თემატური მოხსენება - შრომის უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ანგარიში - სამართლებრივი შესაბამისობა და აღსრულების ეფექტიანობა.

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.05.2024
ავტორი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#[50a8]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-05-30
კომიტეტის სხდომის ნომერი 82

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 5/29/24, 6:10 PM ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა თარიღი 30 მაისი 2024 11:00 2024 წლის 30 მაისი, 11:00 საათი საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N418 (C კორპუსი, IV სართული) დღის წესრიგი 1. შრომის უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ანგარიში - სამართლებრივი შესაბამისობა და აღსრულების ეფექტიანობა; თემატური მომხსენებელი: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - სალომე ქურასბედიანი; 2. სხვა საორგანიზაციო საკითხები. https://parliament.ge/print/announcement/2874?local=true 1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N82 2024 წლის 30 მაისი თბილისი სხდომის თავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: მაკა ბოჭორიშვილი ლევან ქარუმიძე თეონა აქუბარდია გიორგი ბარვენაშვილი არჩილ თალაკვაძე ჰერმან საბო ვიქტორ სანიკიძე დავით სონღულაშვილი სალომე ქურასბედიანი ნინო წილოსანი გიორგი ხახუბია დღის წესრიგი: 1. შრომის უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ანგარიში - სამართლებრივი შესაბამისობა და აღსრულების ეფექტიანობა. თემატური მომხსენებელი - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი 2. სხვა საორგანიზაციო საკითხები. სხდომის მსვლელობა: სხდომის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი გააცნო. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, შრომის უსაფრთხოება ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რა კუთხითაც გატარდა არაერთი რეფორმა. მისი განცხადებით, შრომის ინსპექციის შექმნის და მისი საქმიანობის დაწყების შემდეგ საკმარისი დრო არის გასული იმისთვის, რომ შეფასდეს თუ როგორ ხდება განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში შესრულება და თუ რა გამოწვევები არსებობს. შრომის უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ანგარიში კომიტეტის წევრმა, თემატურმა მომხსენებელმა სალომე ქურასბედიანმა წარმოადგინა. მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილი დოკუმენტი ეფუძნება საერთაშორისო ორგანიზაციების და შრომის ინსპექციის ყოველწლიური ანგარიშების ანალიზს, შრომის უსაფრთხოების სფეროში დაინტერესებულ პირთა წერილობითი და ზეპირსიტყვიერი გამოკითხვის შედეგებს. ქალბატონი სალომეს განცხადებით, კვლევის პროცესში ზეპირსიტყვიერი და წერილობითი გამოკითხვის ფარგლებში შეკითხვები გაეგზავნა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. კვლევის შედეგები განზოგადდა შრომის უსაფრთხოების სფეროში უახლესი გამოწვევებისა და რეკომენდაციების სახით, რომელიც განსაზღვრავს კანონმდებლობის გაფართოებისა და აღსრულების ეფექტიანობის გაუმჯობესების წინადადებებს. როგორც მომხსენებელმა განმარტა, საქართველოში შრომის ინსპექციის შექმნას წინ უძღოდა შრომის პირობების მონიტორინგის პროგრამის მიღება რომლის მიზანი იყო შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენცია, დამსაქმებლის დახმარება, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნა. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ ის დამსაქმებლები, რომლებმაც გასცეს წერილობითი თანხმობა პროგრამაში მონაწილეობაზე. პროგრამის საქმიანობა ძირითად მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას, დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ინფორმირებას და კონსულტაციების გაცემას გამოვლენილ დარღვევებზე. მოხსენების თანახმად, შრომის ინსპექციის სამსახური 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა სრული, გაფართოებული მანდატით. საქართველოს რეფორმირებული შრომის კოდექსის და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, შრომის ინსპექციის დამოუკიდებელი ინსტიტუციის მანდატმა შრომის უსაფრთხოების სფეროს გარდა, შრომის უფლებების სრული სპექტრის მონიტორინგის ფუნქციაც შეიძინა, რამაც შრომის ინსპექციის ინსტიტუციურ გაძლიერებას და მეტად ქმედით მექანიზმად ფორმირებას შეუწყო ხელი. შრომის ინსპექტირების სფეროში 2019-2021 წლებში მიღებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე ამოქმედდა შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობის უმნიშვნელოვანესი ფუნქციური სიახლეები და პრინციპები, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი შრომის ინსპექციის ეფექტიანი ინსტიტუციური მოდელის ჩამოყალიბებას. დეპუტატის განცხადებით, კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა შრომის ინსპექტორთა რაოდენობრივი მატების მნიშვნელობაც ინსპექტირების სისტემის ეფექტიანობისთვის. კერძოდ, ევროკომისიის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, დამატებითი ადამიანური რესურსით შრომის ინსპექციის სამსახურის დაკომპლექტება და მისი მანდატის გაფართოება ქმნის სახელმწიფოში შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების ზედამხედველობის გაძლიერების შესაძლებლობას. 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ფიქსირდება 248 170 აქტიური ბიზნეს სუბიექტი, რაც გულისხმობს 1 ინსპექტორზე 2319-მდე ობიექტის არსებობას. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, თანაფარდობა გამოთვლილ იქნას ჯგუფების რაოდენობის შესაბამისად, ვინაიდან თითოეულ ინსპექტირებას სულ მცირე 2 ინსპექტორი ახორციელებს, რაც ცალსახად ჯგუფების რაოდენობის დაკომპლექტების პარალელურად ცვალებადია. ანგარიშში მოცემული რეკომენდაციის თანახმად, მიზანშეწონილია შრომის ინსპექციის გაფართოებული მანდატის გათვალისწინებით, ასევე კანონმდებლობის კიდევ უფრო ეფექტიანი აღსრულების მიზნით ხელი შეეწყოს შრომის ინსპექციის ინსტიტუციურ გაძლიერებას ინსპექტორთა ადამიანური რესურსის გაზრდით. ასევე, უბედურ შემთხვევათა კლების მზარდი დინამიკის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის. ანგარიშის თანახმად აგრეთვე, მიზანშეწონილია გაძლიერდეს საერთო მიზნობრივი პოლიტიკა ცნობიერების ამაღლების სფეროში, გეგმაზომიერად წარიმართოს სამუშაო ძალის მაქსიმალური ინფორმირება შრომის ფუნდამენტურ უფლებებზე. სალომე ქურასბედიანმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის ექსპერტებს, რომლებმაც კვლევაში მიიღეს მონაწილეობა. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, საბაზისო დირექტივები, რომლის საფუძველზეც ახალი რეგულაციები შემუშავდა უმეტესად დანერგილია და დაინტერესდა ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის პროცესში, რა არის ყველაზე რთული ნაბიჯი, რომელიც მეტ ყურადღებას საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან. შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის განმარტებით, სამსახურს, სტანდარტების დანერგვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ჩამორჩენა ჰქონდა 2020-2021 წლებში, რაც პანდემიის პერიოდმა განაპირობა. მიუხედავად ამისა, მისი განცხადებით, პარტნიორების მხრიდან დადებითად ფასდებოდა სფეროში მიღწეული პროგრესი, რის შედეგადაც მათი მხრიდან მოხდა ტვინინგის პროგრამის გახანგრძლივება. მისივე განაცხადებით, საჭირო რეფორმების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საკანონმდებლო აქტი 2026 წლისთვის წარდგენილი იქნება მთავრობის მიერ. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მაღალ დონეზე დანერგვა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული კომპანიების პოპულარიზაციას ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარზე, კომიტეტმა თემატური მომხსენებლის, სალომე ქურასბედიანის მიერ წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო. მაკა ბოჭორიშვილი სხდომის თავმჯდომარე