საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების (№07-3/406; 20.12.2023) განხილვის ვადის 90 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-05-20
ბიუროს ნომერი 353
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-6995/24
16-05-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/406; 20.12.2023).
აღნიშნულ
კანონპროექტებზე
წამყვან
კომიტეტად
განსაზღვრულია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად
მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 90
დღით.
აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების
თაობაზე მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტმა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-6940/24
16-05-2024
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N 320/3; 02.02.2024 გადაწყვეტილებით,
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ
განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: რომან გოცირიძისა და
ხატია
დეკანოიძის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (№07-3/406; 20.12.2023).
აღნიშნული საკითხის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია 2024
წლის 24 მაისამდე, თუმცა, ობიექტურ მიზეზთა გამო, კომიტეტი ვერ ახერხებს ამ
საკითხის მითითებულ ვადაში განხილვას.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
გთხოვთ
უზრუნველყოთ
საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 90 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რატი იონათამიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასახელებული