საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე მაკა მინდიაშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-4103/24; 03.04.2024) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.05.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-7459/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-05-28
ბიუროს ნომერი 355

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-7459/24 27-05-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2024 წლის 27 მაისის სხდომაზე განიხილა მაკა მინდიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-4103/24; 03.04.2024). ავტორი ითხოვს, რომ შრომის ინსპექტორებმა ტრენინგი ჩაუტარონ დასაქმებულებს, კერძო ბიზნესში დირექტორებს, იურისტებს და HR-ებს შრომის კოდექსით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების შესახებ. კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ იქნა შემდეგი მიზეზის გამო: წინადადებით წარმოდგენილი საკითხი უკვე დარეგულირებულია საქართველოს კანონმდებლობით. კერძოდ, “შრომის ინსპექციის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის თანახმად: შრომის ინსპექციის სამსახური შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, იყენებს შემდეგ მექანიზმებს: ა) მოთხოვნის შემთხვევაში, შრომითი ნორმების შესრულებასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა ან/და ინფორმაციის მიწოდება; ბ) შრომითი ნორმების დაცვის ხელშემწყობი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება და მისი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა საინფორმაციო კამპანიებისა და სხვა ქმედითი ღონისძიებების განხორციელებით. შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების მე-3 მუხლში ჩამოთვლილია სამსახურის ფუნქციები, რომელთა შორისაა „შრომითი ნორმებით გათვალისწინებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ტრენინგის ჩატარების ორგანიზება/ხელშეწყობა“. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge