საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციის 2024 წლის 12-13 მაისს მონტენეგროში, ქალაქ პოდგორიცაში გამართულ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-11
ბიუროს ნომერი 362
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-8351/24
11-06-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციის ანგარიშს,
2024 წლის 12-13 მაისს მონტენეგროში, ქ. პოდგორიცაში გამართულ ევროკავშირის წევრობის
კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ.
დანართი: 2 გვერდი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციის მონაწილეობის
შესახებ
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო კონფერენციაში
12-13 მაისი, 2024
მონტენეგრო
2024 წლის 12-13 მაისს მონტენეგროში, ქ. პოდგორიცაში გაიმართა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის
სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის
საპარლამენტო კომიტეტების XIX კონფერენცია (COSAP), რომელშიც მონაწილეობა საქართველოს
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა და
კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ქარუმიძემ მიიღეს.
COSAP-ის კონფერენცია ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობის
მუდმივმოქმედი პლატფორმაა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის და მასში მონტენეგროს,
ალბანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ჩრდილოეთ მაკედონიის და სერბეთის პარლამენტების
ევროპასთან ინტეგრაციის და ევროპულ საქმეთა კომიტეტების საპარლამენტო დელეგაციები
მონაწილეობენ. დამკვირვებლის სტატუსით კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე
თურქეთისა და კოსოვოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების დელეგაციებმა.
მიმდინარე წელს პირველად, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების
პარლამენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებს შორის დაწყებული კონსულტაციების
საფუძველზე, მონტენეგროს, როგორც COSAP-ის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის
პარლამენტის ინიციატივით გადაწყდა ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატი ქვეყნების საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მოწვევა COSAP-ის კონფერენციაში სპეციალური
სტუმრის სტატუსით მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენციის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს
ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის და გაწევრების მოლაპარაკებების პროცესზე, განიხილეს
გეოპოლიტიკური ვითარების ზეგავლენა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე, კანდიდატი
ქვეყნების და ევროკავშირის ურთიერთობები. დისკუსია ასევე გაიმართა რეგიონულ
თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მონტენეგროს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ბორის
პრეჟოვიჩმა, ევროკავშირის ელჩმა მონტენეგროში ოანა კრისტინა პოპამ, მონტენეგროს ევროპულ
საქმეთა მინისტრმა მაიდა გორჩევიჩმა, რეგიონული თანამშრომლობის საბჭოს ხელმძღვანელმა
ამერ კაპეტანოვიჩმა, მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარმა მომლაპარაკებელმა
პედრაგ ჟენოვიჩმა, გერმანიის ელჩმა მონტენეგროში პეტერ ფელტენმა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა ევროკავშირის
გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე,
ევროკავშირთან ასოცირების პროცესში სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მიერ
მიღწეულ პროგრესზე, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ევროკავშირთან მოლაპარაკებების
დროულად დაწყების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა კანდიდატ ქვეყნებს შორის
თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებას.
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე
საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პირველი საპარლამენტთაშორისო
კონფერენციის მნიშვნელობა აღნიშნეს, რომელიც საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით
2024 წლის თებერვალში თბილისში გაიმართა და რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კანდიდატ
ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმატს.
COSAP-ის საპარლამენტო კონფერენცია, როგორც საერთო თანამშრომლობის პლატფორმა,
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, მოქმედებს 2005 წლიდან. კონფერენციას აქვს ანბანის
მიხედვით მონაცვლეობითი თავმჯდომარეობა, უძღვება თავმჯდომარე ქვეყნის ევროპულ
საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და იკრიბება რეგულარულად, სტაბილიზაციისა და
ასოცირების პროცესთან და ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხების
განსახილველად.