„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
07.06.2024
ავტორი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
ნომერი
#07-2/399/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-17
ბიუროს ნომერი 366

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.Matsne.gov.ge, 24.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.017337) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება: 1. მე-231 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში რეგისტრაციამდე / ფულადი დახმარების გაცემამდე ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით ან ფულადი დახმარებით უზრუნველყოფა განხორციელდება გარდაცვალებამდე გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დევნილი ოჯახის შემადგენლობის გათვალისწინებით, გარდა ერთსულიანი დევნილი ოჯახისა.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის პროექტის შესახებ: ა.ა) კანონის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონის პროექტი საქართველოს საზოგადოებაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრირების მიზანმიმართული მხარდაჭერისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს მათი უზრუნველყოფა საცხოვრებლით. ამ მიმართულებით, დევნილთა მდგომარეობას ართულებს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემამდე, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ამ ოჯახის გრძელვადიანი განსახლება ხორციელდება არსებული ოჯახის რიცხოვნობის გათვალისწინებით. წევრის გარდაცვალება აისახება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის #01-30/ნ ბრძანების მიხედვით ამ ოჯახისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობაზე, კერძოდ ოჯახს აკლდება ქულა ოჯახის წევრთა რაოდენობის შემცირების გამო. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხების განხილვას, მაღალი მომართვიანობით გამოწვეული რიგების ოდენობას, მონიტორინგის ჩატარების წესებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. ოჯახის წევრის გამოკლების შედეგად ქულების დაკლების გამო დევნილი ოჯახი ვერ მიიღებს იმ ფართობის საცხოვრებელს, რაც უნდა მიეღო ოჯახის წევრის გამოკლებამდე. ამის პარალელურად, გვხვდება შემთხვევები, როდესაც სააგენტო საცხოვრებლის მიღების განაცხადს არ აკმაყოფილებს, რის შემდეგაც დევნილები უფლების დაცვას სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით ცდილობენ. ასეთ შემთხვევაში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი ხდება, რადგანაც, სანამ სასამართლო დავები მიმდინარეობს და ზედა ინსტანციებში საჩივრდება გადაწყვეტილებები, დავის საბოლოო დასრულებამდე დევნილ ოჯახს შეიძლება გამოაკლდეს ერთი ან რამდენიმე წევრი. შედეგად, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სასამართლო დავა დევნილის სასარგებლოდ სრულდება, ფართების გადაცემისას სააგენტო ხელმძღვანელობს მხოლოდ იმდროისთვის არსებული მონაცემებით, სადაც ოჯახის გამოკლებული წევრი უკვე აღარ ითვლება დევნილი ოჯახის შემადგენლობაში. ეს გარემოება კი გვაძლევს ახალ რეალობას, რომლის მიხედვითაც დევნილს მიენიჭება იმაზე გაცილებით ნაკლები ფართი, ვიდრე ოჯახის სრული შემადგენლობით უნდა მიეღო დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილია, რომ მათ შეუნარჩუნდეთ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების უფლება პირვანდელი მდგომარეობით. ა.ა.ბ) არსებული აუცილებლობა პრობლემის გადასაჭრელად კანონის პროექტის მიღების აუცილებელია, რომ დევნილის ოჯახისთვის საცხოვრებლის გადაცემა მოხდეს ქულათა იმავე რაოდენობის მიხედვით, როგორიც მას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემისას ჰქონდა. პრობლემის რეგულირების მიზნით აუცილებელია იმგვარი საკანონმდებლო რეგულაციის შემოღება, რომელიც აღმოფხვრის ზემოაღნიშნულ პრობლემას. კანონის პროექტის მიღება აუცილებელია ზემოდასახელებული პრობლემის აღმოსაფხვრელად, ანუ იმისთვის, რომ დევნილ ოჯახს არ დააკლდეს ქულები და აქედან გამომდინარე, არ მიიღოს ნაკლები საცხოვრებელი ფართი, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ ოჯახის რომელიმე წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. ა.ბ) კანონის პროექტის მოსალოდნელი შედეგები დევნილ ოჯახს შეუნარჩუნდება, ქულათა ის რაოდენობა, რომლის მიხედვითაც დევნილის ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ისეთივე საცხოვრებლით, როგორსაც მისი ოჯახი მიიღებდა ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემისას. წარმოდგენილი ცვლილება უზრუნველყოფს იმგვარი მექნიზმის განსაზღვრას რომელიც დაიცავს დევნილი ოჯახის ინტერესებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებულია: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-231 მუხლს დაემატება შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში რეგისტრაციამდე / ფულადი დახმარების გაცემამდე ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით ან ფულადი დახმარებით უზრუნველყოფა განხორციელდება გარდაცვალებამდე გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დევნილი ოჯახის შემადგენლობის გათვალისწინებით, გარდა ერთსულიანი დევნილი ოჯახისა.“ ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონპროექტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, უკუძალის მინიჭება გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, კანონისთვის ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გაღებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით სახელმწიფოს არ ექმნება ახალი ფინანსური ვალდებულებები, რომელთა ოდენობაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ დევნილ ოჯახზე გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართუსლების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღება არ ექნება მოსალოდნელი ფინანსური შედეგები პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. იმ ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი პოზიტიურ ზეგავლენას იქონიებს იმ დევნილი ოჯახების ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რომლებსაც შეეხებათ აღნიშნული კანონი. კერძოდ, შესაძლებელი ხდება ბავშვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროპული კავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროპული კავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.