საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დადებითი დასკვნა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს 2023 წლის ანგარიშთან (№1-4434/24; 11.04.2024) დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-10
ბიუროს ნომერი 361
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-8228/24
10-06-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი
2023 წლის ანგარიშზე“
(№ 1-4434/24; 11.04.2024)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2024 წლის 30 მაისის სხდომაზე განიხილა საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს 2023 წლის
ანგარიში.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2014 წელს ასოცირების
ხელშეკრულების ფარგლებში შეიქმნა.
განვლილი პერიოდის მანძილზე უწყებამ
განვითარების
მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა. კანონმდებლობაში განხორციელებული
ცვლილებების შედეგად დაიხვეწა და გაძლიერდა კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი
აღსრულება, შეიცვალა უწყების სახელწოდება შემდეგნაირად - კონკურენციისა და
მომხმარებლის დაცვის სააგენტო.
წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, სააგენტომ 2023 წლის საანგარიშო პერიოდში 8
მოკვლევის საქმე დაასრულა. მნიშვნელოვანი იყო 3 შეთანხმებული ქმედების საკითხი საწვავის, ფარმაციის და ონლაინ ბილეთების ბაზარზე. სამივე საკითხზე დარღვევა იქნა
დადგენილი.
ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევის შედეგად სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში, 4
კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. მოკვლევის ფარგლებში
დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური
მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს.
ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სააგენტომ საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს მიმართ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გასცა.
კინოთეატრის ბილეთების ონლაინ რეალიზაციის სექტორში, სააგენტოს გადაწყვეტილებით 3
კომპანიას კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის საფუძველზე ჯამურად 1,6 მლნ
ლარზე მეტი ოდენობით სანქცია დაეკისრათ.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასრულდა ასევე, საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ
წარმოებული მოკვლევა. საკითხი ეხებოდა - 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში,
კოორდინირებული ქცევის შედეგად, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი
ფასების შენარჩუნებას. წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა დარღვევა, კერძოდ,
შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ
დადგენა. შედეგად, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე შენარჩუნებულ იქნა მაღალი
ფასი, რაც სააგენტოს გადაწყვეტილებით 5 კომპანიის კოორდინირებული ქმედების შედეგს
წარმოადგენდა.
შესაბამისად 5 ეკონომიკურ აგენტს სააგენტოს გადაწყვეტილებით
დაეკისრათ ფინანსური სანქცია, ჯამში - 4 მლნ ლარამდე. ასევე, ბაზარზე კონკურენტული
გარემოს გაუმჯობესების მიზნით, განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გაიცა, რაც
გულისხმობს - საწვავის ჩასხმის სიზუსტის კონტროლის უფრო ეფექტურად
განხორციელებისათვის საჭირო პროცედურული მექანიზმების შემოღებას.
ანგარიშის თანახმად, მოკვლევის 2 საკითხზე გაიცა რეკომენდაციები სახელმწიფო
ადმინისტრაციული უწყებების მიმართ.
დადასტურდა ერთი
არაკეთილსინდისიერი
კონკურენციის ფაქტი და არ იქნა დადგენილი დომინანტობის ბოროტად გამოყენება.
დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მიღებულ იქნა განმეორებით
დაჯარიმების საკითხი სათარჯიმნო-მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედი
ეკონომიკური აგენტების და ქალაქის ტურის მომსახურების საქმესთან დაკავშირებით.
ამ დროისთვის, მიმდინარეობს ორი საქმის მოკვლევის პროცესი, კერძოდ შპს „რუსთავის
ავტო-ბაზრობის“ მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და
საკვები პროდუქტების არაკეთილსინდისიერ კონკურენციის შემთხვევებთან დაკავშირებით.
2023 წელს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილების
ფარგლებში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საკითხის
შესწავლის პროცესში აქტიურად მონაწილეობდა მარეგულირებელ უწყებებთან ერთად.
გასული წლის განმავლობაში პირველად შედგა დემპინგის მიმართულებით საკითხის
შესწავლა. შედეგად იმპორტიორმა ფასების კორექტირება უზრუნველყო, რაც ადგილობრივი
ინდუსტრიის მხრიდან სამართლიანად ჩაითვალა და შესაბამისად საკითხის შესწავლაც
შეწყდა. ამ ეტაპზე მიმდინარე რეჟიმშია კონსულტაციები რამდენიმე ადგილობრივ
ინდუსტრიებთან, რათა შეფასებულ იქნას დემპინგის რისკები და მისი გავლენა შიდა
ბაზარზე.
დასრულდა საბანკო დაზღვევისა და თხევადი და ბუნებრივი აირის სტრატეგიული ბაზრის
მონიტორინგი. მონიტორინგიდან გამორჩეული იყო საბანკო დაწესებულებაში სადაზღვევო
პროდუქტების რეალიზაციის ბაზრის შეფასება, სადაც სააგენტოს შეფასებით კონკურენციის
შეზღუდვის გარკვეული რისკები იქნა დანახული, რის საფუძველზეც სააგენტოს
გადაწყვეტილებით მარეგულირებლის მიმართ 6 რეკომენდაცია გაიცა.
სააგენტოს თავმჯდომარის განმარტებით მიმდინარე რეჟიმშია - თამბაქოს, საავტომობილო
საწვავის, ლურჯი მოცვისა და თხილის ბაზრის მონიტორინგი.
2023 წელს სააგენტომ 9 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა, მათ შორის 5 კონცენტრაცია
განხორციელდა სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინებით, კანონმდებლობით დადგენილი
წესის შესაბამისად, ხოლო 4 კონცენტრაცია განხორციელდა სააგენტოსთვის წინასწარი
შეტყობინების გარეშე.
სააგენტოს მიერ დამუშავებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში - სხვადასხვა
უწყებების მიერ, 2023 წელს ქვეყანაში გაცემულია 166 ერთეული უმნიშვნელო ოდენობის
ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარება, საერთო მოცულობით 8 337 803 ლარი.
კომიტეტის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ონლაინ ვაჭრობისა და ადგილობრივი
თხილის ბაზრის მონიტორინგთან დაკავშირებით.
სააგენტოს სამომავლო საქმიანობის ძირითად გამოწვევას წარმოადგენს მისი სტრუქტურული
და ინსტიტუციონალური გაძლიერება, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების პროცესში
მისი
მანდატის
ეფექტურად
გამოყენების
მიზნით
ევრორეგულაციებისა
და
ევროსტანდარტების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის მიზნით.
სახელმწიფო დახმარების გაცემის კომპონენტთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია რომ
გამჭირვალობის,
მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვით
სააგენტოს მიერ უფრო ნათლად იქნას წარმოდგენილი საანგარიშო პერიოდში შესრულებული
სამუშაო.
ამასთან, მნიშვნელოვანია ანგარიში წარმოდგენილი იყოს
სააგენტოს
გადაწყვეტილებით
გაცემული რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგის და
შესრულების მაჩვენებელი, რაც შემდგომში უზრუნველყოფს ფაქტობრივი გარემოებების
შეფასების მექანიზმებს.
კომიტეტმა მთლიანობაში დადებითად შეაფასა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს 2023 წლის განმავლობაში
განხორციელებული საქმიანობა და აღინიშნა, რომ სააგენტოსთან თანამშრომლობა
მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი