საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№1-4580/24; 15.04.2024) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-05-28
ბიუროს ნომერი 355
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-7458/24
27-05-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტმა 2024 წლის 27 მაისის სხდომაზე განიხილა ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
(№1-4580/24; 15.04.2024). ავტორი ითხოვს, რომ საელჩოს/საკონსულოს ჰქონდეთ შემდეგი
უფლებამოსილებები: ემიგრანტთა მონაცემების ბაზის შექმნა და იურიდიული დახმარების
გაწევა საქართველოდან წასული შრომითი ემიგრანტებისთვის.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ
იქნა შემდეგი მიზეზის გამო:
წინადადებით წარმოდგენილი საკითხები უკვე დარეგულირებულია საქართველოს
კანონმდებლობით. კერძოდ,
„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის თანახმად:
„1. საკონსულო თანამდებობის პირი აწარმოებს მისი საკონსულო ოლქის ფარგლებში
მყოფი საქართველოს ფიზიკური პირების საკონსულო აღრიცხვას.
2. საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესი
განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.“.
ამავე კანონის მე-12 მუხლი განსაზღვრავს საკონსულო თანამდებობის პირის მიერ
საქართველოს ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის კონსულტაციის გაწევის
ვალდებულებას, მათ შორის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის, შრომითი
საკითხების, მიგრაციის, იურიდიული (საადვოკატო) ბიუროების, ქართული ენის
თარჯიმნების შესახებ და სხვა.
მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს ფიზიკური და იურიდიული
პირების მიმართ სამართლებრივი დაცვა შეიძლება განხორციელდეს ადგილსამყოფელი
სახელმწიფოს
სამართალდამცავ
და
მართლმსაჯულების
ორგანოებთან,
ასევე
ადმინისტრაციულ ორგანოებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან ურთიერთობის
დროს“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, „საკონსულო
თანამდებობის პირი უფლებამოსილია შესაბამისი რწმუნების გარეშე წარმოადგინოს
საქართველოს
ფიზიკური
და
იურიდიული
პირების
კანონიერი
ინტერესები
ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სახელმწიფო ორგანოებთან და კერძო სამართლის
სუბიექტებთან საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა და
კანონიერი ინტერესების დაცვისთვის პასუხისმგებელი წარმომადგენლის განსაზღვრამდე“.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა ლომინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge