საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” (№07-2/385; 24.04.2024) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-05-27
ბიუროს ნომერი 354
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-7152/24
21-05-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მ.წ. 20 მაისს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მოგვმართა
თხოვნით მათთვის სავალდებულოდ განსახილველად გადაცემული საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის
პროექტის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (№07-2/385; 24.04.2024) განხილვის ვადის გადაწევის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე,
გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის
გაგრძელება 30 დღით.
დანართი: 1 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-7086/24
20-05-2024
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ დავით სონღულაშვილს
ბატონო დავით,
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
(№07-2/385;
24.04.2024),
ევროპასთან
ინტეგრაციის
კომიტეტი
განისაზღვრა
სავალდებულო კომიტეტად.
კანონპროექტის სავალდებულო წესით განხილვის ვადაა 2024 წლის 21 მაისი.
საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებული დამატებითი კონსულტაციების გამართვის
მიზნით,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
102-ე
მუხლის
მე-10
პუნქტის
საფუძველზე, გთხოვთ, მიმართოთ პარლამენტის ბიუროს საკანონმდებლო ინიციატივის
განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge