საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის მომართვა საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძის მიერ წარმოდგენილი „ბავშვთა სპორტის სახელმწიფო ფონდის“ და „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-5479/24; 02.05.2024) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.06.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტი
ნომერი
#2-7833/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-03
ბიუროს ნომერი 359

📜 ტექსტი

წერილი
სპორტის კომიტეტი 2-7833/24 03-06-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს როგორც თქვენთვის ცნობილია, მაია რობაქიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „ბავშვთა სპორტის სახელმწიფო ფონდის“ და „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N 1-5479/24; 02.05.2024) განხილვის ბოლო ვადაა 2024 წლის 13 ივნისი. აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებაზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია სპორტის კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკანონმდებლო წინადადების სიღრმისეულად შესწავლის მიზნით, გთხოვთ, მისი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge