განათლების სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები და დარჩენილივალდებულებების შესრულების გეგმები

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.06.2024
ავტორი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ინიციატორი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#[50d9]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-06-10
კომიტეტის სხდომის ნომერი 85
შენიშვნა ერთობლივი სხდომა: 1. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; 2. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 6/11/24, 5:06 AM ევროპასთან ინტეგრაციისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა თარიღი 10 ივნისი 2024 14:00 2024 წლის 10 ივნისი, 14:00 საათი საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8 პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული) დღის წესრიგი 1. განათლების სფეროში ვალდებულებათა ასოცირების შესრულების შესახებ შეთანხმებით წლების 2014-2024 გათვალისწინებულ შედეგები და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმები; მომხსენებელი: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე; 2. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/392/10; 31.05.2024); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე; 3. საქართველოს მაკროეკონომიკური მთავრობის პროგნოზებისა მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას „ძირითადი და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (07-2/394; 31.05.2024); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე; 4. სხვა საორგანიზაციო საკითხები. https://parliament.ge/print/announcement/2911?local=true 1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N85 2024 წლის 10 ივნისი თბილისი სხდომის თავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: მაკა ბოჭორიშვილი მარიამ ლაშხი - ლევან ქარუმიძის ადგილმონაცვლე თეონა აქუბარდია გიორგი ბარვენაშვილი დავით ბაქრაძე მიხეილ დაუშვილი არჩილ თალაკვაძე ანა ნაცვლიშვილი აკაკი მინაშვილი ჰერმან საბო ნიკოლოზ სამხარაძე ვიქტორ სანიკიძე სალომე ქურასბედიანი დღის წესრიგი: 1. განათლების სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმები მომხსენებელი: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე 2. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/392/10; 31.05.2024) მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე 3. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (№07-2/394; 31.05.2024) მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე 4. სხვა საორგანიზაციო საკითხები. სხდომის მსვლელობა: სხდომის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი გააცნო. პირველი საკითხი განათლების სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმები, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე წულაძემ წარმოადგინა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, წლების მანძილზე, ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით მრავალი აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა. მისი თქმით. ევროკავშირთან განათლებისა და მეცნიერების სექტორის დაახლოების წარმატებაზე მეტყველებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად შევსებულ კითხვარზე ევროკომისიის დასკვნაც, რომლის მიხედვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სექტორის ევროკავშირთან თავსებადობის თვალსაზრისით ქვეყნის სისტემამ უკეთესი მზაობის დონე აჩვენა ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ. მოხსენების თანახმად, ევროკავშირის განათლებისა და მეცნიერების პოლიტიკასთან მიახლოვების მიზნით, ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერით სამინისტრომ შეიმუშავა 2017-2021 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ასევე, მომზადდა სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიში, რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა ევროპელი ექსპერტებისგან. მინისტრის მოადგილის განცხადებით, შემდეგ ეტაპზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, გაგრძელდა მუშაობა „2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის“ დოკუმენტზე და სამოქმედო გეგმაზე რომელიც მისი შეფასებით, სრულად თავსებადია ევროკავშირის სფეროს შესაბამის კანონმდებლობასთან, პოლიტიკასთან და სტანდარტებთან. სტრატეგიის მიზნები და სტრატეგიული ამოცანები მისადაგებულია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან და სამიზნე ამოცანებთან. სტრატეგიაში გაცხადებულია საქართველოს მომავლის პოლიტიკური ხედვა, რომელიც ემყარება სწრაფვას, ააშენოს ევროპული სახელმწიფო. შესაბამისად, სტრატეგია მჭიდრო კავშირშია და შეესაბამება 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის", ასევე, პოლიტიკის ყველა იმ დოკუმენტს, რომლებიც შემუშავებულია უწყებათაშორისი საბჭოებისა და კომისიების ფორმატში. მომხსენებელმა საქართველოში პირველი უნიკალური რეგიონული მნიშვნელობის მქონე „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ გახსნაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამჟამად, მიმდინარეობს „ევროპის სკოლის“ კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და სკოლა სრული დატვირთვით ფუნქციონირებას დაიწყებს 2024 წლის სექტემბრიდან. სკოლა ექვსი პარტნიორი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) მოსწავლეებს მულტიკულტურული გარემოსა და ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს, რაც ხელს შეუწყობს მათი დასაქმების შესაძლებლობებს. სკოლის კურსდამთავრებულები მოიპოვებენ საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის დიპლომს, რომელსაც ასევე ექნება ევროპული ბაკალავრიატის კომპონენტები. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ქართველი ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების კარი გახსნილია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია რომ ახალგაზრდებმა მაქსიმალურად გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელიც მათ უკვე გააჩნიათ. კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა დაახლეობით რამდენმა ახალგაზრდა ისარგებლა 10 წლის განმავლობაში ერასმუს და ერასმუს + პროგრამების ფარგლებში. როგორც მინისტრს მოადგილემ აღნიშნა, ზუსტი რიცხვი სამინისტროს ანგარიშში მოცემული არა არის, მისი ვარაუდით, საანგარიშო პერიოდში, სხვადასხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობა, საანგარიშო პერიოდში ოცი ათასს აჭარბებს. სხდომის მომდევნო საკითხები „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ ინფორმაცია, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2023 წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ს) რეალური ზრდის ყველაზე მაღალი ნიშნული (8.2%) პირველ კვარტალში დაფიქსირდა, რასაც მისი თქმით, მნიშვნელოვანწილად საგარეო წყაროებიდან მზარდი სავალუტო შემოდინებები განაპირობებდა. 2023 წელს საქონლის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21.7 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო სავაჭრო სალდომ 9.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2022 წელთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 9.1%-ით გაიზარდა და 6.1 მლრდ აშშ დოლარს10 გაუტოლდა, ხოლო საქონლის იმპორტი 15.1%-ით გაიზარდა და 15.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობის სტრუქტურას, მომხსენებლის განმარტებით, ექსპორტირებული საქონლის 34.9% მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, 7.9% მადნებსა და კონცენტრატებზე, 4.3% კი ღვინოზე. იმპორტის მოცულობის მეხუთედი (21.2%) ასევე მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, 7.5% - ნავთობზე, 3.5% - სამკურნალო საშუალებებზე. გიორგი კაკაურიძის განმარტებით, გასულ წელს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის წილი 20,9 %-ს შეადგენს მათ შორის, მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილი - 11,6%-ია, ხოლო იმპორტში კი 24,6%. წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4,125.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17,3%-ით მეტია გასული წლის მონაცემთან შედარებით. ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წელთან შედარებით შემცირებულია 6,5%-ით და 3,767.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ კი, 1,594.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ანგარიშის თანახმად, 2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ 2023 წელს როგორც უარყოფითი ისე დადებითი შოკების პარალელურად ეკონომიკა კვლავ მნიშვნელოვნად გაიზარდა და 7.5 პროცენტი დაფიქსირდა. 2024 წლის ეკონომიკური ზრდის ტემპის პროგნოზი კი 6 პროცენტს შეადგენს. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე პერიოდში ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობისკენ, რათა საშუალოვადიან პერიოდში ქვეყნის განვითარების დონე დაუბრუნდეს პოტენციურ მაჩვენებელს და უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა. კომიტეტმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ანგარიში ცნობად მიიღო, ხოლო ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვის საკითხს, მხარი კენჭის ყრის შედეგად დამსწრეთა უმრავლესობით დაუჭირა. მაკა ბოჭორიშვილი სხდომის თავმჯდომარე