საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-10
ბიუროს ნომერი 361
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412407664135
07.06.2024
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საკანონმდებლო წინადადება "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლებამოსილების გაზრდის თაობაზე"
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის 105–ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ, მიღებული
იქნას საკანონმდებლო აქტი, რომელიც დაავალდებულებს სემეკს, ამა თუ იმ განაწილების
ტარიფის გაზრდის თაობაზე განცხადების განხილვისას, სავალდებულო წესით მოიპოვოს
ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოებისგან და საერთო სასამართლოებისგან, ტარიფს
დაქვემდებარებული პროდექუციის (გაზი, წყალი, ელექტრონენერგია) დატაცების თაობაზე,
რათა ლიზენციანტებს არ გააჩნდეთ იმისი შესაძლებლობა, რომ განაწილების ქსელში
კანონიერ ძალაში შესული განაჩენების ან/და გამოძიების მიმდინარეობის მიუხედავად, ხელს
აფარებდნენ დამტაცებელ პირებს, ხოლო დატაცებულ გაზს, ელექროენერგიას და წყალს
სემეკში წარადგენდნენ როგორც ქსელში დაკარგულს, და ამით ითხოვდნენ ტარიფის
გაზრდას მოსახლეობითვის (გადამცემ ქსელში დანაკარგების არსებობის საბაბით).
მაგალითად, დადგენილია, ერთ ეპიზოდში, დღეში 22 საათის განმავლობაში, მიწისქვეშა
გაზსადენზე უკანონოდ დამონტაჟებული განშტოებიდან გაზის დატაცების ფაქტი, პურის
საცხობის მიერ. თუმცა, ამ დატაცებაზე მხოლოდ შემოსავლების სამსახურმა მოახდინა
რეაგირება, და დამტაცებელ პირს 791 199 ლარი დააკისრა (იხ. თბილისის საქალაქო
სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინება 12/4774 საქმეზე, 2012 წლის
09 ივნისის (იხ. საჯარო რეესტრის 06.06.2024 წლის TT2024041664-03 გადაწყვეტილება).
განაწილების ლიცენზიანტს კი ამ დატაცებაზე თავად არც რეაგირება არ მოუხდენია, და ეს
დატაცება ტარიფის გაზრდით დააკომპენსირა, ჩემი პირადი რწმენით. გთხოვთ, დამყარდეს
წესრიგში ტარიფის დარგში და საკანონმდებლო დონეზე, "ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანით გაიზარდოს
სემეკის უფლებამოსილება.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა: