საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სემეკ“-ის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტის მიღების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-10
ბიუროს ნომერი 361
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412407699143
09.06.2024
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საკანონმდებლო წინადადება სემეკის სახელწოდების ცვლილების შესახებ
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ,
საკანონმდებლო აქტის მიღებას, რომლითაც სემეკ-ის სახელწოდებას დაემატება სიტყვა
"ტარიფების", და მისი სახელწოდება განისაზღვრება შემდეგნაირად: "საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ტარიფების მარეგულირებელი კომისია", ვინაიდან
ტარიფების რეგულირების გარდა, სემეკი ფაქტიურად ვერ უზრუნველყოფს ენერგეტიკისა
და წყალმომარაგების რეგულირებას, ეს სახელწოდება ზედმეტ აჟიოტაჟს ქმნის,
გადამეტებული, ჰეროიკული ფორმით წარმოაჩენს რეალურად მხოლოდ გაზის, წყლის და
ელექტროენერგიის ტარიფებზე მომუშავე ორგანიზაციის არსს. ასე მაგალითად, სემეკი არ და
ვერ რეაგირებს გაზის განაწილების ლიცენზიანტთა მიერ უსაფრთხოების ნორმების
ენდემიურ დარღვევებზე, უსაფრთხოების წესების სრულ იგნორირებაზე,
ლიცენზიანტებისთვის მართვაში და საკუთრებაში გადაცემული განაწილების ქსელების
უსაფრთხოების არუზრუნველყოფაზე. ამ საკითხებში კი არც ადგილობრივი
მუნიციპალიტეტები ერევიან და არც ტექზედამხედველობის სააგენტო. მაგალითად, 20012012 წლებში, ს/კ 01.14.04.013.013 ხდებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გაზის
დატაცება, დღე-ღამეში 22 საათის განმავლობაში, რაც შესაბამის გაზის განაწილების
ლიცენზიანტს არც კი გამოუვლენია. ეს დანაშაული შემოსავლების სამსახურმა გამოავლინა.
თუმცა, დამტაცებელი პირი ლიცენზიანტის მიერ არც კი ყოფილა დაჯარიმებული,
ადმინისტრაციული წესით. იმავე უძრავ ნივთზე, მასზე გამავალი მიწისქვეშა გაზსადენის
ზემოდან 1998-2019 წლებში განთავსებული იყო უკანონო, 536 კვ.მ. ფართის შენობა,
რომელიც ერთხელაც კი ვერ იქნა გამოვლენილი ლიცენზიანტის მიერ, მიუხედავად
გაზსადენის პერიოდული სავალდებულო შემოწმებების ფაქტიურად ფორმალურად
ჩატარებისა. შემდეგ ეს შენობა 2019 წელს დანგრეული იქნა, ლიცენზიანტთან შეთანხმების
გარეშე. ამ დემონტაჟისას, 10.02.2019 წელს დაზიანდა გაზსადენის განშტოება, რომელიც
გამაგრებული იქნა ლიცენზიანტის მიერ ხისგან გამოთლილი სოლით! ეს გაზსადენი არც
საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული და მას ვერც ადგილობრივი მერია და ვერც
ადგილობრივი არქიტექტურის სამსახური "ვერ ხედავენ", ინდ.ადმ აქტების გაცემისას. ამ
მიწის ნაკვეთზე ლიცენზიანტთან შეთანხმების გარეშე ჩატარდა 7.5 მეტრის სიღრმეზე
გეოლოგიური ბურღვა, რომლის შედეგების საფუძველზე მოპოვებული იქნა ამავე
გაზსადენის თავზე 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლის გაპ-ი 2014 წელს, მერის მიერ
გაცემული იქნა ზონალური შეთანხმება 2014 წელს, გაიზარდა კოეფიციენტები, შეთანხმდა
არქიტექტურული პროექტი 2016 წელს, გაიცა მშენებლობის ნებართვა 2018 წელს. ყოველივე
ეს - ლიცენზიანტისთვის შეტყობინების გარეშე, მისგან მალულად. სასამართლოშიც კი არ
სურს ლიცენზიანტს ზემოთაღნიშნული უკანონობების განხილვაში მესამე პირად
მონაწილეობა. სემეკის მიერ კონკრეტულად გაზის დარგის რეგულირების არარსებობა
სახეზეა, ნათლად დასტურდება სემეკის ქვემდებარე ქვეყნის ტერიტორიის მცირე ნაწილის 536 კვ.მ. მიწის ნაკვეთის 26-წლიანი ისტორიით, რომელიც სრულად არის ხელმისაწვდომი
საჯარო სივრცეში, შესაბამისი მერიის და საჯარო რეესტრის ინტერნეტ საიტებზე,
რომლებზეც ის კონკრეტული მიწისქვეშა გაზსადენიც და ყველა ზემოთაღწერილი
დაუჯერებელი ისტორიებიც არის მონიშნული და ატვირთული, საჯარო ინფორმაციის
სახით. ამ უპრეცედენტო და სავალო უმოქმედობაზე და სრულ განუკითხაობაზე სემეკს არ
გააჩნია რეაგირების ბერკეტები ან უფლებამოსილება. შესაბამისად. მისი სახელწოდება
საჭიროებს კორექტირებას, იგი ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ორგანო კი არა, ტარიფების დამწესებულია, ფაქტიურად.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა: