„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.06.2024
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა დავითულიანი, მაია ბითაძე, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი
ნომერი
#07-3/448/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-10
ბიუროს ნომერი 361

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: შენიშვნა: 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ნაწარმოები მშენებლობების შემთხვევაში, თუ გავიდა მშენებლობის ნებართვის/ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მოქმედების ვადა და მშენებლობა არ არის დამთავრებული ან/და დარღვეულია სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნები, ან თუ წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე განუსაზღვრავს დამრღვევს 90-დღიან ვადას შესაბამისი თანხმობის/ნებართვის მისაღებად ან სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით, თუ დამრღვევმა აღნიშნული ვადის განმავლობაში მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა შესაბამისი განცხადება და მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს გადაწყვეტილება არ მიუღია. 2. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ ამ შენიშვნის პირველი ნაწილის შესაბამისად თანხმობის/ნებართვის გაცემის შემთხვევაში, პირი თავისუფლდება შესაბამისი ჯარიმის გადახდისაგან. 3. ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობის ან არსებულ შენობა-ნაგებობაზე გაბარიტის გაზრდის მიზნით განხორციელებულ მშენებლობაზე, ამ შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილები გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ახალი შენობა-ნაგებობის ფართობი ან არსებულ შენობა-ნაგებობაზე გაბარიტის გაზრდის მიზნით განხორციელებული მშენებლობისას გაზრდილი ფართობი არ აღემატება 10 კვადრატულ მეტრს. 2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 1419 მუხლი: „მუხლი 1419. ამ კოდექსის 131-ე და 132-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგიერთი ქმედების ჩადენისათვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება 1. ის სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომელსაც 2024 წლის 11 იანვრიდან ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 131-ე მუხლის 11 და 12 ნაწილებით და 132-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 12 ნაწილით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის და ამ მუხლის ამოქმედებამდე ჯარიმის/საურავის თანხა გადახდილი არ აქვს ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისგან. პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება აგრეთვე ის სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომელსაც 2024 წლის 11 იანვრიდან ამ მუხლის ამოქმედებამდე ჩადენილი აქვს ამ კოდექსის 131-ე მუხლის 11 და 12 ნაწილებით და 132-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 12 ნაწილით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევა და რომლის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის. 2. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო: ა) იმ სამშენებლო სამართალდამრღვევის მიმართ, რომელსაც 2024 წლის 1 ივლისამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა 2024 წლის 11 იანვრიდან 2024 წლის 1 ივლისამდე პერიოდში ამ კოდექსის 131-ე მუხლის 11 და 12 ნაწილებით და 132-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 12 ნაწილით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის და 2024 წლის 1 ივლისამდე ჯარიმის/საურავის თანხა გადახდილი არ აქვს ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ ან/და დამრღვევისთვის საურავის დარიცხვის შესახებ; ბ) იმ სამშენებლო სამართალდამრღვევის მიმართ, რომელმაც 2024 წლის 11 იანვრიდან 2024 წლის 1 ივლისამდე პერიოდში ჩაიდინა ამ კოდექსის 131-ე მუხლის 11 და 12 ნაწილებით და 132-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 12 ნაწილით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევა და რომლის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის, იღებს დადგენილებას დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. 3. იმ პირების მიმართ, რომლებსაც ამ მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოუცხადდება დადგენილება სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ ან/და დამრღვევისთვის საურავის დარიცხვის შესახებ ან მიღებული იქნება დადგენილება დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო სამშენებლო სამართალდარღვევაზე დაიწყებს ამ კოდექსის 112-ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (შემდგომში - კანონპროექტი) მომზადება განპირობებულია რამდენიმე გარემოებით, მათ შორის, წინამდებარე კოდექსის გამოყენების პროცესში ცალკეული რეგულირებების დახვეწის აუცილებლობით. ცვლილებათა შემუშავების მიზეზია კოდექსით გათვალისწინებული დებულებების აღსრულების ხელშეწყობა, საამისოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში საჯარო კონტროლის განხორციელების პროცესის გაუმჯობესება, სამართლიანი ადმინისტრირება, პროპორციული და პრევენციული სისტემის შექმნა და ეფექტიანობის გაზრდა. კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, მესამე პირებს არ მისცეს კულტურულ მემკვიდრეობაზე შეუზღუდავი ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა. ეს უნდა გამოიხატოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, და ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებულ შენობა-ნაგებობებზე ადამიანთა გარკვეული ქმედებების აკრძალვაში და ამ ქმედების ჩადენისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაწესებაში. თუმცა, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს რომ ნებისმიერ პირზე დაკისრებული პასუხისმგებლობა იყოს პროპორციული, ჰქონდეს საერთო პრევენციული ეფექტი და მაქსიმალურად უზრუნველყოს კანონის სამომავლო დარღვევის თავიდან აცილება იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას, როგორც საჯარო ასევე, კერძო ინტერესებს. ამასთანავე, სამართლიანობა სამართლებრივი სახელმწიფოს ცნებას, სამართლიან კანონებსა და სამართლიან პასუხისმგებლობას უკავშირდება და იგი თანასწორობასთანაც არის გაიგივებული, სამართლიანობას თანასწორობასთან ერთად პროპორციულობაც აყალიბებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი თვისებაა სამართლის, ესე იგი სამართლიანი კანონის უზენაესობა. კანონის უზენაესობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი არის კანონის რაციონალურობა და გონივრულობა. ამ ელემენტის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ კოდიფიცირებული სამართლის სისტემა ეფუძნებოდეს მხოლოდ რაციონალურ ლოგიკას. ამასთან, ნორმის მიზანია უზრუნველყოს კანონის სამომავლო დარღვევის თავიდან აცილება. აღნიშნული მიზნის მიღწევის პროცესში, სამართალდარღვევის სამართლებრივი ბუნების განსაზღვრისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, თუ ვინ შეიძლება მიჩნეულ იქნას სამართალდამრღვევად, ვის შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი და რა შემთხვევაში. სამართლიანობა, როგორც სამართალშემოქმედების, ისე სამართლის შეფარდების უპირობო მიზანს წარმოადგენს. აღნიშნული თვალსაზრისით კანონმდებელმა მხედველობაში უნდა მიიღოს, როგორც დასაცავი სამართლებრივი სიკეთის ღირებულება, ისე სხვა გარემოებები. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, კანონმდებელმა უნდა უზრუნველყოს კანონის სამომავლო დარღვევის თავიდან აცილება და ამასთან, საჯარო ინტერესებთან ერთად, მაქსიმალურად გაითვალისწინოს კერძო ინტერესები. აღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც პრევენციული სისტემის შექმნისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ასევე, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებითა და სამართლიანი ადმინისტრირების მიზნით, წინამდებარე კანონპროექტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ნაწარმოები მშენებლობების შემთხვევაში, თუ გავიდა მშენებლობის ნებართვის/ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მოქმედების ვადა და მშენებლობა არ არის დამთავრებული ან/და დარღვეულია სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნები, ან თუ წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე განუსაზღვრავს დამრღვევს 90-დღიან ვადას შესაბამისი თანხმობის/ნებართვის მისაღებად ან სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით, თუ დამრღვევმა აღნიშნული ვადის განმავლობაში მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა შესაბამისი განცხადება და მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს გადაწყვეტილება არ მიუღია. თუ ამ გარემოებების არსებობისად მოხდა შესაბამისი თანხმობის/ნებართვის გაცემა, პირი გათავისუფლდება შესაბამისი ჯარიმის გადახდისაგან. ზემოაღნიშნული წესები ასევე გავრცელდება ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობის ან არსებულ შენობა-ნაგებობაზე გაბარიტის გაზრდის მიზნით განხორციელებულ უკანონო მშენებლობაზე იმ შემთხვევაში, თუ ახალი შენობა-ნაგებობის ფართობი ან არსებულ შენობა-ნაგებობაზე გაბარიტის გაზრდის მიზნით განხორციელებული მშენებლობისას გაზრდილი ფართობი არ აღემატება 10 კვადრატულ მეტრს. გარდა ამისა, პროექტი აქვე ითვალისწინებს უკვე დაკისრებული და გადაუხდელი სანქცია/საურავებისაგან გათავისუფლების მექანიზმსაც და ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი სამშენებლო სამართალდამრღვევი პირის მიმართ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ ან/და დამრღვევისთვის საურავის დარიცხვის შესახებ, ასევე, კანონპროექტით განსაზღვრულ შემთხვევაში პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს სამშენებლო სამართალდამრღვევს, რომლის მიმართაც სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის. აღნიშნული ცვლილებების მოქმედება, გავრცელდება 2024 წლის 11 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. გამომდინარე იქიდან, რომ კოდექსში ამ მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები, რომლითაც მოხდა სანქციების გამკაცრება, ამოქმედდა 2024 წლის 11 იანვრიდან. ამდენად, კანონპროექტით განხორციელებული ცვლილებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე უკანონოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შემთხვევებში, რომელ შემთხვევებზეც 2024 წლის 11 იანვრიდან პასუხისმგებლობის ზომები (ჯარიმები) საკმაოდ არის გაზრდილი (დაახლოებით 3-ჯერ, 5-ჯერ და რიგ შემთხვევებში 10-ჯერ), პირებს, პირველ რიგში ეძლევათ შესაძლებლობა ჯარიმის გადახდის გარეშე, კანონით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი თანხმობის/ნებართვის მისაღებად ან სამართალდარღვევის გამოსასწორებლად განახორციელონ შესაბამისი ქმედებები. ხოლო თუ ამ ვადაში მათ მიერ (სამართალდამრღვევის მიერ) არ იქნება დარღვევა აღმოფხვრილი, სამშენებლო სამართალდარღვევაზე მათ მიმართ ჩვეულებრივი წესით დაიწყება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება. აღნიშნულის მიზანი, საჯარო ინტერესების გათვალისწინებასთან ერთად მოქალაქეთა ინტერესების დაცვა და გათვალისწინება, სამართლიანი ადმინისტრირება და ამ მიმართულებით უფრო მეტად პროპორციული და პრევენციული ადმინისტრირების სისტემის შექმნაა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხის გადაჭრა, პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, რადგან მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე უკანონო მშენებლობებისათვის გათვალისწინებული დარღვევების მაქსიმალურად შემცირება. ასევე, მოსალოდნელი შედეგია, რომ მოხდება სამართლიანი ადმინისტრირება და ზოგადად ამ მიმართულებით უფრო მეტად პროპორციული და პრევენციული ადმინისტრირების სისტემის შექმნა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ა) ცვლილება შედის კანონის 112 მუხლში, აღნიშნულ მუხლს ემატება შენიშვნა, რომლის თანახმადაც: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ნაწარმოები მშენებლობების შემთხვევაში, თუ გავიდა მშენებლობის ნებართვის/ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მოქმედების ვადა და მშენებლობა არ არის დამთავრებული ან/და დარღვეულია სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნები, ან თუ წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე განუსაზღვრავს დამრღვევს 90-დღიან ვადას შესაბამისი თანხმობის/ნებართვის მისაღებად ან სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით, თუ დამრღვევმა აღნიშნული ვადის განმავლობაში მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა შესაბამისი განცხადება და მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს გადაწყვეტილება არ მიუღია. ასევე, აღნიშნულ შემთხვევაში თანხმობის/ნებართვის გაცემის შემთხვევაში, პირი თავისუფლდება შესაბამისი ჯარიმის გადახდისაგან. ზემოაღნიშნული წესები ასევე გავრცელდება ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობის ან არსებულ შენობა-ნაგებობაზე გაბარიტის გაზრდის მიზნით განხორციელებულ მშენებლობაზე იმ შემთხვევაში, თუ ახალი შენობა-ნაგებობის ფართობი ან არსებულ შენობა-ნაგებობაზე გაბარიტის გაზრდის მიზნით განხორციელებული მშენებლობისას გაზრდილი ფართობი არ აღემატება 10 კვადრატულ მეტრს. ბ) კანონპროექტის მიხედვით, კოდექსს ემატება 1419 მუხლი, რომლის თანახმადაც: ბ.ა) ჯარიმის/საურავის გადაუხდელი თანხის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება ის სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომელმაც კოდექსის 131-ე მუხლის 11 და 12 ნაწილებითა, და 132-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა 2024 წლის 11 იანვრიდან ამავე მუხლის ამოქმედებამდე და მის მიმართ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ ან/და დამრღვევისთვის საურავის დარიცხვის შესახებ, ასევე, პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ის სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომელმაც კოდექსის 131-ე მუხლის 11 და 12 ნაწილებითა, და 132-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა 2024 წლის 11 იანვრიდან ამავე მუხლის ამოქმედებამდე და რომლის მიმართაც სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის. ამასთან, აღნიშნული პირის მიმართ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ბ.გ). იმ პირების მიმართ, რომლებსაც განხორციელებული ცვლილების შესაბამისად ძალადაკარგულად გამოუცხადდება დადგენილება სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ ან/და დამრღვევისთვის საურავის დარიცხვის შესახებ ან მიღებული იქნება დადგენილება დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო სამშენებლო სამართალდარღვევაზე დაიწყებს ამ კოდექსის 112-ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას. ანუ, სხვადასხვა ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, ეს ნაწილი უბრალოდ აზუსტებს, რომ ამ პირთა მიმართ, სამშენებლო სამართალდარღვევებზე ადმინისტრირება სრულად კი არ შეწყდება და დამთავრდება, არამედ კვლავ გაგრძელდება თუმცა ამ ახალი რეგულაციის მიხედვით (რეგულაციის, რომელიც ამ პირებს აძლევთ საშუალებას პირველ რიგში მოახდინონ არსებული დარღვევის აღმოფხვრა, ახალი შეთანხმების/ნებართვის აღების ან სამართალდარღვევის გამოსწორებით). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): წარმოდგენილ კანონპროექტზე არ ვრცელდება განმარტებითი ბარათის აღნიშნული ქვეპუნქტი, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: მისი კანონპროექტი ძალაში შედის 2024 წლის 1 ივლისს, ვინაიდან, მნიშვნელოვანია დროული ამოქმედება. ამასთანავე, პროექტით გათვალისწინებულია, რომ დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდება ის პირები (მათ შორის გადაუხდელი რომლებმაც სამშენებლო ჯარიმა/საურავებისაგან), ზემოაღნიშნული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2024 წლის 11 იანვრიდან 1 ივლისამდე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა აუცილებელია, რადგან 2024 წლის 11 იანვრიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე არსებული სამშენებლო სამართალდარღვევების შემთხვევაში საკმაოდ გაზრდილია ჯარიმის ოდენობები. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ეფექტურობის და სამართლიანი ადმინისტრირების მიზნით, საჭიროა მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიეცეს მოსახლეობას შესაძლებლობა, რომ შესაბამისი სამართალდარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროულად გამოიყენოს წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებული გაფრთხილების მექანიზმი, მოახდინოს შესაბამისი თანხმობი/ნებართვის აღება ან სამართალდარღვევის გამოსწორება (სამშენებლო სამართალდარღვევამდე არსებულ მდგომარეობაში მოყვანა შენობა-ნაგებობის), და ასეთ შემთხვევაში აღარ გადაიხადოს ჯარიმა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯების გამოყოფას, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ სამართალდარღვევაზე რეაგირება/ადმინისტრირება დღეს მოქმედი კანონმდებლობით ისედაცაა გათვალისწინებული თბილისის მუნიციპალიტეტისათვის. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ, შესაძლებელია გამოიწვიოს თბილისის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შემცირება, გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ნაწარმოების უკანონო მშენებლობის შემთხვევაში ახალი თანხმობის/ნებართვის აღების დროს, ჯარიმის ქვითრის წარდგენის ვალდებულება აღარ არის გათვალისწინებული. რაც შეეხება შემოსავლების ოდენობას, იგი დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა რაოდენობაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ 2024 წლის 11 იანვრიდან მაისამდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში განხორციელებულ სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით გამოიცა 13 დადგენილება, შესაბამისად, მხოლოდ 2024 წლის 11 იანვრიდან ამავე წლის მაისამდე არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ჯარიმის ოდენობა შეადგენს - 967 000 ლარს. რაც შეეხება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე განხორციელებულ სამშენებლო სამართალდარღვევათა სტატისტიკას, 2024 წლის 11 იანვრიდან ამავე წლის მაისამდე გამოიცა 3 დადგენილება, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ჯარიმების საერთო ოდენობა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე განხორციელებულ სამშენებლო სამართალდარღვევებთან მიმართებით შეადგენს - 330 000 ლარს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით რომ ხდება დაკისრებული ჯარიმების გაუქმება, ბიუჯეტს შესაძლებელია დააკლდეს დაახლოებით 1297000 ლარი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება მოახდენს დადებით გავლენას იმ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება წინამდებარე კანონპროექტით განსახორციელებელი ცვლილება, გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტით განსაზღვრულ კონკრეტულ შემთხვევებში მათ არ მოუწევთ ჯარიმის გადახდა და პირველ რიგში, პირდაპირი დაჯარიმების მექანიზმის ნაცვლად, მათზე იმოქმედებს გაფრთხილება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის ახალ გადასახადს, მოსაკრებელს და ან სხვა გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის ამოქმედება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა დავითულიანი, მაია ბითაძე, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი