საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ვაჟა ლონდარიძის მიერ წარმოდგენილ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-17172/23; 19.12.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-05-20
ბიუროს ნომერი 353
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-6964/24
16-05-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს მოქალაქე ვაჟა ლონდარიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
(№1-17172/23; 19.12.2023)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2024 წლის 29 აპრილის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქის ვაჟა
ლონდარიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით.
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს 159-ე მუხლი მე-2 პუნქტში
ცვლილების შეტანას, კერძოდ, სააქციო საზოგადოების თანხმობის გაცემის დაწესების
დაუშვებლობას პრივატიზაციის გეგმის საფუძველზე გამოშვებული და აუქციონის წესით
გაყიდულ აქციებზეც. ამასთან, დამატებით ითვალისწინებს აღნიშნული ნორმის გავრცელებას
სააქციო საზოგადოების თანამშრომელთა თითოეული წევრისთვის უსასყიდლოდ და
შეღავათიან ფასად გადაცემული აქციების გასხვისებაზე.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 159-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო ფასიან
ქაღალდებზე გასხვისების შეზღუდვების დაწესება დაუშვებელია, რაც
აუცილებელია
ფუნქციონირებადი საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვის. სხვა სახის აქციებზე იგივე
ნორმა ვერ
გავრცელდება, ვინაიდან 159-ე მუხლის პირველი პუნქტი განმარტავს, რომ
ცალკეული აქციების გადაცემა შეიძლება დამოკიდებული
იყოს სააქციო საზოგადოების
თანხმობაზე, შესაბამისად ასეთი აქციის გადაცემაზე სააქციო საზოგადოების თანხმობის
გაცემის წესი დგინდება წესდებით აქციის გადაცემამდე. შესაბამისად, აქციონერი, რომელიც
იღებს მსგავს აქციას, ინფორმირებულია არსებული შეზღუდვის თაობაზე. ამდენად,
საკუთრების უფლების ან სხვა ქონებრივი უფლების შეზღუდვა არ იკვეთება. ამასთან, კანონის
34-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად აქციონერთა თანასწორუფლებიანობის პრინციპია, რომ
„თანაბარ პირობებში პარტნიორებს თანაბარი უფლებები და მოვალეობა აქვთ“.
ჩანაწერი „თანაბარ პირობებში“ პრინციპი გულისხმობს, რომ
თუმცა,
საჯარო აქციების ბუნება
განსხვავდება აქციებისგან, რომლებიც არ არის დაშვებული საჯარო ვაჭრობაში. ერთ
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
შემთხვევაში ვაჭრობაუნარიანობაზე შეზღუდვა აქციის ბუნებას ეწინააღმდეგება, მეორეში კი
- არა.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სამეწარმეო საზოგადოების წესდებით
შესაძლებელია
მოწესრიგდეს
ის
საკითხები,
რომლებიც
ამავე
კანონით
არ
არის
მოწესრიგებული, ან განივრცოს ის ნორმები, რომლებიც შესაბამის საკითხებს ამომწურავად არ
აწესრიგებს.
შესაბამისად,
საკანონმდებლო
შესაძლებელია დარეგულირდეს
წინადადებაში
წარმოდგენილი
საკითხი
აქციონერთა შეთანხმების საფუძველზე, წესდებაში
ცვლილების შეტანის მეშვეობით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულ იქნა
ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების
მოთხოვნების შესრულების და ამავე დროს საქართველოს კორპორატიული სამართლის
ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით. ამასთან, კანონის 159-ე მუხლის
მე-2 პუნქტი მიღებულია
ევროკავშირის კონკრეტულ დირექტივასთან შესაბამისობაში
მოყვანის მიზნით (Article 46, Directive 2001/34/EC).
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მოითხოვს მთელი რიგი საკითხების ჯეროვნად
გააზრებას და კომპლექსურ მიდგომას, საკითხთან მიმართებით შესაბამისი პოზიცია
ასახულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილობით
დასკვნაში.
კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ეკა სეფაშვილი