საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადის 90 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრების: ხატია დეკანოიძის, ლევან ბეჟაშვილის, ანა წითლიძის და აკაკი მინაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/198; 20.04.2022) საქართველოს კანონის პროექტები; ბ) არანაკლებ 25000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/264; 07.11.2022) საქართველოს კანონის პროექტები.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (327 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (318 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (233 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (218 KB)
📄 წერილი (74 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-05-20
ბიუროს ნომერი 353
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-6884/24
15-05-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია შემდეგი კანონპროექტები:
საქართველოს კანონების პროექტები: „ოკუპირებული ტერიტორიების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, უცხოელთა
და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/198;
20.04.2022);
საქართველოს კანონების პროექტები: „შეკრებებისა და მანიფესტაციების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/264; 07.11.2022).
აღნიშნულ
კანონპროექტებზე
წამყვან
კომიტეტად
განსაზღვრულია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად
მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 90
დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge