საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 21-22 მაისს ქ. პარიზში (საფრანგეთის რესპუბლიკა) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა საკითხთა კომიტეტის სხდომასა და იუნესკოს სათაო ოფისში შეხვედრებზე მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.05.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე
ნომერი
#2-7512/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-05-29
ბიუროს ნომერი 356

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-7512/24 28-05-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ 2024 წლის 21-22 მაისს სამსახურეობრივი მივლინებით ვიმყოფებოდი ქ. პარიზში (საფრანგეთის რესპუბლიკა) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა საკითხთა კომიტეტის სხდომასა და იუნესკოს სათაო ოფისში შეხვედრების გამართვის მიზნით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს. დანართი: 01 (ერთი) ფურცელი. პატივისცემით, პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის - გივი მიქანაძის ქ. პარიზში (საფრანგეთის რესპუბლიკა) მივლინების ანგარიში გაცნობებთ, რომ 2024 წლის 21-22 მაისს მივლინებით ვიმყოფებოდი ქ. პარიზში (საფრანგეთის რესპუბლიკა) 21 მაისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა საკითხთა კომიტეტის სხდომაში და 22 მაისს იუნესკოს სათაო ოფისში შეხვედრების გამართვის მიზნით. 21 მაისს კომიტეტის სხდომაზე აპრილში, ქ. ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) გამართულ კონფერენციაში ჩემი მონაწილეობისა და გაკეთებული მოხსენების თაობაზე წარვადგინე ანგარიში. აგრეთვე, მონაწილეობა მივიღე მ/წ 4-5 ივლისს, ქ. ტირანაში (ალბანეთი) დაგეგმილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის სხდომის დღის წესრიგის განხილვაში, რომელიც ჩემი თავმჯდომარეობით უნდა ჩატარდეს. საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, 22 მაისს იუნესკოს სათავო ოფისში, ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელს, სურია საად-ზოის შევხდი. შეხვედრაზე სურია საად-ზოის ახალგაზრდობის საკითხებზე იუნესკოს პილოტირების სქემაში ზუგდიდისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ჩართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდე. აღნიშნული მუნიციპალიტეტები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით შეირჩა. იუნესკოს წარმომადგენელი მიესალმა საქართველოს ჩართულობას იუნესკოს ახალგაზრდობის პროგრამაში და გამოთქვა მზადყოფნა უახლოეს მომავალში განხორციელდეს პირდაპირი კომუნიკაცია შერჩეულ მუნიციპალიტეტებთან და მათი ეტაპობრივი ინტეგრირება პროგრამაში. შეხვედრას საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი თეა ქარჩავა ესწრებოდა. პატივისცემით, გივი მიქანაძე 28.05.2024