საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის მიერ წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოხსენება

მოხსენება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.05.2024
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე
ნომერი
#1-5972/24/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის მიერ წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოხსენება

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-05-27
ბიუროს ნომერი 354

📜 ტექსტი

წერილი
24 მაისი 2024 MOH 6 24 00562683 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 153-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წარმოგიდგენთ მინისტრის საათის ფორმატში განსახილველ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოხსენებას. პატივისცემით, მინისტრი მიხეილ სარჯველაძე
მოხსენება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის საათი საქართველოს პარლამენტში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის N153-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, “მინისტრის საათის” ფორმატში, წინამდებარე დოკუმენტით წარმოდგენილია ძირითადი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწევების, გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ. სამინისტროს მთავარ მიზანს კეთილდღეობის, სოციალური და წარმოადგენს. მოქალაქის ჯანმრთელობის, დასაქმების უფლებების დაცვა პანდემიის შემდგომ პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმები, რაც ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის და ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნებს ემსახურება. რეფორმების დადებითი შედეგების შენარჩუნება, დარჩენილი გამოწვევების დროული და სწორი შეფასება და სათანადო რეაგირება სამინისტროს გუნდის მთავარი ამოცანაა. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა 2013 წელს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსურად და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი, ხარისხიანი სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფაზე. არავინ უნდა დარჩეს აუცილებელი სამედიცინო სერვისების გარეშე. საქართველოს ჯანდაცვის სტრატეგია სრულად იზიარებს „ყველაფერი ჯანმრთელობისთვის და ჯანმრთელობა 1 ყველასთვის“ მოწოდებას, რაზეც ამ დღეებში გამართულ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 77-ე ფორუმზე 190-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი კიდევ ერთხელ შეთანხმდა. საქართველო, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის და სხვა პრიორიტეტული პროგრამების განხორციელების ფონზე სწრაფად უახლოვდება მდგრადი განვითარების ამოცანებით განსაზღვრულ სამიზნეებს. მკვეთრად დადებითი დინამიკა შეინიშნება ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობის, ტუბერკულოზის, აივ/შიდსის, C ჰეპატიტის კონტროლის კუთხით (იხილეთ სურათი 1). სურათი 1. ჯანდაცვის პრიორიტეტული სახელმწიფო პროგრამების ზეგავლენა 2012 2023 კლება 3’778 1’143 231% ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა 617 328 88% 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა 705 384 84% 2015 2021 5.4% 1.8% ტუბერკულოზის ახალი შემთხვევები C ჰეპატიტის გავრცელება 67% პროგრესი ბევრი მიმართულებით თვალსაჩინოა, თუმცა საქართველოც იზიარებს ჯანდაცვის სფეროს იმ გამოწვევებს, რაც ევროპის რეგიონში დღეისთვის უაღრესად აქტუალურია - მათ შორის არაგადამდები დაავადებების კერძოდ, კიბოსთან დაკავშირებული ტვირთი, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა პრევენციული სერვისების გაძლიერების გზით, მკურნალობისა და დიაგნოსტიკის ინოვაციური მეთოდების სწორი და რაციონალური დანერგვა, ანტიმიკრობული რეზისტენტობა, ადამიანზე ორიენტირებული, ფსიქიკური ჯანმრთელობის თანამედროვე სერვისების დანერგვა, აუცილებელ მედიკამენტებზე უწყვეტი 2 ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის რისკებზე რეაგირების და ჯანდაცვის სისტემისთვის ადამიანური რესურსის მოზიდვის და შენარჩუნების სირთულეები. საყოველთაო ჯანდაცვა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა გასული 10 წლის მანძილზე იყო და რჩება ჯანდაცვის სისტემის მთავარ საყრდენად. პროგრამის დაწყებიდან (2013 წლის თებერვალი) დღემდე, 3.3 მლნ. მოქალაქეს, 13.0 მლნ. სამედიცინო შემთხვევა, 8.5 მილიარდი ლარით დაუფინანსდა. 2024 წლის პროგრამის ბიუჯეტი 1’035.0 მილიარდი ლარით განისაზღვრა, ფართოვდება პროგრამის მოცულობაც (სურათი 2): სურათი 2. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მზარდი დაფინანსება, სერვისების სპექტრის გაფართოებისა და მოსარგებლეთა მოცვის გაუმჯობესებისთვის 2013 წლიდან დღემდე დაფინანსების ოდენობა კარდიოქირურგიის მიმართულებით გაიზარდა 12-ჯერ, ხოლო მოსარგებლეების რიცხვი 10ჯერ; ონკოპაციენტების სისტემური თერაპიისთვის გამოყოფილი თანხები 51-ჯერ გაიზარდა, ხოლო მოსარგებლების რიცხი 14-ჯერ, გეგმიური ქირურგიის სერვისების 2013 წლიდან თითქმის 30-ჯერ გაიზარდა დაფინანსების ოდენობა, ხოლო სერვისი 14-ჯერ მეტმა პაციენტმა მიიღო (სურათი 3). საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით 2021 წლიდან სწრაფად გაფართოვდა. 2022 წელს ქიმიო-ჰორმონო და სხივური თერაპიის წლიური ლიმიტი 25’000 ლარამდე გაიზარდა (2019 3 წელს ლიმიტის ოდენობა 18’000 ლარს შეადგენდა). ასევე იფარება კიბოს მკურნალობის პროცესში საჭირო გამოკვლევები. 2024 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს (დაზღვევის და სოციალური სტატუსის მიუხედავად) შეუძლია მიიღოს ონკოლოგიის სამკურნალო მედიკამენტები (ქიმიო, ჰორმონო და იმუნოთერაპია) სრულად-ლიმიტის გარეშე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობისთვის გამოყოფილი თანხები წლიდან წლამდე მზარდია, რაც ძვირადღირებული და ინოვაციური მედიკამენტებით მკურნალობას ხმარდება (2020 წელი - 18.5 მლნ. ლარი და 2023 წელი - 58.3 მლნ. ლარი). ყოველწლიურად ონკოლოგიური სერვისის მიმღებია 20-23’000-მდე პაციენტი. მოსახლეობისთვის თანაგადახდასთან დაკავშირებული ფინანსური ტვირთის შემცირების მიზნით, 2023 წლის აპრილიდან დაწესდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჰოსპიტალურ მომსახურებაზე თანაგახადის ზედა ზღვარი. ამგვარად საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის შეადგენს არაუმეტეს 500 ლარს, ხოლო 0-5 წლის ბავშვების, შშმ ბავშვების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის არაუმეტეს 1’000 ლარს. ხოლო დანარჩენი მოსარგებლეებისთვის კი არ აღემატება 1’500 ლარს. 2017 წლიდან გაიზარდა მოწყვლადი ჯგუფებისთვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. თავდაპირველად პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდებოდა გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, დიაბეტის, ფილტვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. 2018 წელს გაფართოვდა პროგრამის მოსარგებლეები და დაემატა საპენსიო ასაკისა და შშმ სტატუსის მოსახლეობა. 2020 წელს პროგრამა სრულად დაინტეგრირდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, დაემატა პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამენტები 4 მედიკამენტები 20%-იანი თანაგადახდით პაციენტის მხრიდან, რომელიც მოიხსნა 2024 წლის მარტიდან. ასევე, 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროგრამას დაემატა ანტიბაქტერიული სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება. 2024 წელს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე მოიხსნა წლიური ლიმიტი. გაფართოვდა ნოზოლოგიური ჯგუფები, კერძოდ, დაემატა გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები. შედეგად, ბენეფიციართა რაოდენობა 119’000-დან (2020 წელი), 365’000-მდე (2023 წელი) გაიზარდა. 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 აპრილამდე ქრონიკული მედიკამენტები გამოეწერა 243’869 ბენეფიციარს, მომსახურება მიიღო 241’237 ბენეფიციარმა. ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებზე პროგრამის ბიუჯეტი 2020 წელს - 4.1 მლნ.-დან - 2023 წელს 46.3 მლნ. ლარამდე გაიზარდა. 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის კომპონენტი, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 11.0 მლნ. ლარია. კომპონენტს ჰყავს 6 მიმწოდებელი, სულ დახმარება გაეწია 1’000-ზე მეტ პაციენტს. 2022 წლიდან ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე, როგორც შშმ პირის სტატუსის მქონე, ასევე ამ სტატუსის არმქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილია სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით. 2023 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მშობიარობის დაფინანსება. მშობიარობა - 500 ლარიდან და საკეისრო კვეთა - 800 ლარიდან 1’222 ლარამდე. ამასთან, მოიხსნა პაციენტისთვის თანაგადახდის ვალდებულება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტურობის გაზრდის მიზნით 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა სერვისების ანაზღაურების ახალი მექანიზმი - დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემა. 5 სურათი 3. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა - შესაძლებლობა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სერვისების განვითარებისთვის DRG მეთოდი დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში დიდი ხნის წინ აპრობირებული მექანიზმია. DRG-ის დანერგვის ადრეული შეფასება მიუთითებს, რომ DRG-ზე გადასვლამ ჰოსპიტალურ სექტორს რამდენიმე მნიშვნელოვანი პოზიტივი მოუტანა. კერძოდ: • გამარტივდა შესრულებული სამუშაოს აღწერა/ანგარიშგება (კოდირების, სტატისტიკის, ანგარიშგების გაუმჯობესება); • მოხდა დაწესებულებებს შორის ანაზღაურების უნივერსალიზაცია; • რეფორმამ ხელი შეუწყო სექტორში ხარჯების გაზომვადობას, გამჭვირვალობას და პროგნოზირებადობას. შემოსავალი და ხარჯები 6 პროგნოზირებადი გახდა არა მარტო დაწესებულებებისთვის არამედ სახელმწიფოსთვისაც; • ასევე, შექმნა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პოტენციალი, რადგან მოსალოდნელია, რომ დაწესებულებები ფასებით კონკურენციიდან ხარისხით კონკურენციაზე გადავლენ; • აღსანიშნავია, რომ დაწესებულებებს გაუჩნდათ მოტივაცია, რათა გაზარდონ კლინიკური მართვის ეფექტიანობა. DRG რეფორმის დადებითი შედეგია ისიც, რომ 2023 წელს სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა საშუალოდ 27%-დან 12%-მდე შემცირდა. ამჟამად, მიმდინარეობს საკონსულტაციო შეხვედრები ჰოსპიტალურ სექტორთან, რომლისთვისაც საუკეთესო პლატფორმა შექმნა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალური საკითხთა კომიტეტმა და სამინისტრო აქტიურად სარგებლობს ამ შესაძლებლობით. კონსულტაციების მიზანია იმ გამოწვევების გამოკვეთა, რაც DRG მექანიზმის დანერგვას ახლავს თან და გრძევადიანი თანამშორმლობის ეფექტიანი მექანიზმების ჩამოყალიბება. ტარიფების განახლება მიმდინარე პროცესია, რასაც სამინისტრო, ჰოსპიტალურ სექტორთან ერთად, განახორციელებს სწორი და დაბალანსებული ტარიფების დასადგენად. სამომავლოდ, სექტორთან თანამშორმლობით, გაგრძელდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემის (DRG) სრულყოფა. DRG მექანიზმის პარალერულად მოხდება დაფინანსების სხვა მექანიზმების გამოყენებაც, რაც ხელშემწყობ პირობებს შექმნის მაღალმთიან რეგიონებში მცირე ზომის ჰოსპიტლების ფუნქციონირებისთვის. ამასთანავე, ანაზღაურების სათანადო მექანიზმები დაინერგება ძვირადღირებული ინვოვაციური მეთოდების განსხვავებული წესით დაფინანსებისთვის. რეანიმაციული საწოლფონდის არასაჭირო დატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, განვითარდება გახანგრძლივებული ინტენსიური 7 მოვლის საწოლფონდი იმ პაციენტებისთვის, ჰოსპიტალში დაყოვნება ხანგრძლივად. ვისაც ესაჭიროებათ სახელმწიფო ხელს შეუწყობს პალიატიური მოვლის სერვისების განვითარების იმ პაციენტებისთვის, ვისაც განუკურნებელი დაავადებები აქვთ და სჭირდებათ განსაკუთრებული მოვლა. გაგრძელდება რეაბილიტაციის სერვისების განვითარება, როგორც ჰოსპიტალურ, ასევე ამბულატორიულ დონეზე. გაფართოვდება რეაბილიტაციის სერვისების ჩამონათვალი (ამჟამად პოსტტრავმული და ინსულტის შემდგომი მდგომარეობები) და კლინიკური მდგომარეობების ფართო სპექტრს მოიცავს. ჯანდაცვის პრიორიტეტული პროგრამები იზრდება პრიორიტეტულ სფეროებში მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და სერვისების მოხმარება (სურათი 4) 2020 წლიდან 2024 წლის მიმდინარე პერიოდში დაფინანსებულ შემთხვევათა რაოდენობა 2.2 მლნ-ზე მეტია. 2020-2024 წლებში აღინიშნა ბიუჯეტის ზრდა შემდეგი მიმართულებებით: 85%-ით - ფსიქიკური ჯანმრთელობის, 50%-ით - დიაბეტის მართვის, 28%-ით - დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის, 293%-ით - იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის, 84%-ით - პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის, 250%-ით - რეფერალური მომსახურების პროგრამების დაფინანსება. დიაბეტის მართვის პროგრამის ბიუჯეტი 2020-2024 წლებში გაორმაგდა და 2024 წელს 30 მლნ. ლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში სულ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 73’800 შემთხვევა. 2022 წლიდან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 18 წლამდე პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის უახლესი თაობის სისტემები (CGM), რისთვისაც 2022 წლიდან პროგრამის ბიუჯეტში გამოყოფილია 6.0 მლნ. ლარი. პროგრამის ფარგლებში შეძენილი მოწყობილობით ამჟამად სარგებლობს 1’155 ბავშვი. 8 სურათი 4. სახელმწიფო დაფინანსების სტაბილური და არსებითი ზრდა ჯანდაცვის პრიორიტეტული პროგრამებისთვის (მლნ ლარი)          ფსიქიკური ჯანმრთელობა დიაბეტის მართვა ორგანოთა ტრანსპლანტაცია დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტთა მკურნალობა პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა რეფერალური მომსახურება თავდაცვის ძალებში გასაწვევთა სამედიცინო შემოწმება 425 318 467 367 253 95 124 139 149 158 179 198 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 2021 2022 2023 2024 CGM სისტემების სრულყოფილად გამოყენებისთვის, პროგრამის ფარგლებში დაიწყო მობილური სმარტფონების დაფინანსება (შესყიდულ იქნა 400 სმარტფონი). 2023 წელს პერიოდში გაცემულია 167 სმარტფონი და 241 CGM სისტემა. 2023 წელს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურების კომპონენტით ისარგებლა 1’400-ზე მეტმა ბენეფიციარმა, ხოლო სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტით - 2’600-ზე მეტმა ბენეფიციარმა. გაიზარდა პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც. თუ გასულ წლებში პროგრამა მხოლოდ დედაქალაქის 3 დაწესებულებაში იყო ხელმისაწვდომი, 2023 წლიდან ბავშვთა მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის, აჭარის რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში. გრძელდება მუშაობა პროგრამის კიდევ უფრო გაფართოების მიმართულებით. 2022 წელს დაიწყო და სრული დატვირთვით გრძელდება ორგანოთა ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს ღვიძლისა და ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციების სრულად დაფინანსებას, მათ, შორის საზღვარგარეთ. მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია 9 ფინანსდება 20’000 ლარით, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის წინა კვლევები - 10’000 ლარით, აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია 95’000 ლარით, ალოგენური ტრანსპლანტაცია 170’000 ლარით, ჰაპლოიდენტური ტრანსპლანტაცია - 205’000 ლარით და ღვიძლის ტრანსპლანტაცია 120’000 ლარით. სულ დაფინანსდა 60 ძვლის ტვინისა და 14 ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია. პროგრამის ბიუჯეტმა 2022-2024 წლებში შეადგინა 13.1 მლნ. ლარი. გასული წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა დიალიზის სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაფართოება. 2023 წელს დაემატა დიალიზის სერვისის ოთხი მიმწოდებელი ზუგდიდში, ახალქალაქში, წალკასა და ბათუმში. ხოლო 2024 წელს დაემატა დიალიზის სერვისის ცხრა მიმწოდებელი (მარტვილის, ყვარელის, დუშეთის, საგარეჯოს, ჭიათურას, ხულოს, სენაკის, ტყიბულის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები). 2024 წლის აპრილის მდგომარეობით, დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომია უკვე 49 დაწესებულებაში. პროგრამის ფარგლებში ჩართული იყო 3’300-მდე პაციენტი. სულ გატარდა ჰემოდიალიზის 406’000-ზე მეტი შემთხვევა (3 211 ბენეფიციარი), პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფის 832 შემთხვევა (90 ბენეფიციარი). პროგრამის ბიუჯეტი 2020-2024 წლებში გაიზარდა 28%-ით (2020 წელი 38.6 მლნ. ლარი - 2024 წელი 50.0 მლნ. ლარი). იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის პროგრამის ბიუჯეტი 11.2 მლნ. ლარიდან (2020) – 44.0 მლნ. ლარამდე (2024) გაიზარდა (ზრდა 293%). სულ პროგრამის ფარგლებში დაფინსდა 11’400 შემთხვევა. 2021 წელს პროგრამას დაემატა ვილსონის დაავადებით, ჰიპოთირეოზის მძიმე ფორმით დაავადებულთათის სპეციფიკური მედიკამენტის შესყიდვა. 2022 წელს სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებულთათვის სპეციფიკური მედიკამენტის შესყიდვა. 2023 წლის დასაწყისში კი განხორციელდა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა, სექტემბრიდან აქონდროპლაზიით დაადებულ ბავშვთა ამბულატორიული ზედამხედველობა და 10 მედიკამენტ ვოსორიტიდით უზრუნველყოფა, რისთვისაც გამოიყო 10 მლნ-მდე ლარი. 2024 წლიდან კი მოხდება გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტის შესყიდვა. გაუმჯობესდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული და თემზე დაფუძნებული მომსახურების მოცულობა და ხარისხი. 2020-2024 წლებში 85%-ით გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი. პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს 24 ფსიქიატრიული მობილური გუნდი და 22 სათემო ამბულატორიული სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება. ფსიქიკური სტაციონარული სერვისების მიმწოდებელია 12 კლინიკა. 2023 წლის იანვარში შეფასდა სტაციონარში 6 თვეზე და მეტი დაყოვნების პაციენტების რაოდენობა და დაყოვნების მიზეზები. 120 პირი გადაყვანილია სენაკის მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლებში. მომზადდა ფსიქიკური ჯანმრთელობის ახალი სტანდარტები, რომელიც გახდება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საფუძველი. რეფერალური დახმარების პროგრამა და სოლიდარობის ფონდი: რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებში იქმნება დამატებითი შესაძლებლობები, ხელმისაწვდომი გახდეს ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურებები როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, რაც ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტ მოქალაქეს იცავს კატასტროფული დანახარჯებისგან. რეფერალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტის 95%-იან ზრდასთან ერთად გაიზარდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების მასშტაბი. 2020-2024 წლის მარტის მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 76’154 შემთხვევის მკურნალობა. ჯამური ხარჯი: 319’501’000 ლარი. ჩამოყალიბდა საერთაშორისო თანამშრომლობა ისრაელის იხილოვის, ესპანეთის ქირონსალუდის და თურქეთის (აჩიბადემი, ანადოლუ, ლივ, მემორიალი) კლინიკებთან ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების 11 გაძლიერებისთვის. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის 1 აგვისტოდან დღემდე განხორციელდა 0-18 წლამდე ბავშვთა ონკოლოგიური პროგრამის 89 ბენეფიციარის საზღვარგარეთ პროვაიდერ კლინიკებში მკურნალობა. ჯამურმა ხარჯმა შეადინა 4’670’000 ლარი. დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობა არის სოლიდარობის ფონდის შემოწირულობებიდან. 2020-2024 წლებში საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში მომსახურება მიიღო 0-22 წლამდე 390 ონკოლოგიურმა პაციენტმა, ჯამურმა ხარჯმა შეადგინა 7’745’000 ლარი. ჯანმრთელობის სერვისების მოხმარების და ჯანდაცვის დანახარჯების თაობაზე შინამეურნეობების კვლევის უახლესი მონაცემებით 2017 წლიდან 2023 წლამდე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღინიშნება სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით: • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, შენარჩუნდა სერვისებით მაღალი დაფარვა; • თუ 2017 წელს გამოკითხულ პირთა 8.3% აღნიშნავდა, რომ ვერ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას ფინანსური ხელმისაწვდომობის არქონის გამო, ეს მაჩვენებელი 2023 წლის მონაცემებით მხოლოდ 1.6%-ია. (სურათი 5); • კვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წელს, მნიშვნელოვნად გაიზარდა პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებსაც გაუჩნდათ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღების შესაძლებლობა. ამ შედეგის მიღწევა 2022 და 2023 წლებში მთავრობის მიერ ინიციირებულ ფარმაცევტულ რეფორმებს უკავშირდება; - 2017 წელს 9.6%-დან 3.8%-მდე შემცირდა იმ ადამიანების წილი, რომლებიც იყვნენ ავად და ფინანსური ბარიერების გამო ვერ შეიძინეს მედიკამენტები. 12.7%-დან 9.4%-მდე შემცირდა იმ ადამიანების წილი, რომლებიც იყვნენ ავად და ფინანსური ბარიერების გამო ვერ ჩაიტარეს ლაბორატორიული გამოკვლევები. 12 სურათი 5. სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ბარიერების შემცირება 20142023 25.00% 20.6% 20.00% 15.00% 12.7% 12.2% 9.6% 10.00% 9.4% 3.8% 5.00% 1.2% 0.7% 0.5% 2014 2017 2023 0.00% 2014 2017 2023 2014 2017 2023 პაციენტების რაოდენობა, პაციენტების რაოდენობა, პაციენტების რაოდენობა, რომლებიც ვერ მოხვდნენ რომელთაც ვერ ჩაიტარეს რომელთაც წამალი ესაჭიროებოდათ და ვერ დანიშნული ლაბ. კვლევები სტაციონარში ფინანსური ბარიერების გამო ფინანსური ბარიერების გამო შეიძინეს ფინანსური ბარიერების გამო იმავე კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო პირველადი ჯანდაცვის სერვისების გასაძლიერებლად, რაც თავიდან აგვაცილებს არასაჭირო ჰოსპიტალიზაციას და მეტ რესურსს დატოვებს სისტემაში ამბულატორიულად ქრონიკული დაავადებების მართვის და მედიკამენტების უზრუნველყოფისთვის. ჯანდაცვის ანგარიშების სისტემის მონაცემებით, ყოველწლიურად მცირდება მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების წილი ჯანდაცვაზე გაწეულ მთლიან დანახარჯებში: თუ 2012 წელს ის 73%-ს შეადგენდა, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით 41% იყო. (სურათი 6) 13 სურათი 6. ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდისა და ჯიბიდან გადახდების შემცირების ტენდენცია (%) 100% 90% 4% 4% 4% 73% 69% 66% 5% 6% 6% 12% 12% 57% 56% 55% 47% 47% 36% 36% 37% 38% 40% 41% 44% 2015 2016 2017 2018 2019 2020 19% 15% 17% 17% 40% 42% 42% 41% 2022 2023 80% 70% 60% 50% 31% 40% 30% 20% 10% 0% 21% 24% 28% 2012 2013 2014 სახელმწიფო ხარჯები ჯიბიდან გადახდები კერძო დაზღვევა და სხვა კერძო ხარჯები დონორული დახმარება 54% 2021 * 2021 და 2022 წელი მოიცავს COVID-19-ის ხარჯებს პირველადი ჯანდაცვა: 2020 წლიდან დღემდე პირველადი ჯანდაცვის (პჯდ) დონეზე ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა პჯდ დაწესებულებების შეფასება და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში მონაწილეობისთვის შერჩევა ისეთი კრიტერიუმების შესაბამისად, როგორიცაა ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ექიმების და ექთნების კვალიფიკაცია და მონაწილეობა უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამებში, ასევე იმუნიზაციის, C ჰეპატიტზე სკრინინგის და სხვა პრევენციულ პროგრამებში. ამ კრიტერიუმების მიხედვით პროგრამის ფარგლებში სერვისების მიწოდებას აგრძელებენ ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ყველაზე ხარისხიან და პაციენტზე ორიენტირებულ სერვისებს აწვდიან. ოჯახის ექიმთა მსოფლიო ორგანიზაციის ახალი სახელმძღვანელოს შესაბამისად, სამინისტრომ 2023 წელს მიიღო საოჯახო მედიცინის პრაქტიკის თანამედროვე სტანდარტები, რომელთა დანერგვაზე მუშაობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით აქტიურად ხორციელდება. 2022 წელს „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი გახდა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგი. დღეს 14 მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 1004 სოფლის ამბულატორია, სადაც დასაქმებულია 1283 ექიმი და 1542 ექთანი, რომელთა შრომის ანაზღაურების გაუმჯობესება ეტაპობრივად ხორციელდება. 2024 წელს სოფლის ექიმის ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა 1’262.50 ლარით (ნაცვლად 1’162.50 ლარის), ხოლო სოფლის ექთნის/ფერშლის 1’018.75 ლარით (ნაცვლად 918.75 ლარის). 2020-2024 წლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის, მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის პროექტების ფარგლებში განხორციელდა 400 სოფლის ამბულატორიის აღჭურვა ავეჯითა და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. 2022-2023 წლებში აშენდა და აღიჭურვა 17 სოფლის ამბულატორია, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ამბულატორიას, ამჟამად, მიმდინარეობს 11 სოფლის ამბულატორიის მშენებლობარეაბილიტაცია. 2022 წელს დაიწყო სოფლად პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ინოვაციური ტექნოლოგიების, კერძოდ ტელემედიცინის დანერგვა. 50 სოფლის ამბულატორია აღიჭურვა აპარატურით და 3100-მდე სოფლად მცხოვრებ ადამიანს ჩაუტარდა სპეციალისტის კონსულტაცია ტელემედიცინის სერვისის საშუალებით. 2024 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია კიდევ 60 სოფლის ამბულატორიის აღჭურვა ტელემედიცინის თანამედროვე აპარატურით. ოჯახის ექიმის „მეკარიბჭის“ (gatekeeper) ფუნქციის გაძლიერების და პაციენტისთვის ჯანდაცვის სისტემაში მოძრაობის პროცესის გამარტივების მიზნით, სოფლის მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტების სერვისის მიწოდებაში ჩაერთო რუხის და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოები. სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის მართვის პირობებში, სოფლიდან ოჯახის ექიმი ახორციელებს მიმართვას ჰოლდინგის ქსელის დაწესებულებებში. პირველადი ჯანდაცვის, როგორც „მეკარიბჭის“ ფუნქციის უკეთ განხორციელების მიზნით, სამინისტრომ დაამტკიცა 19 გზამკვლევი ყველაზე გავრცელებული დაავადებების მართვისთვის. გზამკვლევების მიზანია არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილება და 15 პაციენტებისთვის ამბულატორიულ პირობებში დაავადებების მართვის საუკეთესო შესაძლებლობების შექმნა. შედეგად, თუ 2020 წელს ამბულატორიულად მართვადი დაავადებების 15%-ის ჰოსპიტალიზიაცია ხდებოდა, 2024 წელის დასაწყისისთვის თავიდან აცილებადი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევათა წილი 12%-მდე შემცირდა. მომავალ წლებში, პირველადი ჯანდაცვის სისტემის კომპლექსური რეფორმის შედეგად, დაგეგმილია თავიდან აცილებადი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევათა წილის 5%-მდე შემცირება, რამაც უნდა უზრუნველყოს დანახარჯების ოპტიმიზაციის და ამბულატორიული სერვისების უფრო მეტად გაფართოვება. ჰოსპიტალური სექტორი საქართველოში 2007 წელს ჰოსპიტალური სექტორის ფართომასშტაბიანმა პრივატიზაციამ უმცირესი სეგმენტი დატოვა სახელმწიფო საკუთრებაში. 2014 წლიდან სახელმწიფოს მიერ კლინიკების ნაწილის საკუთრებაში დაბრუნების შემდეგ კერძო და სახელმწიფო საწოლფონდის თანაფარდობა 85% კერძო და 15% სახელმწიფო გახდა. შედარებისთვის, ევროპის ბევრ ქვეყანაში საწოლების 90% (მ.შ. სლოვაკეთი, ლიეტუა, ხორვატია, ფინეთი, ესტონეთი, მალტა, დანია, რუმინეთი და ლატვია) სახელმწიფო საკუთრებაშია. ნიდერლანდებში ჰოსპიტალური საწოლფონდის უდიდესი ნაწილი კერძოა, მაგრამ არა მომგებიანია; გერმანიაში კერძოა ჰოსპიტლების 60%, ხოლო ბელგიაში 73%. ჰოსპიტალურ სექტორში სახელმწიფოს კონკურენტული როლის გაძლიერების მიზნით, 2019 წლიდან დღემდე აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კლინიკების ხელშეწყობის პროცესი. სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგი განახორციელებს მის მმართველობაში მყოფი კლინიკების ინფრასტრუქტურული საჭიროებების გადაწყვეტისთვის სათანადო პროექტებს. 16 ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზის განვითარების პროექტის მომზადება სექტემბრისთვის დასრულდება, რაც დეტალურად განსაზღვრავს არსებული შენობის მოდელს, ასევე ახალი შენობის მშენებლობის საკითხებს. უახლოეს პერიოდში დასრულდება ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვა, რაც ცენტრს უმაღლესი სტანდარტის შესაფერის გარემოში ფუნქციონირების შესაძლებლობას მისცემს. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება 2023 წლიდან რეფორმების შემდეგი ეტაპი დაიწყო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით. 2023 წელს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები და დაინერგა პარამედიკოსის ინსტიტუტი. მიმდინარე ეტაპზე გადამზადდა და დასაქმდა 286 პარამედიკოსი და 30 მოტომედიკოსი. 2023 წლის იანვარსა და ოქტომბერში, ხოლო შემდეგ 2024 წლის იანვარში 10-10%-ით გაიზარდა გადაუდებელი დახმარების ყველა თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურება და განხორციელდა სოციალური პირობებისა და სადაზღვევო პაკეტის მკვეთრად გაუმჯობესება. 2023 წლიდან დაიწყო რეანიმობილების რაოდენობის გაზრდა რეანიმობილები უკვე დაემატა ხულოს, ოზურგეთის, ლენტეხის, მესტიის და ყაზბეგის რაიონებს, ხოლო პედიატრიული პაციენტების ტრანსპორტირებისათვის თბილისის ლოკაციას. 2023 წლის აგვისტოში შესყიდული იქნა და წლის ბოლომდე კიდევ მოხდება 15 ერთეული, ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი რეანიმობილის მოწოდება ბათუმის, თბილისის, გურჯაანის, აბაშის, წნორისა და ტყიბულის რაიონებისთვის. დამატებითი რეანიმობილების შესყიდვის საკითხი განისაზღვრება შემდგომი ანალიზის საფუძველზე, რომელიც დაფუძნებული იქნება სამედიცინო მომსახურების დროულად და ხარისხიანად მიწოდების ინდიკატორებზე. 17 მიმდინარეობს ცენტრის ავტოპარკის განახლება - 2023 წელს დაემატა რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის 25 ახალი ავტომობილი და 18 სასწრაფო დახმარების ავტომანქანა, ხოლო 2024 წელს ეტაპობრივად მოხდება 105 ახალი ავტომობილის დამატება. სულ ჯამში, ამ ეტაპზე, ცენტრი მოსახლეობას 319 სასწრაფოს მანქანით, 23 რეანიმობილით და 6 მოტომედიკოსით ემსახურება. 2023 წელს გაიხსნა გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა, სადაც ერთიანი რეაგირებისა და მართვის ცენტრი განთავსდა. 2024 წელს დასრულდება 3 რაიონული ცენტრის რეაბილიტაცია და მშენებლობა. ადამიანური რესურსი და პროფესიული რეგულირება საკანონმდებლო დონეზე 2024 წელს განხორციელდა ექთნების და მეანი ექთნების (წარსულში ბებიაქალების) საკანონმდებლო აღიარება და მათი „რეგულირებად“ პროფესიად განსაზღვრა. 2025 წლის 1 სექტემბრამდე პროფესიული განათლების მქონე ექთნები და მეან-ექთნები უგამოცდოდ გაივლიან სერტიფიცირებას და მიენიჭებათ სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის/მეან-ექთნის წოდება. უმაღლესი საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები 2030 წლის 1 იანვრამდე უგამოცდოდ გაივლიან რეგისტრაციას და მიენიჭებათ რეგისტრირებული ექთნის/მეანექთნის წოდება. აღნიშნული თარიღების შემდეგ, ორივე კატეგორიის ექთნებს და მეან-ექთნებს მოუწევთ შესაბამისი სახელმწიფო გამოცდის ჩაბარება საქმიანობის ნებართვის და შესაბამისი წოდების მოპოვების მიზნით. შეიქმნება ერთიანი ელექტრონული სისტემა ჯანდაცვის სფეროში რეგულირებადი პროფესიების რეგისტრაციისთვის. სახელმწიფოსთვის ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება და მათთვის ღირსეული შრომითი ანაზღაურების უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, 2023 წელს ამოქმედდა მინიმალური 18 ანაზღაურების მექანიზმი ექიმის, ექთნის, ხოლო 2024 წლიდან უმცროსი ექიმის, ექთნის თანაშემწის, ბებიაქალისა და სანიტრის პოზიციებზე. დამსაქმებლისთვის გაჩნდა ვალდებულება, რომ აღნიშნულ პერსონალს საათობრივად შესრულებული სამუშაო აუნაზღაუროს არანაკლებ კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობისა. იმისათვის, რომ აღნიშნული ვალდებულება იქნას დაცული და პერსონალთან უკლებლივ მივიდეს კუთვნილი ანაზღაურება, სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური ელექტრონული სისტემის საშუალებით რუტინულად ახორციელებს პერსონალისთვის გადახდილი ხელფასის კანონთან შესაბამისობის მონიტორინგს. გამოწვევად რჩება ექიმების პროფესიული მზადების, მათ შორის რეზიდენტურის პროგრამების ორგანიზების საკითხები, განსაკუთრებით კლინიკურ ბაზებზე სწავლება (ე.წ. საუნივერსიტეტო კლინიკები). დაწყებულია მუშაობა რეზიდენტურის პროგრამების გადახედვაზე/განახლებაზე, რათა უკეთ ჩამოყალიბდეს კლინიკური ბაზებისთვის რეზიდენტურის პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები და მოხდეს ჩასარიცხი რეზიდენტების რაოდენობის ოპტიმიზაცია. მაგალითისთვის, დეფიციტურია ოჯახის ექიმის, რეანიმატოლოგის, ფსიქიატრის, ბავშვთა მაღალტექნოლოგიური სერვისების მიმართულებების, მათ შორის ბავშვთა ონკოჰემატოლოგის სპეციალობები. დარგის ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა რეზიდენტურის პროგრამაში ჩარიცხვის, ბაზების შერჩევის და რეზიდენტების ფინანსური მხარდაჭერის თაობაზე. დიპლომისშემდგომ განათლებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სარეზიდენტო მზადება უფინანსდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე პირებს პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში. ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მიმდინარეობს უწყვეტი სამედიცინო განათლების სავალდებულო სისტემის ეტაპობრივად შემოღების პროცესი. 19 სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საექიმო პროფესიების ნუსხის შესაბამისობის უზრუნველყოფა ევროპაში აღიარებულ სპეციალობებთან, ასევე რეზიდენტურის პროგრამების ჰარმონიზაცია ევროკავშირის სტანდარტებთან. სამინისტრომ, აზიის განვითარების ბანკის დახმარებით, განაახლა თანამშორმლობა ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალთან (Brithish Medical Journal), რომელიც ქართველი ექიმებისთვის უზრუნველყოფს წვდომას მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო რესურსებზე. პროფესიული ასოციციებთან თანამშრომლობის უკეთ კოორდინაციის მიზნით, 2023 წელს დაინერგა ასოციაციების შეფასების და აღიარების მექანიზმი. განაცხადი გააკეთა 70-მდე ორგანიზაციამ და ამ დროისთვის დარგობრივი ასოციაციის სტატუსი მიენიჭა 15 ორგანიზაციას. მნიშვნელოვანია გაიზარდოს პროფესიული ასოციაციებს როლი სამომავლოდ პროფესიული სტანდარტების ჩამოყალიბების, რეზიდენტურის პროგრამების განახლების, და უწყვეტი პროფესიული განვითარების სფეროებში. სამედიცინო მომსახურების ხარისხი სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება, სამედიცინო დაწესებულებების ეფექტურ რეგულირებასა და შესაფარის ინფრასტრუქტურასთან ერთად ხარისხის უზრუნველყოფის აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით დაწყებულია სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაცია: 210 ჰოსპიტალს (კლინიკების 78%) დაწყებული აქვს მუშაობა საერთაშორისო აკრედიტაციაზე. რამდენიმე დაწესებულებამ უკვე მოიპოვა საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც საქართველოში მაღალი სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. კლინიკური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით სამინისტრომ გაიდლაინების ეროვნული საბჭოს საშუალებით აღიარა პროფესიული ასოციაციების მიერ მომზადებული 133 გაიდლაინი, 327 პროტოკოლი და 20 19 კლინიკური გზამკვლევი. ეს დოკუმენტები საუკეთესო სახელმძღვანელოა ექიმებისა და მარეგულირებელი ორგანოსთვის კლინიკური პრაქტიკის ჯეროვნად წარმოებისა და შეფასებისთვის, რაც პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვის და კლინიკური გამოსავლების გაუმჯობესების შესაძლებლობაა. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და ხარისხი 2022-2024 წლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფარმაცევტული პოლიტიკის გაუმჯობესებას. მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება მედიკამენტების ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით და 2023 წელს ამოქმედდა მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების სისტემა, რამაც უპირობოდ დადებითი ასახვა იქონია როგორც მოსახლეობის დანახარჯების შემცირებაზე, ასევე ფარმაცევტულ სექტორში კონკურენციის გაჯანსაღებასა და დაბალანსებაზე. დღეისათვის, რეფერენტული ფასის ზედა ზღვარი განსაზღვრულია 7’100-ზე მეტ ქრონიკული დაავადებების მართვის, ონკოლოგიურ და სხვადასხვა ტიპის მედიკამენტზე. ინოვაციურ მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ამოქმედდა საკანონმდებლო ჩარჩო მართული შესვლის შეთანხმების მექანიზმის გამოყენებისთვის. 2023 წელს მართული შესვლის შეთანხმების პრინციპებზე დაყრდნობით სამინისტრომ შეისყიდა 21 დასახელების ონკოლოგიური მედიკამენტი კომპანია როშისა და ნოვარტისისგან, ხოლო 1 მედიკამენტი აქონდროპლაზიის მკურნალობისთვის - კომპანია ბიომარინისგან. გასული წლიდან, მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით სრულად დაინერგა GMP/GDP სტანდარტები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით შემუშავებულ იქნა ახალი წესი, 21 რომელიც მაქსიმალურად ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. მოხდა GCP-კარგი კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინის განახლებული ვერსიის აღიარება, რომელიც ორიენტირებულია პაციენტის უფლებების დაცვისკენ და უზრუნველყოფს კვლევის ჩატარებისათვის შესაბამისი სანებართვო პირობების და მექანიზმების განსაზღვრას. ამ ეტაპზე გაცემულია ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის 120-ზე მეტი ნებართვა (მათ შორის, საერთაშორისო კვლევებზე). 2023 წელს ამოქმედდა წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესი ბერკეტია, წამლის ხარისხის კონტროლს მიმართულებით. აღნიშნული ლაბორატორია შესაძლებლობას ქმნის მედიკამენტების ხარისხის კონტროლი მოხდეს უფრო ინტენსიურ რეჟიმში და ამისათვის აღარ იყოს საჭირო უცხო ქვეყნის ლაბორატორიებისთვის მიმართვა. დღემდე უკვე ჩატარდა კვლევა 27 მედიკამენტის 136 ნიმუშზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვა 2020-2024 წლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება 90 მლნ. ლარიდან 119.4 მლნ. ლარამდე გაიზარდა. (სურათი 7) 22 სურათი 7. სახელმწიფო დაფინანსების სტაბილური და არსებითი ზრდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებისთვის (მლნ. ლარი) • • • • • • • • • • • • დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი იმუნიზაცია ეპიდზედამხედველობა უსაფრთხო სისხლი გარემოსა და პროფესიულ დაავადებათა ჯანმრთელობა ტუბერკულოზის მართვა აივ ინფექციის/შიდსის მართვა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა 31 ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა 11.1 ჯანმრთელობის ხელშეწყობა ჰეპატიტის მართვა დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა 114 77 96 92 90 127 102 108 120 96 53 * 2021 და 2022 წელი მოიცავს COVID-19-ის ხარჯებს კიბოს ადრეული გამოვლენის მიზნით ქვეყანაში უზრუნველყოფილია კიბოს სკრინინგის პროგრამები. 2020-2024 წლებში ძუძუს კიბოზე სკრინინგი ჩაუტარდა 90’200 ქალს, საშვილოსნოს ყელის კიბოს - 73’700 ქალს, კოლორექტული კიბოს 15’000 მოქალაქეს. სკრინინგის პროგრამები მუშაობს ყველა რეგიონში და პროგრამაში ჩართულია 92 სამედიცინო დაწესებულება და 2 მობილური მამოგრაფი ძუძუს კინოს სკრინინგისთვის. 2015 წლიდან საქართველოში, დაიწყო C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 45.0 მლნ. ლარი დაიხარჯა. პროგრამა მოიცავს საქართველოს მოქალაქეებისათვის უფასო სკრინინგს, დაავადების დიაგნოსტიკას და C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების უფასო მკურნალობას უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით. 2024 წლის მარტის ჩათვლით სკრინინგული კვლევით გამოკვლეულია 2.8 მლნ. ბენეფიციარი, მკურნალობაში ჩაერთო 86’000-ზე მეტი პირი, მათ შორის სრულად განიკურნა 82’000-ზე მეტი პირი, განკურნების 23 მაჩვენებელი 99%-ს შეადგენს. საქართველო C-ჰეპატიტთან ბრძოლაში გლობალურ ლიდერადაა აღიარებული. C ჰეპატიტის ელიმინაციის პარალელურად, 2024 წელს უკვე ამოქმედდა B ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მართვის პროგრამაც. პროგრამა მოიცავს ბენეფიციართა გამოვლენას, დიაგნოსტიკას, სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას და მონიტორინგს. პროგრამის ბიუჯეტი 2024 წელს შეადგენს 5 მლნ. ლარს, საიდანაც 1.3 მლნ. განსაზღვრულია B ჰეპატიტის მიმართულებით. 2021 წლის B და C ჰეპატიტების სეროპრევალენტობის კვლევამ აჩვენა, რომ, ჰეპატიტის აქტიური ფორმით დაავადებული მოსახლეობის რაოდენობა 2015 წელთან შედარებით შემცირდა 67%-ით (2015 - 5.4% და 2021 – 1.8%), რითაც დადასტურდა ქვეყანაში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პროგრესი. ამავე კვლევის მონაცემებით, B ჰეპატიტის გავრცელება ქვეყნის მთლიანი პოპულაციის 2.7% შეადგენს. ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტურ განხორციელებას მოჰყვა ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია 65%-დან 80%-მდე გაიზარდა განკურნების მაჩვენებელიც. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2024 წლიდან დაიწყო მშობიარობის შემდგომი ვიზიტის და ფსიქოლოგის კონსულტაციის დაფინანსება. პროგრამას ასევე დაემატა გალაქტოზემიაზე, ადრენოგენიტალურ სინდრომსა და ბიოტინიდაზას დეფიციტზე სკრინინგი. პროგრამის წარმატების მაჩვენებელია ანტენატალური ვიზიტებით მაღალი მოცვა (95%), ისევე, როგორც კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ მიღებული მშობიარობების მაღალი - 100%-იანი წილი. შემდგომი პროგრესის მისაღწევად აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გამოწვევებზე: რეაგირება არსებულ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის რისკებზე და სწორ ქცევაზე კამპანიის გააქტიურება - თამბაქოსთან დაკავშირებული ზიანი, ჯანსაღი კვება და მარილის შემცირების მნიშვნელობა, ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა. პრობლემას არ წარმოადგენს ამ მიზნებისთვის ფინანსური რესურსის 24 სიმცირე, არამედ დასანერგია თანამედროვე მიდგომები, რაც მოსახლეობამდე სწორად და ეფექტურად მიიტანს საჭირო სათქმელს. კიბოს სკრინინგის პროგრამები მეტი პოპულარიზაცია - სკრინინგის მაჩვენებელი სამიზნე დიაგნოსტიკის ჯგუფებში დაბალია, უზრუნველყოფისთვის კიბოს მოხდება ადრეული სკრინინგის პროგრამების თაობაზე აქტიური საინფორმაციო კამპანიების გამართვა (მაგ. „ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს საინფორმაციო კამპანია, „ლურჯი მარტი“ კოლორექტალური კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია, იანვარი საშვილოსნოს ყელის კიბოს კამპანია და სხვ). განსაკუთრებული საგანმანათლებლო თაობაზე. ყურადღება დაეთმობა კამპანიების გაფართოვებას მოსახლეობისთვის კიბოს სკრინინგის გაფართოვდება საშვილოსნოს ყელის კიბოზე სკრინინგის ახალი მეთოდით განხორციელების კომპონენტი (2024 წლის სახელმწიფო პროგრამაში უკვე შევიდა საშვილოსნოს ყელის კიბოზე სკრინინგისთვის ტესტირება ადამიანის პაპილომა ვირუსზე, რაც მეტი სიზუსტით იძლევა კიბოს რისკების შეფასების შესაძლებლობას). პანდემიებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზაობის უზრუნველყოფის გაუმჯობესებისთვის, 2024 წლის შეფასებაზე დაყრდნობით (ერთიანი შეფასება ჯანმოს, ამერიკის CDC და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მიერ) შემუშავდება და 2024 წლის ბოლომდე მთავრობის მიერ დამტკიცდება ჯანმრთელობის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა (National Health Security Action Plan), რაც იქნება მექანიზმი სექტორებს შორის კოორდინაციის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე განხორციელებისთვის. რეაგირების ღონისძიებების გაფართოვდება თანამშორმლობა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დანერგვისთვის ერთიანი - ჯანმრთელობის დაავადების გამომწვევ სამოქმედო გეგმის მიკროორგანიზმებზე 25 მეთვალყურეობა განხორციელდება ერთიანი სისტემის საშუალებით ვეტერინალურ და ადამიანური ჯანდაცვის სისტემებს შორის მონაცემების სწრაფი გაცვლის გზით. პრიორიტეტული იქნება ანტიმიკრობული რეზისტენტობის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი უდიდესი რისკის მართვა. სხვა მეთოდებთან ერთად მზარდი აქცენტი გაკეთდება ბაქტერიოფაგების შესაძლებლობების გამოყენებაზე. გაგრძელდება და გაფართოვდება გარემოს რისკების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების მართვის პროგრამები, მათ შორის თბური ტალღების ზემოქმედების შემცირება, ტყვიის მავნე ზემოქმედების მართვა, სხვა ქიმიური მავნე ნივთიერებების ბიომონიტორინგი. დაავადების პრევენციის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის გზით C ჰეპატიტის ელიმინაციის მისაღწევად გაგრძელდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა. ქვეყანამ დაიწყო მუშაობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან C ჰეპატიტის ელიმინაციის სტატუსის შეფასების და აღიარების მიზნით. 2024 წელს დაწყებული B ჰეპატიტის პრევენციის და მკურნალობის პროგრამა გაფართოვდება. გაიზრდება პროგრამით მოცული ბენეფიციარების რაოდენობა. გაგრძელდება C და B ვირუსული ჰეპატიტების პრევენციის, ტესტირებისა და მკურნალობის სარგებლის შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები მოსახლეობაში, სამედიცინო პერსონალსა და მაღალი რისკის ჯგუფებში. ტუბერკულოზით დაავადებული პირების, მათ შორის M/XDR-TB შემთხვევების, გამოვლენის გაუმჯობესებისთვის განხორციელდება ტუბერკულოზის გაფართოებული სისტემატური სკრინინგი მაღალი რისკის მქონე და მოწყვლად მოსახლეობაში. 26 საერთაშორისო თანამშორმლობა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფარგლებში, 2023 წელს პარლამენტმა მიიღო კანონები „ადამიანის ორგანოთა ტრანსპლანტაციის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების ტრანსპლანტაციის შესახებ“. კანონპროექტი ითვალისწინებს სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც დაარეგულირებს, ორგანოების მოპოვებას, ტრანსპორტირებას, ტრანსპლანტაციას, ასევე მიკვლევადობას და უსაფრთხოების ნორმების დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს 2022 წლის სისხლის და სისხლის პროდუქტების უსაფრთხოების ახალი კანონის შესაბამისად პრაქტიკის სტანდარტების დანერგვაზე. პარლამენტში განხილვის პროცესშია კანონი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“. აღნიშნული კანონი ეთიკური და ხარისხის მოთხოვნების სრული დაცვით დაარეგულირებს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სფეროს. მომზადებულია და უახლოეს პერიოდში მთავრობას წარედგინება კანონპროექტები სამედიცინო მოწყობილობების რეგულირების და, ასევე, კოსმეტიკური პროდუქტების რეგულირების შესახებ. მოსახლეობის სოციალური დაცვა მოგეხსენებათ, მოსახლეობის სოციალური დაცვის სისტემა მიზნად მოქალაქეთა სოციალური უფლებების რეალიზებას სოციალური გარანტიების უზრუნველყოფით, განსაკუთრებით, სხვადასხვა საჭიროების მქონე ჯგუფებისათვის (ბავშვები, ხანდაზმულები, შშმ პირები, ქალები და სხვა). ამ მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი საქმიანობებიდან უპირველესად შევეხებით ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი წევრების - ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხს. ამ მხრივ საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა უკანასკნელ პერიოდში: საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა 27 „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომელიც მაღალ სტანდარტს აწესებს ბავშვთა უფლებების რეალიზების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. ბავშვთა უფლებების რეალიზებას მთავრობა სხვადასხვა მიზნობრივი სოციალური პროგრამებით ახორციელებს. მათ შორის უნდა აღინიშნოს ე.წ. „ბავშვის ბენეფიტი“ - ყოველთვიური ფულადი გასაცემელი, რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება „მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის“ ფარგლებში. აღნიშნული ბენეფიტი მუდმივად იზრდება, რათა უპასუხოს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ მინიმალურ საჭიროებებს. 2023 წელს ეს თანხა შეადგენდა 150 ლარს, 2023 წლის ივლისიდან კი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს თანხა გაიზარდა 200 ლარამდე. დღეისათვის ბავშვის ბენეფიტის მიმღებია 240’000-ზე მეტი 16 წლამდე ბავშვი, ხოლო ამ პროგრამის ღირებულება ნახევარ მილიარდ ლარს შეადგენს. ბავშვის დაცვა ყველანაირი ფორმის ძალადობისაგან ბავშვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა. ამ მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შესაბამისი მომსახურების განვითარებას, ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას, ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირების ეფექტიანი რეფერალური სისტემის განვითარებას. უახლოეს მომავალში დაგეგმილია სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგისა და იურისტის გადამზადება ბავშვის უფლებების, მათ შორის, ძალადობისგან დაცვის საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, თბილისში ამოქმედდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი, რომელიც მიახლოებულია „ბარნაჰუსის მოდელთან“ და შესაბამისად, ამ ტიპის მომსახურების ევროპულ სტანდარტთან. აღნიშნულ ცენტრში სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს მომსახურება მიეწოდებათ ხუთი სახელმწიფო უწყების - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ 28 იურიდიული დახმარების სამსახურისა და სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაწილეობით. მომსახურება გულისხმობს ერთ სივრცეში როგორც სარეაბილიტაციო სერვისის მიწოდებას, ისე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ბავშვზე მორგებული მიდგომებით, რაც ამცირებს გამოძიებიდან გამომდინარე დამატებით ფსიქოლოგიურ ტრამვას. ბავშვებს ადგილზევე უტარდებათ ექსპერტიზა და შესაბამისი სამედიცინო შემოწმება. აღნიშნულ ცენტრში გაწეული მულტიდისციპლინური მომსახურება ახდენს ხელახალი ტრავმის პრევენციას, ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის სტაბილიზაციას, ფსიქოლოგიურ და სოციალურ რეაბილიტაციასა და შემთხვევის მონიტორინგს. გახსნიდან ამ დრომდე (2024 წლის აპრილის მდგომარეობით) შესაბამისი მომსახურებით ისარგებლა 245-მა სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა არასრულწლოვანმა. ამასთან, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით დაგეგმილია ქ. ქუთაისში ახალი ცენტრის ამოქმედება. რაც შეეხება ზრდასრულ პირებს, 2023 წლის ოქტომბრის თვეში თბილისში გაიხსნა ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება - თავშესაფარი, ხოლო 2024 წლის იანვრის თვეში ზუგდიდიში გაიხსნა ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი. აქვე ყურადღება მინდა გავამახვილო ქვეყანაში მიმდინარე დეინსტიტუციონალიზაციის პროცესზე. ბავშვთა დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტრიტუციონალიზაციის პროცესი უკვე დასრულებულია. 2021 წლის ბოლოს დაიხურა კოჯრის შშმ ბავშვთა სახლი, არასრულწლოვნები გადაყვანილ იქნენ მცირე საოჯახო ტიპის სპეციალიზებულ მომსახურებებში. 2022 წელს კი განხორციელდა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაცია, შეიქმნა 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, სადაც მოხდა არასრულწლოვნების მომსახურებაში ჩართვა. აღნიშნულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ბავშვებისთვის უზრუნველყოფილია ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე 29 ორიენტირებული ზრუნვა. 2023 წლის დეკემბრიდან ამოქმედდა ინოვაციური „ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინოსოციალური ცენტრის მომსახურება“, სადაც ბენეფიცარები იღებენ კომპლექსურ სამედიცინო მოვლას და სოციალურ მხარდაჭერას ოჯახთან მიახლოებულ გარემოში. 2024 წლის მარტის მდგომარეობით მომსახურების მიმღები იყო 12 ბენეფიციარი. ამ მომსახურების შექმნით დასრულდა ჩვილ ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. აქტიური პროცესები მიმდინარეობს ზრდასრულთა დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებითაც, რაც თავისთავად გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დიდი ზომის დაწესებულებების ჩანაცვლებას მცირე ზომის, ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებებით. 2023 წელს განხორციელდა მარტყოფის პანსიონატის 18 ზრდასრული შშმ ბენეფიციარის 3 მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებაში ჩართვა. ეტაპობრივად გაგრძელდება ბენეფიციართა გადაყვანა დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით შექმნილ ალტერნატიულ მომსახურებებში. უახლოეს პერიოდში იგეგმება 10-მდე მცირე საოჯახო ტიპის სახლის ამოქმედება. დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, 2023 წელს შემუშავდა და დამტკიცდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“, რომლის მიზანია შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, ინსტიტუციონალური ზრუნვის პრევენცია და აღნიშნულის ჩანაცვლება ალტერნატიული ზრუნვის და მხარდამჭერი მომსახურების უზრუნველყოფით. მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ე.წ. მეკარიბჭის მექანიზმის განვითარება, რაც ასევე მოიცავს შესაბამისი ალტერნატიული და მხარდამჭერი მომსახურებების განვითარებას. მათ შორისაა ორი ახალი მომსახურება: შშმ პირთა პერსონალური ასისტენტი და შინმოვლა. აღნიშნული მომსახურებების განვითარებისთვის 2022–2023 წლებში შემუშავდა და დამტკიცდა მომსახურებების ხარისხის უზრუნველყოფის 30 სტანდარტები, ხოლო 2024 წლის დასაწყისიდან რამდენიმე მუნიციპალიტეტში უკვე დაწყებულია მომსახურებების მიწოდება, სამომავლოდ კი მომსახურებათა მოცვა ეტაპობრივად გაიზრდება ქვეყნის მასშტაბით. დაგეგმილია სოციალური მომსახურებების დეცენტრალიზაციის პოლიტიკის მიმართულებით პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის სერვისის მუნიცპალიტეტებისთვის დელეგირება. ამასთან, სახელმწიფო დაფინანსებით ხორციელდება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მთავარი მიზანია შშმ პირთა, ბავშვთა და ხანდაზმულთა უფლებების რეალიზების ხელშეწყობა, მათი დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობის გაზრდა საკუთარ თემსა და გარემოში. აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი იზრდება ყოველწლიურად, რაც იძლევა გეოგრაფიული მოცვის გაზრდის და მომსახურებათა გამრავალფეროვნების შესაძლებლობას. მაგალითისათვის, 2023 წელს პროგრამის ბიუჯეტი 66’550’000 ლარს შეადგენდა. ხოლო 2024-ში გაიზარდა დაახლოებით 10 მლნ. ლარით და განისაზღვრა 76’350’000 ლარით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული პროგრამის ბიუჯეტი 2012 წლიდან 2024 წლამდე თითქმის გაოთხმაგდა (სურათი 8). სურათი 8. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტები 2012-2024 წლების მიხედვით (მლნ. ლარი) 90,000 76,350 80,000 66,550 70,000 60,000 51,590 50,000 35,890 37,390 40,000 30,000 20,000 17,401 17,555 19,640 20,000 2012 2015 23,000 23,000 40,000 28,200 10,000 - 2013 2014 2016 2017 2018 2019 2020 2021 2022 2023 2024 საანგარიშო პერიოდში „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სხვადასხვა 31 მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირდა 70-მდე ახალი ორგანიზაცია. მზარდია მომსახურებების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და პროგრამებით მოსარგებლეთა რაოდენობაც. მომსახურებების ხარისხის უზრუნველსაყოფად ხორციელდება არსებული სტანდარტების გადახედვა და ახალი სტანდარტების შემუშავება. 2023 წლიდან „ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამაში“ ინტეგრირდა და 2024 წლიდან დაიწყო ფენილკეტონურიისა და ცელიაკიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის საკვები ვაუჩერებით უზრუნველყოფის კომპონენტი. დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას 2024 წლიდან დაემატა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების ფსიქოსოციალური კონსულტირების მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც შეეხება შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის სამედიცინო მოდელის ჩანაცვლებას ბიოფსიქოსოციალური მოდელით. რეფორმა გულისხმობს შშმ სტატუსის მინიჭებას არა მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზის, არამედ ფუნქციური შეფასების საფუძველზე. მინისტრის ბრძანებით 2023 წელს დამტკიცდა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალური (ბფს) მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმა, რომელიც გათვლილია 2023-2025 წლებზე და მის ფარგლებში ხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის/სრულწლოვანი პირის სტატუსის დადგენის სისტემაში ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებები. წინა წლებში განხორციელებული პილოტური პროექტიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე მიმდინარეობს ახალი სისტემის დანერგვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. აქვე უნდა აღინშნოს, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინკლუზიური პოლიტიკის შექმნისა და განხორციელების მიზნით 32 არაერთი ღონისძიება გატარდა. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის აღსრულების მიზნით სამინისტროში შექმნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც აერთიანებს სამთავრობო უწყებებს, არასამთავრობო, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, შშმ პირთა თემს, შშმ პირებს, მათ წარმომადგენლებს, შშმ პირთა ორგანიზაციებს, მშობლებს. აღნიშნული საბჭოს ფორმატი წარმოადგენს ეფექტიანი კომუნიკაციის პლატფორმას, სადაც ჩართული მხარეების მონაწილეობით მიმდინარეობს შშმ პირთა უფლებების რეალიზების ხელშემწყობი სხვადასხვა ტიპის ინიციატივების/წინადადებების დამუშავება, შშმ პირთა მხარდამჭერი მექანიზმების სისტემური ხედვის ჩამოყალიბება და კონცეპტუალური საკითხების შეჯერება. შშმ პირთა უფლებების დაცვისა და რეალიზების მიზნით კვლავაც აქტიურად გრძელდება მუშაობა ფულადი დახმარებების ზრდის მიმართულებით. კერძოდ, 2023 წლიდან, საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა შშმ პირთა სოციალური პაკეტის ინდექსაციის პრინციპები. შედეგად, 2024 წელს მკვეთრად გამოხატული შშპ პირის სოციალური პაკეტი 340 ლარიდან გაიზარდა 390 ლარამდე; მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირთა სოციალური პაკეტი 2023 წელს შეადგენდა 175 ლარს, ხოლო 2024 წელს კი განისაზღვრა 195 ლარით; ბავშვობიდან ზომიერი შშმ პირის სოციალურმა პაკეტმა კი 135 ლარის ნაცვლად, შეადგინა 155 ლარი. სოციალური პაკეტის მიმღებია დაახლოებით 183’000 პირი, მათ შორისაა 129’000-მდე შშმ პირი (მათგან 15’000-მდე ბავშვი). აღსანიშნავია, რომ საჯარო საქმიანობის განხორციელების პარალელურად საჯარო სექტორში დასაქმებული შშმ პირები ინარჩუნებენ სოციალურ პაკეტს. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური მომსახურებათა მიწოდებას გაუმჯობესების მიზნით სამინისტროს სისტემაში ინერგება 33 „ერთი ფანჯრის პრინციპი“, რაც გულისხმობს რეგიონალურ დონეზე ჯანმრთელობის, ბავშვზე ზრუნვის, სოციალურ და დევნილთა საკითხებზე მოქალაქეთა ერთ სივრცეში სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შესაბამისი სერვის ცენტრების რეაბილიტაცია/მშენებლობაზე, ახალი ელექტრონული სისტემების დანერგვაზე, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით თანამშრომლების გადამზადებაზე, რათა ჩამოყალიბდეს მოქალაქეთათვის სოციალური მომსახურების მიწოდების თანამედროვე სტანდარტების სისტემა. ერთი ფანჯრის პრინციპთ მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა გასაცემლებთან დაკავშირებული მომსახურების მიღებისას, როგორიცაა: • სახელმწიფო პენსია, რომელიც ყველაზე დიდი სოციალური გასაცემელია და მისი მიზნობრივი ჯგუფი 847’000-ზე მეტ პირს შეადგენს, ხოლო საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 3,9 მლრდ. ლარი. აქვე აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2021 წლიდან ამოქმედდა პენსიის ინდექსაციის წესი, რომელიც ითვალისწინებს ყოველწლიურად 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდას ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერების შემთხვევაში ინფლაციას ემატება რეალური ეკონომიკური ზრდის (ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკული) 80%. • 2024 წლიდან სახელმწიფო პენსიის ოდენობა 70 წლამდე მოსახლეობისათვის განისაზღვრა 315 ლარით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის ხანდაზმულთათვის - 415 ლარით. საპენსიო ასაკის პირებს შორის თითქმის 70% ქალია (სურათი 9); • უწყვეტად გრძელდება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერებისთვის კანონმდებლობით დადგენილი 20%-იანი 34 საპენსიო დანამატის გაცემა. აქედან გამომდინარე, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის ჯამური ოდენობა შეადგენს 378 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ - 498 ლარს (სურათი 10). სურათი 9. პენსიის ოდენობის ზრდის დინამიკა 2012-2024 წლების მიხედვით 450 415 400 365 350 300 250 250 275 300 200 150 100 50 0 140 150 150 160 180 180 180 200 220 240 260 295 315 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 2021 2022 2023 2024 პენსია პენსია 70+ სურათი 10. მაღალმთიან დასახლებაში მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების მიმღებთა რაოდენობა და შეღავათების უზრუნველსაყოფად გადარიცხული თანხები 35 • სიახლეა სპეციფიკურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა სახელმწიფო კომპენსაციიით უზრუნველყოფის მიმართულებითაც: 2024 წლის აპრილში „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებით, 2024 წლის 1 მაისიდან კომპენსაციის მიმღები პირისთვის გაიზარდა კომპენსაციის მისაღები მაქსიმალური ზღვარი და არსებული 560ლარიანი ლიმიტის ნაცვლად, განისაზღვრა 1’000 ლარით. ამასთან, შეიცვალა კომპენსაციის გაანგარიშებაში გათვალისწინებული კოეფიციენტებიც და განხორციელდა კომპენსაციების ხელახალი გადაანგარიშება. ცვლილებებით ასევე დადგენილია სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური ზღვრის ინდექსაციაც, რაც გულისხმობს კომპენსაციის ზღვრის ყოველწლიურ ზრდას, მსგავსად ასაკობრივი პენსიის (70+) ინდექსაციის წესისა. რაც შეეხება სხვა ფულად გასაცემლებს სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის: • დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ქვეყანაში გრძელდება ყოველთვიური ფულადი დახმარების გაცემა მესამე და მომდევნო ბავშვზე იმ რეგიონებში, სადაც ბუნებრივი მატება არ აღინიშნება. ასევე, ყოველთვიური ფულადი დახმარება გაიცემა ყოველ ახალშობილზე, რომელთა ერთერთ მშობელს აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დახმარების მიმღებია ყოველთვიურად დაახლოებით 12’000 ბავშვი, ხოლო პროგრამის ბიუჯეტი 21 მლნ. ლარზე მეტია; • 2023 წელს გაორმაგდა და 2’000 ლარი შეადგინა ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად 36 აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების გასაცემელმა, რითაც 2023 წელს დაახლოებით 13’000-მა პირმა ისარგებლა; • რაც შეეხება სოციალური დახმარების სხვა პროგრამებს, გარდა ზემოაღნიშნული სოციალური პროგრამებისა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახებისთვის გათვალისწინებულია ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის საფასურის სუბსიდირება. 200’000-ზე მეტ ოჯახს დაუსუბსიდირდა 17 მლნ-ზე მეტი ლარი (2023 წ.); • 2023 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირები - მამაკაცები 60 წლის ასაკიდან და ქალები 55 წლის ასაკიდან ბოლო 10 წლის განმავლობაში მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე უწყვეტი სამუშაო სტაჟის არსებობისას საპენსიო ასაკის მიღწევამდე იღებენ ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას სახელმწიფო პენსიის ოდენობით. 2023 წელს ამ დახმარების მიმღები იყო 224 პირი; • მრავალშვილიანი ოჯახისთვის, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია 300’000-ზე, გათვალისწინებულია ელექტროენერგიის ყოველთვიური შეღავათი ოთხ შვილზე - 20 ლარი, ხოლო ყოველ მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10 ლარი. 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით დახმარების მიმღებია 4’180 ოჯახი; • 2024 წლიდან დაიწყო უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების განსახლების სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი 3 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. პროგრამის ფარგლებში 2024-2025 წლებში 1’000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება და მისი ჯამური ბიუჯეტი 50’000’000 ლარს შეადგენს; 37 • რაც შეეხება მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამას, ეს არის მთავარი ინსტრუმენტი, რომელსაც საქართველო შინამეურნეობების ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფისთვის იყენებს. ოჯახების სოციალურეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე დაფუძნებული პროგრამა, ხანდაზმულობის პენსიის შემდეგ, ყველაზე დიდია როგორც ხარჯების, ისე მოსახლეობის დაფარვის თვალსაზრისით. აპრილის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებია 660’000მდე პირი. ამასთან, ბენეფიციართა სოციალურ-ეკონომიკური მდომარეობის გაუმჯობესებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, მათთვის შეთავაზებულია საზოგადოებრივ სამუშაოებზე და ღია შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობები. საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში კი მათ 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად უნარჩუნდებათ საარსებო შემწეობის მიღების უფლება. პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ოჯახების სოციალურეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის განახლებაზე, რათა პროგრამა უფრო მეტად პასუხობდეს ოჯახების, განსაკუთრებით კი ბავშვიანი შინამეურნეობების გამოწვევებს და საჭიროებებს. დასაქმების ხელშეწყობა მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად განსაზღვრულია დასაქმების ხელშეწყობა შრომის ბაზრის გაძლიერებით. როგორც მოგეხსენებათ, სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო 2020 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირებს. სააგენტო ქვეყანაში ახორციელებს შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკას და სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა მომსახურებას, აწვდის ინფორმაციას ბაზარზე არსებული აქტიური ვაკანსიების შესახებ, მართავს დასაქმების ფორუმებს და სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სთავაზობს 38 ისეთ პროგრამებს, როგორიცაა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი კურსები, სტაჟირება, სამუშაო ადგილების სუბსიდირება და საკვანძო კომპეტენციების განვითარების სასწავლო კურსები. აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შედეგად, ღია შრომის ბაზარზე 2020 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, დასაქმებულია 33’264 სამუშაოს მაძიებელი მათ შორის, 2023 წელს დასაქმებული 15’899 სამუშაოს მაძიებელი (მათგან 461 შშმ პირია). გასულ წელს საქართველოში უმუშევრობის დონე, 2021 წელთან შედარებით, 4.2%-ით შემცირდა და 17.3% შეადგინა, ხოლო 2022 წელთან შედარებით, დაახლოებით 1%-ით შემცირდა და 16.4% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში. როგორც თქვენთვის ცნობილია, 2022 წლის 1 მარტიდან, ქვეყანაში ხორციელდება საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომლის მიზანია სოციალურად დაუცველი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება მათი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალური დაცვის/დახმარების უზრუნველყოფის გზით. როგორც ზემოთ აღინიშნა, სოციალურად დაუცველ პირს, რომელიც ჩაერთვება საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში, 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდება მინიჭებული ქულა, ამ ქულასთან მიბმული საარსებო შემწეობა და ყველა ის ბენეფიტი, რომლითაც მანამდე სარგებლობდა. ამ ოჯახის სოციალურეკონომიკური მდგომარეობა 4 წლის განმავლობაში არ დაექვემდებარება გადამოწმებას სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. 2023 წლის მდგომარეობით, სულ დასაქმდა 39’999 სოციალურად დაუცველი, აქედან 32’921 პირს (მათ შორისაა 2’993 შშმ პირი) აქვს აქტიური ხელშეკრულება, ხოლო 7’078 პირი პროგრამიდან სხვადასხვა მიზეზით გამოვიდა. ეს ხელშეკრულებები ასე ნაწილდება: 396 ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ებშია გაფორმებული, 3’917 ხელშეკრულება - განათლებისა და მეცნიერების 39 სამინისტროს საჯარო სკოლებში, 326 - სხვა სამინისტროებსა და მათ დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ-ებში, ხოლო 28’282 ხელშეკრულება მუნიციპალიტეტების ფარგლებში. 2023 წლის მდგომარეობით ღია შრომის ბაზარზე დასაქმებულია 20’096 მოსარგებლე, მათ შორის, 2023 წელს დასაქმდა 11’124 პირი (მათგან 317 შშმ პირია). 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით საკუთარი საქმიანობის ფორმალიზება მოახდინა 2’386 პირმა. ეკონომიკური 2023 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიმართა ჯამში 86’151-მა მოქალაქემ. 2024 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით სააგენტომ საზოგადოებრივ სამუშაოზე ჩართვის მიზნით 29’417 სოციალურად დაუცველთან გააფორმა ხელშეკრულება. მოგეხსენებათ, მსოფლიოს მასშტაბით მზარდია მოსახლეობის მიგრაცია სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის, შრომითი მიგრაციის მიზნით. ამ მიმართულებით მარეგულირებელი კანონმდებლობა საქართველოში 2015 წლამდე არ არსებობდა. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით საქართველოში შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი შრომითი მიგრაციის რეგულირებისთვის. 2023 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა შემდეგი სიახლეები: • დარეგულირდა საშუამავლო კომპანიების (კერძო დასაქმების სააგენტოებისა და ფიზიკური პირების) საქმიანობა სავალდებულო სერტიფიცირების გზით; ამოქმედდა საშუამავლო კომპანიების სერტიფიცირებისა და მონიტორინგის მექანიზმები და გაუმჯობესდა მათ მიერ საზღვარგარეთ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ მონაცემთა აღრიცხვის მექანიზმი; • ადგილობრივ შრომის ბაზარზე უცხოელების დასაქმების პროცესი საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდა და შეიქმნა საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ მონაცემების აღრიცხვის ახალი მექანიზმი; 40 • საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელზე შრომითი ბინადრობისა და საიმიგრაციო ვიზის (D1) მოპოვებისთვის სავალდებულო კრიტერიუმი გახდა შრომითი იმიგრანტის სამინისტროს შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში (labourmigration.moh.gov.ge) რეგისტრაცია, რაც პროცესების მონიტორინგის შესაძლებლობას იძლევა. 2023 წლიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში შრომითი მიგრაციის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები შემდეგია: • კანონში ცვლილებების განხორციელებამდე (2023 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში) საქართველოში დასაქმდა 1’196 უცხო ქვეყნის მოქალაქე; • ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კი (2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის 20 მაისის ჩათვლით პერიოდში) ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში მოხდა საქართველოში დასაქმებული 25’079 უცხო ქვეყნის მოქალაქის რეგისტრაცია. დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებით დასაქმების შესაძლებლობების გახსნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით დაწყებულია სამუშაოები შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის გასაძლიერებლად საზღვარგარეთ დროებით ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ამ მიზნით, ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს ევროკავშირის წევრ და სხვა განვითარებულ ქვეყნებთან. მაგალითისთვის, ამ ეტაპზე ასეთი თანამშრომლობა მიმდინარეობს გერმანიასთან, სადაც დასაქმების მსურველთა რეგისტრაციის პროცესი დაიწყო 2021 წლის 15 თებერვალს. 2023 წლის განმავლობაში გერმანიაში დასაქმდა 1’193 41 საქართველოს მოქალაქე, ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან 20 მაისამდე პერიოდში - 424 საქართველოს მოქალაქე. შრომითი უფლებების დაცვა შრომის უფლებების დაცვისა და ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფის კუთხით სამინისტროს საქმიანობა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია დასაქმებულთა უფლებების დაცვა, რომლის რეალიზებისთვის 2023 წელს და 2024 წლის პირველი კვარტლის განმავლოაბში სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურმა საქართველოს მასშტაბით განახორციელა 6’652 ინსპექტირება (პირველადი და განმეორებითი, დარღვევების სრულ გამოსწორებამდე). გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, სამსახურის მიერ გაიცა 20’897 მითითება. პირველადი ინსპექტირებების შედეგად, ჯამში 3’664 სამუშაო ადგილი შემოწმდა. შრომის უსაფრთხოების ნორმებზე ზედამხედველობის მიმართულებით მზარდია იმ ობიექტების რაოდენობაც, რომელთაც პირველადი ინსპექტირების შედეგად დარღვევები გამოასწორეს. 2023 წელს, 2018 წელთან შედარებით, ანუ მას შემდეგ, რაც „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი იქნა მიღებული 42%-ით არის შემცირებული ფატალური უბედური შემთხვევების რაოდენობა, რაც ხაზს უსვამს სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების ეფექტურობას. რაც შეეხება შრომით უფლებებზე ზედამხედველობის მიმართულებას, მზარდია ზედამხედველობით მოცულ დასაქმებულთა რაოდენობა, რომელიც 2023 წელს, 2021 წელთან შედარებით, დაახლოებით 380%-ით, ხოლო 2022 წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა. დიდი ყურადღება ეთმობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შრომით უფლებებთან დაკავშირებით. 2023 წლიდან 2024 წლის პირველი კვარტლის საანგარიშო პერიოდში შრომის ინსპექციის სამსახურმა 42 დამსაქმებლებსა და დასაქმებულებში შრომითი ნორმების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით 45 საინფორმაციო/სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდა 1800-მდე პირი. გარდა ამისა, სამსახურმა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით მოამზადა 19 ვიდეორგოლი, 28 საინფორმაციო ხასიათის ბანერი და სხვადასხვა თემატური ბუკლეტი. ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების პარალელურად გაზრდილია მომართვიანობა შრომითი უფლებების დარღვევაზე: 2023 წელს 2021 წელთან შედარებით მომართვიანობა გაიზარდა 215%-ით, ხოლო 2022 წელთან შედარებით - 123%-ით. უშუალოდ სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის მოთხოვნით მომართვიანობა 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 278%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წელთან შედარებით - 750%ით. ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულების მიზნით საქართველომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების ოცდამეათე დანართით განსაზღვრული 40 ევროდირექტივის საფუძველზე მომზადდა და საქართველოს კანონმდებლობაში აისახა შრომის სამართალსა და შრომის უსაფრთხოების თემატიკას მიკუთვნებული დირექტივების მოთხოვნები. დევნილთა, ეკომიგრანტთა და უსახლკაროთა განსახლება სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას დევნილთა ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით. 2023 წლის განმავლობაში 2’220 დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი, საიდანაც 1’354 ოჯახი უზრუნველყოფილ იქნა ე.წ. სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში, 549 ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ბინა, ხოლო 317 ოჯახი განსახლების სხვა კომპონენტების (დაკანონება, ადმინისტრაციული დაპირება და სხვა) ფარგლებში დაკმაყოფილდა. 2023 წელს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად 244 მლნ. ლარი დაიხარჯა. 43 2024 წლის განმავლობაში უკვე 600-მდე დევნილი ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართი და ეს ციფრი წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად გაიზრდება. 2023 წელს დაიწყო დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი. ამ პროექტის ფარგლებში 2024-2026 წლებში დამატებით 7000 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ საცხოვრებელს. მშენებლობების დასრულების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით დაიხურება ყველა კოლექტიური განსახლების ცენტრი და იქ მცხოვრები დევნილი ოჯახები უზრუნველყოფილი იქნებიან ღირსეული საცხოვრებელი პირობებით. დევნილთა განსახლების მსგავსად, სამინისტრო აქტიურად მუშაობს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის განსახლების საკითხებზეც. 2023 წელს 286 ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდა უსაფრთხო გარემოში, ხოლო 2024 წელს დამატებით 300 ოჯახისათვის იგეგმება საცხოვრებელი სახლის შესყიდვა. აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ კომპენსაციით უზრუნველყო 2023 წლის სექტემბრის თვეში გურიის რეგიონში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 700-ზე მეტი ოჯახი. 2023 წელი მნიშვნელოვანი იყო უსახლკაროთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხითაც. მთავრობის ინიციატივით, 2023 წელს დამტკიცდა უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი, მრავალშვილიანი (3 და მეტი) სოციალურად დაუცველი ოჯახების განსახლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო 2024-2025 წლებში 1’000-მდე ოჯახისთვის შეისყიდის საცხოვრებელ ფართს. პროგრამის ბიუჯეტი 50’000’000 ლარს შეადგენს. უკრაინიდან ლტოლვილებისთვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და უცხო ქვეყანაში ცხოვრების შემსუბუქების მიზნით სამედიცინო მომსახურების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის, მათ შორის, ქირით უზრუნველყოფის პროგრამები მოქმედებს. 2022 წლიდან დღემდე 9’000-ზე მეტ ადამიანზე სხვადასხვა სახელმწიფო დახმარებების ნაწილში ჯამში 17 მლნ. ლარი დაიხარჯა. 44 აქვე აღვნიშნავ, რომ სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საკითხთა წრე გაცილებით ფართეა. ბუნებრივია, არსებობს მრავალი გამოწვევაც, რომელთაგან ყველა შესაძლოა, არ იყოს ასახული ამ დოკუმენტში და რომელთა დასაძლევადაც მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს. იგივე შეიძლება ითქვას სხვადასხვა სფეროში სამინისტროს მიღწევებსა და წარმატებებზეც. თუმცა, იმედია, დეპუტატებისთვის საინტერესო საკითხებზე უშუალოდ მინისტრის საათის ფორმატში დაისმება კითხვები და გვექნება შესაძლებლობა, გამოვეხმაუროთ და ვიმსჯელოთ თითოეულ მათგანზე. 45