კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა ეს ადგილები ვიზიტორებისთვის. ვიზიტორთა
უსაფრთხო და კომფორტული მოგზაურობისთვის, შეიქმნა პირველი მობილური აპლიკაცია (Parks.ge).
ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით ინვესტირებას და ამაში აქტიურად არის ჩართული კერძო სექტორი.
10
მიმდინარე წელს დაგეგმილია ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება თბილისის ეროვნული
პარკის ტერიტორიაზე, რაც თბილისის მიმდებარედ კიდევ ერთ სარეკრეაციო სივრცეს გააჩენს ჩვენი
მოქალაქეებისთვის და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.
უმნიშვნელოვანესია სატყეო სექტორის რეფორმა
საქართველოს ტყის კოდექსის მიღებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სატყეო სექტორში.
დღეისათვის, ქვეყანაში უკვე არსებობს ევროპული სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო.
მერქნული რესურსით მდგრადი სარგებლობის, მათ შორის, მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგების
უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს „საქმიანი ეზოების“ მოწყობა ყველა რეგიონში.
მოწყობილია 54 საქმიანი ეზო, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა კატეგორიის მერქნული რესურსის
შესყიდვა. საქმიანი ეზოები იფუნქციონირებს ყველა მუნიციპალიტეტში რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს
ხელს უსისტემო ჭრის შემცირებას და ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
პრიორიტეტს წარმოადგენს ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები. ბოლო წლების განმავლობაში
ტყის აღდგენის ღონისძიებები 5000 ჰა-ზე მეტ ფართობზე განხორციელდა. ჩვენ ყოველწლიურად
გავაფართოებთ მასშტაბებს აღნიშნული საქმიანობის და გრძელვადიანი გეგმის შესაბამისად 2030 წლამდე
ტყის აღდგენა-გაშენების სამუშაოები სულ მცირე 20 000 ჰა ფართობზე განხორციელდება.
გაწეული საქმიანობის მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება ტყის უკანონო სარგებლობის ფაქტების
სიხშირე. 2023 წელს ტყის დაცვის ფუნქციის გაძლიერების მიზნით, 500-მდე გავზარდეთ ტყის მცველების
რაოდენობა სატყეო სააგენტოში. გასულ წელსვე მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯარიმები უკანონო
ტყითსარგებლობის ფაქტებზე, სამასალე ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა
დარღვევაზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანებაგანადგურებაზე. მნიშვნელოვანია კონტროლისა და ზედამხედველობის შესაძლებლობის გაძლიერება. ამ
მიმართულებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი სრულად გადაიარაღდა და
ინსპექტორები, გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების მობილური ჯგუფები აღიჭურვა თანამედროვე
ტექნიკური საშუალებებით, როგორიცაა დრონები, ფოტოხაფანგები, მცურავი საშუალებები შიდა
წყალსატევებზე
ბრაკონიერობასთან
საბრძოლველად;
კატარღა
შავი
ზღვის
აკვატორიაში
ინსპექტირებისთვის; სრული ლაბორატორიული აღჭურვილობა შავი ზღვის დაცვის კონვენციური
სამსახურისათვის და სხვა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეგულირების ობიექტების ინსპექტირების
რაოდენობა ფაქტობრივად გაორმაგდა და 2023 წელს 5400 ს გადააჭარბა.
გარემოსდაცვით სამართალდერღვევების პრევენციის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში არაერთი ცვლილება შევიდა და რიგ
სამართალდარღვევაზე სანქციები მნიშვნელოვნად
გამკაცრდა.
კლიმატის ცვლილება და კატასტროფების მართვა
თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გლობალური გამოწვევა კლიმატის ცვლილება და
მასთან გამკლავებაა. როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში აშკარად შეიმჩნევა სტიქიური
მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის ტენდენცია. ბოლო პერიოდში განვითარებულმა
მასშტაბურმა სტიქიურმა მოვლენებმა სამწუხაროდ არაერთი ტრაგედიის მომსწრენი გაგვხადა.
11
კლიმატის ცვლილების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივი საფრთხეების
შეფასებას, ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას. ამ მიმართულებით,
ბოლო წლებში სახელწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც აღნიშნულია გასულ წელს
გამოქვეყნებული, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშიც, სადაც ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ
საქართველომ, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა
სამოქალაქო უსაფრთხოების და კატასტროფების რისკების მენეჯმენტის სისტემების განვითარებისთვის.
