საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტში დაგეგმილ მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოხსენება
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტში დაგეგმილ მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოხსენება
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტში დაგეგმილ მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოხსენება (ეს პროექტი) მოხსენება
- მინისტრის საათი - საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის გამოსვლა. მოხსენება
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-10
ბიუროს ნომერი 361
📜 ტექსტი
წერილი
04/06/2024
*MES9240000621063*
MES 9 24 0000621063
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ შალვა პაპუაშვილს
ბატონო შალვა,
მოგეხსენებათ, რომ 2024 წლის 13 ივნისს იგეგმება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
მოხსენებით გამოსვლა მინისტრის საათის ფორმატში.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, წარმოგიდგენთ მინისტრის მოხსენებას
წერილობითი ფორმით.
დანართი ,,01'' ელექტრონული ფაილი
პატივისცემით,
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის მინისტრი
გიორგი ამილახვარი
მოხსენება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტრო
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს განათლების სფეროს
განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამის ნათელი დასტურია განათლების
სისტემის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი, რომელიც 2023 წელს 2.077.8 მლნ ლარს
შეადგენდა, ხოლო 2024 წელს უპრეცედენტო ნიშნულს – 2.508.04 მლნ ლარს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით, როდესაც განათლების სფეროს
დაფინანსებისთვის მხოლოდ 626.8 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, 2024 წელს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ბიუჯეტი 300%-ით გაიზარდა.
სკოლამდელი განათლება
•
•
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო
სტანდარტები
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმდინარე რეფორმის
ფარგლებში გადამუშავდა და დამტკიცდა „ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები“ და განსაკუთრებული
მნიშვნელობა
მიენიჭა
სააღმზრდელო-საგანმანათლებლო
პროცესის
ინკლუზიურობას და ხარისხის გაუმჯობესებას.
საგანმანათლებლო სტანდარტების გადამუშავება ციკლური პროცესია და
ეფუძნება როგორც საერთაშორისო ტენდენციებს, ასევე ეროვნულ საჭიროებებს,
საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას და
არსებული კვლევის შედეგებს. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების
დაწესებულებების
ავტორიზაციისთვის
მოსამზადებელმა
სამუშაოებმა ზედაპირზე ამოიტანა სფეროს განვითარების საჭიროებები.
განახლებული სტანდარტი სრულ ჰარმონიზაციაშია ხარისხის სტანდარტთან.
განახლებულ სტანდარტში გაძლიერებულია ბავშვის სოციო-ემოციური
უნარების განვითარებასთან, ინკლუზიურ განათლებასთან, სხვადასხვა
ენობრივი საჭიროების მქონე ბავშვების მომსახურებასთან, ფიზიკური გარემოს
მოწყობასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
1
•
•
•
დივერსიფიცირებული მოდელი
ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით
მიმდინარეობს დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების მოდელებზე
მუშაობა, რაც გულისხმობს საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების
განვითარებას როგორც ურბანული დასახლებების მრავალრიცხოვანი
ჯგუფების განტვირთვის, ისე მაღალმთიანი რეგიონების მცირეკომლიანი და
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტებისთვის.
საქართველოს გეოგრაფიული მოწყობის თავისებურებებისა და მოსახლეობის
განსახლების თავისებურებებიდან გამომდინარე, სკოლამდელი განათლების
მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა გამოწვევას წარმოადგენს. სკოლამდელი
განათლების
დივერსიფიცირებული
მოდელების
შესწავლასა
და
საქართველოსთვის რელევანტური მოდელების შემუშავებაში აქტიურად
ჩართულია და ექსპერტულ ცოდნას გვიზიარებს იაპონიის საერთაშორისო
თანამშრომლობის
სააგენტო JICA
და
გაეროს
ბავშვთა
ფონდის
წარმომადგენლობა საქართველოში. გამოკვეთილია, რომ სკოლამდელი
განათლების ალტერნატიული მოდელები შესაძლოა მოიცავდეს მშობელთა
პედაგოგიზაციას მცირეკომლიან დასახლებებში, მობილური საბავშვო ბაღის
სერვისების განვითარებას, ალტერნატიულ ფიზიკურ გარემოში მომსახურების
მიწოდებას (ძირითადად ქალაქების შემთხვევაში), სკოლის შენობაში ადრეული
და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ან სასკოლო მზაობის
პროგრამის განხორციელებას და სხვას. 2023-2024 სასწავლო წელს ონისა და
დმანისის მუნიციპალიტეტებში უკვე დაპილოტდა ალტერნატიული
მოდელები როგორც სკოლის ბაზაზე, ასევე ოჯახურ გარემოში, მათ შორის
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვებისთვის.
ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერა
ეთნიკური უმცირესობების გაძლიერებისა და მათთვის ხარისხიანი
განათლების
მიწოდების
უზრუნველყოფის
მიზნით,
სკოლამდელი
დაწესებულებებიდანვე დაწყებულია ორენოვანი განათლების დანერგვა.
პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენლებისთვის
ხარისხიანი
სასწავლო
რესურსების
შემუშავება/განვითარება. 2023-2024 სასწავლო წლისთვის პროგრამის მონაწილე
არაქართულენოვანი სკოლამდელი დაწესებულებების 61% ჩართულია
ბილინგვური
განათლების
პროგრამაში.
მიმდინარე
პერიოდში
56
არაქართულენოვანი საბავშვო ბაღიდან 34 ბაღში სწავლება ორ ენაზე
მიმდინარეობს. ბილინგვური საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისათვის
2
•
•
შემუშავებულ
რესურსებზე
დაყრდნობით
გადამზადდნენ
დამხმარე
მასწავლებლები. აღნიშნული რესურსები დაიბეჭდა და დარიგდა ბაღებში.
სრული დაფარვის მიზნით კვლავ გაგრძელდება შესაბამისი აქტივობები.
ეთნიკური
უმცირესობების
სამოქალაქო
ინტეგრაცია
სახელმწიფოს
უმნიშვნელოვანესი
პრიორიტეტია.
აღნიშნული
პროცესის
მთავარი
ქვაკუთხედი სახელმწიფო ენის ფლობის დონის ამაღლებაა. საუკეთესო
შედეგის მიღწევის გზას კი ადრეული ასაკიდან განხორციელებული
ინტერვენცია წარმოადგენს. ბილინგვური განათლების დანერგვის ხელშეწყობა
მიმდინარეობს
შესაბამისი
მუნიციპალიტეტისა
და
სამინისტროს
წარმომადგენლების
მჭიდრო
თანამშრომლობით.
პროცესი
სრულად
დაფინანსებულია
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის
სამინისტროს მიერ.
საგანმანათლებლო პერსონალის კორპუსის გაძლიერება
ადრეული და სკოლამდელი განათლების აღზრდისა და განათლების
დაწესებულებების საგანმანათლებლო პერსონალის კორპუსის გაძლიერებისა
და საბავშვო ბაღების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების
მიზნით მთელი რიგი ღონისძიებები განხორციელდა:
o დასამტკიცებლად მომზადებულია „აღმზრდელ პედაგოგის პროფესიული
სტანდარტის“ რევიზირებული დოკუმენტი. გადამუშავების პროცესში
დეტალურად იქნა შესწავლილი საბავშვო ბაღებში დასაქმებული
აღმზრდელებისა და თანაშემწეების პროფესიული
კვალიფიკაცია
სკოლამდელი განათლების მიმართულებით. დოკუმენტი ჰარმონიზებულია
სკოლამდელი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმასთან და
შეესაბამება ხარისხის სტანდარტებს. გაძლიერებულია მოთხოვნები
ინკლუზიური განათლებისა და ორენოვანი განათლების, ასევე ბავშვის
სოციო-ემოციური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
o გრძელდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულებების
საგანმანათლებლო
პერსონალის
გადამზადება.
დამტკიცებულია ,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების
ტრენინგმოდულის მიმწოდებელი ორგანიზაციების მონიტორინგის
სისტემა‘‘. აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი განათლების პერსონალის
გადამზადების პროცესი არ არის ცენტრალიზებული და მას ახორციელებენ
აკრედიტებული ტრენინგ-პროვაიდერები, რომელთა შორის ასევე არის
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
3
o „სკოლამდელი
განათლების
საბაკალავრო
პროგრამის“
განსახორციელებლად სამმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ
მოიპოვა აკრედიტაცია, ხოლო ორმა მათგანმა უკვე 2023-2024 სასწავლო
წლიდან მიიღო სტუდენტების პირველი ნაკადი.
საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი
• ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის რეფორმის
ფარგლებში „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“
საქართველოს
კანონის
შესაბამისად,
2030
წლამდე
გარდამავალ
პერიოდში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს დაევალა საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესის წარმართვა,
რომელსაც უზრუნველყოფს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი. ამ მიზნით:
o შეიქმნა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა, რომლის
მეშვეობით 2023 წელს დასრულდა მოქმედი საჯარო და კერძო
დაწესებულებების აღრიცხვა შემდგომში მათთვის ავტორიზაციის განრიგის
შემუშავების მიზნით. რეგისტრაციის შედეგად, ელექტრონულ ბაზაში აისახა
დაწესებულებების ისეთი მონაცემები როგორიცაა: სამართლებრივი ფორმა,
საჯარო/კერძო სექტორის მიკუთვნებულობა, დასაქმებული თანამშრომლების
სრული რაოდენობა და დაწესებულებებში რეგისტრირებული ბავშვების
რაოდენობა. რეესტრით უზრუნველვყავით ხელმისაწვდომი ინფორმაცია
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღების შესახებ რეგიონულ და რაიონულ ჭრილში.
o 2023 წელს განხორციელდა დაწესებულების თვითშეფასების პროცესი, სადაც
გამოიკვეთა თითოეული საბავშვო ბაღის მზაობა და საჭიროებები. ამ პროცესში
თანაბრად, შესაბამისი მხარდაჭერით უზრუნველყოფილნი იყვნენ როგორც
საჯარო, ასევე კერძო დაწესებულებები, რის შედეგადაც თვითშეფასება
განახორციელა 2,047 დაწესებულებამ, აქედან: 1,737 საჯარომ და 310 კერძო
დაწესებულებამ. თვითშეფასების პროცესის მხარდასაჭერად სისტემამ შექმნა
მხარდამჭერი ექსპერტების ჯგუფი, რომლებმაც უზრუნველყვეს ყველა საჯარო
და კერძო ბაღის თვითშეფასების პროცესის განხორციელება. მიმდინარე წელს
კი მიმდინარეობს თვითშეფასების შედეგების ანალიზი, რომელიც საფუძვლად
დაედება ბაღების ავტორიზაციის განრიგის შედგენას. 2025 წლიდან დაიწყება
ავტორიზაციის პროცესი და დასრულდება 2029 წელს. ვინაიდან, გარდამავალ
პერიოდში, 2030 წლამდე სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული
ცენტრი
ახორციელებს
ავტორიზაციის პროცესს, დიდ
მნიშვნელობას იძენს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გაძლიერება
4
ხარისხის
უზრუნველყოფის
მიმართულებით,
რა
მიზნითაც
თვითმმართველობები
აქტიურად
არიან
ჩართულნი
ხარისხის
უზრუნველყოფის პროცესში და ამავდროულად მიმდინარეობს მათი
ინტენსიური ქოუჩინგი და გადამზადება, რათა გარდამავალი პერიოდის
დასრულების შემდეგ მათ შეძლონ პროცესის სრულყოფილი გადაბარება.
ზოგადი განათლება
2023-2024
წლებში
ზოგადი
განათლების
სფეროში
მიმდინარეობდა
ურთიერთდაკავშირებული,
მტკიცებულებებზე
დაფუძნებული
სისტემური
რეფორმები,
რომლებიც
მიმართულია
დეცენტრალიზაციის
პოლიტიკის
გაძლიერების,
განათლების
ხარისხის
განვითარებისა
და
საყოველთაო
ხელმისაწვდომობისაკენ. მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების
მისაღებად და ზოგად განათლებაში პოლიტიკის სწორად განსაზღვრის მიზნით,
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელდა კვლევები
ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის შეფასების, სახელმძღვანელოების
კმაყოფილების და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის სქემის შეფასების მიმართულებით. სამივე კვლევა გამოირჩეოდა
რეპრეზენტატულობის მაღალი მაჩვენებლით. კვლევის ანგარიშები წარდგენილი იყო
მიზნობრივ აუდიტორიასთან და განხილულ იქნა სამუშაო ჯგუფებში. აღნიშნული
კვლევები საფუძვლად დაედო ზოგადი განათლების სისტემის განვითარებას
ეროვნული სასწავლო გეგმის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
პოლიტიკის და სასკოლო სახელმძღვანელოების მიმართულებით.
•
სკოლის ავტონომია
ზოგადი განათლების მიმართულებით სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი
პრიორიტეტია სკოლების დეცენტრალიზაცია. ამ მიზნით ზოგადი განათლების
რეფორმის ფარგლებში, უკვე განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო
ცვლილებები: გადამუშავდა და დამტკიცდა ეროვნული სასწავლო გეგმის
სწავლა-სწავლების
პროცესის
ორგანიზების
კონცეპტუალური
და
ადმინისტრაციული თავი/ნაწილი, რომელიც აძლიერებს სკოლის ავტონომიას
შემოქმედებითი და აკადემიური თავისუფლების კუთხით; სკოლა თავად
განსაზღვრავს, საკუთარი მოსწავლეების საჭიროებების შესაბამისად, რა
5
რესურსით, რა სტრატეგიებითა და მეთოდებით მიაღწევს ეროვნული სასწავლო
გეგმით
დასახულ
მიზნებს.
სკოლის
მიმართ
დელეგირებული
უფლებამოსილებებისა და ნდობის გაზრდის პარალელურად, მკაფიოდ
განისაზღვრა, რა სახის ანგარიშვალდებულების სისტემა ყალიბდება სასკოლო
საზოგადოებისა და სამინისტროს წინაშე.
•
•
•
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები
ფართომასშტაბიანი განხილვებისა და სასკოლო საზოგადოების წევრების
აქტიური ჩართულობით გადამუშავდა ზოგადი განათლების ეროვნული
მიზნების დოკუმენტი, სადაც მთავარი ორიენტირი გაკეთდა მოსწავლეებში
პატრიოტიზმის, ეროვნული სულისკვეთების, ეროვნული იდენტობის,
სახელმწიფოებრივი აზროვნების, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემის,
ზოგადსაკაცობრიო და უნივერსალური ღირებულებების ჩამოყალიბებასა და
გაძლიერებაზე.
„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ პირველი რედაქცია დამტკიცდა
2004 წელს და დღემდე არცერთი ცვლილება არ განხორციელებულა. ამ
პერიოდისთვის არ არსებობდა ზოგადი განათლების მარეგულირებელი
საკანონმდებლო აქტები: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი,
„ეროვნული სასწავლო გეგმა“ და სხვა კანონქვემდებარე აქტები. აღნიშნულიდან
გამომდინარე, „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ მოქმედი რედაქცია
მომზადებული იყოს სხვა მოცემულობაში და სხვა საჭიროებების საპასუხოდ.
20-წლიანმა პერიოდმა დღის წესრიგში დააყენა გარკვეული აქცენტები – გაეროს
მდგრადი განვითარების ეროვნულ მიზნებთან შესაბამისობა და ამ მხრივ
გარკვეული მიმართულებების გაძლიერება, საქართველოს კონსტიტუციისა და
ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად ქვეყნისა და ოჯახის ინსტიტუციის
პატივისცემის გამომხატველი წინადადებების აქცენტირება და ა.შ.
დოკუმენტის პროექტი ხელმისაწვდომი იყო საჯაროდ სამინისტროს
ვებგვერდზე. ნებისმიერ მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა, გამოეგზავნა
საკუთარი
შენიშვნა/რეკომენდაცია
პროექტის
შესახებ.
მიღებული
რეკომენდაციები საგულდაგულოდ იქნა განხილული და უმეტესწილად
გათვალისწინებული. ჩატარდა საჯარო განხილვები თბილისსა და სხვადასხვა
რეგიონში, რომელშიც მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის,
სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის, გარემოსდაცვითი განათლების
ცენტრის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების
ავტორიზაციის
საბჭოს
6
•
•
•
წარმომადგენლები, ასევე კერძო და საჯარო სკოლების დირექტორები და
მასწავლებლები, საშუალო საფეხურის სკოლის მოსწავლეები, მშობლები,
უნივერსიტეტის სტუდენტები.
მიღებული უკუკავშირების დამუშავებისა და გაანალიზების შედეგად
შემუშავდა საბოლოო ვერსია, რომელიც განიხილება პარლამენტის მიერ და
უახლოეს პერიოდში დამტკიცდება.
ეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან ერთად
სკოლაში
სწავლა-სწავლების
პროცესის
მთავარი
მარეგულირებელი
დოკუმენტია. საზოგადოებრივი ცხოვრება და გარემო ჩვენს ირგვლივ სწრაფად
იცვლება, რასაც მოაქვს ახალი საჭიროებები და ახალი გამოწვევებიც. იმისთვის,
რომ ფეხი ავუწყოთ სწრაფად ცვალებად სამყაროს, მნიშვნელოვანია, ზოგადი
განათლების შინაარსიც იყოს მუდმივად განვითარების რეჟიმში. შესაბამისად,
ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება არის უწყვეტი და ციკლური
პროცესი. ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია საზოგადოების ფართო
ჩართულობით მიმდინარეობს და ეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნულ
მიზნებს, გლობალურ საგანმანათლებლო ტენდენციებს, საერთაშორისო და
ეროვნულ შეფასებებს, დანერგვის მონიტორინგის შედეგებსა და კვლევების
რეკომენდაციებს. 2023 წელს საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული
ცენტრის მიერ განხორციელდა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის
შეფასება, რომელმაც ნათლად აჩვენა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის
განვითარება თანხვედრაშია გლობალურ საგანმანათლებლო ტენდენციებთან,
თუმცა საჭიროებს შემდგომ გაძლიერებასა და განვითარებას.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების გადახედვამ, მესამე თაობის
ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესზე დაკვირვებამ და ეროვნული
სასწავლო გეგმის
დანერგვის მიმართულებით ჩატარებული კვლევის
რეკომენდაციებმა განაპირობა ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი
სტანდარტების გადამუშავების აუცილებლობა. საჯარო განხილვებისთვის
მომზადდა ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტების რევიზირებული
დოკუმენტი. განათლების სისტემის ყველა რგოლის ჩართულობით
განისაზღვრება ის ცოდნა, უნარები და ღირებულებები თითოეულ საგანში,
რასაც უნდა დაეფუძნოს საგაკვეთილო სწავლება და მოსწავლის აღზრდა;
მოსწავლის თვითგამორკვევასა და მისი პოტენციალის რეალიზების
მხარდაჭერაზე ორიენტირებული საშუალო საფეხური, რომელიც მიზნად
დაისახავს
დაეხმაროს მოსწავლეს გააზრებული არჩევანის გაკეთებაში,
7
•
•
•
მოამზადოს ის უმაღლესი სასწავლებლისა თუ შრომითი ბაზრისთვის,
განუვითაროს მას აკადემიური და სასიცოცხლო უნარები.
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებითა და საქართველოს ზოგადი
განათლების სისტემის სხვა ქვეყნების სისტემებთან ჰარმონიზაციისთვის
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შევა ცვლილება,
რომლის თანახმადაც 2025 წლიდან სავალდებულო განათლება გახდება 10წლიანი ნაცვლად 9-წლიანისა. ცნობილია, რომ წარმატებული განათლების
სისტემის მქონე ქვეყნები ცდილობენ გაახანგრძლივონ სავალდებულო
განათლების პერიოდი. საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში
ინტეგრაციისა და საქართველოში მიღებული საბაზო განათლების
აღიარებისთვის მნიშვნელოვანია რომ საბაზო განათლება იყოს ჰარმონიაში
განათლების საერთაშორისო სისტემასთან. განხორციელებული ცვლილების
შედეგად 3-წლიანი საბაზო განათლება იზრდება და ხდება 4-წლიანი, ისე, რომ
სრული ზოგადი განათლება კვლავ 12-წლიანი რჩება. ცვლილების შედეგად
მოსწავლეები უფრო მომზადებულები და ჩამოყალიბებულები იქნებიან
იმისათვის, რომ მიიღონ მეტად გააზრებული გადაწყვეტილება: განაგრძონ
სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუ პროფესიულ
სასწავლებელში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე გადაწყვეტს სწავლის
შეწყვეტას, ის იქნება 15-16 წლის (ერთი წლით დიდი, ვიდრე ამჟამად არსებული
რეგულაციით), შეთავაზებული სოლიდური ოთხწლიანი საბაზო საფეხურის
პროგრამა უზრუნველყოფს უფრო მეტად მომზადებული ახალგაზრდის
გასვლას შრომის ბაზარზე, ხოლო საშუალო საფეხური (XI-XII კლასი) იქნება
მეტად ფოკუსირებული განათლების შემდგომ საფეხურებზე სწავლის
გასაგრძელებლად.
განხორციელებული ცვლილებით 400-მდე საბაზო სკოლას, რომლებიც
ძირითადად მცირეკონტინგენტიან სკოლებს წარმოადგენენ, მიეცემათ
შესაძლებლობა დამატებით კიდევ ერთი წელი მოემსახურონ მოსწავლეებს.
2024-2025 სასწავლო წლიდან 20 საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების საშუალო საფეხურზე იწყება ინტეგრირებული პროფესიული
პროგრამების პილოტირება. აღნიშნული ინიციატივა დამამთავრებელი კლასის
(XI-XII კლასების) მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, სკოლაშივე, სრული
ზოგადი განათლების პარალელურად დაეუფლონ პროფესიას, რითაც
საშუალება მიეცემათ, სურვილის მიხედვით სწავლა განაგრძონ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ან გავიდნენ შრომის ბაზარზე. 2024-2025
სასწავლო წელს განხორციელდება სკოლის ბაზაზე ინტეგრირებული
პროფესიული პროგრამების პილოტირება შემდეგი მიმართულებით:
ვებტექნოლოგიები, კომპიუტერული ქსელები და სისტემები, გრაფიკული
დიზაინის შესრულება, დეკორატიული მებაღეობა, სარესტორნო მომსახურება,
8
•
•
•
•
•
•
სასტუმრო მომსახურება. ხოლო 2025 წლიდან დაიწყება ფართომასშტაბიანი
დანერგვის პროცესი.
მიმდინარე პროცესებს სამინისტრო განიხილავს ჰოლისტურად. ეროვნული
სასწავლო გეგმის რევიზია მოიცავს სრულ პაკეტს - საგნობრივ სტანდარტებს,
სახელმძღვანელოების და სასწავლო რესურსების კონცეფციას და ეროვნული
შეფასებების კონცეფციას. შემუშავებული პროექტები განხილული იქნება ყველა
დაინტერესებულ მხარესთან და მიიღწევა საზოგადოებრივი კონსენსუსი.
სასწავლო რესურსები
ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე დაყრდნობით, ეროვნული სასწავლო
გეგმის რევიზიის კვალდაკვალ, ასევე სასკოლო სახელმძღვანელოების
კომპლექსური შეფასების რეკომენდაციების გათვალისწინებით დღის წესრიგში
დადგა სასკოლო სახელმძღვანელოების რეფორმის საჭიროება.
სასკოლო
სახელმძღვანელოების
კომპლექსური
შეფასება
რამდენიმე
ნაწილისგან შედგება, მათ შორისაა: სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასება
სწავლების პრაქტიკაზე დაყრდნობით, სასკოლო სახელმძღვანელოების
გრიფირების წესის ანალიზი და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი.
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულია
კვლევის ანგარიში. მიმდინარეობს მუშაობა განახლებული საგნობრივი
სტანდარტების საფუძველზე სახელმძღვანელოების შემუშავების და
განვითარების პოლიტიკაზე, შეიქმნება ეფექტური მექანიზმი, რითაც
მოსწავლის,
მშობლისა
და
მასწავლებლის
უკუკავშირები
იქნება
გათვალისწინებული.
აღნიშნული მიდგომა ასევე შეეხება ბილინგვურ, არაქართულენოვანი
(აზერბაიჯანული, სომხური, და რუსული) სექტორებისთვის ნათარგმნ
გრიფირებულ სახელმძღვანელოებს.
ბილინგვური განათლება სკოლებში
ეთნიკური
უმცირესობების
სამოქალაქო
ინტეგრაცია
სახელმწიფოს
უმნიშვნელოვანესი
პრიორიტეტია.
აღნიშნული
პროცესის
მთავარი
ქვაკუთხედი სახელმწიფო ენის ფლობის დონის ამაღლებაა.
ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ და სახელმწიფო ენებზე
ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, არაქართულენოვან
სკოლებში მიმდინარეობს ბილინგვური განათლების პროგრამის დანერგვა.
შემუშავდა სპეციალური პროგრამები და გადამზადდა 400-ზე მეტი ორენოვანი
მასწავლებელი. ამასთან, მზადდება სპეციალური საგანმანათლებლო
9
რესურსები. პროგრამა ხელს უწყობს რეგიონულ დონეზე ადგილობრივი
კადრების, მათ შორის ახალგაზრდების, გაძლიერებას. 2022-2023 სასწავლო
წელს პროგრამაში ჩართული იყო 41 არაქართულენოვანი სკოლა (14%), ხოლო
უკვე 2023-2024 სასწავლო წლისთვის პროგრამა ხორციელდება 184 (63%)
არაქართულენოვან საჯარო სკოლაში. მიმდინარეობს სამუშაოები ყველა
არაქართულენოვანი სკოლის ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩართვის
მიზნით.
•
•
•
•
ეროვნული შეფასება
მიმდინარე
რეფორმების
შედეგების
გაზომვის,
გამოწვევების
იდენტიფიცირებისა და შემდგომი ინტერვენციების დაგეგმვისათვის
აუცილებელი პირობაა მუდმივად ხორციელდებოდეს დიაგნოსტიკური
შეფასებები. ჩატარებულმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ ეროვნული შეფასებები
უნდა ხორციელდებოდეს ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე:
განმავითარებელი შეფასებები შემოტანილ იქნება დაწყებით და საბაზო
საფეხურებზე. აღნიშნული შეფასებებით ქვეყნის, მუნიციპალიტეტის და
სკოლის
დონეზე,
მათ
შორის
საგნობრივ
ჭრილში,
შევძლებთ
იდენტიფიცირებას რა საჭიროებებისა და გამოწვევების წინაშე დგას სისტემა, რა
ღონისძიებებისა და ინტერვენციების განხორციელების აუცილებლობა
იკვეთება.
ასევე მნიშვნელოვანია საშუალო საფეხურის პოლიტიკის განვითარების
ფარგლებში არსებობდეს მკაფიო ბმა განათლების საფეხურებს შორის.
მსოფლიო ბანკთან ერთად მუშავდება უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში ტრანზიციის მოდელი, რომელშიც სკოლის საშუალო
საფეხურის შედეგებს ექნება თავისი წონა. ეს მოდელი ძალაში შევა 2027
წლიდან.
ზოგადი განათლების თითოეული საფეხურის ბოლოს მოსწავლეთა
აკადემიური მიღწევების დიაგნოსტიკური შეფასება იქნება ძირითადი
ინსტრუმენტი, რომელიც სკოლებისთვის მეტი ავტონომიის უზრუნველყოფის
პარალელურად
უზრუნველყოფს
ანგარიშვალდებულების
სისტემური
მექანიზმის არსებობას.
ავტორიზაცია
2023 წელს განახლებული რეგულაციებისა და ხარისხის უზრუნველყოფის
მექანიზმების ამოქმედებიდან ადმინისტრაციულ წარმოებაში პირველად
10
ჩაერთო საჯარო სკოლების პირველი ნაკადი, კერძოდ 339-მა საჯარო სკოლამ
გაიარა ავტორიზაცია. მნიშვნელოვანია, რომ პროცესს წინ უძღოდა
მხარდამჭერი ღონისძიებები. შეიქმნა მხარდამჭერი ექსპერტების გუნდი
ოთხივე სტანდარტის მიმართულებით და განხორციელდა ავტორიზაციისთვის
პირველ ეტაპზე განსაზღვრული 400-მდე სკოლის კონსულტირება. პროცესი
გრძელდება. მიმდინარე წელსაც საჯარო სკოლების მორიგი ნაკადისთვის
შესაბამისი მხარდამჭერი აქტივობები მიმდინარეობს და ეს სკოლები 2024 წელს
გაივლიან ავტორიზაციას. 2024 წლის მაისის ჩათვლით მხარდაჭერა გაწეულია
100-ზე მეტი საჯარო სკოლისათვის. 2024 წლის მაისის ჩათვლით,
წარმოდგენილია 55 სკოლის საავტორიზაციო განაცხადი და დაწყებულია
ავტორიზაციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებები.
•
•
•
სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერა – პროფესიული განვითარება
სრულიად სასკოლო საზოგადოების მიზნობრივი მხარდაჭერა სამინისტროს
დეპარტამენტების,
ტერიტორიული
ორგანოების,
სსიპ-ების,
უნივერსიტეტების, პროფესიული კოლეჯების და სერვისის პროვაიდერი
ორგანიზაციების ჩართულობით განხორციელდება.
დირექტორი
სკოლაში მიმდინარე პროცესების გაჯანსაღებისა და მიმდინარე რეფორმების
წარმატებისთვის საკვანძო რგოლს წარმოადგენს სკოლის დირექტორი, როგორც
საგანმანათლებლო ლიდერი. 2023 წელს გამოცხადდა საჯარო სკოლების
დირექტორთა
შესარჩევი
კონკურსი,
რომელიც
მიზნად
ისახავდა
დირექტორობის კანდიდატის „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტთან“
შესაბამისობის დადგენას და საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის
დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენას. კონკურსის შედეგად
2023 წელს 840 ახალი დირექტორი დაინიშნა სკოლებში. ამასთანავე,
აღსანიშნავია, რომ მინისტრის მხრიდან არ ყოფილა გამოყენებული არცერთი
დისკრეცია და არჩევანი სრულად სამეურვეო საბჭოების მიერ განხორციელდა.
ჩატარებული კონკურსის გაანალიზების შედეგად, 2024 წელს ვაკანტურ
ადგილებზე ხელახალი კონკურსი გამოცხადდა, სადაც შესაძლებლობა
ჰქონდათ, როგორც დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებს, ასევე
დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, რომელიც კანონის მოთხოვნებს
აკმაყოფილებდა, მიეღო მონაწილეობა. ამ ეტაპზე, დირექტორობის
მსურველებთან გასაუბრებების ეტაპი დასრულებულია და სკოლების
სამეურვეო საბჭოებს წარედგინებათ შესაბამისი კანდიდატურები.
11
•
მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების განხორციელებისთვის აუცილებელი
წინაპირობაა, რომ სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი სრულად იყოს
გათვითცნობიერებული მიმდინარე პროცესებში, ხედავდეს საკუთარ როლს და
აცნობიერებდეს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებსა და მოვალეობებს.
აღნიშნული მიზნით მიმდინარეობს ახლად არჩეული სკოლის დირექტორების
გადამზადება, რაც იქნება მუდმივი პროცესი. ჩამოყალიბდება მწყობრი სისტემა,
რომელიც უზრუნველყოფს სკოლის დირექტორის – საგანმანათლებლო
ლიდერის მუდმივ პროფესიულ განვითარებას.
რესურსცენტრები
•
ზოგადი
განათლების
სისტემის
გაჯანსაღებისა
და
შემდგომი
განვითარებისთვის, დეცენტრალიზაციის პოლიტიკის გაღრმავებისთვის
მნიშვნელოვანი ფუნქცია რესურსცენტრებს ეკისრებათ. 2023 წელს
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად რესურსცენტრის
ხელმძღვანელის თანამდებობა განისაზღვრა საჯარო მოხელის თანამდებობად.
გამოცხადდა საჯარო კონკურსი და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები
რესურსცენტრის ხელმძღვანელის, როგორც საჯარო მოხელის თანამდებობაზე
დასანიშნად. რესურსცენტრის წარმომადგენლები ჩართულები არიან სკოლების
გარე შეფასების მხარდამჭერ, ასევე ავტორიზაციისას გამოვლენილი
გამოწვევების დაძლევის
პროცესში, რაც კიდევ მეტად ზრდის მათ
შესაძლებლობას კომპეტენციებისა და გამოცდილების ამაღლების გზით.
მასწავლებელი
•
•
2023 წელს სსიპ - საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა
განახორციელა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის სქემის შეფასება. კვლევაში გაანალიზებული იყო მასწავლებლის
პროფესიაში შესვლისა და პროფესიული განვითარების არსებული
შესაძლებლობები.
მოკვლეულ
იქნა
საერთაშორისო
პრაქტიკა
და
მასწავლებლების დამოკიდებულებები მოქმედ სქემასთან დაკავშირებით.
მინისტრის
ხელმძღვანელობით
განხორციელდა
არაერთი
შეხვედრა
მასწავლებლებთან ყველა რეგიონში, პრინციპით, რომ შეხვედრაზე
წარმოდგენილი ყოფილიყო ყველა სკოლის რამდენიმე მასწავლებელი.
მასწავლებლების მიერ მნიშვნელოვან გამოწვევად დასახელდა მასწავლებლის
პროფესიული განვითარების არსებული მექანიზმი – სქემა. გამოიკვეთა
ტენდენცია, რომ სქემა საჭიროებს ძირეულ გადახედვას სამართლიანობის,
გამჭვირვალობის პრინციპების დაცვისა და მასწავლებლის პროფესიის
აღიარებისა და დაფასებისათვის. სწორედ ამ მიზნით უკვე შექმნილია სამუშაო
12
•
ჯგუფი,
რომელიც
მუშაობს
კონკრეტულად
არსებული
სისტემის
გადამუშავებაზე და ახალი მოდელისთვის საჭირო წინადადებების
წარმოდგენაზე. შესაბამისად, მიმდინარე წელი სქემის განვითარებისთვის
გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს. 2025 წლის 1 იანვრამდე შემუშავებული
იქნება მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის განახლებული მოდელი,
რომელიც გაითვალისწინებს აღნიშნული კვლევების, საერთაშორისო
პრაქტიკისა და ადგილობრივი გამოწვევების საპასუხო ღონისძიებებს.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი პოლიტიკის ფარგლებში
სკოლამ უნდა შეძლოს დააიდენტიფიციროს მასწავლებლის საჭიროებები.
სკოლის დაფინანსების ახალი მოდელი ასევე გაითვალისწინებს აღნიშნულის
უზრუნველყოფის შესაძლებლობებს. სკოლა უფლებამოსილი იქნება თავად
განსაზღვროს სკოლის პერსონალის პროფესიული განვითარების გზები:
მიმართოს მასწავლებლის სახლს თუ გარე პროვაიდერს. აღნიშნულ პროცესში
მასწავლებლის სახლი უზრუნველყოფს შეთავაზებების ფართო სპექტრს
სასკოლო
საზოგადოების
მხარდაჭერისათვის,
მათი
პროფესიული
განვითარებისა
და
საჭირო
საგანმანათლებლო
რესურსებით
უზრუნველყოფისთვის. განათლების E-სახლი ჩამოყალიბდება ერთიან
სივრცედ, სადაც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ ყველა
საჭირო რესურს და სერვისს.
მასწავლებლის ანაზღაურების ზრდა
•
•
•
•
2024 წლის 1 ივლისიდან მასწავლებლების შრომის ანაზღაურება გადადის ახალ
სახელფასო სისტემაზე, რომლის მთავარი პრინციპი ხარისხიანი განათლების
უზრუნველსაყოფად სამართლიანი, გამჭვირვალე ანაზღაურების სისტემის
შექმნაა.
ახალი სახელფასო სისტემით ყველა მასწავლებელს ანაზღაურება გაეზრდება,
ბუნებრივია მაღალი საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში ზრდა უფრო
დიდი იქნება და სრულ განაკვეთზე მყოფ მასწავლებლების 70%-ს ანაზღაურება
საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, ბუნებრივია სისტემა
შეიმუშავებს მხარდამჭერ მექანიზმებს, რათა მასწავლებლებმა შეძლონ
პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა.
მასწავლებლის ეროვნული დღე – მასწავლებლის ეროვნული პრემია
პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე
დაწესდა.
13
•
•
•
•
•
•
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი
პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის,
პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ
გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, საზოგადოებისა და
განათლების
სისტემის
განვითარებაში
შეტანილი
განსაკუთრებული
წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის
ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი
ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.
2023 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიით 11 პედაგოგი დაჯილდოვდა.
ქვეყნისა
და
საზოგადოების
განვითარების,
ახალგაზრდების
სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში
მთავარი როლი და ფუნქცია დამსახურებულ, ღვაწლმოსილ პედაგოგებს
აკისრიათ. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს
სხვადასხვა კუთხით მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე
ზრუნვას და მათთვის სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შეთავაზებას.
მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაწესებაც სწორედ
საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმას და მათ დაფასებას ემსახურება.
2024 წლის პრემიისთვის განაცხადების მიღება დაწყებულია და 5 ივლისს
დასრულდება. შესაბამისი ღონისძიებები და აქტივობები მიმდინარეობს
ქვეყნის მასშტაბით.
უსაფრთხო და ინკლუზიური გარემო სკოლაში
სკოლაში უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნის მიზნით კომპლექსური
ღონისძიებები ხორციელდება:
o საგანმანათლებლო
დაწესებულების
მანდატურის
სამსახური
უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, საქართველოს
მასშტაბით, 719 საჯარო სკოლაში, ასევე, კერძო სკოლებსა და პროფესიულ
კოლეჯებში უზრუნველყოფს.
o 2024 წელს, დაიწყო მანდატურის სამსახურის ახალი რეგიონული ოფისის
მშენებლობა გურიის მხარეში. ოზურგეთის ოფისში ასევე განთავსდება
ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი, მოეწყობა ბავშვთა თერაპიის
ოთახები, რომლებიც სრულად იქნება ადაპტირებული და მორგებული
ბავშვთა საჭიროებებზე.
o აქტიურად გრძელდება მუშაობა საგანმანათლებლო სივრცეში სოციალური
მუშაობის კომპონენტისა და სოციალური მუშაკების როლის გაძლიერების
14
o
o
o
o
o
o
მიზნით, რაც გულისხმობს მოსწავლეთა, მათი მშობლებისა და
მასწავლებლების მხარდაჭერას საგანმანათლებლო პროცესში, ასევე,
მოსწავლეთა
ეფექტიანი
სოციალური
ფუნქციონირებისათვის
ხელშემშლელი ფაქტორების შემცირებასა და აღმოფხვრას.
საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, გრძელდება სასკოლო
მედიაციის
პროგრამის
განხორციელება,
რაც
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში აღდგენითი პროცესების, კონფლიქტებზე რეაგირების და
მათი კონსტრუქციული გზით გადაჭრის საუკეთესო მექანიზმია.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ
სკოლებში გრძელდება სარისკო ქცევის პრევენციის, ასევე, ნივთიერებათა
ავადმოხმარების პრევენციის პროგრამა 13 წელს ზემოთ ასაკის
მოსწავლეებისთვის და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის (EU
DAP Unplugged Program) გამოყენებით – 13 წლამდე ასაკის
მოსწავლეებისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ბავშვთა ქორწინებისა და
ნიშნობის ფაქტების გამოვლენის მიმართულებით. საგანმანათლებლო
დაწესებულების მანდატურები გადამზადდნენ გენდერული ძალადობისა
და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. ფსიქო-სოციალური მომსახურების
ცენტრი, საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლაში, ყოველდღიურ
რეჟიმში,
მოსწავლეებთან
აქტიურად
მართავს
საინფორმაციოსაგანმანათლებლო შეხვედრებს და ღონისძიებებს ისეთ თემებზე,
როგორიცაა: ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები, ძალადობა, მათ
შორის, სექსუალური ძალადობა, ბულინგი და კიბერბულინგი,
ტოლერანტობა და თანასწორობა, ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ,
ადრეული ქორწინება, ანტიდისკრიმინაციული მიდგომები და სხვა.
მანდატურის სამსახური ჩართულია ბავშვთა დაცვის რეფერირების
პროცედურების
განხორციელებაში.
ამავდროულად,
მჭიდროდ
თანამშრომლობს
იუსტიციის
სამინისტროს
არასრულწლოვანთა
რეფერირების
ცენტრსა
და
ჯანდაცვის
სამინისტროს
ზრუნვის
სააგენტოსთან.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული
ცვლილებების შედეგად, 2024 წლიდან საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდა და მას ინკლუზიური
განათლების კომპონენტი დაემატა.
ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების კომპეტენციების
ზრდის მიზნით შეიქმნა სპეციალური მასწავლებლის მომზადების
15
საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის აკრედიტაციის პროცესი გაიარა სსიპ
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა
და სსიპ - შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტმა. პროგრამა 2024-2025 სასწავლო წლიდან ამოქმედდება.
სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების ხელშეწყობის
მიზნით,
დამტკიცდა
სპეციალური
განათლების
სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებელი, რომლის
მიზანია შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება
უნივერსიტეტების მიერ.
•
•
•
•
სასკოლო კვება
ბოლო ათეული წლების მანძილზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა
სასკოლო კვების პროგრამის არარსებობაა. შესაბამისად, სასკოლო სისტემის
კვების ასაწყობად განსავითარებელია ბევრი კომპონენტის ერთობლიობა:
ინფრასტრუქტურა, მომწოდებელთა ქსელი, სტანდარტები, კვალიფიციური
პერსონალი და ა.შ. საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, გაეროს
ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და პარტნიორ სამინისტროებთან
თანამშრომლობით რამდენიმე წელია ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა
სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის მიმართულებით.
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისა და სხვა ქვეყნების
გამოცდილების შესწავლის მიზნით, საქართველო გაწევრიანდა „კვება,
ჯანმრთელობა და განათლება ყველა ბავშვისთვის“ სასკოლო კვების
საერთაშორისო კოალიციაში (School Meals Coalition) და განსაზღვრა ეროვნული
ვალდებულებები.
სასკოლო ინფრასტრუქტურის შესწავლისა და სასკოლო საზოგადოების
დამოკიდებულებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ პირველ ეტაპზე
გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა სკოლების ნაწილში მოქმედი
ბუფეტებისთვის რეკომენდაციების შემუშავება. პარტნიორი სამინისტროებისა
და
ადგილობრივი
არასამთავრობო
ორგანიზაციების
ჩართულობით
დამტკიცდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის
ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები.
დამტკიცდა „სასკოლო კვების პროგრამა“, რომლის ფარგლებში მუნიციპალურ
დონეზე განხორციელდა ადგილობრივი საჭიროებების დეტალური კვლევა
სასკოლო კვების ორგანიზების მოდელების შესარჩევად. შეიქმნა შესაბამისი
ჯგუფი, განისაზღვრა სამუშაოების დეტალური გეგმა, მომზადდა კითხვარი და
16
განხორციელდა საველე სამუშაოები საქართველოს მასშტაბით. ჯგუფის მიერ
თითოეულ სკოლაზე შეგროვდა საჭირო ინფორმაცია და ფოტომასალა კვების
მოდელების შესაბამისობის დასადგენად, სკოლების შესაძლებლობებთან და
პოტენციალთან მიმართებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ანალიტიკური
სამუშაოები, რის საფუძველზეც განისაზღვრება რომელ სკოლას სასკოლო
კვების უზრუნველყოფის რომელი მოდელის განხორციელების შესაძლებლობა
ექნება.
•
•
•
•
სასკოლო ინფრასტრუქტურა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტოს მიერ მიმდინარეობს უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტის
განხორციელება, რომელიც საქართველოს საჯარო სკოლების მშენებლობარეაბილიტაციას გულისხმობს.
სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ
ამ ეტაპზე მიმდინარეობს 171 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია. კერძოდ, 77
სკოლის მშენებლობა, ხოლო 94 სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია.
ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 915 375 465 ლარია.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით:
დასრულდა 4 სკოლის მშენებლობა, განხორციელდა 12 სკოლის სრული
რეაბილიტაცია, ხოლო 150-მდე სკოლას ნაწილობრივი რეაბილიტაცია
ჩაუტარდა. ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური ღირებულება შეადგენს
54 500 000 ლარზე მეტს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ - მუნიციპალური
განვითარების ფონდის მიერ ჯამში, განხორციელდა 138 სკოლის
მშენებლობა/რეაბილიტაცია, მიმდინარეობს 42 და დაგეგმილია 11 სკოლის
მშენებლობა-რეაბილიტაცია.
17
განათლების პოლიტიკის დაგეგმვა (საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული
ცენტრი)
•
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა, რომელიც 2023 წელს
დაფუძნდა, სასკოლო განათლების
ეროვნული
სასწავლო
გეგმის,
სტრატეგიული მიმართულებების –
სასკოლო
სახელმძღვანელოებისა
და
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის
კომპლექსური შეფასების მიზნით, გასულ წელს,
სამი ფართომასშტაბიანი
კვლევა ჩაატარა.
•
კვლევების მიზანი იყო
სასკოლო განათლების სისტემაში არსებული
გამოწვევების შესახებ განსხვავებული მოსაზრებების და პოზიციების შეჯერება,
კონსტრუქციული დიალოგის ფორმირება, სისტემური ხედვის ჩამოყალიბება
და რესურსების კონსოლიდაცია სასკოლო განათლების უმნიშვნელოვანესი
რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის.
მესამე თაობის სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასება
•
კვლევა აერთიანებს განათლების სფეროს ექსპერტების, სამივე თაობის
ეროვნული
სასწავლო
განმახორციელებელი
გეგმის
გუნდის
კონცეფციის
შემქმნელების,
წარმომადგენლების,
ესგ-ს
რეფორმის
დანერგვის
მხარდამჭერი ჯგუფების, განათლების სისტემის სხვადასხვა სტრუქტურული
ერთეულის, დონორი ორგანიზაციების, განათლების სფეროში მოღვაწე
არასამთავრობო ორგანიზაციების, სკოლის დირექტორების, მასწავლებლების,
მშობლებისა
და
მოსწავლეების
მოსაზრებებს.
თვისებრივი კვლევით გათვალისწინებული დისკუსიებისა და ინტერვიუების
სერიამ საერთო ჯამში 100-ზე მეტი რესპონდენტი
მოიცვა. კვლევით
გამოვლენილი პირველადი დასკვნები და რეკომენდაციები, რაოდენობრივი
კვლევის ფარგლებში, 10000-ზე მეტ მასწავლებელთან და 600-ზე მეტი სკოლის
დირექტორთან გადამოწმდა.
•
კვლევის შედეგად მკაფიოდ წარმოჩინდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის
დანერგვის პროცესში არსებული ხარვეზები. კერძოდ, რეფორმისთვის მზაობის
ნაკლებობა,
რესურსების
არაკოორდინირებულობა
დეფიციტი,
და
სხვა.
18
რეფორმის
შედეგად
არათანმიმდევრულობა,
მივიღეთ
მესამე
თაობის
ეროვნული სასწავლო გეგმის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები
როგორც სასკოლო საზოგადოების, ისევე, განათლების ექსპერტთა მხრიდან.
კვლევის
შედეგების
გათვალისწინებით,
ეროვნული
სასწავლო
გეგმის
სრულყოფაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასება
•
კვლევის
პირველი
(რაოდენობრივი)
ეტაპი
სწავლების
პრაქტიკაზე
დაყრდნობით სახელმძღვანელოების შეფასებას ისახავდა მიზნად. კვლევაში 24
ათასზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობდა. კვლევის პირველი ეტაპის
შედეგებმა სახელმძღვანელოების შექმნის, ხარისხის რეგულირებისა და
მასწავლებელთა მიერ მათი არჩევის სრული ციკლის შესწავლის აუცილებლობა
გამოკვეთა.
•
კვლევის
მეორე
(თვისებრივი)
ეტაპზე,
სახელმძღვანელოს
ავტორების,
გამომცემლების, გრიფირების პროცესში ჩართული რეცენზენტებისა და ამ
პროცესზე პასუხისმგებელი პირების, ასევე, მოქმედი მასწავლებლებისა და
განათლების ექსპერტებისგან (სულ – 129 რესპონდენტი) შეგროვდა ინფორმაცია
სახელმძღვანელოების შექმნის, გრიფირებისა და არჩევის ციკლის ყველა
ეტაპზე
არსებული
გამოწვევების
შესახებ;
გაანალიზდა
საერთაშორისო
პრაქტიკაც.
•
კვლევით
წარმოჩინდა
სახელმძღვანელოს
ძირითადი
გამოწვევები,
არსებული
ხარვეზები
სახელმძღვანელოს
და
შექმნის
შექმნის/გრიფირების/არჩევის
სახელმძღვანელოს
სხვა
ხარისხის
თანმდევი
თითოეული
რეგულაციაში
სირთულეები,
ეტაპისათვის
კერძოდ,
დაწესებული
შეზღუდული ვადები, პროფესიონალების მოზიდვის პრობლემები, ეროვნული
სასწავლო გეგმის სწორად გააზრებისა და ინტერპრეტირების სირთულეები,
შეფასების კრიტერიუმების ოპერაციონალიზაციის ხარვეზები და სხვა.
•
კვლევის შედეგების გათვალისწინებით,
სამინისტრო აქტიურად მუშაობს
სახელმძღვანელოების ხარისხის რეგულაციის უფრო ეფექტური მექანიზმების
შემუშავებაზე, რათა სასკოლო სახელმძღვანელოები შესაბამისობაში იყოს
ხარისხისა და ინკლუზიურობის მაღალ სტანდარტებთან.
19
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის
შეფასება
•
ამ კვლევის მიზანი მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და
კარიერული წინსვლის სქემის ეფექტიანობის შეფასება, მისი ძლიერი და
გასაუმჯობესებელი ასპექტების იდენტიფიცირება იყო. კვლევა მთელი ქვეყნის
მასშტაბით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 662 სკოლამ, 7000-მდე
მასწავლებელმა
და
286
დირექტორმა.
მასწავლებლის
პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა გაანალიზდა საერთაშორისო
პრაქტიკის კონტექსტში. კვლევამ აჩვენა, რომ მასწავლებლის პროფესიული
განვითარების არსებული მექანიზმები წინააღმდეგობაში მოდის ეფექტიანი
პროფესიული განვითარების პრინციპებთან (მაგალითად, პროფესიული
განვითარების ძირითად მექანიზმად მოკლევადიანი ტრენინგები გამოიყენება,
ამავდროულად,
სისტემა
არის
უკიდურესად
ძალისხმევაა
ცენტრალიზებული);
არაპროპორციულად
დიდი
მიმართული
მასწავლებლის
კომპეტენციის გარე
შეფასებაზე, რაც მასწავლებელს აშორებს სკოლასა და
მოსწავლეს; შედეგად, სქემის ფარგლებში მასწავლებლის შეფასების შედეგების
მიმართ ნდობა დაბალია. კვლევამ სქემის რევიზიის და დეცენტრალიზაციის
საჭიროება გამოკვეთა.
ზოგადი განათლების სისტემის დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავება
(მიმდინარე)
•
მიმდინარეობს
სკოლების
დაფინანსების
არსებული
მოდელის
კვლევა/შეფასება. ეს არის მრავალკომპონენტიანი პროექტის ნაწილი (Human
Capital
Program),
რომლის
მიზანია
ზოგადი
განათლების
სისტემის
დაფინანსების ახალი, თანასწორობასა და ხელმისაწვდომობაზე დაფუძნებული,
ეფექტიანი მოდელის შემუშავება, რომელიც თანხვედრაში იქნება სკოლის
სპეციფიკურ მოთხოვნებთან და ხელს შეუწყობს სასკოლო რეფორმების
გატარებასა და საგანმანათლებლო პოლიტიკის განხორციელებას. პროექტი
შედგება სამი ეტაპისგან: I ეტაპი: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების
დაფინანსების არსებული მოდელის შეფასება; II ეტაპი: დაფინანსების ახალი
მოდელის შექმნა და პილოტირება; III ეტაპი: პილოტირების შედეგების
შეფასება, დაფინანსების ახალი მოდელის საბოლოო ვარიანტის ფორმირება.
20
•
2024 წელს ცენტრმა დაიწყო ეთნიკური უმცირესობების განათლების შეფასების
კომპლექსური პროექტი.
მზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის
•
•
•
•
2024 წელს საგამოცდო ცენტრები 80 000 - მდე გამოსაცდელს მოემსახურება. მათ
შორისაა 47 000-ზე მეტი რეგისტრირებული აბიტურიენტი, 3 000-ზე მეტი
სტუდენტი, 10 000-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი, ასევე, 18 900-ზე მეტი
მსურველი, რომელიც წელს მასწავლებლის გამოცდაზე გასვლას გეგმავს. ამ
ეტაპზე მიმდინარეობს 80 000-მდე გამოსაცდელის განაწილების პროცესი
საგამოცდო ცენტრების მიხედვით.
მთელი საქართველოს მასშტაბით – თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში,
ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა
და ამბროლაურში – საგამოცდო ცენტრები გაიხსნება.
მიმდინარეობს
საგამოცდო
ცენტრებად
განსაზღვრულ
შენობებში
ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. აგრეთვე, გამოცდებისათვის საჭირო
მასალების მომზადება.
გამოცდების ახალი მოდელი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, მსოფლიო ბანკის
მხარდაჭერით დაიწყო მუშაობა ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ
მოდელზე,
რომელიც
ითვალისწინებს
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში ჩარიცხვის არსებული სისტემის რეფორმას. ამ რეფორმის
ერთ-ერთი წინაპირობაა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სკოლებისა და
უნივერსიტეტების როლის გაზრდა. ახალი სისტემის დანერგვა იგეგმება 2027
წლის ზაფხულში.
პროფესიული განათლება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
მიზანია პროფესიული განათლება იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და
პასუხობდეს შრომის ბაზრის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო
საჭიროებებს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად 2023 წლის ოქტომბერში
21
საზოგადოებას პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა წარედგინა,
რომლის ფარგლებშიც უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა.
1.
საჯარო შეთავაზება კერძო სექტორს
2023 წლიდან საფუძველი ჩაეყარა საჯარო-კერძო პარტნიორობის ეფექტიან
მექანიზმს, რომელიც გულისხმობს კერძო სექტორის პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვაში შემოყვანას და შესაბამისად,
პროფესიული განათლების მიწოდებაში მათი როლის კიდევ უფრო მეტად
გაზრდას. ინიციატივის ფარგლებში 2023 წელს დაიწყო მშენებლობის
მიმართულების პროფესიული განათლების პროვაიდერის განვითარება ქ.
ვალეში (სამცხე-ჯავახეთი) კომპანია „BK ქონსთრაქშენთან“ პარტნიორობით. ამ
მიზნით სამინისტროს მიერ გამოიყო 2 მილიონ ლარამდე. ასევე, აღსანიშნავია,
რომ ინიციატივის შესახებ შეთავაზება საჯაროდ განთავსდა სამინისტროს
ოფიციალურ
ვებგვერდზე,
რომლის
საფუძველზეც
წარმოდგენილია
სხვადასხვა ინიციატივა. მიმდინარე ეტაპზე უკვე გამოკვეთილია გარკვეული
შეთავაზებები და მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება. 2024 წელს
აღნიშნული მიმართულების მხარდასაჭერად გამოყოფილია 10 მილიონი ლარი.
2. პროფესიული კოლეჯების მართვა
კოლეჯების მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, განხორციელდა
სამუშაოები კოლეჯების დირექტორთა კვალიფიკაციის გაძლიერების
ხელშეწყობის მიმართულებით. ძალაში შევიდა პროფესიული განათლების
შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება, რომლის საფუძველზეც დამტკიცდა
პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
დირექტორის
სტანდარტი. კანონის მიხედვით განისაზღვრა დირექტორის უფლებამოსილება
5 წლის ვადით, გარდა ამისა, ერთსა და იმავე პირს ერთი და იგივე კოლეჯში
ზედიზედ დირექტორად დანიშვნის შესაძლებლობა მხოლოდ ორჯერ მიეცემა.
ასევე,
სტანდარტის
შესაბამისად
განხორციელდა
პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების შესაძლებლობის
გაძლიერება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. აღნიშნული
მიდგომა, კოლეჯების მართვას გახდის უფრო ეფექტურს და აამაღლებს ახალი
იდეებისა და ხედვების განხორციელების პოტენციალს. გარდა ამისა,
კოლეჯების მართვის ეფექტურობას ხელს შეუწყობს კოლეჯების ახალი
22
ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც გაითვალისწინებს კოლეჯის
მასშტაბს, სპეციფიკას და რეგიონში საჭირო სერვისების მიმართულებას.
3. პროფესიებისა და კვალიფიკაციების განახლება
პროფესიული განათლების სისტემაში მოქმედი კვალიფიკაციები ეტაპობრივად
საჭიროებს გადახედვას, გაუმჯობესებას და გარკვეულ სექტორებში ახალი
კვალიფიკაციების გაჩენას, რაც ხელს უწყობს პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამების შრომის ბაზრის საჭიროებებთან მაქსიმალურად დაახლოებას და
ემსახურება ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებას. სწორედ ამის
გათვალისწინებით შემუშავდა და ამოქმედდა კვალიფიკაციების განვითარების
ახალი მეთოდოლოგია, რამაც უზრუნველყო კვალიფიკაციების განვითარების
პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერება და დაიწყო
ერთობლივად მოთხოვნადი უნარების იდენტიფიცირება, პროფესიის და
პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავება/გადამუშავება.
ახალი მეთოდოლოგია ასევე ითვალისწინებს საერთაშორისო პრაქტიკას.
კვალიფიკაციების
განვითარების
პროცესის
მხარდასაჭერად
შეიქმნა
ინოვაციური ელექტრონული პლატფორმა. კვალიფიკაციების განვითარების
პროცესი 2023 წლიდან დაიწყო და უკვე შემუშავდა 40 პროფესიული
კვალიფიკაცია და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ
ეტაპობრივად დაიწყო არსებული პროგრამების ჩანაცვლება განახლებული
კვალიფიკაციების საფუძველზე შექმნილი პროგრამებით. აღსანიშნავია, რომ
კვალიფიკაციების შემუშავებისა და განვითარების პროცესში ჯამში ჩართული
იყო სხვადასხვა დარგის 70 ექსპერტი კერძო სექტორიდან. მიმდინარე
პერიოდში აქტიურ რეჟიმში გრძელდება პროფესიული კვალიფიკაციების
შემუშავება-განვითარება და პროცესი 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.
4. პროფესიული განათლება სკოლაში
2023 წლიდან აქტიურად დაიწყო მუშაობა ახალ მიმართულებაზე, რომელიც,
პროფესიულ
განათლებაზე
ხელმისაწვდომობის
ზრდის
მიზნით,
ფოკუსირებულია საჯარო სკოლების რესურსის გამოყენებაზე. სამუშაოები
მიმდინარეობს ორი მიმართულებით. პირველი მიმართულება გულისხმობს
საჯარო სკოლებში ინტეგრირებული პროგრამების დანერგვას. ინიციატივა
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, სკოლაშივე,
სრული ზოგადი განათლების პარალელურად, დაეუფლონ პროფესიას. უკვე
23
შემუშავებულია ინიციატივის განხორციელების მექანიზმები და შერჩეულია 20
საჯარო სკოლა, სადაც დაინერგება ინტეგრირებული სადიპლომო პროგრამები.
პროგრამებზე სასწავლო პროცესის დაწყება შესაძლებელი იქნება 2024-2025
სასწავლო წლიდან.
საჯარო სკოლების რესურსის გამოყენების მეორე მიმართულებაა – საჯარო
სკოლებში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების
დანერგვა. აზიის განვითარების ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის
მხარდაჭერით, აქტიურად დაიწყო მუშაობა საჯარო სკოლებთან, რის
შედეგადაც, პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელი იქნება
დამატებით
მუნიციპალიტეტებში
პროფესიული
მომზადებისა
და
გადამზადების პროგრამების გზით. მიმდინარე წელს მინიმუმ 5 საჯარო სკოლა
მოიპოვებს ზემოაღნიშნული პროგრამების განხორციელების უფლებას.
5.
მასწავლებლის მომზადება საერთაშორისო სტანდარტით
აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების
ორგანიზებისა და მათი კვალიფიკაციების ამაღლების ხელშეწყობის კუთხით
საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. 2024
წლის მაისში
მშენებლობის,
ინჟინერიისა
და
სტუმარმასპინძლობის
დარგის
28
მასწავლებელი გაემგზავრა საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით იტალიისა და
ლატვიის მიმართულებით პარტნიორ დაწესებულებებში. ამავე წლის ივნისში
სოფლის
მეურნეობის
მიმართულების
14
მასწავლებელი
მიიღებს
საერთაშორისო გამოცდილებას გერმანიაში პარტნიორ საგანმანათლებლო
დაწესებულებაში. მასწავლებელთა საერთაშორისო სასწავლო ვიზიტების
ორგანიზებისთვის სამინისტრომ იმუშავა პარტნიორი დაწესებულებების
შერჩევასა და თანამშრომლობის მექანიზმების შექმნაზე. აღსანიშნავია, რომ ეს
პროცესი მიიღებს სისტემურ ხასიათს და წლის ბოლომდე სასწავლო ვიზიტებში
მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა 70-მდე გაიზრდება.
ასევე, აქტიურად იქნა გამოყენებული ისეთი პროგრამები როგორიცაა –
„გერმანიის სენიორ ექსპერტთა სერვისი“
და „იაპონიის მოხალისეთა
საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა“ (JICA).
განხორციელდა
ექსპერტთა ვიზიტები, საქართველოში რომელთა მიზანს წარმოადგენდა
სასწავლო პროცესისა და სწავლების მეთოდების გაუმჯობესების მხარდაჭერა.
24
•
აქტიურად გაგრძელდა მუშაობა განათლებისა და მეცნიერების ერთიანი
ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების
მიზნით: პროფესიული განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის
კუთხით, დაიწყო მუშაობა Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობების
გამოყენებაზე. დაწყებულია ორი პროექტის განხორციელება ევროპის წამყვან
დაწესებულებებთან
ერთად.
განხორციელდა
40
პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის გადამზადება დონორთა
და პარტნიორთა მოზიდვის მიზნით.
•
პროფესიული უნარების სააგენტოს კოორდინაციით, WorldSkills საქართველოს
ეროვნული კონკურსი გაიმართა. კონკურსის მიზანია პროფესიული
განათლების
ინტერნაციონალიზაციის,
პროფესიული
უნარებისა
და
კომპეტენციების მაღალი სტანდარტების განვითარება და პროფესიული
განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობა. კონკურსი მოეწყო სამი
მიმართულებით: კულინარია, კონდიტერია და ვებტექნოლოგიები. ეროვნულ
კონკურსში გამარჯვებულები 2024 წელს WorldSkills-ის რიგით 47-ე
საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 10-15
სექტემბერს საფრანგეთში, ქალაქ ლიონში გაიმართება.
•
გაგრძელდა მუშაობა პროფესიული მომზადების და პროფესიული
გადამზადების პროგრამების მასშტაბების გაზრდის მიმართულებით.
პროფესიული მომზადება/გადამზადების მექანიზმი არის მთელი ცხოვრების
მანძილზე სწავლის სისტემის ნაწილი და მჭიდროდ უკავშირდება არა მხოლოდ
დასაქმების/სამეწარმეო საქმიანობის შესაძლებლობებს, არამედ პიროვნული
განვითარებისა და თვითრეალიზაციის ასპექტებს. საანგარიშო პერიოდში,
ფორმალური განათლების ფარგლებში სისტემას დაემატა 175 ახალი
პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა და ამ ტიპის პროგრამების
რაოდენობამ გადააჭარბა ხუთასს. 2023-2024 წლებში აღნიშნული პროგრამებით
ისარგებლა 6000-მდე პირმა. 2024 წლის მდგომარეობით, 2019 წლიდან
(სისტემის დანერგვიდან) ჩარიცხულ პირთა ჯამური რაოდენობა 20 500-ზე
მეტია.
•
2023 წელს განხორციელებული პროფესიული მომზადება/გადამზადების
კურსდამთავრებულთა კვლევის თანახმად, ზრდასრულთა განათლების
25
სისტემის ფარგლებში განხორციელებული
დასაქმების მაჩვენებელი შეადგენს 86%-ს.
ინტერვენციების
შედეგად,
•
მზარდია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში (სადიპლომო)
პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელი. 2023 წლის მიღების
ფარგლებში 2023 წელს ჩაირიცხა უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა – 15 500მდე პირი. 2024 წლის მიღება უკვე გამოცხადდა. მიღების ფარგლებში
დარეგისტრირდა 12 000-მდე აპლიკანტი. ამ ეტაპის მიღებაზე შერჩევა
დასრულდება ივნისის ბოლომდე. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მეორე
ნახევარში კვლავაც გამოცხადდება მიღება ამჯერად უკვე განახლებულ
პროგრამებზე.
•
საგულისხმოა, რომ 2023 წელს ჩატარებული კურსდამთავრებულთა კვლევის
მიხედვით, 2022 წლის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლები ბოლო
6 წლის მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს და 81%-ს აღწევს, რაც წინა წლის
მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 7 პროცენტული პუნქტით.
ინფრასტრუქტურის განვითარება:
• სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტოს მიერ:
o დასრულდა 2 ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა;
o მიმდინარეობს 3 პროფესიული კოლეჯის მშენებლობა;
o დასრულდა 4 სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა;
o მიმდინარეობს 2 სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა;
o 4 ლოკაციაზე
რეაბილიტირდა საგანმანათლებლო დაწესებულების
სასწავლო სივრცეები;
o სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW)
პარტნიორობის
ფარგლებში,
გაგრძელდა
თბილისში
ტრანსპორტის/ლოგისტიკისა და სამშენებლო მიმართულების ე.წ. ექსელენს
ცენტრის განვითარების პროცესი. მომზადდა ცენტრის მშენებლობის
დეტალური პროექტი და ცენტრის ბიზნეს მოდელის სამუშაო ვერსია.
მიმდინარეობს
პროცედურები
მშენებლობის
მიზნით
ტენდერის
გამოცხადებისათვის. ამასთან, საერთაშორისო დონის ორი ახალი ცენტრის –
თელავის
ღვინის
სკოლისა
და
დუშეთის
ტურიზმის
სკოლის
განვითარებისთვის, მომზადდა ზოგადი და დეტალური შეთანხმება, რომლის
ხელმოწერის შემდგომ პროექტის განხორციელება შევა აქტიურ ფაზაში.
26
უმაღლესი განათლება და მეცნიერება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის
უმნიშვნელოვანესია მოტივირებული, მშრომელი, მაღალი აკადემიური მოსწრების
მქონე სტუდენტთა დაფასება და მათი წახალისება. ამ მიზნით, აქტიურად გრძელდება
მუშაობა ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობასა და სტუდენტებისთვის სხვადასხვა
მხარდამჭერი აქტივობის შეთავაზებაზე.
სტიპენდიატთა რაოდენობისა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობის
გაორმაგება
o 2023-2024
სასწავლო
წლის
შემოდგომის
სემესტრიდან
გაორმაგდა
სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა.
o განახლებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში,
ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის
ნაცვლად იღებენ 300-ლარიან სტიპენდიას.
o რაც შეეხება სტუდენტთა რაოდენობას, თუ აქამდე სტიპენდია გაიცემოდა
საშუალოდ 2 500 სტუდენტზე, 2023-2024 სასწავლო წლიდან გაზრდილ
სტიპენდიას 5 000 წარმატებული სტუდენტი იღებს.
სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულება
o მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსური
დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული
დავალიანება გაუნულდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება საჯარო და
კერძო უნივერსიტეტების, საქართველოს მოქალაქე დაახლოებით 27 000
სტუდენტს, რომელთაც არსებული დავალიანება - ჯამში 30 მილიონ ლარამდე
ჩამოეწერათ. სურვილის შემთხვევაში მათ სტატუსის აღდგენისა და სწავლის
გაგრძელების შესაძლებლობა მიეცათ.
ABET აკრედიტაცია
o პროგრამის „ვისწავლოთ საქართველოში“ ფარგლებში სრულად მხარდაჭერილ
იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
(507,500 ლარი), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (176,380 ლარი) და
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (100,480 ლარი) საბაკალავრო STEM
პროგრამების ABET აკრედიტაციის პროცესი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის საერთაშორისო დონეზე
სანდოობასა და მიმზიდველობას.
27
o აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში მიმდინარე წლის ოქტომბერში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო ინგლისურენოვან
საგანმანათლებლო პროგრამას „ბიოსამედიცინო ინჟინერია“ და ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას –
„კომპიუტერული ინჟინერია“ ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების
სააკრედიტაციო საბჭოს ABET აკრედიტაცია მიენიჭა.
საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა
o 2024 წლიდან, 2019 წლის შემდეგ პირველად, გაგრძელდა უნივერსიტეტების
ხელშეწყობა განათლების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიზნით.
2024 წლის მაისსა და სექტემბერში საქართველოს უნივერსიტეტები
მონაწილეობას იღებენ ორ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში
(NAFSA (აშშ) და EAIE (საფრანგეთი)).
სადოქტორო პროგრამები
o საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების
ფარგლებში, განათლების მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების
შესრულების მიზნით, განხორციელდა სადოქტორო საგანმანათლებლო
პროგრამებისა
და
სამეცნიერო-კვლევითი
კომპონენტის
ხარისხის
უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა და განვითარება. შემუშავდა
სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების ხარისხის
უზრუნველყოფის ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც სადოქტორო პროგრამების
აკრედიტაციის
პროცესში
აკრედიტაციის
სტანდარტებთან
ერთად
გამოყენებული იქნება, როგორც შეფასების დამატებითი ინსტრუმენტი.
კონკურენტული ინოვაციების ფონდი (CIF)
o სამინისტროს მიერ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
კონკურენტუნარიანი ინიციატივების საგრანტო დაფინანსების მიზნით,
საგრანტო პროგრამის სახით შეიქმნა კონკურენტული ინოვაციების ფონდი
(CIF), რომელიც ხელს შეუწყობს აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამებისა
და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას. ფონდის საერთო ბიუჯეტი 4,2 მლნ აშშ
დოლარია.
კონკურსის
ფარგლებში
დაფინანსდა
ცალკეული
უნივერსიტეტებისა და კონსორციუმების 27 პროექტი.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო
o გრძელდება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა,
რომლის ფარგლებშიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა 90 სტუდენტი
28
მიიღო სამ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე: კომპიუტერული
მეცნიერება, კომპიუტერული ინჟინერია და სამოქალაქო ინჟინერია.
პროგრამების განხორციელების პროექტის ღირებულება 5 მილიონ დოლარს
შეადგენს და ის სრულად ფინანსდება საქართველოს მთავრობისა და სან
დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.
დაფინანსების მოდელი
o აქტიურად გრძელდება პროგრამა „ინოვაცია, ინკლუზიურობა, ხარისხი“ –
საქართველო I2Q (IBRD), რომელსაც, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით,
ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი. პროგრამის უმაღლესი
განათლების კომპონენტი მოიცავს უმაღლესი განათლების სფეროში
დაფინანსების
შესაძლებლობების
გაუმჯობესებასა
და
ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას.
o 2023-2024 წლებში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა უმაღლესი განათლების
დაფინანსების მოდელზე. 2023 წელს დასრულდა მუშაობა შედეგებზე
დაფუძნებული დაფინანსების მოდელზე – შემუშავდა ინდიკატორების
კატალოგი, რომელიც მორგებულია საქართველოში მოქმედ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებზე და იძლევა უნივერსიტეტებისათვის
კონკრეტული შედეგების განსაზღვრისა და ამ შედეგების შეფასების
შესაძლებლობას. ამასთან, 2023 წელსვე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ
ჰოლისტური მიდგომით შემუშავებულიყო უმაღლესი განათლების საბაზო
(core) დაფინანსების მოდელიც. შესაბამისად, დაიგეგმა კონკრეტული
ამოცანები, რაც გულისხმობს: 1. უნივერსიტეტების ფინანსური სტრუქტურის
და ხარჯების ანალიზს; 2. სწავლის სფეროების მიხედვით პროგრამების
თვითღირებულების გაანგარიშებას სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების
განსხვავებული მოცულობების დასადგენად; 3. საგრანტო დაფინანსების
აკადემიურ შედეგებზე მიბმის პრინციპის განსაზღვრას. უმაღლესი განათლების
ძირითადი დაფინანსების მოდელი 2024 წლის ბოლომდე შემუშავდება. ამასთან,
დაგეგმილი ღონისძიებების რეალიზაცია დასრულდება 2025 წლის ბოლოს
ინფორმაციის მართვისთვის მონაცემთა ბაზის სისტემის შექმნით, რომელიც
მოემსახურება, როგორც საბაზო (core) დაფინანსების მოდელის, ასევე
შესრულებაზე დაფუძნებული მოდელის (PBF) იმპლემენტაციას.
ERASMUS+ პროგრამული ქვეყნის წევრობა
o გრძელდება საქართველოს მომზადება Erasmus+ პროგრამულ ქვეყნად, რის
შედეგადაც უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდობის კომპონენტების
გარდა, საქართველოს გაეხსნება წვდომა პროგრამის ყველა კომპონენტზე.
29
o 2021 წელს საქართველოსთვის გაიხსნა Erasmus+ პროგრამის პროფესიული
განათლების კომპონენტები. კერძოდ, პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულებების ინსტიტუციური გაძლიერება (Tempus-ის პროგრამის
მსგავსი, რომელიც განკუთვნილი იყო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებებისთვის).
o 2024 წლიდან საქართველო ევროპული ქსელის „Eurydice Network‘‘-ის წევრი
გახდა, რომელიც Erasmus+ პროგრამის ნაწილია და ის მხოლოდ ევროკავშირის
წევრ და Erasmus+ ასოცირებულ ქვეყნებს აერთიანებს.
o Eurydice Network-ში 40 ქვეყანაა ჩართული. ქსელის მიზანია, აღწეროს და
სისტემატურად განაახლოს მასში ჩართული ქვეყნების განათლების სისტემები,
რომელთა შესახებ ინფორმაციაც განთავსებულია ერთიან ევროპულ
პლატფორმაზე. ქსელში ჩართვა კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს
განათლების სისტემის ხილვადობას, გამჭვირვალობასა და სანდოობის ხარისხს
ევროკავშირისა და მსოფლიოს მასშტაბით.
o მომზადდა ე.წ. „Feasibility study“ პროექტის დიზაინი, სამინისტროს უშუალო
ჩართულობით; ჩატარდა შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგები
Erasmus+ სამიზნე ჯგუფებისთვის; ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით
ჩატარდა 42 ტრენინგი და 5 რეგიონული (ბათუმი, ქუთაისი, თელავი)
საინფორმაციო დღე, რომელშიც ჯამში მონაწილეობა მიიღო 640 პირმა.
o პარალელურად, Erasmus+ პროგრამის უმაღლესი განათლების კომპონენტის
მიმართულებით, 2023-2024 წლებში, საქართველო აქტიურად იყო ჩართული
ინსტიტუციური განვითარების და სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის
მობილობის პროექტებსა თუ პროგრამებში.
სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით გატარებული ღონისძიებები
o 2023-2024 სასწავლო წელს სოციალური პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო
სასწავლო და სამაგისტრო გრანტი მოიპოვა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის
(მაღალმთიანი,
მრავალშვილიანი,
ობოლი,
შშმ,
ტერიტორიულ
მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილები, აზერბაიჯანულ და
სომხურენოვანი სკოლადამთავრებულები და სხვა) 1544-მა სტუდენტმა.
პროგრამის წლიური ბიუჯეტი შეადგენს 2,7 მლნ ლარს.
o 2023-2024 სასწავლო წელს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
მცხოვრები პირების უმაღლესი განათლების ხელშეწყობის და გამყოფი ხაზის
მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების პროგრამების
ფარგლებში, დაფინანსდა 2395 სტუდენტი. დაფინანსების თანხამ შეადგინა 5,1
მლნ ლარი.
o ხელმისაწვდომობის
გაზრდის
მიზნით
გაგრძელდა
მასწავლებლის
მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა
30
დაფინანსება. 2023-2024 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების
ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსება
გაიზარდა და განისაზღვრა 3 200 000 ლარით. ჯამში დაფინანსდა 1067 პირი.
დისტანციური სწავლება
o მომზადდა და პარლამენტს განსახილველად წარედგინა საკანონმდებლო
ცვლილებები, რომლებიც დაარეგულირებს დისტანციური განათლებისა და
ელექტრონული სწავლების განხორციელების საკითხებს. ცვლილებების
პროექტის თანახმად,
დაშვებული იქნება, როგორც ნაწილობრივ, ასევე
სრულად ონლაინ სწავლება, თუმცა, სრულად ონლაინ სწავლების შემთხვევაში,
პროგრამა ხელახლა გაივლის აკრედიტაციას, რისთვისაც შესამუშავებელი
იქნება აკრედიტაციის დამატებითი კრიტერიუმები. ამასთან, განისაზღვრება
სწავლის სფეროების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული
სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება.
o პირველად იქნება დაშვებული უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული
განათლების აღიარება. უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული
განათლების აღიარების დამატებითი პირობები განსაზღვრული იქნება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის
აქტით.
o ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში მომზადებული
ცვლილების პროექტის თანახმად გაჩნდება რეგულაცია, რომელიც
შესაძლებელს გახდის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების შემუშავების
შემდგომ მთლიანად ონლაინ უნივერსიტეტის დაარსებას.
ბაკალავრიატის 3-წლიანი და სამაგისტრო 1-წლიანი პროგრამები
o საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და
შესაბამისი დარგის ექსპერტებთან კონსულტაციის საფუძველზე სტუდენტების
საუკეთესო ინტერესების დაცვით, უნივერსიტეტებს, უკვე არსებულ
პროგრამებთან ერთად, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
ბაკალავრიატის არანაკლებ 180-კრედიტიანი (3-წლიანი) საგანმანათლებლო
პროგრამებისა და 60-კრედიტიანი (1-წლიანი) სამაგისტრო პროგრამების
განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ.
ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები
• „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
პროექტის თანახმად:
o უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებიდან ამოღებული იქნება
სასწავლო უნივერსიტეტი;
31
o უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით,
იურიდიული პირები საავტორიზაციო განაცხადს საქართველოს მთავრობის
მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის
მოწონების გარეშე ვერ წარადგენენ;
o სსიპ - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ საშუალება
თავად განსაზღვრონ სადისერტაციო საბჭოების ფორმირების წესი;
o ავტორიზაციის საბჭოს ექნება უფლებამოსილება, სტუდენტთა მიღების
უფლება შეზღუდოს არა მხოლოდ დაწესებულების, არამედ უმაღლესი
განათლების საფეხურების მიხედვითაც.
•
•
•
•
•
განათლების საერთაშორისო ცენტრი
2014-2023 წლებში განათლების საერთაშორისო ცენტრმა საზღვარგარეთ
სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 1440-ზე მეტი სასწავლო
სტიპენდია გასცა. ამავე წლებში, სტუდენტებისთვის გამოყოფილმა
დაფინანსებამ, ჯამში 42 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
ცენტრის სტიპენდიატები სწავლობენ/ ან უკვე დაასრულეს განათლების მიღება
მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის ისეთ წამყვან უნივერსიტეტებში, როგორიცაა:
სტენფორდის
უნივერსიტეტი;
ჯორჯ
ვაშინგტონის
უნივერსიტეტის
სამართლის სკოლა; კოლუმბიის უნივერსიტეტი; ლონდონის ეკონომიკისა და
პოლიტიკური მეცნიერების სკოლა; ლონდონის კინგს კოლეჯი; ედინბურგის
უნივერსიტეტი; სტრასბურგის უნივერსიტეტი; პარიზის პოლიტექნიკური
ინსტიტუტი; ბარსელონას ეკონომიკის სკოლა და სხვა.
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი აქტიურად აგრძელებს აკადემიურ
სფეროში მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას მსოფლიოს
წამყვან ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან. ყოველწლიურად იზრდება ცენტრის
სასტიპენდიო/საგანმანათლებლო პროგრამების რიცხვი. 2023 წელს, ცენტრმა 14
სასტიპენდიო პროგრამა განახორციელა, მათ შორის: 4 სახელმწიფო
სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც მოიცავს სამაგისტრო, სახელოვნებო,
სადოქტორო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს.
საპარტნიორო პროგრამებიდან უნდა აღინიშნოს „სამაგისტრო პროგრამები
საფრანგეთში“,
„აკადემიური
პროგრამები
იტალიაში“,
„აკადემიური
პროგრამები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში“ და „ფულბრაიტის
სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა,“ რომელიც განათლების საერთაშორისო
ცენტრის ფინანსური თანამონაწილეობით ხორციელდება.
ბილატერალური პროგრამებიდან აღსანიშნავია სასტიპენდიო პროგრამები
უნგრეთში „Stipendium Hungaricum“; „ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა“;
„ჩინეთის საპარტნიორო სასტიპენდიო პროგრამა“; „სომხეთის სასტიპენდიო
32
•
•
•
•
•
•
პროგრამა,“ რომლებიც ხორციელდება მთავრობათაშორისი შეთანხმებების
საფუძველზე.
2023 წელს, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრმა „Stipendium
Hungaricum”-ის
წარმატებული
სტუდენტებისთვის
წამახალისებელი
სახელმწიფო გრანტი დააწესა. საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც
უნგრეთის უნივერსიტეტებში სწავლის განმავლობაში მაღალი აკადემიური
შეფასება ექნებათ, შესაძლებლობა ექნებათ, უნგრეთის მთავრობის
დაფინანსებასთან ერთად, მოიპოვონ სახელმწიფო გრანტი წლიური 2500 ევროს
ოდენობით. 2023-2024 სასწავლო წლისათვის, გრანტი აითვისა 17-მა
წარმატებულმა სტიპენდიატმა.
განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს კურსდამთავრებულთა
მცირე საგრანტო პროგრამას. ასევე, კურსდამთავრებულთა კარიერული
განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ცენტრი აქტიურად
თანამშრომლობს დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო ორგანიზაციებთან და
კერძო სააგენტოებთან.
2024 წლიდან განათლების საერთაშორისო ცენტრმა აამოქმედა ახალი
ქვეპროგრამა - „უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების
განვითარებისთვის 2024-2025“, რომელიც მიზნად ისახავს საზღვარგარეთ
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების გზით კვალიფიციური
კადრების მომზადებას და საქართველოს მუნიციპალიტეტებში მათ
ინტეგრირებას პოტენციური დამსაქმებლის მიერ შეთავაზებულ პოზიციაზე.
მხოლოდ 2023 წელს, განათლების საერთაშორისო ცენტრმა, საზღვარგარეთ
სწავლის მიზნით, საქართველოს 191 მოქალაქე დააფინანსა. ასევე, მაღალი
აკადემიური მოსწრების საფუძველზე, დაფინანსება გაუგრძელა გასულ წელს
გამარჯვებულ 34 სტიპენდიატს.
ცენტრი წელსაც აქტიურად აგრძელებს მუშაობას. ამჟამად, მიმდინარეობს
საკონკურსო კომისიის მუშაობა 2024-2025 სასწავლო წლისთვის, სახელმწიფო
საგრანტო პროგრამებში გამარჯვებულ სტიპენდიატთა გამოვლენის მიზნით/
და კონკურსანტთა დოკუმენტაციის მიღება 2024-2025 სასწავლო წლის
აკადემიურ პროგრამებზე იტალიაში, ასევე, ფულბრაიტის სამაგისტრო
სასტიპენდიო პროგრამაზე.
ყოველთვიური სახელობითი სტიპენდია
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის
გადაწყვეტილებით დაწესდა სახელობითი სტიპენდია – 300 ევროს ოდენობით,
33
რომელიც 2023 წელს, განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო
პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2023-2024‘‘ საუკეთესო
შედეგის მქონე კონკურსანტს გადაეცა.
•
•
•
•
•
•
სახელმწიფო ენის სწავლება და ინტეგრაცია
გაიზარდა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამაზე
ხელმისაწვდომობა გეოგრაფიული არეალის გაფართოების გზით. პროგრამა
ხორციელდება: 14 მუნიციპალიტეტში, 12 თვითმმართველ ქალაქში, 57
სოფელსა და 2 სამხედრო ბაზაზე.
სულ გადამზადდა 9000-მდე ბენეფიციარი. გაიზარდა სამიზნე ჯგუფების
საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროგრამების რაოდენობა. ევროპელ
კოლეგებთან თანამშრომლობით მზადდება მოხელეთა პროფესიული
განვითარების ხელშემწყობი განახლებული სატრენინგო შეთავაზება.
განხორციელდა მარნეულის რეგიონული სასწავლო ცენტრის რეაბილიტაცია –
განახლდა
ინფრასტრუქტურა,
ცენტრი
აღიჭურვა
სწავლების
განხორციელებისთვის
საჭირო
საოფისე
ინვენტარით
და
სრულ
შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან. ამასთან, დაიგეგმა ქუთაისის
სასწავლო ცენტრის სრული რეაბილიტაცია.
1+4 პროგრამის განვითარება
2024-2025 სასწავლო წლიდან ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამაზე (1+4) ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით
დაფინანსება გაორმაგდა – სწავლა ყოველწლიურად 100-100 სომხურენოვანი და
აზერბაიჯანულენოვანი
სტუდენტის
ნაცვლად
200-200
სტუდენტს
დაუფინანსდება.
„1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აზერბაიჯანულენოვანი და
სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა
სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 450 000 – 450 000 ლარს
და დაფინანსების მოცულობა ყოველწლიურად კიდევ უფრო გაიზრდება.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ქალაქის
განვითარება გრძელდება ეტაპობრივად – ვითარდება ინფრასტრუქტურა,
იქმნება ახალი აკადემიური და საცხოვრებელი სივრცეები.
34
•
•
•
•
წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისათვის განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი წელია – უნივერსიტეტს პირველი კურსდამთავრებულები
ეყოლება.
უნივერსიტეტის აკადემიურ სივრცეს ემატება ახალი ევროპული სტანდარტის
სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. ამასთან, ვითარდება სამეცნიეროკვლევითი ლაბორატორიები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე გრძელდება
ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა, სადაც დაგეგმილია როგორც
კლინიკური, ასევე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ფუნქციონირება. ცენტრის
ფუნქციონირება საქართველოს შესძენს მნიშვნელოვან საერთაშორისო როლს
პროტონული თერაპიისა და კიბოს მკურნალობის მიმართულებით.
მეცნიერების განვითარების მხარდაჭერა
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო
კონკურსებისა და პროგრამების საერთო ბიუჯეტი 2023 წელთან შედარებით
გაიზარდა და 2024 წლისათვის 36 500 000 ლარს შეადგენს.
•
2024 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ადმინისტრირებას უწევს 23 საგრანტო კონკურსს, აქედან 15 კონკურსი უკვე
გამოცხადებულია, მათგან დასრულებულია 2 საგრანტო კონკურსი, ამჟამად
მიმდინარეობს 13 საგრანტო კონკურსი.
•
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ
ფინანსდება 12 საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 234 სამეცნიერო პროექტი
და
გაცემულია
8
პრემია
მეცნიერებაში
შეტანილი
განსაკუთრებული
წვლილისთვის.
•
მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობის ახალი
კონცეფციის შემუშავება, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სამეცნიერო
კვლევითი
ერთეულების
მართვის,
დაფინანსებისა
და
ანგარიშგების
გაუმჯობესება.
კვლევების
ხარისხის
ზრდისა
და
სტანდარტებთან
დაახლოების
მიზნით,
შესაბამისი
სტანდარტებისა
ინდიკატორების დადგენა.
35
საერთაშორისო
და
Horizon Europe
•
2021 წლიდან საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო
პროგრამის, Horizon Europe-ის წევრია, რომლის წლიური ბიუჯეტი 95.5
მილიარდი ევროა.
•
ასოცირების შედეგად Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს
წარმომადგენლები სარგებლობენ იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც
ევროკავშირის
ქვეყნების
სამეცნიერო
და
ინოვაციების
სფეროს
წარმომადგენლები.
•
ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამტკიცებულია პროგრამა
„საერთაშორისო პროგრამებში ქართველ მეცნიერთა ჩართულობის ხელშეწყობა“.
პროგრამის ფარგლებში ქართველი მკვლევრებისა და სამეცნიერო სფეროს
წარმომადგენლების „Horizon Europe“-ის საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის
ამაღლების მიზნით უზრუნველყოფილია ეროვნული ოფისის „ჰორიზონტი
ევროპა“
ფუნქციონირება,
მდგომარეობით,
რომლის
ზემოაღნიშნული
საქმიანობის
საგრანტო
შედეგად,
კონკურსების
დღეის
ფარგლებში
ქართველი მონაწილეების ჩართულობით დაფინანსდა ჯამში: 35 პროექტი, 28
ორგანიზაციის მონაწილეობით, სადაც ევროკავშირის პირდაპირი კონტრიბუცია
3,62 მლნ ევროა. საქართველოს მონაწილეობით შეტანილ იქნა 192 საპროექტო
განაცხადი (234 აპლიკაცია).
•
აღსანიშნავია, მონაწილეობის მხრივ,
პროგრამა
„ჰორაიზონ
2020‘‘-თან
წინა კვლევის და ინოვაციების ჩარჩო
შედარებით
დადებითი
ტენდენციები.
მაგალითად, გაზრდილია წარმატების პროცენტული მაჩვენებელი და შეადგენს
17.09%-ს, რაც „ჰორაიზონ 2020‘‘-ში იყო 11.88%.
•
მიმდინარე წლის ნოემბერში ევროკომისიის მიერ საქართველოს „ჰორიზონტი
ევროპის“ ოფისის მუშაობა შეფასდა როგორც „უაღრესად წარმატებული“
პროექტი და როგორც სამაგალითო სხვა ე.წ. „გაფართოების‘‘ ქვეყნებისთვის.
კერძოდ კი მოლდოვასა და უკრაინაში
სწორედ საქართველოს წარმატების
მაგალითზე დაარსდა „ჰორიზონტის ეროვნული ოფისები‘‘ 2022 და 2023 წლებში.
•
აქტიურად
იგეგმება
და
ხორციელდება
„ევროპულ
პარტნიორობებში‘‘
გაწევრიანების პროცესი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ, რაც საშუალებას
იძლევა უზრუნველყოს ევროპულ, თემატურ სამეცნიერო ქსელებში და კვლევით
აქტივობებში საქართველოს მონაწილეობა, აგრეთვე კვლევის დაფინანსებაში
შემოიტანოს
საერთაშორისო
ელემენტი
36
(პარტნიორობის
ფარგლებში
გამოცხადებულ კონკურსების თანადაფინანსების გზით, სადაც აუცილებელია
საერთაშორისო კონსორციუმით მონაწილეობა, მეორეს მხრივ კი ქოლის
თანადაფინანსება
ფაქტობრივად
100%-ით
უზრუნველყოფს
ქართველი
მეცნიერების მონაწილეობას დაფინანსებულ პროექტებში).
საერთაშორისო თანამშრომლობა - ინტერნაციონალიზაცია
•
•
•
•
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა
და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, Times Higher Educationმა განათლების სიღრმისეული კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგები არის ძალიან
ოპტიმისტური, რაც საქართველოში ბრიტანული უნივერსიტეტების მოზიდვის
უდიდეს შესაძლებლობას იძლევა. კვლევის მიზანი იყო ბრიტანულ-ქართული
ტრანსნაციონალური განათლების განვითარების შესაძლებლობებისა და
გამოწვევების იდენტიფიცირება და, ამ კუთხით, საქართველოსა და ბრიტანეთს
შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების რეკომენდაციების
შემუშავება. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების
წარმომადგენლობითი ინსტიტუციის – Universities UK International (UUKI)
ხელმძღვანელობამ
ქართული
და
ბრიტანული
უნივერსიტეტების
დაახლოებისა და ბრიტანული განათლების ქართულ სისტემასთან
ინტეგრაციის კუთხით, თანამშრომლობის მზაობა უკვე გამოთქვა.
საქართველოს 2022 წლიდან მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში
ევროპული
თანამშრომლობის
ორგანიზაციის
„COST
Association‘‘-ის
სრულუფლებიანი
წევრის
სტატუსი
აქვს.
COST-ის
დაფინანსების
ინსტრუმენტებით, რომლის მიზანია მეცნიერებს შორის კონტაქტების
დამყარება, 91 მკვლევარია ჩართული COST-ის აქციების ფარგლებში მოქმედ
სამუშაო ჯგუფებში, ხოლო 43 მკვლევარი წარდგენილია COST-ის აქციების
მმართველ კომიტეტებში წევრის სტატუსით.
2023 წელს გაფორმდა 2028 წლის თანამშრომლობის შეთანხმების ოქმი
„საქართველოს მთავრობასა და ბირთვული ფიზიკის ევროპულ ორგანიზაციას
(CERN) შორის, განათლების, გადამზადებისა და ტექნოლოგიებისა და ცოდნის
გადაცემის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
CERN-ის ნაწილაკების ფიზიკის პოპულარიზაციის საერთაშორისო ჯგუფსა და
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის
თანამშრომლობის მოქმედი მემორანდუმის ფარგლებში, 2024 წლის მარტში,
ჩატარდა CERN-IPPOG მასტერკლასები სკოლის დამამთავრებელ 80-მდე
მოსწავლისთვის
თბილისში,
ქუთაისსა
და
თელავში
მდებარე
უნივერსიტეტებში. იგეგმება, CERN-IPPOG მასტერკლასების გეოგრაფიული
37
•
•
•
•
დაფარვის გაფართოება – გაიზრდება მასპინძელი უნივერსიტეტების რიცხვი,
ასევე მონაწილე მოსწავლეების რაოდენობა.
ხელმოსაწერად მომზადებულია მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციის
სფეროში თანამშრომლობის განზრახულობათა ერთობლივი დეკლარაცია
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა
და გერმანიის განათლებისა და კვლევების ფედერაციულ სამინისტროს შორის.
მომზადებულია ხელმოსაწერად NATO-საქართველოს მეცნიერების დიალოგის
პლატფორმის საპროცესო წესების დოკუმენტი და შემოდგომაზე იგეგმება
ხელმოწერა და პლატფორმის პირველი შეხვედრა.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, მაისის თვეში განხორციელდა
საქართველოს 8 უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის საქართველოს
ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და სამინისტროს წარმომადგენლების
სასწავლო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვიზიტის მიზანი იყო აშშის უნივერსიტეტებთან (პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიუიორკის უნივერსიტეტი, ვაშინგტონის უნივერსიტეტი, იელის უნივერსიტეტი,
ჰარვარდი, ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ჯანმრთელობის ეროვნული
ინსტიტუტი, ა.შ.) და სამეცნიერო-კვლევით ფონდებთან პარტნიორობის
დამყარება. ვიზიტის ფარგლებში გამოიკვეთა პარტნიორობის შესაძლებლობა,
მათ
შორის,
სოფლის-მეურნეობის,
მეღვინეობის,
ბაქტერიოფაგის,
ბიომედიცინის, მათემატიკის, ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით. ასევე,
აშშ-ის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან და ჯანმრთელობის ეროვნულ
ინსტიტუტთან
ერთობლივი
საგრანტო
კონკურსების/პროგრამების
შემუშავების მზაობა. ამ მიმართულებით მომავალში გაგრძელდება აქტიური
მუშაობა.
დიასპორასთან ურთიერთობა
ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის ქართული ენის სწავლების
ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდა საკვირაო სკოლებში სასწავლო
პროცესის თანმდევი სირთულეებისა და ინდივიდუალური საჭიროებების
შესწავლა. საჭიროებების იდენტიფიცირების შედეგად, საკვირაო სკოლების
მხრიდან გამოიკვეთა დიდი დაინტერესება დამხმარე სასწავლო მასალისა და
საკითხავი ლიტერატურისა მიმართ. 2024 წლის ბოლომდე 50-მდე ქართულ
საკვირაო სკოლას გადაეცემა სახელმძღვანელოები და დამხმარე ლიტერატურა.
38
ახალგაზრდობის პოლიტიკის მხარდაჭერა
2024 წლის იანვრიდან ახალგაზრდობის პოლიტიკა გახდა სახელმწიფოს განათლების
ერთიანი პოლიტიკის ნაწილი. ინტენსიურად დაიწყო ახალგაზრდების ინტერესებსა
და საჭიროებებზე მიმართული, მრავალფეროვანი ღონისძიებების განხორციელება.
•
„სტუდფესტი 2024“
2024 წელს პირველად ჩატარდა მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი
„სტუდფესტი 2024‘‘, რომელიც მოიცავდა შემდეგ აქტივობებს: უნივერსიტეტებს
შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას 18 სახეობაში, კულტურული და
შემოქმედებითი ღონისძიებების გამართვას ქართული ხალხური, თანამედროვე
ცეკვისა და სიმღერის, იუმორისტული სკეტჩებისა და მუსიკალური ბენდების
კონკურსების მიმართულებით, ინტერმედიას – საუნივერსიტეტო თეატრებს
შორის კონკურსის ჩატარებას, მოხალისეობრივ აქტივობებს. გარდა ამისა,
ფესტივალის
ფარგლებში
გაიმართა
ინტელექტუალური
თამაშები,
საგანმანათლებლო, დებატები და STEM კონკურსები. ფესტივალის
მრავალფეროვან აქტივობებში 54 უნივერსიტეტის 20 000-მდე სტუდენტმა
მიიღო მონაწილეობა.
კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამა
● საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ
შეიმუშავა კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამა, რომელიც პირველივე
წელს
უზრუნველყოფს
სტუდენტებისთვის
4-თვიანი
ანაზღაურებადი
სტაჟირების გავლას ყველა საჯარო დაწესებულებაში, რომელზეც ვრცელდება
სტაჟირების მარეგულირებელი ნორმები. კერძოდ, 2024 წლის სექტემბრიდან
სახელმწიფო უწყებებში დაახლოებით 3 000-ზე მეტი კურსდამთავრებული
გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას სასურველ რეგიონში.
● პროგრამაში
მონაწილეობის
ავტორიზებული
უმაღლესი
შესაძლებლობა
საგანმანათლებლო
ექნებათ
საქართველოში
დაწესებულებების
მეოთხე
კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. მონაწილეთა შერჩევა 2024
წლის ივლისში დაიწყება – საჯაროდ გამოქვეყნდება ვაკანსიები, მოთხოვნები და
კრიტერიუმები, შემდეგ კი დაიწყება განაცხადების მიღების პროცესი.
საგრანტო კონკურსები
● ახალგაზრდების
მიმართულებით
საჭიროებებისა
არსებული
და
კვლევების
39
ახალგაზრდული
შედეგების
პოლიტიკის
გათვალისწინებით,
ახალგაზრდული
ორგანიზაციებისა
და
ახალგაზრდების
საინიციატივო
ჯგუფებისთვის ბოლო წლების მანძილზე გამოცხადდა ყველაზე მასშტაბური
საგრანტო კონკურსები. საწყისი ეტაპისთვის მათი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 1
100 000 ლარს. ამასთან, დაგეგმილია გამოყოფილი დაფინანსების ეტაპობრივი
ზრდა.
ახალგაზრდული კლუბების გაძლიერება
● უნივერსიტეტებში სტუდენტური ცხოვრების, შემეცნებითი, კულტურული,
სპორტული და არაფორმალური განათლების კომპონენტების გაუმჯობესების,
საინიციატივო ჯგუფების მიერ დაფუძნებული კლუბების განვითარებისა და
აქტიური
სტუდენტების
ხელშეწყობის
მიზნით,
სამინისტროს
მიერ
ხორციელდება ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს
656 ათას ლარს და გათვლილია არანაკლებ 8000 ბენეფიციარ სტუდენტზე.
ახალგაზრდული და თემატური ბანაკები
● სახელმწიფოს მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება ახალგაზრდული ბანაკების
განხორციელება.
წელს
საბანაკე
პროგრამების
რაოდენობის
ზრდისა
და
პროგრამების გამრავალფეროვნების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები
გადაიდგა.
● აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდული ბანაკების
განხორციელების მოსამზადებელი და სარეაბილიტაციო სამუშაოები. წელს
ბანაკები 18-25 წლის სტუდენტებს უმასპინძლებს. ანაკლიის ახალგაზრდული
ბანაკი 13 ნაკადად, ხოლო შაორის ახალგაზრდული ბანაკი 8 ნაკადად
განხორციელდება და ჯამში 4000-მდე სტუდენტს უმასპინძლებს. საბანაკე
პროგრამები იქნება მრავალფეროვანი და ახალგაზრდების საჭიროებებსა და
ინტერესებზე მორგებული.
● საბანაკე
პროგრამების
განხორციელება
ახალგაზრდების
დასაქმების
შესაძლებლობებსაც ქმნის. მიმდინარე წელს, ლიდერების შესარჩევ კონკურსში
მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 742-მა ახალგაზრდამ აქედან, გასაუბრების
შედეგად შერჩეულ კანდიდატებს, ექნებათ თეორიული და პრაქტიკული
ტრენინგების გავლის შესაძლებლობა. ჯამში, ზაფხულის საბანაკე სეზონის
განმავლობაში 300-მდე ახალგაზრდა დასაქმდება.
40
● სამინისტროს ახალი ხედვის ფარგლებში, 2024 წლის მაისიდან დაიწყო
ახალგაზრდული „თემატური ბანაკის‘‘ განხორციელება. ბანაკის ფარგლებში
განიხილება
ისეთი
საკითხები,
როგორიცაა:
ახალგაზრდული
პოლიტიკა,
გლობალიზაცია და ეროვნული ფასეულობები, ცვალებადი საერთაშორისო დღის
წესრიგი,
სამოქალაქო
უმაღლესი
პასუხისმგებლობის
საგანმანათლებლო
გაძლიერება
დაწესებულებების
და
სხვა.
სტუდენტებს
ბანაკში
ეძლევათ
შესაძლებლობა არაფორმალურ გარემოში პირდაპირი დიალოგი გამართონ
გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და
აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან. ბანაკი 8 ნაკადს უმასპინძლებს და
მასში მონაწილეობას მიიღებს 500-მდე ახალგაზრდა.
ჯარის ბანაკი
● საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, აქტიურად
მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი პროექტის – „ჯარის ბანაკის‘‘ მოსამზადებელი
სამუშაოები, რომელიც სამ ლოკაციაზე – კოჯორში, საჩხერესა და ახალქალაქში
განხორციელდება. პროექტში მონაწილეობას დამამთავრებელი კლასის 2 160
მოსწავლე მიიღებს.
უკრაინელების მონაწილეობა ბანაკების პროგრამაში
● საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ახალგაზრდობის სააგენტო უკრაინაში
ომის შედეგად დაზარალებული ოჯახების შვილებს უმასპინძლებს. ბანაკი 2
ნაკადად ჩატარდება და ჯამში 100 ახალგაზრდას უმასპინძლებს. ბანაკის
მონაწილეები
იქნებიან
საბრძოლო
მოქმედებების
დროს
დაღუპული
მესაზღვრეებისა და მებრძოლების შვილები.
საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში
● გრძელდება პროგრამა - „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი
გაეროში‘‘.
ღია
კონკურსის
შედეგად,
მიმდინარე
წლის
მარტში
შეირჩა
ახალგაზრდა ელჩი, რომელმაც გაეროს ახალგაზრდულ ფორუმზე გააჟღერა
ქართველი ახალგაზრდების ხმა. აღნიშნული საგრანტო კონკურსი „გაეროში
ახალგაზრდა დელეგატები‘‘ პროგრამის ნაწილია, ხოლო კონკურსის ერთ-ერთი
ამოცანაა ოკუპაციის პირობებში მცხოვრები ახალგაზრდების გამოწვევების
განსაზღვრა და, ზოგადად, გაეროს დღის წესრიგში საქართველოში მცხოვრები
41
ახალგაზრდების
ინტერესების
დაცვა.
კონკურსის
შედეგად
შერჩეულ
წარმომადგენელს თავისი საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით,
მიენიჭა ერთწლიანი მანდატი და გაზრდილი დაფინანსება.
42