„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-10
ბიუროს ნომერი 361
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №16, 26.06.96, გვ.
12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს;
2. მე-20 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:
„მუხლი 201 სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურება
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მინერალური
რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასური
დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
3. 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობამ
უზრუნველყოს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მინერალური რესურსების
ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების
შესახებ“ დადგენილების მიღება.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, სასარგებლო
წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფორმას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრი.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემა ელექტრონული ფორმით.
შესაბამისად, აღარ არსებობს სალიცენზიო მოწმობის მატერიალური ფორმით დამტკიცებისა
და ამ ფორმით მისი გაცემის საჭიროება. აღნიშნული სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრას
ემსახურება წარმოდგენილი ტექნიკური ხასიათის ცვლილება.
კანონპროექტის თანახმად, მოხდება ლიცენზიის ფორმის დამტკიცების თაობაზე ჩანაწერის
ამოღება. დღესდღეობით ეს ნორმა გამოყენებადი არ არის, ვინაიდან ლიცენზირების პროცესი
სრულად ელექტრონულად ხორციელდება და წარიმართება მართვის ერთიანი ავტომატური
საშუალებების გამოყენებით.
ასევე, კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს - წიაღით სარგებლობის
პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა
განვითარების გეგმების შედგენის წესის დამტკიცებას საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ. გასათვალისწინებელია,
რომ აღნიშნული
საკითხები მოწესრიგებულია მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №271 დადგენილებით
(ტექნიკური რეგლამენტების − წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო
პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიშის) წესის, წიაღით
სარგებლობის ობიექტის დამუშავების პროექტის, წიაღით სარგებლობის ობიექტის
დამუშავების ტექნოლოგიური სქემისა და წიაღისეულის შესწავლის სამუშაოთა გეგმების
შედგენის წესისა და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების (№1-01, №1-02, №1-03 და №104) დამტკიცების თაობაზე), რომლის გამოცემის საკანონმდებლო საფუძველსაც წარმოადგენს
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“. შესაბამისად,
აღნიშნული ნორმა პრაქტიკულად უფუნქციოა, ამ ჩანაწერის საჭიროება კანონში არ არსებობს
და გათვალისწინებულია მისი ამოღება.
კანონით საჭიროა, ასევე დარეგულირდეს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და
საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით მოწესრიგების
საკითხი. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის
წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონის
მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (ბუნებრივი
რესურსების − სასარგებლო წიაღისეულის მართვის მიმართულებით) გადაეცა საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტრო ჩაითვალა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ (ბუნებრივი რესურსების −
სასარგებლო წიაღისეულის მართვის მიმართულებით) საქართველოს კანონმდებლობით
მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.“ „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - წიაღის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017
წლის 27 დეკემბრის №565 დადგენილების თანახმად, სააგენტო (სახელის ცვლილების
შემდგომ, სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო) ჩაითვალა საქართველოს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ იმ მოთხოვნებისა და
ვალდებულებების ნაწილში, რომელიც უკავშირდება სასარგებლო წიაღისეულის მართვას
(მათ შორის, მასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებს) და რეგულირების
საფასურს.
მნიშვნელოვანია, რომ დღესდღეობით სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნული
სააგენტო თავისი ფასიანი მომსახურების გაწევისთვის სამართლებრივ საფუძვლად ისევ
იყენებს ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014
წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებას.
გამომდინარე იქიდან, რომ გამიჯნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოსა და სსიპ - მინერალური
რესურსების ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებები, აუცილებელია მათ მიერ გაწეული
ფასიანი მომსახურებების ჩამონათვალიც არსებობდეს ორი დამოუკიდებელი სამართლებრივი
აქტის ფორმით. აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე იყოს მოწესრიგებული საკითხი სსიპ
- მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული ფასიანი მომსახურებების
სახეებისა და საფასურის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღებასთან
დაკავშირებით. თავისი შინაარსით აქტი წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმძღვანელო
დოკუმენტს სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოსთვის, ვინაიდან მასში
უნდა გაიწეროს მომსახურებები, რომლის ფასიანი მომსახურების ფორმატში გაწევის
უფლებამოსილებაც ექნება ადმინისტრაციულ ორგანოს და განისაზღვროს ამ ფასიანი
მომსახურებების გაწევისთვის გადასახდელი საფასურები. აქედან გამომდინარე, აქტი უნდა
იყოს მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით
გამართლებულია მისი დამტკიცება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
განახლებული საკანონმდებლო საფუძვლის პირობებში შემუშავებული საქართველოს
მთავრობის დადგენილება იქნება დღეს არსებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18
აგვისტოს №502 დადგენილების ანალოგი და ის განსაზღვრავს მხოლოდ სსიპ - მინერალური
რესურსების ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული მომსახურებების
საფასურებს. ამასთან, დადგენილება არ ჩამოაყალიბებს განსხვავებულ ტარიფებს, არამედ
ისინი დარჩება დღესდღეობით არსებული განაკვეთებით და უცვლელი ფორმით აისახება
ახალი დადგენილების პროექტში. კანონპროექტით გათვალისწინებულია კანონის
ამოქმედებიდან 30 დღის ვადა დადგენილების მისაღებად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების საკითხი დარეგულირებულია ,,წიაღის
შესახებ’’ საქართველოს კანონით და შესაბამისად, მისი მარეგულირებელი ნორმის ამოღების
გარეშე ვერ მოხდება ხარვეზის აღმოფხვრა.
ასევე, წიაღით სარგებლობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების საკითხები
მოწესრიგებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს კანონი არის დარგის
მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტი, საჭიროა მასში იქნას მოცემული
სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურებების თაობაზე საქართველოს მთავრობის
დადგენილების მისაღებად სამართლებრივი საფუძველი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა
დაკანონპროექტი, ასევე უზრუნველყოფს ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ გაწეული მომსახურებების სახეებისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ ნორმატიული
აქტისთვის საკანონმდებლო საფუძვლის შექმნას. ამასთან, პროექტის თანახმად, აღარ
იარსებებს სალიცენზიო მოწმობის ფორმის მატერიალურად დამტკიცების საჭიროება,
ვინაიდან იგი სრულად ელექტრონულად ხორციელდება. ასევე, ხდება წიაღით სარგებლობის
პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა
განვითარების გეგმების შედგენის წესზე მითითება, ვინაიდან აღნიშნული საკითხი
დარეგულირებულია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის ,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს
კანონში და ამოღებულ იქნება მე-20 მუხლი, რომლის თანახმად, აღარ იარსებებს სალიცენზიო
მოწმობის ფორმის მატერიალურად დამტკიცების საჭიროება.
ასევე, კანონს ემატება 201 მუხლი, რომლითაც გაჩნდება საკანონმდებლო საფუძველი სსიპ
- მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურებების შესახებ
საქართველოს მთავრობის დადგენილების მისაღებად.
კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნება. აღნიშნული ნორმა პრაქტიკულად
უფუნქციოა და ამ ჩანაწერის არსებობის საჭიროება კანონში არ არის. წიაღით სარგებლობის
პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა
განვითარების გეგმების შედგენის წესი დარეგულირებულია ტექნიკური რეგლამენტით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და
მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი
ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, ვინაიდან, აღნიშნულ ვადამდე საქართველოს
მთავრობას ევალება შესაბამისი დადგენილების მიღება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას.
შემდგომში, უკვე კანონის საფუძველზე გამოცემული დადგენილება არ ჩამოაყალიბებს
განსხვავებულ ტარიფებს, ისინი დარჩება უცვლელი ფორმით და დამტკიცდება განახლებული
ნორმატიული აქტით. შესაბამისად უშუალოდ სააგენტოს შემოსავლებთან მიმართებითაც
ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიურ რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პიდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე,
რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ასევე შენარჩუნდება მდგომარეობა მოქმედი
დადგენილების ფარგლებში. დადგენილება არ ჩამოაყალიბებს განსხვავებულ ტარიფებს და
უცვლელად ასახავს ახალი დადგენილების პროექტში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას. აღნიშნული არ მოხდება ასევე, არც კანონის საფუძველზე
გამოცემული დადგენილების ფარგლებში. რადგან არ მოხდება ტარიფების განსხვავებული
განაკვეთის განსაზღვრა, ისინი დარჩება დღესდღეობით არსებული ოდენობით და უცვლელი
ფორმით აისახება ახალი დადგენილების პროექტში.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.