საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.06.2024
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-6465/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-10
ბიუროს ნომერი 361

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412407611834 06.06.2024 საქართველოს პარლამენტი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ცნობისათვის სათაური: აუდიტორის პროფესიასთან მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დანაშაულის შეუთავსებლობის შესახებ შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ, რომ აუდიტორის პროფესიაში პირის ყოფნა აიკრძალოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ აუდიტორი ჩაიდენს მსუბუქ ან ნაკლებად მძიმე დანაშაულს. შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვის, "ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლში ფრაზას: "გ) არ იყოს ნასამართლევი ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, აგრეთვე სხვა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის" დაემატოს ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემცველი ნორმატიული შინაარსი და სამიზნე საკანონმდებლო ნორმა ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: " გ) არ იყოს ნასამართლევი ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, აგრეთვე სხვა მსუბუქი, ნაკლებად მძიმე, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. კანონის მოქმედება არ გავრცელდეს კანონის მიღებამდე ჩადენილ მსუბუქ, ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულებზე. კანონპროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობა, აუდიტის სფეროში სანიმუშო პროფესიული დისციპლინის დამყარება, ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა, საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის დაცვის ხელშეწყობა. აშშ-ს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციების წევრი ზურაბ ვანიშვილი პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: