საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ანა დოლიძის მიერ წარმოდგენილ „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-4077/24; 03.04.2024) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.05.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-7136/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-05-27
ბიუროს ნომერი 354

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-7136/24 21-05-2024 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძესს დასკვნა საქართველოს მოქალაქე ანა დოლიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4077/24; 03.04.24) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2024 წლის 20 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე ანა დოლიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილებებს „ბავშვის უფლებათა კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლებში. კერძოდ, შემოთავაზებული ცვლილებებით, 63-ე მუხლის პირველი ნაწილი ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „აკრძალულია ბავშვისთვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების, ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმის ან კაფსულის, აზარტული თამაშის უსასყიდლო ან სასყიდლიანი მიწოდება, ან პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით მისი წახალისება გარდა ბავშვის მიერ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ექიმის დანიშნულებით მიღების შემთხვევებისა, ამასთან გარდა შემთხვევებისა, რომლებიც თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ასახულია მხატვრულ და ხელოვნების ნაწარმოებებში და იმ შემთხვევებისა, როდესაც სამედიცინო თვალსაზრისით საუბარია მავნე ზეგავლენაზე და მიზნად ისახავს მოსალოდნელი მავნე ზეგავლენის პრევენციას.“ ამასთან, წარმოდგენილი წინადადება ითვალისწინებს კანონის 64-ე მუხლისთვის შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილის დამატებას: „აკრძალულია ბავშვისთვის სამორინის, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატები სალონის, მომგებიანი თამაშობის ან/და სისტემური ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის წახალისება პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით.“ უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის 63-ე მუხლი - „ბავშვის ალკოჰოლური საშუალებისგან, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერებებისგან დაცვა“ არ ითვალისწინებს აზარტული თამაშის მიწოდების რეგულირებას და შემოთავაზებული რედაქცია არღვევს ნორმის არქიტექტურას. ამასთან, საკანონმდებლო წინადადება არ ითვალისწინებს შემოთავაზებული რეგულირების აღსრულებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს/სუბიექტებს, რაც ბუნებრივია, გაართულებს ნორმის აღსრულების კონტროლს. მაშინ, როცა მოქმედი ნორმით განსაზღვრულია მუხლის რეგულირების სფეროს აღსრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტები (ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის შესაბამისი მუნიციპალური სამსახური და შრომის კანონმდებლობისა და პირობების ზედამხედველობის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო), შემოთავაზებული რედაქცია არ ითვალისწინებს, მაგალითად, „წახალისების ფორმების“, ან „მხატვრული და ხელოვნების ნაწარმოებების“ შეფასების ინსტრუმენტებს და პასუხისმგებელ სუბიექტებს. აღნიშნულს გარდა, კომიტეტი უთითებს, რომ ბავშვისთვის თამბაქოს პროდუქტის, ისევე როგორც აზარტული თამაშის მიწოდების დამატებით საკითხებს არეგულირებს შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა1, ხოლო ბავშვის უფლებათა კოდექსის მოქმედი ნორმები მნიშვნელოვან საკანონმდებლო საფუძვლებს ქმნის ბავშვის სხვადასხვა მავნე 1 თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონი: https://matsne.gov.ge/document/view/1160150?publication=12; ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/30988?publication=44 ზეგავლენისგან დაცვის უზრუნველსაყოფად. იგი ასევე სრულ შესაბამისობაშია ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის 33-ე მუხლთან, განსაზღვრავს რა საკანონმდებლო საფუძვლებს ადმინისტრაციული, სოციალური და საგანმანათლებლო ღონისძიებების განსახორციელებლად. კომიტეტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ბავშვის უფლებას დაცული იყოს მავნე, მათ შორის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, საშუალებების, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმის, ასევე აზარტული თამაშების და სხვათა ზეგავლენისგან, თუმცა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება არ აუმჯობესებს არსებულ კანონმდებლობას და არ შეიცავს ცვლილებების აღსრულების მექანიზმებს და საფუძვლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა უარყოფილად ცნო მოქალაქე ანა დოლიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის დაკავშირებით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან