საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მომართვა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ - „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ - „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2023 წლის ანგარიშების (№1-5244/24; 26.04.2024) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.05.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#2-7057/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-05-20
ბიუროს ნომერი 353

📜 ტექსტი

წერილი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 2-7057/24 20-05-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს კომიტეტში შემოვიდა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ბატონ დავით სონღულაშვილის (27044/24; 20-05-2024) წერილი, რომლითაც ავტორი ითხოვს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2023 წლის ანგარიშების (№1-5244/24; 26.04.2024) განხილვის გადავადებას 30 დღით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გთხოვთ, სავალდებულო და წამყვან კომიტეტებს ანგარიშის განხილვის ვადა გაუგრძელოთ 30 დღით. დანართი 1 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge