საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 21-23 აპრილს, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯომარეთა კონფერენციაში მისი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის მონაწილეობის შესახებ ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.05.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი
ნომერი
#2-7268/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-05-27
ბიუროს ნომერი 354

📜 ტექსტი

წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-7268/24 23-05-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ ანგარიშს 2024 წლის 21-23 აპრილს, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯომარეთა კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ. დანართი: 1 გვერდი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ანგარიში საქართველოს პარლამენტის თავმჯომარის მოადგილის, ნინო წილოსანის მონაწილეობის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯომარეთა კონფერენციაში 21-23 აპრილი, 2024 ესპანეთი 21-23 აპრილს, ევროკავშირის საბჭოს საპრეზიდენტო ტრიოს (ესპანეთი, ბელგია, უნგრეთი) ორგანიზებითა და ესპანეთის მასპინძლობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეთა კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. თავმჯდომარეთა კონფერენციას წინ უძღოდა ქალთა ფორუმი, სადაც პარლამენტების ქალმა თავმჯდომარეებმა ქალთა გაძლიერების გზებზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზე იმსჯელეს. ნინო წილოსანმა მონაწილეობა მიიღო ქალთა ფორუმზე გამართულ დებატებში და პარტნიორებს გაუზიარა სახელმწიფოს გრძელვადიანი ხედვა, პოლიტიკა და პრიორიტეტები ქალთა თანაბარი უფლებებისა და მათი ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის. ქალთა ფორუმზე წარმოდგენილი იყო ბელგიის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ელიაენ ტილიეს მიერ ინიცირებული დეკლარაცია "გენდერულად სენსიტიურ პარლამენტების შესახებ". ევროკავშირის სპიკერთა კონფერენცია ესპანეთის მეფე, ფილიპე მეექვსემ გახსნა და სიტყვით მიმართა ევროპული სახელმწიფოების პარლამენტების ხელმძღვანელ პირებს. მოხსენებით წარსდგნენ ესპანეთის სენატისა და კონგრესის თავმჯდომარეები. მსჯელობა შეეხო ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომიის საკითხებს, საგარეო და უსაფრთხოების გამოწვევებს სოციალური მედიისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, კონფლიქტებს უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, ევროკავშირის გაძლიერებას ეკონომიკური და სოციალური რეფორმებისა და გაფართოების პერსპექტივების გათვალისწინებით. ნინო წილოსანი სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა საქართველოს მიერ დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწეულ პროგრესზე, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს დაახლოების შედეგებზე და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის აუცილებლობას. კონფერენციაზე მიიღეს დეკლარაცია, რომელიც ესალმება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ევროკავშირის ქვეყნებისთვის სამომავლო სამუშაო პრიორიტეტებს გადმოსცემს. ევროკავშირის სპიკერთა კონფერენცია არის ყოველწლიური ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების სპიკერები, ევროპარლამენტის პრეზიდენტი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის სპიკერები. სპიკერთა კონფერენცია მიზნად ისახავს პარლამენტების როლის დაცვას, საერთო სამუშაოს განხორციელების მხარდაჭერას და საპარლამენტთაშორისო საქმიანობის ხელშეწყობას.