საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-05-20
კომიტეტის სხდომის ნომერი 8
შენიშვნა ქართული რძის ნიშნის ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის მაგდა გზირიშვილის არჩევის შესახებ.
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2850?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
20 მაისი 2024 12:00
2024 წლის 20 მაისი, 12:00 საათი
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
დღის წესრიგი (პროექტი)
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტი
„პროდუქტის
უსაფრთხოებისა
და
თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/385; 24.04.2024) (კომიტეტის
დასკვნა სავალდებულოა);
მომხსენებელი: გენადი არველაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის მოადგილე;
2.
საქართველოს
პარლამენტის
აგრარულ
საკითხთა
კომიტეტთან
არსებული
საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: ირაკლი (დაჩი) ბერაია - საქართველოს პარლამენტის წევრი, აგრარულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
5/20/2024, 3:41 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ოქმი N8
2024 წლის 20 მაისი, 1200 საათი
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი #304
სხდომას თავმჯდომარეობდა:
ირაკლი (დაჩი) ბერაია
(კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია - კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე, ზაალ დუგლაძე (უფლებამონაცვლე - გენრიეტა წიწავა),
შალვა კერესელიძე, გიორგი სოსიაშვილი, სოზარ სუბარი, გოდერძი
ჩანქსელიანი
(უფლებამონაცვლე
ანტონ
ობოლაშვილი),
გიორგი
ცაგარეიშვილი.
აპარატის თანამშრომლები: ივერი ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის
უფროსი, სიმონ უროტაძე, ნინო ქორიძე, ირმა ქიტიაშვილი.
მოწვეული სტუმრები: გენადი არველაძე - საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა გაბისონია - საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული
დეპარტამენტის
საქართველოს
პარლამენტთან
ურთიერთობისა
და
კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველოს უფროსი, გიორგი უკლება,
დავით ტყემალაძე, გიორგი ჩიტაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელები.
1
დღის წესრიგი (პროექტი)
1. საქართველოს
წარმოდგენილი
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
საქართველოს
კანონის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი
ინიციატივის
პროექტი
მიმოქცევის კოდექსში
წესით
„პროდუქტის
ცვლილების
შეტანის შესახებ“ (07-2/385; 24.04.2024) (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა).
(მომხსენებელი: გენადი არველაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის მოადგილე).
2. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული
საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ.
(მომხსენებელი: ირაკლი (დაჩი) ბერაია - საქართველოს პარლამენტის წევრი,
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე).
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი
სახით.
I. მოისმინეს:
გენადი არველაძის ინფორმაცია - საქართველოს კანონის პროექტის
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“. მან აღნიშნა, რომ ცვლილება მომზადებულია
ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან დაახლოების მიზნით და
ითვალისწინებს ბაზარზე ზედამხედველობის ეფექტიანი სისტემის
ჩამოყალიბებას. ბაზარზე ზედამხედველობას საქართველოში ახორციელებს
სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო იმ პროდუქტებზე, რომელთა
მიმართ დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით
და
რომლებისთვისაც
ბაზარზე
ზედამხედველობის
ორგანოდ
განსაზღვრულია
სააგენტო.
ბაზარზე
ზედამხედველობის
მიზანს
წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნებთან
შესაბამისი
პროდუქტების
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა, რაც ემსახურება ისეთი მნიშვნელოვანი საჯარო
ინტერესების დაცვას, როგორიცაა ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და
უსაფრთხოება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა,
საზოგადოებრივი უსაფრთხოების თუ საკუთრების დაცვა, სამართლიანი
2
კონკურენციის პირობების შექმნა და განვითარება. სააგენტო, კოდექსით
გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილია, გამოიყენოს შეუსაბამო
ან/და საფრთხის შემცველი პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან
ამოღების,
ბაზრიდან
გამოთხოვის
შემზღუდველი
ღონისძიებები.
შეუსრულებლობის
შემთხვევაში,
ითვალისწინებს
ფულად
ან/და
განადგურების
სააგენტოს
კოდექსის
ჯარიმებს
შესახებ
დადგენილების
მოქმედი
შესაბამისი
რედაქცია
ეკონომიკური
ოპერატორებისთვის, თუმცა ჯარიმების არსებული განაკვეთი იმდენად
დაბალია, რომ უმეტეს შემთხვევაში ვერ განიხილება დარღვევის სიმძიმის
პროპორციულად და ეკონომიკური ოპერატორებისათვის შემაკავებელი
ეფექტის მქონედ. ამასთან, კოდექსის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს
ადმინისტრაციულ სახდელს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან
შეუსაბამო
ან/და
საფრთხის
შემცველი
პროდუქტის
ბაზარზე
განთავსებისათვის, რაც მნიშვნელოვნად აბრკოლებს საზედამხედველო
ღონისძიებების
ეფექტიანად
განხორციელებას
და
ბაზარზე
ზედამხედველობის მიზნის მიღწევას. შესაბამისად, აუცილებელია, სსიპ
ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს სამართლებრივი შესაძლებლობები
გაძლიერდეს
იმგვარად,
რომ
შესაძლებელი
გახდეს
პროდუქტებიდან
მომდინარე საფრთხეების პროპორციული ღონისძიებების გატარება.
მომხსენებლის განცხადებით, კოდექსში ცვლილების შეტანის საჭიროება
განპირობებულია იმით, რომ არსებული საკანონმდებლო მექანიზმები არ
წარმოადგენს საკმარისად ქმედით ბერკეტს არასასურსათო პროდუქტებზე
ბაზარზე
ზედამხედველობის
ღონისძიებების
ეფექტიანად
განხორციელებისათვის.
მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ კანონპროექტზე საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ - ბაზარზე
ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მომზადდა რეგულირების ზეგავლენის
შეფასების
ანგარიში
(RIA),
რომლის
ფარგლებშიც
ასევე
ჩატარდა
გამოკითხვები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. განხორციელებული
კვლევის
შედეგებმა
აჩვენა,
კანონმდებლობის
დაცვის
ზედამხედველი
ორგანოს
რომ
მეწარმე
კონტროლის
მიერ
მეტი
პროდუქტის
ხარისხის
მიმართულებით
შემცირებით.
ანგარიშის
მიხედვით,
დადებითად
არის
შეფასებული
სუბიექტები
გაძლიერებას,
კონტროლის
და
თავად
მათ
შორის,
განხორციელებას
სახიფათო
აღნიშნული
ემხრობიან
პროდუქტების
ცვლილებები
ბიზნეს
ასევე
სექტორისთვის,
განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ვინაიდან კანონპროექტი,
ასევე,
უზრუნველყოფს
ბაზარზე
კონკურენტული
გარემოს
გაზრდას.
აკრედიტაციის ნაწილში - კანონპროექტის მიღების შედეგად, მკაფიოდ
3
განისაზღვრება
აკრედიტაციის
ცნება,
აკრედიტაციის
სისტემა,
აკრედიტაციის ცენტრის როლი და უფლებამოსილებები, აკრედიტაციის
სიმბოლოს
სამართლებრივი
გამოყენების
შესაძლებლობა
და
ა.შ.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გაჩნდება ქმედითი საკანონმდებლო
მექანიზმი,
რომელიც
უზრუნველყოფს
ბაზარზე
ზედამხედველობის
ღონისძიებების უფრო ეფექტიანად განხორციელებას, რაც, თავის მხრივ,
ხელს შეუწყობს, ბაზარზე ზედამხედველობის სფეროს განვითარებას და
შეამცირებს
საქართველოს
ბაზარზე
კანონმდებლობის
მოთხოვნებთან
შეუსაბამო ან/და საფრთხის შემცველი პროდუქტების ხელმისაწვდომობას.
აზრი გამოთქვა: სოზარ სუბარმა, რომელიც დაინტერესდა წარმოდგენილი
პროექტის
მნიშვნელობით
ევროკავშირის
წევრობის
სამომავლო
პერსპექტივასთან მიმართებით, რამდენად აუცილებელია მისი მიღება; და
ჯარიმების თემით, რამდენად არის დათვლილი, რომ ზედმეტი ტვირთიც არ
იყოს მეწარმისთვის და რამდენად დაიცავს იმ მიზანს, რისთვისაც ჯარიმები
იზრდება. მომხსენებელმა ამომწურავად უპასუხა დასმულ შეკითხვებს და
გააკეთა განმარტებები. გენადი არველაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული
ცვლილებების წარმოდგენამდე, მათ განახორციელეს რეგულირების შეფასება
და დადეს შესაბამისი დასკვნა, რომ ის არ შეიძლება წარმოადგენდეს
დამატებით ტვირთს. პირველ ეტაპზე საუბარია ოქმზე, რომელიც
გამოიწერება, სადაც მიეთითება კონკრეტული მეწარმე, რომ მან მოახდინოს
ბაზარზე მოთხოვნებთან შესაბამისობა და თუ არ მოხდება გონივრულ
ვადაში გამოსწორება, შემდეგ ხდება ჯარიმის დაწესება. პირდაპირ ჯარიმაზე
არ მიდის სახელმწიფო. ჯერ ხდება გაფრთხილება, აჩერებს რეალიზაციას,
სანამ არ გამოასწორებს და თუ აგრძელებს, ან განმეორებით ჩაიდენს
დარღვევას, მაშინ ხდება დაჯარიმება და ჯარიმის ოდენობის გაზრდა. ეს არ
არის დამატებითი ტვირთი, ეს არის პრევენცია, ბაზარზე არ განთავსდეს
საფრთხის
შემცველი
პროდუქტი,
ან
ნაკლებად
მოხდეს
მისი
ხელმისაწვდომობა მომხმარებლისთვის. ევროკავშირთან დაკავშირებით, ეს
წარმოადგენს იმ რეკომენდაციებს და საერთაშორისო ვალდებულებებს,
რომელიც ქვეყანამ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო და 2014
წლიდან ხორციელდება ტექნიკური რეგლამენტები და საკანონმდებლო
ცვლილებები. ევროკავშირის ბაზარზე დაშვება ხდება, მხოლოდ ამ
ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისობის დადასტურების შემდეგ და
პირდაპირ კავშირშია არა მარტო ქვეყნის შიგნით უსაფრთხო პროდუქტის
განთავსებაზე, არამედ ევროკავშირის ბაზართან ხელმისაწვდომობაზე.
შესაბამისად,
პირდაპირ
მიბმულია
ევროკავშირის
ეკონომიკურ
ინტეგრაციაზე.
4
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი:
გადაწყვიტეს: (ერთხმად, მომხრე - 5)
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.
II. მოისმინეს:
ირაკლი (დაჩი) ბერაიას ინფორმაცია - საქართველოს პარლამენტის აგრარულ
საკითხთა
კომიტეტთან
არსებული
საკონსულტაციო
საბჭოს
შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ. მან კომიტეტის წევრებს
საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში წევრად წარუდგინა ქართული
რძის ნიშნის ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი - მაგდა
გზირიშვილი. ქართული რძის ნიშნის ფედერაცია რეგისტრირებულია 2019
წელს. ფედერაცია აერთიანებს რძის გადამამუშავებელ 43 ბიზნესოპერატორს,
რომლებიც ყოველდღიურად იბარებენ რძეს საშუალოდ 12 000
შინამეურნეობისგან და ასაქმებენ 1 000-მდე ადგილობრივ მოსახლეს.
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი:
გადაწყვიტეს: (ერთხმად, მომხრე - 5)
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა
კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში
ცვლილების შეტანას და საბჭოს წევრად ქართული რძის ნიშნის ფედერაციის
აღმასრულებელი დირექტორის - მაგდა გზირიშვილის კანდიდატურას.
სხდომის თავმჯდომარე:
ირაკლი (დაჩი) ბერაია
სხდომის მდივანი:
ირმა ქიტიაშვილი
5