„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.05.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გიორგი სოსიაშვილი
ნომერი
#07-3/444/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-05-27
ბიუროს ნომერი 354

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 43-ე მუხლის: ა) მე-15 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ“ ქვეპუნქტი: „ა.გ) აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლისას, სწავლის საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის ვადით;“; ბ) მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სტუდენტის სტატუსის შეჩერების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა: ბ.ა) ორსულობის, მშობიარობის ან/და ბავშვის მოვლის გამო; ბ.ბ) აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლისას, ჯანმრთელობის მდგომარეობის არანაკლებ 4 თვის ვადით გაუარესების შემთხვევაში, გარდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი სტუდენტისა; ბ.გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას სამხედრო სამსახურთან შეუსაბამობის დადგენის საფუძველზე, თუ ის არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე;“; გ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. თუ პირი, რომელიც სწავლობს სამხედრო დაწესებულების აკადემიური უმაღლესი უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, გათავისუფლდება იმ ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის მიერაც არის წარდგენილი სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სტუდენტის სტატუსი შეუწყდება შემდგომი მობილობის გამოცხადების შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 2. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი: „17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირს სტუდენტის სტატუსი არ შეუწყდება თუ ის ადმინისტრაციული ორგანოდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით მიმართავს სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას: ა) სწავლის საფასურის მის მიერ დაფარვისა და სწავლის გაგრძელების თაობაზე, ან; ბ) სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, რის შემდეგაც თავად დაფარავს სწავლის საფასურს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიმართ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: პროექტის მიზანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში (შემდგომ აკადემია) აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (შემდგომში - მაგისტრატურა), ჩასარიცხ პირთა სეგმენტის გაზრდა, რაც უზრუნველყოფს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებას, აღნიშნული პროცესის უწყვეტობისა და მდგრადობის უზრუნველყოფას, ასევე, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრიობის ოპტიმიზაციას. ამ ეტაპზე, აკადემია, როგორც სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სწავლის საფასურის განსაზღვრის გარეშე, ახორციელებს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლებას, რომლებიც ძირითადად განკუთვნილია, მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ან სხვა უწყებებში დასაქმებული პირებისთვის. სამაგისტრო პროგრამები დაფუძნებულია მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებზე, ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და პასუხობს სამხედრო და საგანმანათლებლო სფეროებში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს, რაც განაპირობებს იმ პირთა დაინტერესებას, რომლებიც არ არიან დასაქმებული სახელმწიფო უწყებებში. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, აკადემია აცხადებს მზადყოფნას სამაგისტრო პროგრამაზე, მიიღოს პირები, რომლებიც არ იქნებიან დასაქმებული ადმინისტრაციულ ორგანოში. აკადემიაში ჩარიცხული პირების სტატუსის შეჩერების საფუძვლები განსაზღვრულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად, აღნიშნული კანონით უნდა განისაზღვროს იმ პირთა სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლები, რომლებიც აკადემიაში სასწავლებლად არ იქნებიან წარმოდგენილი ადმინისტრაციული ორგანოდან. ამასთან, სიახლის მიხედვით, ცვლილება შეეხება აგრეთვე პირებს, რომლებიც აკადემიაში სასწავლებლად წარმოდგენილი იქნებიან ადმინისტრაციული ორგანოდან. კერძოდ, პროექტის მიხედვით, აღნიშნულ პირებს, ადმინისტრაციული ორგანოდან გათავისუფლების შემდგომ, სწავლის საფასურის გადახდის შემთხვევაში, მიეცემათ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აკადემიაში სტუდენტის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ მიზნით ახალი რეგულაციების შემოღება საჭიროებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებას. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილება უზრუნველყოფს სტუდენტის სტატუსის სამართლებრივი საფუძვლის შექმნას აკადემიაში მაგისტრატურის სტუდენტისთვის: შეჩერების - სწავლის საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის ვადით; - ჯანმრთელობის მდგომარეობის არანაკლებ 4 თვის ვადით გაუარესების შემთხვევაში, (გარდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე და ადმინისტრაციული ორგანოდან წარდგენილი პირებისა). - ამასთან, პროექტის მიხედვით პირს, რომელიც აკადემიაში სასწავლებლად წარმოდგენილი იყო ადმინისტრაციული ორგანოდან, ამ ადმინისტრაციული ორგანოდან გათავისუფლების შემთხვევაში, მიეცემა სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ახლებურად დარეგულირდება აკადემიაში მაგისტრატურაზე ჩარიცხული სტუდენტების სტატუსის შეჩერების სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ: -პირს, რომელიც აკადემიაში არ არის წარდგენილი ადმინისტრაციული ორგანოდან, სტუდენტის სტატუსის შეჩერების უფლება მიეცემა ჯანმრთელობის მდგომარეობის არანაკლებ 4 თვის ვადით გაუარესების შემთხვევაში. -ასევე, სტუდენტს სტატუსის შეჩერების უფლება მიეცემა სწავლის საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში, რათა დაცული იყოს სწავლის უწყვეტობის მიზნები. -ამასთან, პირს რომელიც გათვისუფლდება ადმინისტრაციული ორგანოდან, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, აკადემიისთვის მიმართვის შემთხვევაში, მიეცემა საკუთარი ხარჯით სწავლის გაგრძელების ან სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესაძლებლობა. სწავლის უწყვეტობის მიზნიდან გამომდინარე, შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკადემია წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ხოლო ამავე კანონის 81-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლების ღირებულებას განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, აკადემია უფლებამოსილია მაგისტრატურის საფეხურზე განსაზღვროს სწავლის საფასური და აკადემიაში მიიღოს ის პირები, რომლებიც შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში დაკავშირებული არ არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემასა ან სხვა უწყებასთან. აღნიშნული მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აკადემიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის პოპულარიზაციაში, ასევე სწავლის საფასურის დადგენის შემთხვევაში, გაიზრდება აკადემიის ფინანსური სახსრები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტების, აღნიშნული პროცესის უწყვეტობისა და მდგრადობის უზრუნველყოფად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული აკადემიაში მაგისტრატურაზე ჩასარიცხ პირთა სეგმენტის გაზრდა, რაც გამოიხატება იმ პირთა მიღებაში, რომლებიც არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებულ პირებს. ამასთან, არსებითად მნიშვნელოვანია სამაგისტრო პროგრამის დადგენილ ვადებში (ორი წელი) დასრულება, რაც უზრუნველყოფს აკადემიის მიზნების დროულად შესრულებასა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის, შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მქონე პერსონალით, შეუფერხებლად დაკომპლექტებას. დღეის მდგომარეობით, აკადემიაში მაგისტრატურაზე ირიცხებიან ადმინისტრაციული ორგანოდან წარმოდგენილი პირები. სწავლის განმავლობაში მათ უნარჩუნდებათ სამსახურის ადგილი და ანაზღაურება, სამაგისტრო პროგრამის დასრულებამდე იმყოფებიან გრძელვადიან სასწავლო მივლინებაში და მათთვის სწავლა არის სრულიად უფასო. ასევე უზრუნველყოფილნი არიან მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით, რაც დაკავშირებულია საბიუჯეტო ასიგნებების ხარჯვასთან. აღნიშნული პირების სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლები განსაზღვრულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით. იმისათვის, რომ ასევე მოწესრიგდეს იმ პირთა სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლები, რომლებიც არ იქნებიან წარმოდგენილი ადმინისტრაციული ორგანოდან, საჭიროა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლში. კერძოდ: - 43-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს ემატება „ა.გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, პირს, სტუდენტის სტატუსის შეჩერების უფლება მიეცემა მაგისტრატურის საფეხურზე სწავლისას, სწავლის საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში. ამასთან, სწავლის უწყვეტობის მიზნიდან გამომდინარე, სტატუსის შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. - ახლებურად ყალიბდება 43-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. კერძოდ, „ბ.ბ“ ქვეპუნქტი დაარეგულირებს იმ პირთა სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველს, რომლებიც იქნებიან სწავლის საფასურის გადამხდელები. ამასთან, სტუდენტის სტატუსის შეჩერების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა პირს მიეცემა ჯანმრთელობის მდგომარეობის არანაკლებ 4 თვის ვადით გაუარესების შემთხვევაში. - ზუსტდება 43-ე მუხლის მე-16 პუნქტი და ამავე მუხლს ემატება მე-17 პუნქტი. კერძოდ, პირი, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს აკადემიას, უფლებამოსილი იქნება საკუთარი ხარჯით გააგრძელოს სწავლა. აღნიშნული მიმართვის ვადის გათვალისწინებით, სტუდენტს შეუძლია მოითხოვოს სტუდენტის სტატუსის შეჩერება სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო. აღნიშნულ შემთხვევაში, შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან დაინტერსებულ პირებს საშუალება უნდა მიეცეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდგომ, გამოთქვან სურვილი სწავლა გააგრძელონ აკადემიაში და ამასთან, ამ პერიოდისათვის საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრული იყოს მათი სტუდენტის სტატუსის შეჩერების სამართლებრივი საფუძვლები. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის მიღება საჭიროებს მისი დაჩქარებული წესით განხილვას. კერძოდ, როგორც აღინიშნა აკადემია, როგორც სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, აცხადებს მზადყოფნას სამაგისტრო პროგრამაზე, მიიღოს პირები, რომლებიც არ იქნებიან დასაქმებული ადმინისტრაციულ ორგანოში. აღნიშნული უზრუნველყოფს აკადემიაში ჩასარიცხ პირთა სეგმენტის გაზრდას, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებასთან, ამ პროცესის უწყვეტობასთან და მდგრადობასთან. ამასთან, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული აღნიშნული პირების აკადემიაში მიღება განხორციელდეს 2024 წლიდან. შესაბამისად, აუცილებელია პროექტის განხილვა მოხდეს დაჩქარებული წესით, რათა დაინტერსებულ პირებს საშუალება მიეცეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდგომ, გამოთქვან სურვილი სწავლა გააგრძელონ აკადემიაში და ამასთან, ამ პერიოდისათვის საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრული იყოს მათი სტუდენტის სტატუსის შეჩერების სამართლებრივი საფუძვლები. ასევე, სწავლის უწყვეტობის მიზნების მისაღწევად, ოპტიმალურ დროში უნდა დარეგულირდეს ადმინისტრაციული ორგანოდან წარმოდგენილი პირების სწავლის გაგრძელების საკითხიც. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, აკადემიისთვის მიმართვის შემთხვევაში, პირს მიეცემა საკუთარი ხარჯით სწავლის გაგრძელების ან სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესაძლებლობა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ გავლენას. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი ცვლილებით, აკადემიაში დამატებითი რესურსის მოძიება არ იქნება საჭირო, ვინაიდან, სამაგისტრო პროგრამებზე პირთა მიღება განხორციელდება არსებული კვოტის ფარგლებში. კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები წყაროა თავდაცვის და სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის საკუთარი შემოსავლები. აკადემიის დაფინანსების წყარო: პროგრამა - 2902 პროფესიული სამხედრო განათლება, ქვეპროგრამა: 290202 სამხედრო განათლება. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: დღის მდგომარეობით, აკადემიაში მაგისტრატურის საფეხურზე ირიცხებიან ადმინისტრაციული ორგანოდან წარდგენილი პირები. მათთვის სწავლა არის სრულიად უფასო და უზრუნველყოფილნი არიან მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით, რომელიც ფინანსდება თავდაცვის სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან. კანონპროექტის მიღების შედეგად, აკადემია უფლებამოსილი იქნება მაგისტრატურის საფეხურზე განსაზღვროს სწავლის საფასური და მიიღოს ის პირები, რომლებიც შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში დაკავშირებული არ არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემასა ან სხვა უწყებასთან. შესაბამისად, სწავლის საფასურის (წლიურად 2250 ლარი) დადგენის შემთხვევაში, გაიზრდება აკადემიის ფინანსური სახსრები, რაც დადებითად იმოქმედებს აკადემიის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ამასთან, აკადემიის შემოსავლის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ პირთა რაოდენობაზე, რომლებიც გადაიხდიან სწავლის საფასურს. წარმოდგენილი ცვლილება, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე არ მოახდენს გავლენას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ცვლილებამ, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, შესაძლოა იქონიოს გავლენა. პირები, რომლებიც არ არიან ადმინისტრაციული ორგანოდან წარდგენილები და საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვებენ სახელმწიფო გრანტს, დაფინასდებიან ზოგადი წესების შესაბამისად. აკადემია სამაგისტრო პროგრამებს, თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი წლიური საბიუჯეტო ასიგნებებით, განახორციელებს არსებული კვოტის ფარგლებში. შესაბამისად, პროექტი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას არ იქონიებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია ფინანსური თვალსაზრისით გავლენა მოახდინოს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია ფინანსური თვალსაზრისით გავლენა მოახდინოს იმ პირებზე, რომლებიც გათავისუფლდებიან ადმინისტრაციული ორგანოდან, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოდან გათავისუფლების შემთხვევაში მათ მიეცემათ საკუთარი ხარჯით (წლიურად 2250 ლარი) სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. ამავდროულად აღნიშნული პირები სწავლის საფასურის გარეშე გააგრძელებენ სწავლას თუ არ დადგება ზემოაღნიშნული გარემოება (ადმინისტრაციული ორგანოდან გათავისუფლება). აღსანიშნავია, რომ აკადემიაში პირები ირიცხებიან საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და შიდა გამოცდების საფუძველზე, შესაბამისად ჩასარიცხ პირებს აქვთ სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესაძლებლობა, რომელიც სამაგისტრო საფეხურზე წარმოადგენს 100 პროცენტს. გრანტის მიუღებლობის შემთხვევაში სწავლის საფასურს გადაიხდიან საკუთარი სახსრებით. წარმოდგენილმა პროექტმა, სამაგისტრო საფეხურზე პირთა მიმართვიანობის თვალსაზრისით, შესაძლოა გავლენა იქონიოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებზე, კერძოდ აკადემიის სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს მიეცემა შესაძლებლობა მაგისტრატურის საფეხურზე მიიღოს განათლება აკადემიაში. საკანონმდებლო ცვლილებით, აკადემიაში მაგისტრატურაზე სწავლის საფასურის დადგენით, გაიზრდება აკადემიის შემოსავალი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: გივი მიქანაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გიორგი სოსიაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: გივი მიქანაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გიორგი სოსიაშვილი. კანონპროექტის