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფუნქციონირებს თანამედროვე 2 ერთეული
მეტეოროლოგიური რადარი. 2024 წლის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით იმუშავებს 245 დაკვირვების
ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზირების
სისტემას.
დღეის მდგომარეობით, 18 მეწყრულად აქტიურ უბანზე მიმდინარეობს მონიტორინგი და 2024 წლის
ბოლოსათვის ეს რაოდენობა 30-ს მიაღწევს;
შვეიცარიელი, მაღალკვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით, საქართველოს ყველა მყინვარულ
ხეობაში დაწყებულია არსებული საფრთხეების შეფასება და ჩატარებული კვლევების საფუძველზე
სწორედ მათი ჩართულობით მომზადდება შესაბამისი რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები.
დასრულების ეტაპზეა საქართველოს მთელი ტერიტორიისთვის სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი
საფრთხეების რუკების მომზადება.
დაგეგმილია საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო სისტემების (ICT) დანერგვა. შედეგად, შესაძლებელი
იქნება ამინდის პროგნოზებისა და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების
თანამედროვე ტექნოლოგიებით გავრცელება.
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები აქტიურად მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური
საფრთხეების შეფასებისა და სტიქიური მოვლენების პრევენციის მიმართულებით, მხოლოდ ბოლო 5
წლის განმავლობაში სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ შეფასდა 8608 ოჯახი და
გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 2711 ოჯახი.
რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი საკითხია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება
ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გარემოსდაცვით პრიორიტეტს წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურების შემცირება, განსაკუთრებით ურბანულ და სამრეწველო ტერიტორიებზე. ერთ-ერთი
გამოწვევა ამ მიმართულებით არის სამრეწველო სექტორი.
მოგეხსენებათ, მსხვილ სამრეწველო საწარმოებს დაევალათ მავნე ნივთიერებათა ატმოსფერულ ჰაერში
გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვა. ამ ეტაპზე თვითმონიტორინგს
დაქვემდებარებული დაახლოებით 51 აქტიური საწარმოდან სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში
დარეგისტრირებულია 31 საწარმო, კიდევ 11 საწარმო კი, ხელსაწყოების მონტაჟის პროცესშია. ამასთან,
ჩვენ ვაგრძელებთ მსხვილი სამრეწველო ობიექტების კონტროლს და ჰაერდაცვითი კანონმდებლობის
შესრულების მონიტორინგს. რეგულაციების ამოქმედებიდან დღემდე შემოწმდა არაერთი საწარმო, ჯამში
გამოვლინდა უწყვეტი თვითმონიტორინგისა და ჰაერდაცვითი მოთხოვნების შეუსრულებლობის 92
ფაქტი და გატარდა კანონით გათვალისწინებული ზომები.
12
შემუშავდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025წწ. გეგმა ცენტრალური ზონისთვის
(მოიცავს ქ. რუსთავსაც). სამოქმედო გეგმის განხორციელების ბიუჯეტი 88 მლნ ლარია და სამრეწველო
სექტორიდან დაბინძურების შემცირება გეგმის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება. აღსანიშნავია,
რომ ქ. რუსთავის 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებამ ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი
შედეგი მოგვცა, ვინაიდან ქალაქში შემცირდა მყარი ნაწილაკებით დაბინძურების დონე.
ტრასპორტის სექტორი წარმოადგენს ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის უმთავრეს წყაროს
ქვეყანაში. ამ მიმართულებით ჩვენ გასულ წელს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით.
მოგეხსენებათ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით 2024 წლიდან ავტომობილებისთვის ამოქმედდა
ემისიის ევრო 5 სტანდარტი. მიმდინარე წლიდან ქვეყანაში ვერ რეგისტრირდება მსუბუქი ავტომანქანა
რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, ხოლო მომავალი წლიდან რეგულაცია გავრცელდება
ასევე სატვირთო მანქანებზე და ავტობუსებზე. ქვეყანაში უკვე 7 წელია მოიხმარება ევრო 5 სტანდარტის
ბენზინი, ხოლო 2023 წლიდან კი, დიზელზეც ევრო 5-ს სტანდარტი ამოქმედდა.
2023 წლის სექტემბრიდან დაიწყო ავტომობილების ხილული გამონაბოლქვის გზაზე კონტროლი 4
ქალაქში
(თბილისი,
ქუთაისი,
ბათუმი,
რუსთავი).
გამონაბოლქვის
დადგენილ
ნორმასთან
შეუსაბამობისთვის დღემდე 5000 -ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი დაჯარიმდა.
გასულ წელსვე, ავტომობილებიდან კატალიზატორების ამოღების მავნე პრაქტიკასთან საბრძოლველად
აიკრძალა ქვეყნიდან კატალიზატორების ექსპორტი.
2023 წელი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოების კუთხითაც
წარმატებული იყო. არსებულ მონიტორინგის ქსელს დაემატა 9 ახალი სადგური
და დღეის
მდგომარეობით უკვე გვაქვს 18 ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური. 2026 წლამდე სადგურების
რაოდენობის 27-მდე გაიზრდება და საქართველოს ექნება სრულად ევროპული სტანდარტების შესაბამისი
ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა.
ნარჩენების მართვა
ნარჩენების მართვის მიმართულებით ჩამოყალიბებულია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი
მარეგულირებელი კანონმდებლობა.
მოქმედებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სისტემა ოთხი სპეციფიკური ნარჩენის
(საბურავების;
ზეთების;
ბატარეებისა
და
აკუმულატორების;
ელექტრო
და
ელექტრონული
მოწყობილობების) მართვასთან დაკავშირებით. ავტორიზებულია ოთხი მწარმოებლის გაფართოებული
ვალდებულების ორგანიზაცია, რომლებიც ახორციელებენ ამ ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას და
დამუშავებას.
ფუნქციონირებს
მგვ-ის
რეგისტრირებულია 12 800 მწარმოებელი;
ელექტრონული
რეესტრი
და
დღეის
მდგომარეობით
მგვ-ის ორგანიზაციების მიერ 2023 წლის განმავლობაში
შეგროვდა და დამუშავდა 11,200 ტონაზე მეტი სპეციფიკური ნარჩენი. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს
ქვეყნის მასშტაბით სპეციფიკური ნარჩენების შეგროვების სეპარირებული სისტემის დანერგვა და
გაფართოვდეს სპეციფიკური ნარჩენების ჩამონათვალი, რომელიც დაექვემდებარება სეპარირებულ
შეგროვებას.
13
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიმდინარეობს დარიშხანის შემცველი ნარჩენებით ისტორიულად
დაბინძურებული ტერიტორიების სისტემური მართვის ღონისძიებები. ლენტეხის მუნიციპალიტეტში
დარიშხანის შემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების
სრულად მოწესრიგების მიზნით, მომზადდა საცავის მშენებლობის პროექტი და წელსვე დაიწყება
სამშენებლო სამუშაოები.
განათლება
გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სამინისტროსთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს
პრიორიტეტს. აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან ერთად დეფიციტური პროფესიებით
ახალგაზრდების დაინტერესებისთვის. ვახორციელებთ
მწვანე და აგროსტიპენდიების პროგრამას,
რომლის ფარგლებში 100-მდე წარჩინებული სტუდენტი დავაჯილდოვეთ 1500 ლარამდე სტიპენდიებით.
წარჩინებულ სტუდენტებს ვიწვევთ სტაჟირებაზე სამინისტროს სისტემაში, რათა გაიღრმავონ ცოდნა და
მივცეთ დასაქმების შესაძლებლობა.
რაც შეეხება ძალიან მოკლედ სამომავლო გეგმებს - ქვეყანაში გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად,
სამინისტრო განაგრძობს რეფორმების განხორციელებას.
დაგეგმილია ახალი დაცული ტერიტორიების დაარსება და ზოგიერთი არსებული დაცული ტერიტორიის
გაფართოება;
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ტყის აღდგენის სამუშაოებზე, განსაკუთრებით ჭალის ტყეებისა და
უნიკალური ეკოსისტემების მოვლა-აღდგენაზე;
დამტკიცდება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმები, რომელთა მიზანია ჰაერის ხარისხის
გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა და შესრულება;
გაიზრდება
გარემოსდაცვითი
შეფასების
პროცედურების
ეფექტიანობა
და
ევროკავშირის
კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება სამრეწველო ემისიების რეგულირება.
გაგრძელდება ქვეყნის მასშტაბით სპეციფიკური ნარჩენების შეგროვების სეპარირებული სისტემის
დანერგვა. გაფართოვდება სპეციფიკური ნარჩენების ჩამონათვალი, რომელიც დაექვემდებარება
სეპარირებულ შეგროვებას;
მეტად დაჩქარდება ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება, მრავლობითი საფრთხეების
პროგნოზირების სისტემების გაუმჯობესება, რისთვისაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმდინარე წელს
დამატებით 16 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. აღნიშნული თანხებით სრულად დაფინანსდება ყველა
ის ღონისძიება, რომელთა შესახებ ზემოთ ვისაუბრე.
14