„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-10
ბიუროს ნომერი 361
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.09.2021, სარეგისტრაციო
კოდი: 020080020.05.001.020395) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით ჩაიდინა.“.
2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
1. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიმართ
ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება აღსრულდეს ამ კანონის
ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.
2. ამ კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების მიმართ
ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება აღსრულდეს 2025 წლის 1
იანვრამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2019 წლის 31 დეკემბრიდან ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექცია
(COVID-19) მთელ მსოფლიოში სწრაფად გავრცელდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ
(WHO) 2020 წლის 30 იანვარს ვითარება საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
საგანგებო მდგომარეობად, ხოლო 11 მარტს - პანდემიად შეაფასა. 2020 წლის 21 მარტს
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და დაწესდა ცალკეული შეზღუდვები, რამაც,
საბოლოო ჯამში, ხელი შეუწყო დაავადების გავრცელების პრევენციას. 2020 წლის 21 მარტს
გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტის („საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“)
მე-8 მუხლის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევთა მიმართ განისაზღვრა
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები, კერძოდ, ფიზიკურ პირთა მიმართ - 3 000 ლარის
ოდენობის, ხოლო იურიდიულ პირთა მიმართ - 15 000 ლარის ოდენობის საჯარიმო სანქციები.
ზემოაღნიშნული დეკრეტი მოქმედებდა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, 2020 წლის 21
მარტიდან 22 მაისის ჩათვლით. გარდა ამისა, შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის 4210 და 4211
მუხლებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი
იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის (ფიზიკური პირის მიმართ - 2 000 ლარი,
ხოლო იურიდიული პირის მიმართ − 10 000 ლარი), ასევე, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან
დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, საზოგადოებრივი
ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას
პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის (წესის დამრღვევი პირის მიმართ - 20 ლარი,
განმეორებით დარღვევისთვის - 40 ლარი), პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო
სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვებისათვის (დახურული საჯარო სივრცის მფლობელი
იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმისთვის - 500 ლარი, განმეორებით - 1 000 ლარი).
ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილების
შესაბამისად (მუხლი 17715), პასუხისმგებლობა დაწესდა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის
რეჟიმის დარღვევისთვის (ფიზიკური პირი - 3 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირი − 15 000 ლარი).
2021 წლის გაზაფხულიდან, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე და
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვები ეტაპობრივად
შემსუბუქდა. იმავე წელს, ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების
სახით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა „ადმინისტრაციული სახდელისგან
გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი (7 სექტემბერი 2021 წ. N923-VIმს-Xმპ), რომლის
საფუძველზეც ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლდნენ ის პირები,
რომლებმაც
ზემოაღნიშნული
სამართლებრივი
აქტებით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევები 2020 წლის 23 მაისამდე/2021 წლის 23 ივნისამდე პერიოდში ჩაიდინეს.
2023 წლის 4 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) „COVID- 19“-თან
დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოაცხადა, ხოლო
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 4 ივლისის №244 დადგენილებით ძალადაკარგულად
გამოცხადდა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილება.
უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულმა შეზღუდვებმა საბოლოო ჯამში ხელი შეუწყო
დაავადების გავრცელების პრევენციას და მის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების
გატარებას, რაც როგორც მსოფლიოსთვის, ისე ქვეყნების მთავრობებისა თუ მოსახლეობისთვის
სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა. ამასთან, დაწესებული შეზღუდვების ფონზე, რომლებიც
უპირატესად ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისკენ იყო
მიმართული, შექმნილმა ვითარებამ, ბუნებრივია, სერიოზული უარყოფითი გავლენა მოახდინა
მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ფინანსურ კეთილდღეობაზე.
დღეისათვის, როდესაც პანდემია უკვე ჩავლილია, იზოლაციისა და კარანტინის წესების
დარღვევაზე მკაცრი რეაგირება აღარ არის აქტუალური, რაც შესაბამის პერიოდში ამ სფეროში
ჩადენილი სამართალდარღვევების პრევენციის საშუალებას წარმოადგენდა.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, შემდგომ ეტაპზე მიზანშეწონილად ჩაითვალა
იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლებაც,
რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის
4 ივლისის ჩათვლით („ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს
კანონით (7 სექტემბერი 2021 წ. N923-VIმს-Xმპ) უკვე მოცული პერიოდიდან - „იზოლაციისა და
კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322
დადგენილების გაუქმების თარიღამდე). აქვე გასათვალისწინებელია, რომ შესაბამისი პირები
გათავისუფლდებიან იმ ჯარიმის გადახდისაგან, რომელიც კანონის ამოქმედების მომენტისთვის
აღსრულებული არ იქნება.
ამასთან,
იმის
გათვალისწინებით,
რომ
საქართველოს
ადმინისტრაციულ
10
სამართალდარღვევათა კოდექსის 42 („იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა“) და 4211
(„პირბადის ტარების წესის დარღვევა“) მუხლების საფუძველზე დაკისრებული ჯარიმებისგან
გათავისუფლების საკითხზე უკვე მიღებულია შესაბამისი შინაარსის სამართლებრივი აქტი,
პროექტით წარმოდგენილი ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს ჯარიმებისგან
გათავისუფლებულ პირთა წრის გაფართოებას ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების
ჩადენის პერიოდის მიხედვით, დაემატება „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების
შესახებ“ მოქმედ კანონს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია იმ პირთა ჯარიმის გადახდისაგან
გათავისუფლების საჭიროებით, რომლებმაც შესაბამისი სამართალდარღვევა 2021 წლის 23
ივნისიდან „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებამდე პერიოდში
ჩაიდინეს. მოცემული ცვლილებების საკანონმდებლო დონეზე ასახვის გარეშე სამართლებრივად
შეუძლებელი იქნება ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევა მხოლოდ კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებისა და პრაქტიკის ცვლილების გზით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, შესაბამისი პირები გათავისუფლდებიან ჯარიმის
გადახდისაგან, რომელიც კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ იქნება აღსრულებული.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით კანონის მე-3 მუხლს ემატება „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად,
ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება გავრცელდება იმ პირზეც,
რომელმაც შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის
4 ივლისის ჩათვლით ჩაიდინა. „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“
საქართველოს კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულია საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 („იზოლაციის ან/და კარანტინის წესის
დარღვევა“) და 4211 („პირბადის ტარების წესის დარღვევა“) მუხლებით განსაზღვრული მხოლოდ იმ
სამართალდარღვევისთვის დადგენილი პასუხისმგებლობისგან პირთა გათავისუფლება, რომელიც
ჩადენილია 2021 წლის 23 ივნისამდე.
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან პირები,
რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 ან 4211
მუხლების დარღვევის გამო დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამასთან,
ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება გავრცელდება ადმინისტრაციული სახდელის
− ჯარიმის შესაბამის აღუსრულებელ ნაწილზე.
