საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დადებითი დასკვნა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის წლიურ ანგარიშთან (№1-5416/23; 18.04.2023) დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-10
ბიუროს ნომერი 361
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-8226/24
10-06-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ „საქართველოს
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის წლიური ანგარიშზე“
(№1-5416/23; 18.04.2023)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2024 წლის 30 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს კონკურენციის
ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს კონკურენციის ეროვნული
სააგენტოს 2022 წლის წლიური ანგარიში.
წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში, უფრო
გააქტიურდა თანამშრომლობა ბაზრის სხვა მარეგულირებლებთან და შესაბამისად,
გაძლიერდა კონკურენციის აღსრულების პოლიტიკა.
გასულ წელს ძალაში შევიდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი და დაიწყო
აღსრულების პროცესი. დასრულდა 3 მოკვლევა - დადგინდა ტურისტული მომსახურების
სფეროში მოქმედი კომპანიის მიერ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი,
დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და კონკურენციის შემზღუდველი
შეთანხმებების ფაქტები სათარჯიმნო- მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედი
კომპანიების მიერ.
განახლებული კანონმდებლობის ფორმატში, 2022 წლის განმავლობაში, სააგენტო აქტიურად
თანამშრომლობდა ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებლებთან.
2022 წელს გაცემული რეკომენდაციის შესრულების მიზნით გადაიდგა მნიშვნელოვანი
ნაბიჯები. სააგენტოს მიერ გაცემული 13 რეკომენდაციიდან, 2022 წელს სრულად ან
ნაწილობრივ შესრულდა 7 რეკომენდაცია. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,
პარალელური იმპორტის ქვეყნებს დაემატა თურქეთის რესპუბლიკა. 2022 წელს
განხორცილებული და მიმდინარე ფარმაცევტული ბაზრის რეფორმის ფარგლებში, გაიზარდა
ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა ხარისხიან მედიკამენტებზე. შედეგად, 2022
წელს საცალო ბაზარზე მომხმარებელმა გააკეთა საშუალოდ 80 მილიონი ლარის დანაზოგი.
რეფერენტული ფასწარმოქმნის და ბაზარზე განხორციელებული/მიმდინარე რეფორმის
პირობებში მოსალოდნელია აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
2018 წლიდან, სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგს ახორციელებდა,
რომელსაც წინ უძღოდა სააგენტოს 2018 წლის გადაწყვეტილება კონკრეტულ ეკონომიკურ
აგენტებს შორის კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების თაობაზე, რის შედეგადაც
კომპანიებს დაეკისრათ ჯარიმა.
სააგენტოს მიერ განხორციელებული საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის
მონიტორინგის ფარგლებში, 2022 წლის საანგარიშო პერიოდში გამოკვეთილი სავარაუდო
კონკურენციის კანონსაწინააღმდეგო გარემოებების შესწავლის მიზნით, სააგენტომ 2022 წლის
16 აგვისტოს N04/165 ბრძანებით 5 მსხვილი კომპანიის მიმართ დაიწყო საქმის მოკვლევა
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის შემზღუდველი
შეთანხმება) მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე.
სააგენტომ, 2022 წელს დაასრულა 3 ბაზრის მონიტორინგი, კერძოდ ფარმაცევტული ბაზრის,
საავტომობილო საწვავის ბაზრის და შუშის ბაზრის მონიტორინგი. 2022 წელს დაიწყო და
მიმდინარე რეჟიმშია საავტომობილო საწვავის (თხევადი და ბუნებრივი აირის) ბაზრის და
საბანკო პროდუქტების რეალიზაციისას სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/ მიწოდების
ბაზრის მონიტორინგი
2022 წელს კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით გაიცა 17 რეკომენდაცია, მათ
შორის 2 ეხებოდა საწვავის ბაზარს და მთარგმნელობით-სათარჯიმნო პროცესს, 13 გაიცა
ფარმაციის ბაზრის შესწავლის პროცესში, ხოლო 2 გაიცა ჰოსპიტალურ სექტორში ოჯახის
ექიმის მომსახურეობის პროცესში.
2022 წელს ქვეყანაში განხორციელდა 20639 კონცენტრაცია. 6 კონცენტრაციაზე გაიცა
თანხმობა.
4 განხორციელდა სააგენტოსათვის წინასწარ შეტყობინებით( სამედიცინო,
საავტომობილო საწვავის და სამშენებლო ბაზრები), 2 (სამშენებლო და საგანმანათლებო
ბაზრები) განხორციელდა სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. ეკონომიკურ
აგენტებს კანონით გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრათ. საკითხის შესწავლის შემდეგ
გაიცა თანხმობა. 3 განხორციელდა სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, რასთან
დაკავშირებითაც გასულ წელს სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
სააგენტოს მიერ 2022 წელს დაკისრებული ჯარიმების ოდენობამ შეადგინა 68 ათასი ლარი, მათ
შორის 60 ათასი ლარი კონცენტრაციებზე და 8 ათასი ლარი მოკვლევებზე.
2022 წელს დაიწყო და მიმდინარეობს 4 მოკვლევა, მ.შ. საზღვაო სექტორში დომინანტური
მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის საკითხზე,
სახელმწიფო უწყებების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის საკითხზე ავტოსატრანსპორტო
საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მოწყობასა და
აკრედიტაციის მისაღებად საჭირო სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაზე
გაცემული უარის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე,
სახელმწიფო
უწყებების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის საკითხზე ორი მუნიციპალიტეტის მიერ
სამშენებლო ზედამხედველობის კომპანიასთან მიმართებაში ტენდერში მონაწილეობის
შეზღუდვასთან დაკავშირებით კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე და
სახელმწიფო უწყებების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის საკითხზე საავტომობილო
საწვავის ბაზარზე მოქმედი 5 მსხვილი ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენციის
შემზღუდველი შეთანხმებების შესაძლო ფაქტზე.
საქართველოში გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია კონკურენციის და
მომხმარებლის უფლებების შესახებ 5 მარეგულირებელი უწყების ერთობლივი
თანამშრომლობით. ღონისძიებას ყოველწლიური აღნიშვნის ფორმატი აქვს. კონფერენციის
ფორმატში გაიმართა თემატური სესიები და ხელი მოეწერა 6 ქვეყნის კოლეგა უწყებასთან.
ზემოაღნიშნულის გათვალიწინებით კომიტეტმა დადებითად შეაფასა საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის
განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა.
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი