საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი, მისი და პარლამენტის წევრების: ირაკლი მეზურნიშვილის, გივი ჭიჭინაძის, ბაია კვიციანის, სამველ მანუკიანის, ლევან მგალობლიშვილის, ნოდარ ტურძელაძის და სუმბათ კიურეღიანის 2024 წლის 19-22 მაისს, სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.05.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე
ნომერი
#2-7483/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-05-28
ბიუროს ნომერი 355

📜 ტექსტი

წერილი
კულტურის კომიტეტი 2-7483/24 28-05-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2024 წლის 19-22 მაისს, სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიშს. დანართი: „3“ ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
მივლინების ანგარიში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის და საქართველოს პარლამენტის წევრების ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში, ქ. ერევანში 2024 წლის 19-22 მაისი დელეგაციის შემადგენლობა: 1. ელისო ბოლქვაძე − საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე (დელეგაციის ხელმძღვანელი); 2. ირაკლი მეზურნიშვილი − საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 3. გივი ჭიჭინაძე − საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 4. ბაია კვიციანი − საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 5. სამველ მანუკიანი − საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 6. ლევან მგალობლიშვილი − საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 7. ნოდარ ტურძელაძე − საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე; 8. სუმბატ კიურეღიანი − საქართველოს პარლამენტის წევრი. მოკლე რეზიუმე: 2024 წლის 19 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონი სისაკ გაბრიელიანის მოწვევის საფუძველზე იმყოფებოდა სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში. ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე და საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, სისაკ გაბრიელიანს. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს, სომხეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, რუბენ რუბინიანს, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯომარე - ალენ სიმონიანს. ვიზიტის მიზანი იყო საპარლამენტო დონეზე საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის განვითარება. საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის გარდა, საპარლამენტო დელეგაციამ, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით გვირგვინით შეამკო 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი „წიწერნაკაბერდი“, ესტუმრა შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრს - “TUMO”, საგანმანათლებლო კომპლექსს - “Mkhitar Sebastatsi”, მოინახულა და დაათვალიერა ეჩმიაძინი და უძველესი ხელნაწერთა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - Matenadaran. ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები და განხილული საკითხები: 20 მაისი - შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, სისაკ გაბრიელიანთან. სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტისა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის მუდმივმოქმედი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა. სხდომას კომიტეტების თავმჯდომარეები - ელისო ბოლქვაძე და სისაკ გაბრიელიანი უძღვებოდნენ. ელისო ბოლქვაძემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის მეგობრობისა და მჭიდრო თანამშრომლობის. მისი თქმით, კულტურის კომიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კულტურის დიპლომატიას, როგორც საერთაშორისო კომუნიკაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობას. კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, კულტურის კომიტეტის წევრები ბაია კვიციანი და გივი ჭიჭინაძე, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი. შეხვედრას ესწრებოდნენ ირაკლი მეზურნიშვილი, ბაია კვიციანი, გივი ჭიჭინაძე, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, ლევან მგალობლიშვილი, ნოდარ ტურძელაძე და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიორგი შარვაშიძე. 20 მაისი - შეხვედრა პრეზიდენტთან, სომხეთის რესპუბლიკის სომხეთ-საქართველოს ეროვნული საპარლამენტო ასამბლეის მეგობრობის ვიცე- ჯგუფის ხელმძღვანელთან, რუბენ რუბინიანთან. მხარეებმა ისაუბრეს კულტურის დიპლომატიის მნიშვნელობაზე, როგორც საერთაშორისო კომუნიკაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობაზე. რუბენ რუბინიანმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე ისაუბრა. ასევე ხაზი გაუსვა საპარლამენტო მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებების მნიშვნელობას. შეხვედრას საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიორგი შარვაშიძეც ესწრებოდა. 21 მაისი - შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯომარე - ალენ სიმონიანთან. ვიზიტის ფარგლებში მეგობრული შეხვედრა გაიმართა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, ალენ სიმონიანთან. შეხვედრისას ისაუბრეს საპარლამენტო საქმიანობაზე, ასევე მედიის როლსა და მნიშვნელობაზე. სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს დაათვალიერებინა პარლამენტის შენობა და გააცნო ინფრასტრუქტურული სიახლეები. შეხვედრას საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიორგი შარვაშიძეც ესწრებოდა. 21 მაისი - ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ გვირგვინით შეამკო 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი „წიწერნაკაბერდი.“