შესაბამისი კატეგორიის პირთა ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებისთვის
საჭირო ღონისძიებები გატარდება „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“
საქართველოს კანონის (7 სექტემბერი 2021 წ. N923-VIმს-Xმპ) შესაბამისად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მისი ამოქმედებისათვის დამატებითი
პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის საგაზაფხულო სესიის
დასრულებამდე დარჩენილია საკმაოდ მცირე პერიოდი, საჭიროა კანონპროექტის განხილვა და
მიღება მოხდეს დაჩქარებულ ვადაში, ვინაიდან ამ გარემოებაზეა დამოკიდებული კანონპროექტით
შემოთავაზებული საშეღავათო მიდგომის რეალურად ამოქმედება. წინაღმდეგ შემთხვევაში, 2024
წლის საშემოდგომო სესიის დაწყებამდე, დიდი ალბათობით, მოხდება დაკისრებული ჯარიმების
აღსრულება პირთა საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობის მიმართ, რის გამოც შესაძლოა,
საშეღავათო ღონისძიებების შემოღებამ დაკარგოს თავისი რეალური დატვირთვა. აქედან
გამომდინარე, მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - შრომის
ინსპექციის სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო,
საქართველოს საერთო სასამართლოები კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების
ადმინისტრირებას განახორციელებენ არსებული ფინანსური რესურსების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან
დაჯარიმებული პირები აღარ გადაიხდიან დაკისრებული ჯარიმის თანხას, რომელიც ამ კანონის
ამოქმედების მომენტისთვის არ იქნება აღსრულებული. კერძოდ:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირის ‐ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევები
2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹⁰ მუხლით („იზოლაციის ან/და კარანტინის
წესის დარღვევა“) გამოვლენილი სამართალდარღვევები: ფიზიკური პირების მიერ ჩადენილი
სამართალდარღვევების რაოდენობა ‐ 33, ხოლო ჯარიმის ოდენობა ‐ 66 000 ლარი (თითოეული
ჯარიმის ოდენობა ‐ 2 000 ლარი). იძულებითი აღსრულების კუთხით ფიზიკური პირების საქმეების
სტატისტიკა: სულ ‐ 17 საქმე (თითოეული ჯარიმის ოდენობა ‐ 2000 ლარი), ჯამური მოთხოვნის
ოდენობა ‐ 33 500 ლარი, აქედან დასრულებული ‐ 14 საქმე (მოთხოვნის ოდენობა ‐ 27 500 ლარი),
ხოლო მიმდინარე ‐ 3 საქმე (მოთხოვნის ოდენობა ‐ 6 000 ლარი). იურიდიული პირების მიერ
ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობა ‐ 55, ხოლო ჯარიმის ოდენობა ‐ 550 000 ლარი
(თითოეული ჯარიმის ოდენობა ‐ 10 000 ლარი). იძულებითი აღსრულების კუთხით იურიდიული
პირების საქმეების სტატისტიკა: სულ ‐ 25 საქმე (თითოეული ჯარიმის ოდენობა ‐ 10 000 ლარი),
ჯამური მოთხოვნის ოდენობა ‐ 250 000 ლარი, დასრულებული ‐ 2 საქმე (მოთხოვნის ოდენობა ‐ 20
000 ლარი), ხოლო მიმდინარე ‐ 23 საქმე (მოთხოვნის ოდენობა ‐ 230 000 ლარი), აქედან ნაწილობრივ
აღსრულებული ‐ 5 საქმე, 4874,13 ლარის ოდენობით.
ცხრილი
სსიპ ‐ შრომის ინსპექციის სამსახური
დაკისრებული გადახდილი ჯარიმის გასაჩივრებული აღსასრულებლად
აღსრულების
აღსასრულებელი
ჯარიმის თანხა
თანხის ოდენობა
ჯარიმის თანხის მიქცეული თანხის
მიერ
თანხის ოდენობა
ოდენობა
ოდენობა
ამოღებული თანხების
ოდენობა
616 000
40 500
292 000
283 500
52 374,13
231 125, 87
ადმინისტრაციული სახდელისგან გასათავისუფლებელი თანხის ოდენობა
292 000 (გასაჩივრებული ჯარიმის ოდენობა) + 231 125, 87 (აღსასრულებელი თანხის ოდენობა)
∑ 523 125, 87
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევები
2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹⁰ მუხლით („იზოლაციის ან/და კარანტინის
წესის დარღვევა“) გამოვლენილი სამართალდარღვევები: ფიზიკური პირების მიერ ჩადენილი
სამართალდარღვევების რაოდენობა - 3 233, ხოლო ჯარიმის ოდენობა - 6 466 000 ლარი (თითოეული
ჯარიმის ოდენობა - 2 000 ლარი). იურიდიული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების
რაოდენობა - 26, ხოლო ჯარიმის ოდენობა - 260 000 ლარს (თითოეული ჯარიმის ოდენობა - 10 000
ლარი).
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹¹ („პირბადის ტარების
წესის დარღვევა“) მუხლით გამოვლენილი სამართალდარღვევები: ფიზიკური პირების მიერ
ჩადენილი პირველადი სამართალდარღვევების რაოდენობა - 48 291, ხოლო ჯარიმის ოდენობა - 965
820 ლარი (თითოეული ჯარიმის ოდენობა - 20 ლარი), განმეორებით სამართალდარღვევის
რაოდენობა - 10 962, ხოლო ჯარიმის ოდენობა - 438 480 ლარი (თითოეული ჯარიმის ოდენობა - 40
ლარი). იურიდიული პირების მიერ ჩადენილი პირველადი სამართალდარღვევის რაოდენობა - 7,
ხოლო ჯარიმის ოდენობა - - 3 500 ლარი (ჯარიმა - 500 ლარი). განმეორებით ჯარიმა არ გამოწერილა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹⁰ და 42¹¹ მუხლებით
გამოვლენილ სამართალდარღვევებზე სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში
არსებული საქმეებიდან იძულებით აღსრულდა - 16 580 საქმე (16 574 საქმე - ფიზიკური პირის
მიმართ, 6 საქმე - იურიდიული პირის მიმართ). სულ ამოღებული იქნა 967 319 ლარი.
ნებაყოფლობით ჯარიმა გადაიხადა 33 145-მა ფიზიკურმა პირმა (გადახდილი თანხის ოდენობა - 2
082 560 ლარი) და სამმა იურიდიულმა პირმა (გადახდილი თანხის ოდენობა - 11 000 ლარი). თანხის
ჯამური ოდენობა - 2 093 560 ლარი.
ცხრილი
შინაგან საქმეთა სამინისტრო
დაკისრებული ჯარიმის თანხა
8 133 800
გადახდილი ჯარიმის თანხის
აღსრულების მიერ
ოდენობა
ამოღებული თანხების ოდენობა
2 093 560
967 319
ადმინისტრაციული სახდელისგან გასათავისუფლებელი თანხის ოდენობა
8 133 800 (დაკისრებული სახდელის თანხა) - 967 319 (აღსრულების მიერ ამოღებული თანხების ოდენობა)
- 2 093 560 (გადახდილი ჯარიმის თანხის ოდენობა)
∑ 5 072 921
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. სსიპ - შრომის ინსპექციის
სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო,
საქართველოს საერთო სასამართლოები კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების
ადმინისტრირებას განახორციელებენ არსებული რესურსების ფარგლებში. ამასთან, აღნიშნული
უწყებების მხრიდან აღარ იქნება გასაწევი აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას არ
ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირთა ფინანსურ
მდგომარეობაზე,
რომლებზედაც
გავრცელდება
მისი
მოქმედება,
ვინაიდან,
ისინი
გათავისუფლდებიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 და
4211 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის დაკისრებული
ჯარიმის აღუსრულებელი ნაწილისგან.
კერძოდ, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება 1 893 პირი, აქედან 1855 ფიზიკური პირი და 38 იურიდიული პირი, თანხის ჯამური ოდენობა - 5 596 047 ლარი (ფიზიკური
პირების მიმართ - 5 346 047 ლარი, იურიდიული პირების მიმართ - 250 000 ლარი).
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე მისი
ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით (საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრებათ
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის 16 წლის ასაკს მიღწეულ
პირებს). უშუალოდ კანონპროექტის მომზადების პროცესში ცალკე გამოკვლეული არ ყოფილა,
რამდენად არიან არასრულწლოვნები იმ პირებს შორის, ვისაც პოტენციურად შეეხება მისი
მოქმედება.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს
არ
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის განხილვის პროცესში კონსულტაციების იქნა გავლილი საქართველოს
ფინანსთა სამინისტროსთან, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალ სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.