საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშის“ (№07-2/378; 01.04.2024) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.05.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-7759/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-03
ბიუროს ნომერი 359

📜 ტექსტი

წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-7759/24 31-05-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით (წერილი N2-7742/24; 31-05-2024), რომ უზრუნველვყოთ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიშის“ (№07-2/378; 01.04.2024) განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, დასახელებულ ანგარიშთან დაკავშირებით გაგვიგრძელოთ საკომიტეტო განხილვის ვადა 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge