„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-05-27
ბიუროს ნომერი 354
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
30.10.2019, სარეგისტრაციო
კოდი:
080090020.05.001.019627) შეტანილ
იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“ ქვეპუნქტი:
„ფ1) საფუძვლიანი ეჭვი - ინფორმაციის, ფაქტების ან/და გარემოებების ერთობლიობა, რომლის
საფუძველზედაც გარიგების მიმართ უნდობლობა, ანგარიშვალდებულ პირს ობიექტურად
უჩენს ეჭვს, რომ გარიგება მომზადდა, დაიდო ან შესრულდა უკანონოდ მოპოვებული ქონების
ან ასეთი ქონებისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ან/და ფულის გათეთრების მიზნით
ან უკავშირდება ტერორიზმის დაფინანსებას. საფუძვლიანი ეჭვი წარმოიშვება თუ არსებობს
ფაქტებით, ინფორმაციით ან/და გარემოებებით გამყარებული ეჭვი ფულის გათეთრებისა
ან/და ტერორიზმის დაფინანსების შესაძლებლობის თაობაზე, რომელიც პრევენციული
ღონისძიებების გატარების შედეგად ვერ გაქარწყლდა.“.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.გ) სადაზღვევო ბროკერი;“.
3. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ანგარიშვალდებულმა პირმა ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის
მქონე პირის მიმართ პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას უნდა მოიპოვოს
ტრასტის შექმნის დოკუმენტი.“.
5. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.
ანგარიშვალდებულმა
პირმა
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტის
„დ“
ქვეპუნქტით
განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უნდა შეისწავლოს
საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში მომზადებული, დადებული ან/და შესრულებული
გარიგება, რათა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება ის მისთვის ცნობილ ინფორმაციას
კლიენტის შესახებ, კლიენტის კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას და კლიენტის რისკის
დონეს, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში − კლიენტის ქონების, ფულადი სახსრების და
კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობას, აგრეთვე უნდა უზრუნველყოს ამ
მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით
მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის)
სათანადო პერიოდულობით განახლება. ანგარიშვალდებული პირი, ვალდებულია ამ მუხლის
პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიების
განხორციელება დააფუძნოს კლიენტის შესახებ განახლებულ ინფორმაციას.“.
6. მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი
პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს ყიდვა-გაყიდვის
გარიგების ან ჩუქების გარიგების საფუძველზე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების
რეგისტრაციის შემთხვევაში.“.
7. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. ლატარიის ორგანიზატორს, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს უნდა
შეეძლოს პრევენციული ღონისძიებების გატარების შედეგად მიღებული ინფორმაციის
განხორციელებულ გარიგებებთან (ოპერაციებთან) ურთიერთდაკავშირება.“.
8. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლე
1. სადაზღვევო ორგანიზაცია, სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია სიცოცხლის დაზღვევით
მოსარგებლის მიმართ, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული
პრევენციული ღონისძიებების გარდა, განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) განახორციელოს წინასწარ განსაზღვრული მოსარგებლის იდენტიფიკაცია;
ბ) მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია სავარაუდო მოსარგებლეთა წრის შესახებ, თუ
მოსარგებლე წინასწარ განსაზღვრული არ არის, რათა დარწმუნდეს, რომ შეძლებს,
მოსარგებლის იდენტიფიკაცია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე განახორციელოს.
2. თუ ფინანსური ინსტიტუტისთვის ცნობილი გახდა მესამე პირისთვის სიცოცხლის
დაზღვევის ხელშეკრულების/პოლისის მოთხოვნის უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ
დათმობის შესახებ, მესამე პირის იდენტიფიკაცია რაც შეიძლება სწრაფად, გონივრული
შესაძლებლობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.
3. სადაზღვევო ორგანიზაციამ, სადაზღვევო ბროკერმა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლის
ვერიფიკაცია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე უნდა განახორციელოს.
4. სადაზღვევო ორგანიზაციამ, სადაზღვევო ბროკერმა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლე
რისკფაქტორად უნდა განიხილოს, ხოლო ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების
მომეტებული რისკის გამოვლენისას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე ამ კანონის მე-18
მუხლის შესაბამისად უნდა განახორციელოს გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები,
მათ შორის, სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლის ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა
განახორციელოს ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები.“.
9. მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის
„ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას
დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის
(FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, ინახავს
ინფორმაციას
(დოკუმენტს)
და
ექვემდებარება
რეგულირებას/ზედამხედველობას.
ანგარიშვალდებულმა პირმა მესამე პირი/შუამავალი უნდა შეისწავლოს საქმიანი
ურთიერთობის დამყარებამდე და განსაზღვროს მესამე პირზე/შუამავალზე დაყრდნობის
რისკი. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მესამე/პირს შუამავალს
გააჩნია
სათანადო
შესაძლებლობები
პრევენციული
ღონისძიებების
გატარებისა
და
ინფორმაციის (დოკუმენტის) შენახვის ვალდებულებების ფინანსურ ქმედებათა სპეციალური
ჯგუფის რეკომენდაციების შესაბამისად აღსასრულებლად. მესამე პირის/შუამავლის მიერ ამ
კანონის მოთხოვნების შესაბამისად პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისთვის
საბოლოო პასუხისმგებლობა ანგარიშვალდებულ პირს ეკისრება.
2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მესამე
პირის/შუამავლის შერჩევისას გაითვალისწინოს ინფორმაცია მესამე პირის/შუამავლის
ადგილსამყოფელ იურისდიქციაში არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის
დაფინანსების რისკების შესახებ. აკრძალულია, ანგარიშვალდებული პირი დაეყრდნოს მესამე
პირს/შუამავალს, რომლის ადგილსამყოფელი, მართვის ან/და ოპერირების ადგილი მაღალი
რისკის
იურისდიქციაშია.
თუ
მესამე
პირი/შუამავალი
იმავე
ჯგუფის
წევრია,
ანგარიშვალდებული პირი უნდა დარწმუნდეს, რომ ჯგუფში მოქმედი შესაბამისობის
კონტროლის სისტემა საკმარისად ადეკვატურია.“.
10. 171 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 171. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა
1. ამ კანონის მიზნებისთვის კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა არის
ოპერაცია, რომლის მიზანია ვირტუალური აქტივის გადაცემა ვირტუალური აქტივის
განაწილებული აღრიცხვის ერთი მისამართიდან, ვირტუალური აქტივის ანგარიშიდან ან სხვა
ნებისმიერი
მოწყობილობიდან,
რომელიც
იძლევა
ვირტუალური
აქტივის
შენახვის
შესაძლებლობას, მეორეზე. ამასთან, ვირტუალური აქტივის გადაცემას ახორციელებს
ვირტუალური აქტივის გადამცემის ან ვირტუალური აქტივის მიმღების სასარგებლოდ
მოქმედი სულ მცირე ერთი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან სხვა
ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით
მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება.
კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემისას შესაძლებელია ვირტუალური აქტივის
გადამცემი და მიმღები ერთი და იგივე პირი იყოს ან მათ კონვერტირებადი ვირტუალური
აქტივის მომსახურებას უწევდეს ერთი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან
სხვა ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით
მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება.
2. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან სხვა ფინანსური ინსტიტუტი,
რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს
ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება, ვალდებულია
უზრუნველყოს, რომ კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემას ან/და მიღებას თან
ახლდეს საზედამხედველო ორგანოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული თანმხლები
ინფორმაცია.
3. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის მიმღების ვირტუალური აქტივის მომსახურების
პროვაიდერმა /ვირტუალური აქტივის მომსახურების შუამავალმა პროვაიდერმა და სხვა
ფინანსურმა ინსტიტუტმა, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით
მინიჭებული
აქვს
ვირტუალური
აქტივის
მომსახურების
განხორციელების
უფლებამოსილება, ვირტუალური აქტივის გადაცემის ან დაკავშირებული გარიგების
საეჭვოობის შეფასებისას, მხედველობაში უნდა მიიღონ ვირტუალური აქტივის გადამცემისა
და მიმღების შესახებ მონაცემების არარსებობა ან არასრულად წარმოდგენა საზედამხედველო
ორგანოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად და დაადგინონ არსებობს თუ არა ამ კანონის
25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი.“.
11. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. მაღალი რისკის იურისდიქცია
1. ამ კანონის მიზნებისთვის მაღალი რისკის იურისდიქცია არის ქვეყანა ან ტერიტორია,
რომელშიც ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სისტემას
სერიოზული ნაკლოვანებები აქვს. საქართველოს ეროვნული ბანკი სამსახურის წარდგინებით
ამტკიცებს მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხას და საჭიროების შემთხვევაში მასში
ცვლილება შეაქვს.
2. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა განახორციელოს რისკის, საქმიანი ურთიერთობისა და
გარიგების პროპორციული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები იმ ფიზიკურ ან/და
იურიდიულ პირებთან მიმართებით, რომელთა ადგილსამყოფელი მაღალი რისკის
იურისდიქციაშია.
3. ანგარიშვალდებულმა პირმა ამავე კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა
განახორციელოს რისკის პროპორციული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, თუ:
ა) კლიენტი არის მაღალი რისკის იურისდიქციაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან
ასეთი იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი ან/და მისი მართვა
ან ოპერირება ხდება მაღალი რისკის იურისდიქციიდან;
ბ) კლიენტი არის მაღალი რისკის იურისდიქციაში რეგისტრაციის ადგილის ან/და
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მქონე ფიზიკური პირი;
გ) გარიგება იდება ან სრულდება ისეთი ფინანსური ინსტიტუტის მეშვეობით, რომლის
ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია.
4. გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტის შესაბამისად სავალდებულო არ არის, თუ კლიენტი არის საქართველოს მოქალაქე
ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი.
5. გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულო არ არის, თუ ფინანსური
ინსტიტუტი,
საქართველოში
რომლის
ადგილსამყოფელი
რეგისტრირებული
მაღალი
ფინანსური
რისკის
იურისდიქციაშია,
ინსტიტუტის
შვილობილი
არის
საწარმო
(შვილობილი ორგანიზაცია) ან ფილიალი და ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის
სისტემა
ფულის
გათეთრებისა
და
ტერორიზმის
ორგანოებს
უნდა
შეეძლოთ
დაფინანსების
რისკების
მართვას
უზრუნველყოფს.
6.
კომპეტენტურ
რისკის
შემხვედრი
პროპორციული
ღონისძიებების გატარება:
ა) ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის საჯარო განცხადების შემთხვევაში;
ბ) ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის საჯარო განცხადებისგან დამოუკიდებლად.“.
12. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. გადაზღვევის საქმიანობა
1. სადაზღვევო რისკის მთლიანად ან ნაწილობრივ მიღებისას გადამზღვეველმა კომპანიამ,
სადაზღვევო ბროკერმა საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე სხვა იურისდიქციაში
რეგისტრირებული მზღვეველის მიმართ, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“
ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, უნდა განახორციელოს
შემდეგი ღონისძიებები:
ა) საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით შეისწავლოს მზღვეველის რეპუტაცია
და მასზე განხორციელებული ზედამხედველობის ხარისხი, მათ შორის, მიმდინარეობდა ან
მიმდინარეობს თუ არა მზღვეველის მიმართ გამოძიება ფულის გათეთრების ან ტერორიზმის
დაფინანსების შესაძლო ფაქტზე ან განხორციელდა ან ხორციელდება თუ არა მის მიმართ
საზედამხედველო ღონისძიება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების
აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო;
ბ) შეაფასოს მზღვეველის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობა;
გ) ხელმძღვანელობისგან მიიღოს საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;
დ) მკაფიოდ განსაზღვროს როგორც მზღვეველის, ისე გადამზღვეველი კომპანიის ან
სადაზღვევო ბროკერის ვალდებულებები.
2.
გადამზღვეველმა
კომპანიამ,
სადაზღვევო
ბროკერმა
საქმიანი
ურთიერთობის
მიმდინარეობისას უნდა მიიღოს გონივრული ზომები საეჭვო გარიგების გამოსავლენად და
სათანადო პერიოდულობით, მზღვეველის რისკის დონის შესაბამისად განახორციელოს ამ
მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებები.“.
13. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 – 44 პუნქტები:
„41. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია განსაზღვრული კრიტერიუმების
შესაბამისად იდენტიფიცირებული საეჭვო ან/და უჩვეულო გარიგების შესახებ, სამსახურს
წარუდგინოს ანგარიშგება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ან/და ასეთი
რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში. საეჭვო და უჩვეულო გარიგების გამოვლენის
კრიტერიუმები დგინდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
42. საეჭვო ან/და უჩვეულო გარიგების გამოვლენისთანავე, ამ გარიგებით გათვალისწინებული
უფლების რეგისტრაციამდე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია
სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება. თუ ანგარიშგების მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა,
სამსახური ამ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას არ გამოიყენებს,
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
აგრძელებს სარეგისტრაციო წარმოებას და
გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
43. თუ საეჭვო ან/და უჩვეულო გარიგება უფლების რეგისტრაციის შემდეგ გამოვლინდა,
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია ანგარიშგება წარუდგინოს სამსახურს
გამოვლენის დღესვე.
44. სამსახური არაუმეტეს წელიწადში ერთხელ
დაკავშირებულ
ანგარიშგებებზე
უკუკავშირს
საეჭვო ან/და უჩვეულო გარიგებასთან
აწვდის საჯარო რეესტრის ეროვნულ
სააგენტოს.“.
14. 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისათვის პასუხისმგებელი პირის ან
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა ანგარიშვალდებული პირის
ორგანიზაციულ სტრუქტურაში უნდა შეესაბამებოდეს ზედა იერარქიულ (მენეჯმენტის)
დონეს. შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირი
ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული უნდა იყოს ამ მუხლის
მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირის მიმართ.“.
15. 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ)
ჯგუფის
დონეზე
შესაბამისობის
კონტროლის
სისტემის,
ფუნქციონირებისთვის
პასუხისმგებელი პირისთვის ან სტრუქტურული ერთეულისთვის და ჯგუფის წევრებისთვის,
ასევე აუდიტისათვის კლიენტების, ბენეფიციარი მესაკუთრეებისა და მათი გარიგებების
შესახებ მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტის) და ჩატარებული ანალიზის, შედეგების
მიწოდების წესებს უჩვეულო გარიგების შესწავლის, საეჭვო გარიგების გამოვლენის ან/და
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასებისა და მართვის
მიზნით;“.
16. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების სახეობა და მისი
ჩატარების სიხშირე უნდა განისაზღვროს ანგარიშვალდებული პირის საქმიანობის ხასიათის,
მოცულობისა, რაოდენობის, მრავალფეროვნების და მასთან დაკავშირებული ფულის
გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების (შემდგომ − რისკის დონე)
საფუძველზე. შესაბამისობის კონტროლის სისტემის, პოლიტიკისა და პროცედურების
ადეკვატურობის
შემოწმების
მიზნებისათვის,
საზედამხედველო
ორგანომ
უნდა
გაითვალისწინოს ანგარიშვალდებული პირის რისკის დონე.“.
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3, მე-6, მე-11 და მე-13 პუნქტებისა,
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3, მე-6, მე-11 და მე-13 პუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 1
დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების მიზანია კანონმდებლობაში აისახოს 2020 წლის 17 სექტემბერს
ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ
რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის მე-60 პლენარულ სხდომაზე დამტკიცებული
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მექანიზმების ეფექტურობისა
და ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებთან შესაბამისობის
საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიშში, ევროპის საბჭოს მიერ მოცემული
რეკომენდაციები.
MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების
აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში არ არის განმარტებული ტერმინი საფუძვლიანი ეჭვი. კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტით, საეჭვო
გარიგება არის გარიგება, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის მომზადდა,
დაიდო ან შესრულდა უკანონოდ მოპოვებული ქონების ან ასეთი ქონებისგან მიღებული
შემოსავლის საფუძველზე ან/და ფულის გათეთრების მიზნით ან უკავშირდება ტერორიზმის
დაფინანსებას. შესაბამისად, იმისათვის, რომ ანგარიშვალდებულმა პირებმა ფინანსური
მონიტორინგის
სამსახურში
საეჭვო
გარიგება
გამოაგზავნონ,
საფუძვლიანი
ეჭვის
სტანდარტით უნდა იხელმძღვანელონ, რომლის განმარტებასაც ახალი ცვლილება
გვთავაზობს. აღნიშნული ნაკლოვანება გავლენას ახდენს ფინანსური ქმედების სპეციალური
ჯგუფის
23-ე
რეკომენდაციაზე.
MONEYVAL-ის
შემდგომი
შეფასების
პროცედურის
ეფექტიანად წარსამართად და ზემოაღნიშნულ რეკომენდაციებზე რეიტინგის აწევის
მიზნებისათვის,
წარმოდგენილი
ცვლილება
ერთერთ
მნიშვნელოვან
კომპონენტს
წარმოადგენს.
სადაზღვევო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გადაზღვევის ბროკერის ტერმინს.
სადაზღვევო ბროკერი მოიცავს გადაზღვევის ბროკერის საქმიანობასაც. შესაბამისად,
ტერმინოლოგიურად სწორდება კანონპროექტის ის მუხლები, რომლებიც სადაზღვევო
ბროკერთან ერთად გადაზღვევის ბროკერის ტერმინებს გვთავაზობს.
საქართველოში
„ფულის
გათეთრებისა
და
ტერორიზმის
დაფინანსების
აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უძრავი ქონების აგენტები არ არიან
ანგარიშვალდებული პირები. ამავდროულად, ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის
რეკომენდაციების თანახმად, აღნიშნული პირები, უძრავი ქონების საშუალებით ფულის
გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის მიზნებისთვის, უნდა ატარებდნენ
კანონით გათვალისწინებულ პრევენციულ ღონისძიებებს. MONEYVAL-ის შემფასებლებს,
განემარტათ, რომ ქვეყნის მიერ უძრავი ქონების აგენტების ანგარიშვალდებულ პირებად არ
არსებობა, დაბალანსებული იყო სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) ანგარიშვალდებულ პირად ყოფნით, რომელიც
შემოწმების პერიოდისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აგზავნიდა როგორც
საეჭვო გარიგებებს, აგრეთვე ზღვარს ზემოთ გარიგებებს. თუმცა, „ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის
მიღებით, 2019 წლიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უძრავ ქონებასთან
დაკავშირებით საეჭვო გარიგებების გაგზავნა ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღარ
ევალებათ. აღნიშნული ექსპერტების მიერ მნიშვნელოვან შემაშფოთებელ გარემოებად იქნა
მიჩნეული, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონების აგენტები არ არიან
ანგარიშვალდებული პირები, ხოლო უძრავი ქონების საშუალებით ფულის გათეთრებასთან
დაკავშირებული საქმეები, ქვეყანაში დაფიქსირებულია. გამომდინარე აქედან, ამოღებულ
იქნება კანონის ის დანაწესი, რომელიც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების
აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მხოლოდ ზოგიერთ მუხლს
ავრცელებს საჯარო რეესტრზე. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალება
პრევენციული ღონისძიებების გატარება. განისაზღვრება საჯარო რეესტრის მიერ ფინანსური
მონიტორინგის სამსახურში საეჭვო გარიგების გაგზავნის წესი. საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტო განსაზღვრავს საეჭვო გარიგების კრიტერიუმებს, ხოლო მისი გამოვლენის
შემთხვევაში ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარუდგენს ანგარიშგებას. თავის მხრივ
ფინანსური
მონიტორინგის
სამსახური
უფლებამოსილია
ანგარიშგების
მიღებიდან
არაუგვიანეს 24 საათისა გამოიყენოს გარიგების შეჩერების მექანიზმი, ხოლო აღნიშნულის
გამოუყენებლობის შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აგრძელებს
სარეგისტრაციო წარმოებას. შედეგად, უძრავ ქონებაზე გარიგების რეგისტრაციის პროცესი არ
შეფერხდება, ხოლო მეორე მხრივ საეჭვოობის დადგენის შემთხვევაში საჯარო რეესტრს და
ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სამართლებრივი საფუძველი უჩნდებათ საეჭვო
გარიგების ფარგლებში შესაძლო ფულის გათეთრების ან/და ტერორიზმის დაფინანსების
შემთხვევები აირიდონ. ცვლილება ასევე ითვალისწინებს საჯარო რეესტრის სამსახურის
ვალდებულებას წარადგინოს ანგარიშგება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, თუკი
საეჭვო გარიგება გამოვლინდება უფლების რეგისტრაციის შემდგომ. ამასთან, ფინანსური
მონიტორინგის სამსახური და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არაუმეტეს წელიწადში
ერთხელ უკუკავშირის გაცვლის მიზნით ითანამშრომლებენ.
MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი
სტრუქტურის მქონე პირის მიმართ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას, კანონი
არ მოითხოვს ტრასტის შექმნის დოკუმენტის გაცნობას. აღნიშნულმა ხარვეზმა, უარყოფითი
გავლენა მოახდინა ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის 22-ე რეკომენდაციაზე.
შესაბამისად, კანონპროექტით აღნიშნული ჩანაწერი ემატება კანონს.
MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული
პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას, როდესაც ანგარიშვალდებული პირი
საქმიანი ურთიერთობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს, აღნიშნულ პროცესი უნდა
ეფუძნებოდეს განახლებულ ინფორმაციას. აღნიშნულმა ხარვეზმა, უარყოფითი გავლენა
მოახდინა ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის 22-ე რეკომენდაციაზე. შესაბამისად,
ხდება აღნიშნული ჩანაწერის კანონისთვის დამატება.
MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, ლატარიის ორგანიზატორს, აზარტული ან მომგებიანი
თამაშობის ორგანიზატორს უნდა შეეძლოს პრევენციული ღონისძიებების გატარების
შედეგად მიღებული ინფორმაციის განხორციელებულ გარიგებებთან (ოპერაციებთან)
დაკავშირება. აღნიშნულის თაობაზე კანონში ჩანაწერის არ არსებობა შეფასდა ნაკლოვანებად,
შესაბამისად უარყოფითი გავლენა მოახდინა 22-ე რეკომენდაციაზე. კანონპროექტით
სწორდება აღნიშნული ხარვეზი.
MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, როდესაც ანგარიშვალდებული პირი ეყრდნობა მესამე
პირს ან შუამავალს, იგი უნდა დარწმუნდეს, რომ მესამე პირს/შუამავალს გააჩნია სათანადო
შესაძლებლობები პრევენციული ღონისძიებები გაატაროს და ინფორმაცია (დოკუმენტები)
შეინახოს. ამასთან, მესამე პირზე/შუამავალზე დაყრდნობის აკრძალვა ვრცელდებოდა
მხოლოდ მაღალი რისკის იურისდიქციის ადგილსამყოფელზე, ხოლო რეგისტრაციის ან/და
საქმიანობის ადგილი კი კანონით არ იყო გათვალისწინებული. კანონის არ შეიცავდა დანაწესს
შესაბამისობის კონტროლის სისტემის საკმარისად ადეკვატურობასთან დაკავშირებით.
აღნიშნული დამატებები კანონპროექტითაა გათვალისწინებული, რითაც აღმოიფხვრება 22-ე
რეკომენდაციის სამი ხარვეზი.
MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემისას
განსაზღვრული ვალდებულებები უნდა გავრცელდეს ფინანსურ ინსტიტუტებზეც, რომელიც
მხოლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს ეხებოდა. შესაბამისად,
ცვლილება შედის 171 მუხლში, რომელშიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის
გათვალისწინებით, ასევე დაზუსტდება ვირტუალური აქტივის გადაცემის ტერმინი და
მოხდება საეჭვო ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით ნორმის გაფართოება, რომელიც
მიმღებ პროვაიდერთან ერთად, ასევე გავრცელდება ვირტუალური აქტივის მომსახურების
შუამავალ პროვაიდერზეც და საეჭვოობის საფუძვლად გათვალისწინებული იქნება არამარტო
გადამცემის და მიმღების საიდენტიფიკაცო მონაცემების, არამედ სხვა მონაცემების
არასრულად წარმოდგენაც.
MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების
გატარება, მაღალი რისკის იურისდიქციაში არსებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან
მიმართებით არ უნდა იყოს დაკავშირებული ამავე კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ
პრევენციულ ღონისძიებებთან. ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის მე-19
რეკომენდაცია არ ითვალისწინებს მსგავს კავშირს, შესაბამისად, კანონპროექტის ბოლო
ცვლილებით აღნიშნული მიმართება წაიშლება, რაც დადებით გავლენას ახდენს 23-ე
რეკომენდაციაზე. გარდა ამისა, ექსპერტების შეფასებით, ფინანსურმა ინსტიტუტებმა
გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები რისკის, საქმიანი ურთიერთობისა და
გარიგების პროპორციულად უნდა გაატარონ, რის თაობაზეც მოთხოვნის სამართლებრივი
ჩანაწერი კანონში არ გვაქვს. ამასთან, გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების
გატარების ვალდებულება უნდა ვრცელდებოდეს იმ იურიდიულ პირებზეც, რომელთა
მართვაც ხდება მაღალი რისკის იურისდიქციიდან. იმ შემთხვევაში, თუკი ფინანსურ
ქმედებათა სპეციალური ჯგუფის საჯარო განცხადება მაღალი რისკის იურისდიქციების
თაობაზე შეიცავს მოთხოვნას შემხვედრი ღონისძიებების გატარების თაობაზე, კომპეტენტურ
ორგანოებს აღნიშნული უნდა შეეძლოთ როგორც ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის
განცხადებისას, ასევე მისგან დამოუკიდებლადაც. ზემოაღნიშნული არცერთი ხარვეზის
თაობაზე, კანონში ჩანაწერი არ გვაქვს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს 23-ე რეკომენდაციაზე.
კანონპროექტით გათვალისწინებულია ყველა ზემოაღნიშნული ხარვეზის გამოსწორება.
MONEYVAL-ის
შეფასების
ანგარიშით,
შესაბამისობის
კონტროლის
სისტემის
ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის მენეჯმენტის დონის იერარქიაში ყოფნის
სავალდებულოობა არ არის გათვალისწინებული კანონით. გამომდინარე აქედან, კანონს
ემატება დანაწესი, რომელიც ზემოაღნიშნულ ხარვეზს გამოასწორებს და 23-ე რეკომენდაციის
ხარვეზს აღმოფხვრის.
MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, ჯგუფის დონეზე შესაბამისობის სისტემის
სრულყოფილი დანერგვისათვის, აუდიტის ჩატარების მიზნებისათვის, ჯგუფის წევრებს
უნდა
გააჩნდეთ
ინფორმაციის
გაცვლის
შესაძლებლობა.
კანონპროექტით
გათვალისწინებულია კანონის 30-ე მუხლში ცვლილება, რითაც გამოსწორდება 23-ე
რეკომენდაციის ხარვეზი.
MONEYVAL-ის
შეფასების
ანგარიშით,
საზედამხედველო
ორგანოების
მიერ
საზედამხედველო ღონისძიებების გატარებისას ანგარიშვალდებული პირის რაოდენობისა და
მრავალფეროვნების, ასევე შესაბამისობის კონტროლის სისტემის, პოლიტიკისა და პროცესის
ადეკვატურობის შემოწმებისას ანგარიშვალდებული პირის რისკის დონის გათვალისწინება
უნდა
მოხდეს.
პრაქტიკაში,
სწორი
საზედამხედველო
ღონისძიებების
გატარება
ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით შეუძლებელია, თუმცა აღნიშნულის
თაობაზე კანონი ვალდებულებას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, კანონპროექტით
გამოსწორდება 28-ე რეკომენდაციიდან გამომდინარე ხარვეზები, რომელმაც უარყოფითი
გავლენა იქონია პირველ რეკომენდაციაზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
MONEYVAL-ის რეკომენდაციებით გათვალისწინებული ყველა ზემოაღნიშნული პრობლემა
ეხება საკანონმდებლო ხარვეზს, შესაბამისად, მის გამოსასწორებლად, აუცილებელია „ფულის
გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანა. აღნიშნული ცვლილების კანონში ასახვას, დადებითი გავლენა
ექნება MONEYVAL-ის გაძლიერებული შემდგომი შეფასების (Enhanced Follow-up procedure)
პროცედურაზე, სადაც შესაძლებელი იქნება, სათანადო პროგრესის ჩვენების შემთხვევაში,
რეკომენდაციებზე რეიტინგის აწევის მოთხოვნა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით
ქვეყანა
გაითვალისწინებს
MONEYVAL-ის
რეკომენდაციებით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შედეგად, ექნება შესაძლებლობა მოითხოვოს 22-ე და 23ე რეკომენდაციებზე პროგრესის აღიარება 2024 წლის დეკემბრის თვეში მისაღებ მესამე
გაძლიერებული შემდგომი შეფასების ანგარიშში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით გათვალისწინებული ყველა ცვლილება ეხება „ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში
არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრას.
კერძოდ, MONEYVAL-ის ექსპერტების შეფასების საფუძველზე, „ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში
განიმარტება საფუძვლიანი ეჭვი; კანონიდან გაქრება გადაზღვევის ბროკერის ცნება; საჯარო
რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალება საეჭვო ანგარიშგებების ფინანსური
მონიტორინგის სამსახურში გაგზავნა და პრევენციული ღონისძიებების გატარება; ტრასტის ან
ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის მქონე პირის მიმართ პრევენციული
ღონისძიებების განხორციელებისას მოთხოვნილი იქნება ტრასტის შექმნის დოკუმენტი;
განგრძობითი
მონიტორინგი
დაეყრდნობა
განახლებულ
ინფორმაციას;
ლატარიის
ორგანიზატორს, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს დაევალება
პრევენციული
ღონისძიებების
შედეგად
მიღებული
ინფორმაციის
დაკავშირება
განხორციელებულ გარიგებებთან; მესამე პირზე/შუამავალზე დაყრდნობის შემთხვევაში
ანგარიშვალდებული
საკმარისად
პირი
ადეკვატურია
დარწმუნდება
და
აქვს
რომ
მესამე
შესაძლებლობა
პირის/შუამავლის
პრევენციული
სისტემები
ღონისძიებების
გატარების/ინფორმაციის შენახვის; კანონის 171 მუხლის მოთხოვნები გავრცელდება ფინანსურ
ინსტიტუტზეც,
ასევე,
საუკეთესო
საერთაშორისო
პრაქტიკის
გათვალისწინებით,
დაზუსტდება ვირტუალური აქტივის გადაცემის ტერმინი და მოხდება საეჭვო ანგარიშგების
წარდგენასთან დაკავშირებით ნორმის გაფართოება, რომელიც მიმღებ მომსახურების
პროვაიდერთან ერთად, ასევე გავრცელდება ვირტუალური აქტივის მომსახურების შუამავალ
პროვაიდერზეც
და
საეჭვოობის
საფუძვლად
გათვალისწინებული
იქნება
არამარტო
გადამცემის და მიმღების საიდენტიფიკაციო მონაცემების, არამედ სხვა მონაცემების
არასრულად
წარმოდგენაც; შესაბამისობის
პასუხისმგებელი
პირი
მენეჯმენტის
კონტროლის სისტემის
დონის
იერარქიაში
ფუნქციონირებაზე
იქნება
განსაზღვრული
ანგარიშვალდებულ პირად; ანგარიშვალდებულ პირს მიეცემა შესაძლებლობა აუდიტის
თაობაზე
ინფორმაცია
გაცვალოს
ჯგუფს
შიგნით;
გაძლიერებული
პრევენციული
ღონისძიებების განხორციელება არ იქნება დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების
საფუძვლებთან, როდესაც საქმე ეხება მაღალი რისკის იურისდიქციასთან დაკავშირებულ
ფიზიკურ და იურიდიულ პირს; საზედამხედველო ორგანო შემოწმების მიზნებისთვის
ანგარიშვალდებული
პირის
რისკის
დონეს,
რაოდენობას
და
მრაფალფეროვნებას
გაითვალისწინებს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, გარდა მაღალი რისკის იურისდიქციის საკითხების
მარეგულირებელი ცვლილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საეჭვო
გარიგებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნის ვალდებულებისა. საჯარო
რეესტრს ეროვნულ სააგენტოს 6 თვე ექნება კანონპროექტის სრული იმპლემენტაციისათვის და
კანონპროექტის ეს ნორმები ძალაში შევა 2024 წლის 1 დეკემბერს. კანონპროექტის მიღების
შემდგომ, სახელმწიფო უწყებებს არ სჭირდებათ მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება,
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების მათ ყოველდღიურ საქმიანობაში
დასანერგად.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საეჭვო გარიგების გამოგზავნისათვის ესაჭიროება
საეჭვო გარიგების კრიტერიუმების განსაზღვრა და სტრუქტურაში შესაბამისი ქვედანაყოფის
შექმნა.
შესაბამისად,
ზემოაღნიშნული
ღონისძიებების
განსახორციელებლად,
ასევე
MONEYVAL-ის მიზნებისათვის საკვანძო თარიღების გათვალისწინებით (კომიტეტი მხოლოდ
გაითვალისწინებს დეკემბრის 1 რიცხვისთვის ამოქმედებულ ღონისძიებებს), საჯარო რეესტრს
ეროვნულ სააგენტოს 6 თვე ექნება კანონპროექტის სრული იმპლემენტაციისათვის.
გამომდინარე
იქედან,
რომ
მაღალი
რისკის
იურისდიქციებში
არსებულ
პირებთან
მიმართებით გასატარებელი ღონისძიებების საფუძველი ფართოვდება, ანგარიშვალდებულ
პირებს მოუწევთ აღნიშნულის მათ შესაბამისობის სისტემაში გაწერა და პროგრამული
გათვალისწინება. შესაბამისად, ანგარიშვალდებულ პირებს ამისათვის 6 თვიანი ვადა
განესაზღვრათ. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
MONEYVAL-ის შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ იმ სამართლებრივ ცვლილებებს, რომელიც
ძალაშია 1 ივნისისთვის, ხოლო ამოქმედდება არაუგვიანეს 1 დეკემბრისთვის. ეს თარიღები
გამომდინარეობს იქედან, რომ MONEYVAL-ის კომიტეტი პლენარულ სხდომას გამართავს
მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში, სადაც ასევე განიხილება საქართველოს ანგარიშიც.
პლენარულ სხდომამდე MONEYVAL-ის ექსპერტებს, ასევე MONEYVAL-ის სხვა წევრ და
დამკვირვებელ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გაეცნონ საქართველოს მიერ
გატარებულ
ღონისძიებებს
და
არსებობის
შემთხვევაში
დააფიქსირონ
კომენტარები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, MONEYVAL-ი არ განიხილავს არცერთ სამართლებრივ
დოკუმენტს, მათ შორის, პროექტის სახით, რომლის მიწოდება ივნისის დასაწყისის შემდგომ
მოხდება.
შესაბამისად, კანონის 1 ივნისამდე მიუღებლობის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება
MONEYVAL-ის მიერ დაწესებულ ვადებში შედეგების ჩვენება ევროპის საბჭოსათვის.
აღნიშნული ნიშნავს, რომ რეიტინგი არ აეწევა საქართველოს რიგ რეკომენდაციებზე, რაც
უარყოფით გავლენას იქონიებს ქვეყნის იმიჯზე. კანონპროექტი დადებით გავლენას მოახდენს
2 რეკომენდაციაზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის
მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სამსახურის ანგარიშგებების განხილვის თაობაზე,
განხორციელდება არსებული რესურსების ფარგლებში. კანონპროექტი გამოიწვევს საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან ხარჯების გამოყოფას, ვინაიდან
სააგენტოში უნდა შეიქმნას ქვედანაყოფი, რაც დაკავშირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოს მიერ ფინანსური სახსრების გამოყოფასთან. სტრუქტურული ქვედანაყოფის
შექმნასთან დაკავშირებული ხარჯები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკუთარი
შემოსავლებიდან დაფინანსდება.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დანართის თანახმად (1.1 პუნქტი), საშემოსავლო
გადასახადი, გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე რეგისტრირებული
დასაბეგრი
ობიექტების
მიერ
გადახდილი
საშემოსავლო
გადასახადისა,
მიემართება
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, ამ განმარტებითი ბარათის „ბ.გ“ ქვეპუნქტში
არსებული
მონაცემების
გათვალისწინებით,
შრომის
ანაზღაურებიდან
შემოსავლის სახით გაიზრდება შემდეგი ოდენობით:
საშტატო ერთეული
დეპარტამენტის
საშემოსავლო
საშემოსავლო
გადასახადიდან
გადასახადიდან
დაბეგრილი თანხა
დაბეგრილი თანხა
(ლარი) ერთი თვის
(ლარი) ერთი წლის
განმავლობაში
განმავლობაში
990.58
11,886.96
938.45
11,261.4
3,284.57
39,414.84
უფროსი
დეპარტამენტის
უფროსის მოადგილე
მთავარი სპეციალისტი
დაბეგრილი
სულ
5,213.60
62, 563.2
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის
მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სამსახურის ანგარიშგებების განხილვის თაობაზე,
განხორციელდება არსებული რესურსების ფარგლებში.
კანონპროექტი გამოიწვევს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილის ზრდას, კერძოდ, სააგენტოში შეიქმნება მონიტორინგის დეპარტამენტი 9 საშტატო
ერთეულით:
საშტატო
საშტატო
საპენსიო
ერთი თვის
წლიურად შრომის
ერთეული
ერთეულის
შენატანი
შრომის
ანაზღაურების
რაოდენობა
(ლარი)
ანაზღაურების
ფონდი (ლარი)
ფონდი (ლარი)
დეპარტამენტის
1
101,08
5,054
60,648
1
95,76
4,788
57,456
7
95,76
16,758
201,096
9
532,00
26,600
319,200
უფროსი
დეპარტამენტის
უფროსის
მოადგილე
მთავარი
სპეციალისტი
სულ
აქვე აღსანიშნავია, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის
მე-6 პუნქტიდან გამომდინარე, სააგენტო დასაქმებულების ინდივიდუალურ საპენსიო
ანგარიშზე ახორციელებს საპენსიო შენატანს მათთვის გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2
პროცენტის ოდენობით.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებს, იმ პირთათვის რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, გარდა საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოსი, რომელსაც მოუწევს სტრუქტურული ქვედანაყოფის შექმნა (9 შტატით), რაც ამ
განმარტებითი ბარათის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსურ ხარჯის გაწევას
გამოიწვევს. კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულება ფინანსური მონიტორინგის
სამსახურის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სამსახურის ანგარიშგებების განხილვის
თაობაზე, განხორციელდება არსებული რესურსების ფარგლებში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს
არ
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. ამასთან, კანონპროექტის მიღება დაკავშირებულია საქართველოს, როგორც
ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის ვალდებულებებთან. ევროპის საბჭოს წესდების 15.a და 16
მუხლების შესაბამისად შექმნილი MONEYVAL კომიტეტის წევრ ქვეყანას, აქვს ვალდებულება
დანერგოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და მათ
წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შესატყვისი სტანდარტები (ფინანსური ქმედების
სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციები), ხოლო „დანაშაულებრივი გზით მიღებული
შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის
დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 48-ე მუხლის თანახმად, კონვენციის წევრი
სახელმწიფო
ვალდებულია
გათვალისწინებით,
კონვენციით
პერიოდული
შეფასების
დარეგულირებული
(MONEYVAL)
სფეროები
შეუსაბამოს
შედეგების
FATF-ის
რეკომენდაციებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.