საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის“ (№07-2/382; 24.04.2024) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.05.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#2-7018/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-05-20
ბიუროს ნომერი 353

📜 ტექსტი

წერილი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 2-7018/24 20-05-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს კომიტეტში შემოვიდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ბატონ რატი იონანათამიშვილის (26979/24; 16-05-2024) წერილი, რომლითაც ავტორი ითხოვს საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის“ (№07-2/382; 24.04.2024) განხილვის გადავადებას 30 დღით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გთხოვთ, სავალდებულო და წამყვან კომიტეტებს დოკუმენტის განხილვის ვადა გაუგრძელოთ 30 დღით. დანართი: 1 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-6979/24 16-05-2024 საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ გივი მიქანაძეს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N 350/3; 29.04.2024 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი“ (№07-2/382; 24.04.2024). აღნიშნული საკითხის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია 2024 წლის 21 მაისამდე, თუმცა, ობიექტურ მიზეზთა გამო, კომიტეტი ვერ ახერხებს ამ საკითხის მითითებულ ვადაში განხილვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ დოკუმენტის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge დასახელებული