საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ჰერმან საბოს და ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (№07-3/343; 29.06.2023) განხილვის ვადის 90 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.06.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-8362/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-11
ბიუროს ნომერი 362

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-8362/24 11-06-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს № 277/1, 11.07.2023 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ვახტანგი მეგრელიშვილის, ჰერმან საბოსა და ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „გენდერული თანასწორობის შესახებ“ ,,დისკრიმინაციის ყველა საქართველოს ფორმის კანონში აღმოფხვრის ცვლილების შესახებ“ შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/343; 29.06.2023). აღნიშნული ინიციატივა სავალდებულო დასკვნისთვის გადაეცა, აგრეთვე, პარლამენტის სხვა კომიტეტებს, მათ შორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. ამ ინიციატივის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია 2024 წლის 11 ივნისამდე. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მიმდინარე წლის 10 ივნისს მოგვმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, რომელმაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად მომზადების მიზნით ითხოვა ამ ვადის გაგრძელება 90 დღით. ვითვალისწინებთ რა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თხოვნას, მოგმართავთ შუამდგომლობით მითითებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის 90 დღით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური