საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ინტერპელაცია
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2326/3-3/24
29-03-2024
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს
ბატონ ლევან დავითაშვილს
ბატონო ლევან,
საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 149-ე მუხლის საფუძველზე ინტერპელაციის წესით მოგმართავთ შემდეგი
კითხვებით:
1. როდის მიეცემა მსვლელობა პეტიციას, რომელსაც 5 ათასმა მოქალაქემ მოაწერა ხელი
და როგორ უზრუნველყოფთ კომპანია „ორბი ბახმაროს“ პროექტთან დაკავშირებით
გადაწყვეტილების
მიღების
პროცესში
მოქალაქეთა
ჩართულობის
უფლების
რეალიზებას?
2. რა ეტაპზეა კომპანია „ორბი ბახმაროსათვის“ დაბა ბახმაროში მშენებლობის ნებართვის
გაცემის პროცესი და რა მექანიზმებით რეაგირებთ იმ ფაქტზე, რომ კომპანია უკვე
ყიდის ფართებს უნებართვო ნაგებობებში?
3. 2019 წლის 15 მაისის №1098 განკარგულების თანახმად, კომპანიას 1 ლარად გადაეცა
43,269 კვ. მიწა, რის სანაცვლოდაც უნდა განეხორციელებინა 50 მლნ. ლარის (დღგ-ს
გარეშე) ინვესტირება და მინიმუმ 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა. კომპანიას
ვალდებულების ვადა ეწურება 2024 წლის ივნისში. გავრცელებული ინფორმაციით,
ვადა და ვალდებულების პირობები რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა შესაბამისი
განკარგულება არ იძებნება. არსებობს თუ არა განკარგულება შეცვლილი პირობების
შესახებ? სხვა შემთხვევაში, აპირებს თუ არა და რა პირობებით სამინისტრო
ცვლილების განკარგულების ინიცირებას?
4. ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის მიხედვით,
განაშენიანება უნდა განვსაზღვროთ ბახმაროს რელიეფის და განაშენიანების ხასიათის
გათვალისწინებით. ბახმაროს რელიეფურობიდან გამომდინარე, განაშენიანება მეტად
უნდა იყოს შერწყმული ბუნებრივ გარემოსთან. შეესაბამება თუ არა, რომ „ორბი
ბახმაროს“ მიერ წარმოდგენილი გიგანტური ბეტონის შენობა ადგილობრივ ბუნებრივ
გარემოს?
5. კომპანიის წარმომადგენლის საჯარო განმარტებით, ბახმარო წლიურად შეძლებს 300
000-მდე ტურისტის მიღებას. მომზადებულია თუ არა ხარჯთსარგებლიანობის
დოკუმენტი, რომელშიც დათვლილია 1 ლარად გადაცემული რამდენიმე ათეული
მილიონი ქონების სანაცვლოდ, რა სარგებელს მიიღებს ბახმარო?
6. არსებობს თუ არა პროექტში შესაბამისი კვლევებისა და საინჟინრო გადაწყვეტების
დოკუმენტი იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს კომპანია ზვავსაშიშ არეალში
მშენებლობის პირობებში ზვავების მართვას, რისკების აღმოფხვრას და უსაფრთხოების
საერთაშორისო სტანდარტების დაცვას?
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
7. მთავრობის მიერ 1 ლარად გადაცემული მიწების გარდა, კომპანიას ამავე ტერიტორიის
მიმდებარედ საკუთრებაში აქვს 4 ჰექტარზე მეტი მიწა. არსებობს თუ არა შესაბამისი
ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი აღნიშნული ტერიტორიების ათვისებასთან
დაკავშირებით გენერალური გეგმის მიხედვით. ამ მიმდებარე ტერიტორიებს გააჩნია
იგივე პარამეტრები, რაც საპროექტო არეალს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ კომპანია
უფლებამოსილია მსგავსი მასშტაბის შენობების განთავსებაზე მის საკუთრებაში
არსებულ დანარჩენ ფართზე.
8. პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, კომპლექსს დასჭირდება:
დამატებითი ელექტროსიმძლავრეები
წყლის სისტემები
წყლის გამწმენდი ნაგებობები
სახანძრო უსაფრთხოების სისტემები
არსებობს თუ არა პროექტში შესაბამისი საინჟინრო ქსელების, მათ შორის, საპროექტო
ტერიტორიამდე შესაბამისი სიმძლავრეების მიყვანის პროექტი და გადაწყვეტილება,
ვინ
უზრუნველყოფს აღნიშნულ სამუშაოებს, სახელმწიფო თუ კომპანია.
9. არსებობს თუ არა მთლიანად დაბა ბახმაროს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის
და გამწმენდი ნაგებობის პროექტი და უახლოესი სამი წლის განმავლობაში იგეგმება თუ არა
მშენებლობის დაწყება?
10. არსებობს თუ არა საპროექტო ტერიტორიის სრულფასოვანი საინჟინრო-გეოლოგიური
კვლევა?
11. მთავრობის განკარგულების ჩანაწერში მითითებულია ინფორმაცია 10 წლის განმავლობაში
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის აკრძალვის შესახებ. მრავალბინიანი
შენობისთვის სასტუმროს დარქმევა (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპანიამ დაიწყო
საბინაო ერთეულების ინდივიდუალურად გაყიდვა) არის თუ არა განკარგულებით
დადგენილი შეზღუდვისთვის გვერდის ავლა, რადგან სანებართვოდ წარდგენილ პროექტში
არ არის გათვალისწინებული სასტუმროს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სივრცეები.
12. განიხილავს თუ არა სახელმწიფო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის
აკრძალვის 10 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ ბახმაროს ტერიტორიის მრავალბინიანი
საცხოვრისებით განვითარებას?
13. 2018 წლიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემოსულია თუ არა
მოთხოვნა ბახმაროს სარეკრეაციო და მიმდებარე ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსების (მათ
შორის, ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიასთან დაკავშირებით.
14. შეფასებულია თუ არა დაბა ბახმაროს ტურისტული სეზონის (ივნის-სექტემბრის შუა
რიცხვები) პოტენციალი დამსვენებლების რაოდენობასთან დაკავშირებით;
15. რა სტანდარტებით და კრიტერიუმებით არის შესწავლილი და შეფასებული დაბა ბახმაროს
ზამთრის ტურისტული სეზონის პოტენციალი?
16. მოითხოვთ თუ არა უკვე დამტკიცებული განაშენიანების გეგმის გადახედვას და მისთვის
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებების სავალდებულო ჩატარებას?
17. განახლდება თუ არა და რა ვადაში დაბა ბახმაროს განაშენიანების გეგმა კლიმატის
ცვლილებით გამოწვეული პრობლემების ჭრილში?
პარლამენტის წევრი
არმაზ ახვლედიანი
პარლამენტის წევრი
თეონა აქუბარდია
პარლამენტის წევრი
რომან გოცირიძე
პარლამენტის წევრი
ხატია დეკანოიძე
პარლამენტის წევრი
ალექსანდრე ელისაშვილი
პარლამენტის წევრი
ქეთევან თურაზაშვილი
პარლამენტის წევრი
ანა ნაცვლიშვილი
პარლამენტის წევრი
დავით ხაჯიშვილი