ტრანსპორტის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები და დარჩენილივალდებულებების შესრულების გეგმები
📋 განხილვის ეტაპები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-05-31
კომიტეტის სხდომის ნომერი 83
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
5/29/24, 6:12 PM
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
თარიღი
31 მაისი 2024 12:00
2024 წლის 31 მაისი, 12:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N418
(C კორპუსი, IV სართული)
დღის წესრიგი
1.
ტრანსპორტის
ვალდებულებათა
სფეროში
ასოცირების
შესრულების
შესახებ
2014-2024
შეთანხმებით
წლების
შედეგები
გათვალისწინებულ
და
დარჩენილი
ვალდებულებების შესრულების გეგმები;
მომხსენებელი:
საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების
მინისტრის
მოადგილე - გურამ გურამიშვილი;
2. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
https://parliament.ge/print/announcement/2875?local=true
1/2
5/29/24, 6:12 PM
https://parliament.ge/print/announcement/2875?local=true
საქართველოს პარლამენტი
2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N83
2024 წლის 31 მაისი
თბილისი
სხდომის თავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ:
მაკა ბოჭორიშვილი
ლევან ქარუმიძე
თეონა აქუბარდია
ირაკლი მეძმარიაშვილი - გიორგი ბარვენაშვილის ადგილმონაცვლე
მიხეილ დაუშვილი
არჩილ თალაკვაძე
ნიკოლოზ სამხარაძე
ვიქტორ სანიკიძე
გივი ჭიჭინაძე - დავით სონღულაშვილის ადგილმონაცვლე
რესან კონცელიძე - სალომე ქურასბედიანის ადგილმონაცვლე
ნინო წილოსანი
გიორგი ხახუბია
დღის წესრიგი:
1. ტრანსპორტის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ
ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები და დარჩენილი
ვალდებულებების შესრულების გეგმები.
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილე გურამ გურამიშვილი
2. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
სხდომის მსვლელობა: კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის
წევრებს დღის წესრიგი გააცნო. ტრანსპორტის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით
გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები და
დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმები საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა წარმოადგინა.
მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 10 წელი სრულდება, რაც საქართველომ ხელი
მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რამაც რეალურად შექმნა
ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვანი და მყარი ფუნდამენტი. მისი
განცხადებით, მნიშვნელოვანია შეჯამდეს ათწლიანი საქმიანობის შედეგები და კომიტეტმა
იმსჯელოს სამომავლო ნაბიჯებზე, რაც ცალკეული დარგობრივი სამინისტროების მიერ
იგეგმება.
მინისტრის
მოადგილემ
გურამ
გურამიშვილმა
სხვადასხვა
სატრანსპორტო
მიმართულებებზე
ისაუბრა.
მისი
განცხადებით,
სახმელეთო
ტრანსპორტის
მიმართულებით მიმდინარეობს რეფორმა რაც ითვალისწინებს მგზავრთა გადაყვანის
სფეროს გაჯანსაღებას და ავტოსატრანსპორტო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს
შექმნას. მისივე თქმით, საავტომობილო ტრანსპორტის ნაწილში, ასოცირების შეთანხმებით
გათვალისწინებული
ევროკავშირის
სამართლებრივი
აქტები
უკავშირდება
ავტომობილების უსაფრთხოების მდგომარეობის, სატვირთო გადაზიდვებისა და
მგზავრთა გადაყვანის სერვისის, მძღოლთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და შრომის
პირობების გაუმჯობესებას ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჯამში დანერგილია
ევროკავშირის 5 სამართლებრივი აქტი და 5 ნაწილობრივ არის შესრულებული.
საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის წესის განსაზღვრის მიზნით მომზადდა და
დამტკიცდა საქართველოს მთავრობის დადგენილება „საზოგადოებრივი მომსახურების
ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების და საზოგადოებრივი მომსახურების
კომპენსაციის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“, რომელიც 2024 წლის 1-ელი
იანვრიდან შევიდა ძალაში.
მოხსენების მიხედვით, სარკინიგზო მიმართულებით მიმდინარე რეფორმით
ეტაპობრივად
დაიწყება
საქართველოს
სარკინიგზო
ტრანსპორტის
სრული
რესტრუქტურიზაცია, რაც მიმართული იქნება ევროპული საუკეთესო გამოცდილების
შესაბამისად, დარგის ლიბერალიზაციის, მაღალი უსაფრთხოების სტანდარტების
დამკვიდრებისა და რკინიგზის, როგორც ინდუსტრიის ეფექტიანობის ამაღლებისკენ.
სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს
მიზანია, უზრუნველყოს სარკინიგზო
უსაფრთხოება,
სარკინიგზო
ტრანსპორტის
ფუნქციონირების
ორგანიზაციულსამართლებრივი მოწესრიგება და ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.
სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სააგენტო
ახორციელებს ამ სფეროს ტექნიკურ რეგულირებას.
საზღვაო ტრანსპორტის მიმართულებაზე საუბრისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ
ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულია 16 დირექტივისა და 6
რეგულაციის იმპლემენტაცია. მისივე განცხადებით, დარჩენილია მხოლოდ ერთი
დირექტივის დანერგვის ვალდებულება, რომლის დაახლოების შემდეგაც საზღვაო
ტრანსპორტის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმება შესრულებულად ჩაითვლება.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ 2012 წლიდან საქართველოს მიერ გემების
რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის მიმართულებით გატარებულმა ეფექტურმა
რეფორმებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართული დროშის იმიჯის გაუმჯობესებას და
საქართველოს საზღვაო დროშა აღარ ფიგურირებს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის
მთავარი რეჟიმების შავ სიაში.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ქართველი მეზღვაურების კომპეტენციის
დამადასტურებელ სერტიფიკატებს აღიარებს მსოფლიოს 70-ზე მეტი საზღვაო
სახელმწიფო, რომელთაგან 20 ევროკავშირის წევრია. აღნიშნული აღიარების შედეგად,
ქართველ მეზღვაურებს საშუალება ეძლევათ ლეგალურად დასაქმდნენ და იმსახურონ
უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე.
საავიაციო ტრანსპორტზე საუბრისას გურამ გურამიშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის
უკვე განხორციელდა ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ერთიანი საჰაერო სივრცის
შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული 64 სამართლებრივი აქტის ანალიზი და
შემუშავებულია მათი დანერგვის გეგმა. ამასთან, დღეის მდგომარეობით მისი თქმით
სრულად ან ნაწილობრივ უკვე დანერგილია 35 სამართლებრივი აქტი.
კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ
შეთანხმების იმპლემენტაციის შედეგებით დაინტერესდა, რომელსაც მისი თქმით,
ასოცირებულ პარტნიორებს შორის, საქართველომ ხელი პირველმა მოაწერა და თუ რა
გავლენა იქონია აღნიშნულმა შეთანხმებამ ევროკავშირთან საავიაციო სფეროში
თანამშრომლობაზე.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებას
საქართველომ ხელი 2010 წელს მოაწერა ხოლო ძალაში 2020 წელს შევიდა. მომხსენებლის
განცხადებით, მთელი ამ წლების განმავლობაში ფორმალური სხდომები იმართებოდა
კომისიასთან, სადაც შეთანხმების ფარგლებში განსაზღვრული რეგულაციების
იმპლემენტაციის საკითხები განიხილებოდა. მისი განმარტებით, შეთანხმების შედეგად
უმეტესად დაინერგა ტექნიკური ხასიათის რეგულაციები, რომლებიც საავიაციო
უშიშროების, საჰარო ხომალდებისა და მგზავრთა უსაფრთხოების საკითხებს ეხება.
კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე დაინტერესდა სამინისტროს თუ აქვს გეგმა ან სტრატეგია,
თუ როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირის რეგულაციების შიდა სატრანსპორტო ბაზარზე
ეტაპობრივი დანერგვა, რაც მოქალაქეებისთვის საგრძნობი შედეგის მომტანი იქნება.
მომხსენებელმა საავტომობილო საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმის
საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული სფერო მნიშვნელოვან და ძირეულ
რეფორმას საჭიროებს, რაც ევროპული სტანდარტების ავტოსადგურების შექმნას შეუწყობს
ხელს. მისივე განცხადებით, რეგულაციების დანერგვა მომავალი წლის მეორე ნახევრიდან
არის დაგეგმილი.
კომიტეტმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ანგარიში დადებითად
შეაფასა და ცნობად მიიღო.
მაკა ბოჭორიშვილი
სხდომის თავმჯდომარე