ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/439; 17.04.2024) საქართველოს კანონის პროექტების დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.05.2024
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნება"
ნომერი
#2-7363/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-05-27
ბიუროს ნომერი 354

📜 ტექსტი

წერილი
ფრაქცია „ქართული ოცნება“ 2-7363/24 27-05-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ რომ ამა წლის 17 აპრილს, საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/439; 17.04.2024). წარმოდგენილი ცვლილებები შეეხება საჯარო დაწესებულებების სტაჟიორებს, კერძოდ, დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, სტაჟიორთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10 %-ს, აღნიშნული ცვლილების შედეგად კი, 10%-იანი შეზღუდვა შეიცვლება - 20%-ით. გარდა ამისა, დარეგულირდება საჯარო დაწესებულების სტაჟიორის მივლინებისა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების საკითხი. კანონპროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2024 წლის 1 ივლისი, შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა, კი - 2024 წლის 1 ივლისამდე უნდა უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ პირველ ივლისამდე, შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს ჰქონდეთ გონივრული დრო, რათა ამ კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ კანონქვემდებარე აქტები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის შესაბამისად, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება წარმოდგენილი კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ. პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge