„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.06.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, გიორგი სოსიაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, გიორგი სოსიაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე.
ნომერი
#07-3/447/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-10
ბიუროს ნომერი 361

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 26.12.2007, მუხ. 402) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ) ირჩევს აკადემიის ნამდვილ წევრებს (აკადემიკოსებს), აკადემიის წევრ-კორესპონდენტებს, საპატიო აკადემიკოსებს, აკადემიის უცხოელ წევრებსა და აკადემიის სტიპენდიატებს;“; 2. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) საერთო რაოდენობა სამოცდაათს არ უნდა აღემატებოდეს, აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა რაოდენობა ოცდაათს, ხოლო სტიპენდიატთა რაოდენობა ათს არ უნდა აღემატებოდეს. ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: ,,21. აკადემიის წევრ-კორესპონდენტად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში“.“ გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. აკადემიის წევრ-კორესპონდენტის აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) არჩევის შემთხვევაში, მას ავტომატურად უწყდება წევრ-კორესპონდენტის სტატუსი.“. 3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 11. აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის), აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, საპატიო აკადემიკოსის, აკადემიის უცხოელი წევრისა და აკადემიის სტიპენდიატის არჩევა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის), აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, საპატიო აკადემიკოსის, აკადემიის უცხოელი წევრისა და აკადემიის სტიპენდიატის არჩევის წესი განისაზღვრება აკადემიის წესდებით. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკადემიის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრა შემდეგნაირად: „აკადემია არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წევრები არიან აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები), აკადემიის წევრ-კორესპონდენტები, საპატიო აკადემიკოსები და აკადემიის უცხოელი წევრები.“ ამავე კანონის მე-6 მუხლით, განსაზღვრულია, რომ „აკადემიის მართვის უმაღლესი ორგანოა აკადემიის საერთო კრება, რომლის მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობენ აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტები, ხოლო სათათბირო ხმის უფლებით − საპატიო აკადემიკოსები, საქართველოში მყოფი აკადემიის უცხოელი წევრები და აკადემიის სტიპენდიატები.“ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში (შემდგომში - აკადემია), შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, 2009 წლის 1 მაისიდან შეწყდა აკადემიის წევრკორესპონდენტთა არჩევა, რამაც მათი მილევად რეჟიმში გადაყვანა გამოიწვია. 2009 წელს აკადემიის წევრთა საერთო (აკადემიკოსთა და წევრ-კორესპონდენტთა) რაოდენობა იყო 127, ხოლო დღესდღეობით მათი შემადგენლობა 78 წევრით განისაზღვრება. დღეს მოქმედი რედაქციით, წევრ-კორესპონდენტები აკადემიის წევრები არიან და მონაწილეობას იღებენ აკადემიის მართვის უმაღლეს ორგანოში, აკადემიის საერთო კრებაში, თუმცა მათი არჩევის საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს. ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკურმა და სოციალურმა განვითარებამ შეიძინა მკვეთრად გამოხატული დინამიკურობა, გაფართოვდა სამეცნიერო ურთიერთობების სპექტრი, რამაც, თავის მხრივ, გაზარდა აკადემიის, როგორც საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩევლის, ვალდებულებების მოცულობა, რომელთა ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელია უმოკლეს ვადებში აკადემიის რიგების შევსება ახალი სამეცნიერო ძალებით. გარდა ამისა, მეცნიერებაში მიმდინარე სწრაფი ცვლილებების პირობებში ყალიბდება ახალი მიმართულებები. ამ გამოწვევების საპასუხოდ აუცილებელია აკადემიამ შესაბამის დარგებში დროულად აირჩიოს ავტორიტეტული მეცნიერები. მსოფლიოში მეცნიერების სხვადასხვა დარგების სწრაფი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია აკადემიის წევრთა რიცხოვნობის ზრდა, რის გამოც, მიზანშეწონილია „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდეს ცვლილება, რომლის თანახმად, აკადემიას კვლავ მიეცემა წევრ -კორესპონდენტთა არჩევის უფლებამოსილება. ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „აკადემიის წევრ-კორესპონდენტებისა და სტიპენდიატების საერთო რაოდენობა ორმოცს არ უნდა აღემატებოდეს“. წარმოდგენილი კანონპროექტი წევრ კორესპოდენტთა და სტიპენდიატთა საერთო რაოდენობის ზრდას არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, წევრ-კორესპონდენტთა არჩევის აღდგენის შემთხვევაში აკადემიისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო არ იქნება. აღსანიშნავია, ისიც, რომ კანონპროექტი წევრ-კორესპონდენტთა არჩევის აღდგენას არ გულისხმობს სტიპენდიატის ინსტიტუტის გაუქმების საფუძველზე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აკადემიაში წევრების არჩევის საკითხი რეგულირებულია კანონით ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“. მოქმედი რედაქციით, წევრ-კორესპონდენტები აკადემიის წევრები არიან და მონაწილეობას იღებენ აკადემიის მართვაში, თუმცა აღნიშნულ უწყებას არ აქვს შესაძლებლობა წევრ-კორესპონდენტის თანამდებობაზე აირჩიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი. იმისთვის, რომ გაჩნდეს წევრ-კორესპონდენტთა არჩევისთვის სამართლებრივი საფუძველი, მნიშვნელოვანია წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები აისახოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, აკადემიას შესაძლებლობა ექნება მეცნიერებაში მიმდინარე სწრაფი ცვლილებების პირობებში, ჩამოყალიბებულ ახალ მიმართულებებში აირჩიოს ავტორიტეტული მეცნიერები, წევრ-კორესპონდენტები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში. კერძოდ: 1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით აკადემიის საერთო კრება აირჩევს აკადემიის ნამდვილ წევრებს (აკადემიკოსებს), აკადემიის წევრ-კორესპონდენტებს, საპატიო აკადემიკოსებს, აკადემიის უცხოელ წევრებსა და აკადემიის სტიპენდიატებს. 2. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტით აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) საერთო რაოდენობა სამოცდაათს არ უნდა აღემატებოდეს, აკადემიის წევრ-კორესპონდენტებისა ოცდაათს, ხოლო აკადემიის სტიპენდიატთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ათს; ბ) 21 პუნქტით აკადემიის წევრ-კორესპონდენტად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში; გ) მე-7 პუნქტის მიხედვით აკადემიის წევრ-კორესპონდენტის აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) არჩევის შემთხვევაში, მას უწყდება წევრ -კორესპონდენტის სტატუსი. 3. მე-11 მუხლით აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის), აკადემიის წევრკორესპონდენტის, საპატიო აკადემიკოსის, აკადემიის უცხოელი წევრისა და აკადემიის სტიპენდიატის არჩევის წესი განისაზღვრება აკადემიის წესდებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან აკადემიას ესაჭიროება მეცნიერებაში მიმდინარე სწრაფი ცვლილებების პირობებში, ჩამოყალიბებულ ახალ მიმართულებებში ავტორიტეტული მეცნიერების, წევრ-კორესპონდენტების დროულად არჩევა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკურმა და სოციალურმა განვითარებამ შეიძინა მკვეთრად გამოხატული დინამიკურობა, გაფართოვდა საგარეო ურთიერთობების სპექტრი, რამაც, თავის მხრივ, გაზარდა აკადემიის, როგორც საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩევლის, ვალდებულებების მოცულობა, რომელთა ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელია უმოკლეს ვადებში აკადემიის რიგების შევსება ახალი ძალებით. გარდა აღნიშნულისა, მეცნიერებაში მიმდინარე სწრაფი ცვლილებების პირობებში ყალიბდება ახალი მიმართულებები. აღნიშნულის საპასუხოდ საჭიროა აკადემიამ ამ დარგებში დროულად აირჩიოს ლიდერი მეცნიერები. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები. სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაფინანსების წყარო: პროგრამა-48 00 სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: აკადემიაში, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, 2009 წლის 1 მაისიდან შეწყდა აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა არჩევა, რამაც მათი მილევად რეჟიმში გადაყვანა გამოიწვია. მოქმედი კანონის მე-10 მუხლის მიხედვით აკადემიის წევრ-კორესპონდენტებისა და აკადემიის სტიპენდიატების საერთო რაოდენობა ორმოცს არ უნდა აღემატებოდეს. წინამდებარე კანონპროექტით აკადემიაში გათვალისწინებული წევრ-კორესპონდენტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30-ს, ხოლო აკადემიის სტიპენდიატებისა 10-ს. დღეისათვის აკადემიაში 10 წევრ-კორესპონდენტი და 9 სტიპენდიატია. წევრკორესპონდენტები და სტიპენდიატები იღებენ კანონით დადგენილ თანაბარ ანაზღაურებას 1000 ლარის ოდენობით. კანონპროექტით აკადემიას უფლება ეძლევა აირჩიოს კიდევ 20 წევრ - კორესპონდენტი. აღნიშნული გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით საშემოსავლო გადასახდის წარმართვას. გადასახადის ოდენობა დამოკიდებული იქნება არჩეულ წევრკორესპონდენტთა რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ვინაიდან კანონპროექტი არ ითვალისწინებს აკადემიაში წევრ-კორესპონდენტებისა და სტიპენდიატების საერთო რაოდენობის ზრდას აღნიშნული გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. აკადემიას არსებული რესურსების ფარგლებში შესაძლებლობა აქვს უზრუნველყოს ახლადარჩეულ წევრ-კორესონდენტთა ანაზღაურებისა და დაგროვებით საპენსიო სქემაში მათი ჩართვისას საპენსიო შენატანის გადახდა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით ვალდებულებები. არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს აკადემიისათვის წევრ-კორესპონდენტთა არჩევის უფლებამოსილების მინიჭებას. კანონპროექტით აკადემიას უფლება ექნება აირჩიოს კიდევ 20 წევრ-კორესპონდენტი. ისინი მიიღებენ კანონით გათვალისწინებულ ანაზღაურებას 1000 ლარის ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არა აქვს მოსალოდნელი გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, გიორგი სოსიაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, გიორგი სოსიაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე.