„სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებული 2023 წლის ანგარიში“

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.05.2024
ავტორი
სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/393/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-03
ბიუროს ნომერი 359

📜 ტექსტი

ანგარიში
სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებული 2023 წლის ანგარიში სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №2420 განკარგულების შესაბამისად, 2022 წლის 27 დეკემბრიდან მონაწილეობს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 72 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოს საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში მონაწილეობის (ერთეულის ფლობის) შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე ამზადებს და საქართველოს პარლამენტს უგზავნის წინა წლის ანგარიშს. შესაბამისად, წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საანგარიშო პერიოდზე (2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ანგარიშს. ინფორმაცია 500 Georgia, L.P. ვენჩერული საინვესტიციო ფონდის შესახებ 500 Georgia L.P. წარმოადგენს ვენჩერულ საინვესტიციო ფონდს, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებულია დელავერის შტატში კომანდიტური საზოგადოების (Limited Partnership) ფორმით. აღნიშნული კომანდიტური საზოგადოების კომპლემენტარს (General Partner) წარმოადგენს ასევე პასუხისმგებლობის დელავერში დაფუძნებული საზოგადოება), ხოლო სსიპ 500 Georgia, L.L.C. - საქართველოს (შეზღუდული ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო წარმოადგენს კომანდიტური საზოგადოების კომანდიტს (Limited Partner) - ფონდის ინვესტორს. 500 Georgia L.P. არის დახურული საინვესტიციო ფონდი, რაც ნიშანვს იმას, რომ მას გააჩნია საქმიანობის კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული ვადა, რის გასვლის შემდგომაც ფონდი თვითლიკვიდირდება და ინვესტორებს უბრუნებს შესაბამის ამონაგებს. ფონდის ვადა შეადგენს 10 წელს. საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველ კომპანიას წარმოადგენს დელავერში დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია 500 Startups Management Company, L.L.C. ფონდში სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პასუხისგებლობა შეზღუდულია მხოლოდ მონაწილეობის თანხით, მაშინ როდესაც კომპლემენტარის 1 პასუხისგებლობა შეუზღუდავი და პერსონალურია (რაც დამახასიათებელია ამგვარი ფონდების სტრუქტურისათვის და ზოგადად კომანდიტური საზოგადოების (Limited Partnership) სამართლებრივი ფორმისათვის). 500 Georgia, L.P. თავის მხრივ 500 Global-ის ნაწილია, რომელიც მსოფლიოში თავისი აქტივობითა და ზომით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვენჩერული ფონდია. იგი წარმოდგენილია 81 ქვეყანაში, მართვის ოფისებით სილიკონ ველიში, ხოლო მისი ფონდების ჯამური ზომა 2.7 მილიარდ აშშ დოლარს წარმოადგენს. 500 Georgia, L.P. ვენჩერული საინვესტიციო ფონდის მიზანი 500 Georgia L.P. ვენჩერული საინვესტიციო ფონდის მთავარ მიზანს წარმოადგენს 500 Startup აქსელერაციის პროგრამაში (რომელიც ხორციელდება სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით) მონაწილე კომპანიებისათვის საწყისი კაპიტალის მიწოდება. დაფინანსების შედეგად, 500 Georgia L.P. გახდება დაფინანსებული კომპანიების წილობრივი მონაწილე. დაფინანსების მოსაპოვებლად საჭიროა კომპანიები შეესაბამებოდნენ კონკრეტულ საინვესტიციო კრიტერიუმებს. აღნიშნული კომპანიების საქმიანობის სფეროს უნდა წარმოადგენდეს საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომუნიკაციები ან ინტერნეტ ტექნოლოგიები. ვენჩერული საინვესტიციო ფონდი კომპანიებში მონაწილეობითა და აქსელერაციის პროგრამის მხარდაჭერით, ინვესტირებულ კომპანიებს გაუწევს მხარდაჭერას და სხვადასხვა მომსახურებას, რაც მიმართული იქნება ამ კომპანიების მასშტაბირებასა და ზრდაზე. სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობის მიზეზი აღნიშნულ ფონდში სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მონაწილეობა მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლიოგიური სტარტაპ კომპანიებისა და ეკოსისტემის შემდგომ განვითარების ხელშეწყობას მათთვის დაფინანსების მიწოდებით, ასევე თავად სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ საკუთარი გრძელვადიანი ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას. 500 Georgia, L.P. ვენჩერული საინვესტიციო ფონდის ინფორმაცია განხორციელებული საქმიანობის შესახებ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 72 პუნქტის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდს წარმოადგენს 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ფონდმა ინვესტიცია განახორციელა 34 სტარტაპში 3.4 მლნ. ამერიკული დოლარის ოდენობით. 2 დაფინანსებული სტარტაპები ინდუსტრიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: HRTech – 18% (6 კომპანია); Fintech – 15% (5 კომპანია); AdTech / MarTech – 15% (5 კომპანია); Edtech – 15% (5 კომპანია); სხვა ინდუსტრიები - 37% (13 კომპანია). დაფინანსებული სტარტაპების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ცხრილი 1. ცხრილი 1: კომპანიის აქსელერაციის ბიზნეს ინდუსტრია დასახელება რაუნდი მოდელი (ENG) გოტჩა მე-3 რაუნდი B2B HRTech გლორი მე-4 რაუნდი B2C HRTech ვანეფ სქვეარს პერკსკიტ მე-4 რაუნდი მე-4 რაუნდი მე-5 რაუნდი B2B B2B B2B2C HRTech HRTech HRTech ინდუსტრია (ქარ) ტექნოლოგიები ადამიანური რესურსების მართვისა და დასაქმების ინდუსტრიაში ტექნოლოგიები ადამიანური რესურსების მართვისა და დასაქმების ინდუსტრიაში ტექნოლოგიები ადამიანური რესურსების მართვისა და დასაქმების ინდუსტრიაში ტექნოლოგიები ადამიანური რესურსების მართვისა და დასაქმების ინდუსტრიაში ტექნოლოგიები ადამიანური რესურსების მართვისა და დასაქმების ინდუსტრიაში ტექნოლოგიები ადამიანური რესურსების ეივორქ მე-5 რაუნდი B2B HRTech ტექს’ენფეიმი მე-3 რაუნდი B2B2C FinTech ფინანსური და საგადახდო ტექნოლოგიები ეფოინთი მე-3 რაუნდი B2B FinTech ფინანსური და საგადახდო ტექნოლოგიები ფორტუველზ მე-4 რაუნდი B2C, B2B2C FinTech ფინანსური და საგადახდო ტექნოლოგიები უნისაბ მე-5 რაუნდი B2B FinTech ფინანსური და საგადახდო ტექნოლოგიები მაი ეიაი მე-5 რაუნდი B2B, B2B2C FinTech ფინანსური და საგადახდო ტექნოლოგიები AdTech / მართვისა და დასაქმების ინდუსტრიაში ემონომი მე-4 რაუნდი B2B ბონფარა მე-3 რაუნდი B2B2C მურმურ მე-4 რაუნდი B2B სთორი ეიაი მე-5 რაუნდი B2B, B2C ოჰმაისანთ მე-5 რაუნდი B2B პრაკტიკა მე-3 რაუნდი B2C EdTech საგანმანათლებლო ტექნოლოგიები ლაივბორდ მე-3 რაუნდი B2B, B2C EdTech საგანმანათლებლო ტექნოლოგიები ბილიმბერ მე-4 რაუნდი B2C EdTech საგანმანათლებლო ტექნოლოგიები მეტლალა მე-4 რაუნდი B2B, B2C EdTech საგანმანათლებლო ტექნოლოგიები იუტექ მე-4 რაუნდი B2B2C EdTech საგანმანათლებლო ტექნოლოგიები არენა გეიმს მე-4 რაუნდი B2B2C Web 3 Web 3 ფორტე მე-5 რაუნდი B2B2C Travel/Hospitality ტექნოლოგიები ტურისტულ სექტორში ვოისლოფტი მე-3 რაუნდი B2B, B2C Software პროგრამული უზრუნველყოფა (კონკრეტული ქვიქშიფერი მე-3 რაუნდი B2B MarTech AdTech / MarTech AdTech / MarTech AdTech / MarTech AdTech / MarTech მარკეტინგული და სარეკლამო ტექნოლოგიები მარკეტინგული და სარეკლამო ტექნოლოგიები მარკეტინგული და სარეკლამო ტექნოლოგიები მარკეტინგული და სარეკლამო ტექნოლოგიები მარკეტინგული და სარეკლამო ტექნოლოგიები (Sector-Agnostic) ინდუსტრია არ არის შეზღუდული) Software პროგრამული უზრუნველყოფა (კონკრეტული (Sector-Agnostic) ინდუსტრია არ არის შეზღუდული) 3 ტასს ვიჟიონ მე-3 რაუნდი B2B Retail ბიფ მე-5 რაუნდი B2B Productivity აიდიალოგი მე-3 რაუნდი B2B, B2C K-12 ქინგს მე-3 რაუნდი B2C K-12 კოვზი მე-3 რაუნდი B2B e-Commerce ფაიმი მე-3 რაუნდი B2B2C Cryptocurrency დიალპად მე-4 რაუნდი B2B ტექნოლოგიები საცალო ვაჭრობის ინდუსტრიაში მე-5 რაუნდი B2B, B2B2C დატამაინდ მე-4 რაუნდი B2B ტექნოლოგიები ტექნოლოგიები მოსწავლეთათვის/სტუდენტებისთვის ტექნოლოგიები მოსწავლეთათვის/სტუდენტებისთვის CRM Technology ჰოპშოპ პროდუქტიულობის ზრდისთვის საჭირო ტექნოლოგიები ელ. კომერციის მიმართულებით ტექნოლოგიები კრიპტოვალუტის მიმართულებით მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის ტექნოლოგიები Consumer e- ტექნოლოგიები სამომხმარებლო ელ.კომერციის Commmerce მიმართულებით BI Technology ბიზნეს ინტელექტის ტექნოლოგიები საინვესტიციო თანხის მოცულობა და სარგებელი სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia L.P.-ის კაპიტალში მონაწილეობა განსაზღვრულია მაქსიმუმ 5,000,000.00 აშშ დოლარით, რაც მოიცავს აგრეთვე ფონდის საკომისიოსა და სხვა ხარჯებს. თავად ფონდის ჯამურ სამიზნე ზომას წარმოადგენს 20,000,000.00 აშშ დოლარი. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წილობრივი მონაწილეობა არ აღემატება ფონდის ჯამური კაპიტალის 25%-ს წილს/ერთეულებს. საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად, ფონდი მისი დახურვის მომენტამდე სააგენტოს მოსთხოვს მხოლოდ იმ რაოდენობით გადარიცხვების განხორციელებას, რაც არ აღემატება ნებისმიერ დროის მონაკვეთში ფონდის გამოშვებული წილის/ერთეულების 25%-ს. ამდენად, უზრუნველყოფილი იქნება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა. რაც შეეხება სარგებელს, საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად ამონაგების განაწილება მოხდება კომპანიების წარმატებით მასშტაბირებისა და მათში წილის გაყიდვით მე-5 წლიდან ფონდის თვითლიკვიდაციის ვადამდე. 4