საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე 2024 წლის 1 თებერვლიდან 2024 წლის 10 ივნისამდე პერიოდში

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.06.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-8410/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-12
ბიუროს ნომერი 363

📜 ტექსტი

წერილი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-8410/24 11-06-2024 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს ბატონო შალვა, გიგზავნით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე - 2024 წლის 1 თებერვლიდან 2024 წლის 10 ივნისამდე პერიოდში. დანართი: 5 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ინფორმაცია
დანართი ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე (2024 წლის 1 იანვრიდან - 2024 წლის 10 ივნისამდე პერიოდში) 2024 წლის 1 იანვრიდან - 2024 წლის 10 ივნისამდე პერიოდში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის ბიუროს 39 სხდომიდან, დავალებები (სულ 27), რომელთა შესახებაც წარმოდგენილია ინფორმაცია, განისაზღვრა ბიუროს 3 სხდომაზე, მათ შორის 23 დავალება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს - ხაზინადართა საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე. საქართველოს პარლამენტის აპარატის დეპარტამენტებიდან და კომიტეტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: 25 დავალება შესრულებულია, 2 დავალების შესრულებაზე მიმდინარეობს მუშაობა. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 4 მარტის ბიუროს გადაწყვეტილებით  ოქმი N326/29  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაევალა: 5 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (თემურ ლაჭყეპიანის, ირინა ლიკლიკაძის, გულნარა ფუტკარაძე-სენეჩიანის, ქეთევან ინასარიძის და მანანა ხანანაშვილის შემადგენლობით) (N1-3266/24; 18.03.2024) რეგისტრაციაში გატარების შესახებ არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით დავალების შესრულების მდგომარეობა: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი განიხილა 2024 წლის 12 მარტის კომიტეტის სხდომაზე (ოქმი N141) და უარყოფითი დასკვნა (2-3549/24 12-03-2024) გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს; საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 18 მარტის ბიუროს გადაწყვეტილებით  ოქმი N332/23 განსაზღვრული დავალების შესაბამისად კომიტეტმა იგივე საკითხი განიხილა 2024 წლის 22 მარტის კომიტეტის სხდომაზე (ოქმი N143) და დასკვნა (2-4115/24 22-03-2024) საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს; დავალებები შესრულებულია Page |2 საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 7 მარტის ბიუროს გადაწყვეტილებით  ოქმი N329/5  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს  სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება: - საქართველოს პარლამენტის ბალანსზე რიცხული „შკოდას“ მარკის ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების (სათადარიგო ნაწილები და საცხებსაპოხი მასალები) (5 წლამდე პრეისკურანტით) შესაძენად; დავალების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია  ოქმი N329/6/7/9  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში 2024 წლისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის: - საწვავის (პრემიუმ ტიპის ბენზინი) შესყიდვის მიზნით შპს „რომპეტროლ საქართველოსთან“ ხელშეკრულების გასაფორმებლად; - ევროდიზელის ტიპის საწვავის შესყიდვის მიზნით შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“-სთან ხელშეკრულების გასაფორმებლად; - ძრავის ზეთებისა და ზეთის ფილტრების შესყიდვის მიზნით შპს „თეგეტა მოტორსთან“ ხელშეკრულების გასაფორმებლად; - 41 ერთეული ინსპექტირების ავტომანქანის ჩატარების სავალდებულო მიზნით სს პერიოდული „გრინვეი ტექნიკური საქართველოსთან“ ხელშეკრულების გასაფორმებლად. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია  ოქმი N329/10/12  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით: კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში 2024 წლისთვის Page |3 - 100 ცალი საოფისე გორგოლაჭიანი სავარძლის შესაძენად; - სხვადასხვა სახის საოფისე ავეჯის შესაძენად; - 50 ცალი სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერის შესყიდვის მიზნით, შპს „იუ ჯი თი“-სთან ხელშეკრულების გასაფორმებლად; - A4 30 ცალი მრავალფუნქციური შავ-თეთრი ლაზერული პრინტერისა და მისთვის განკუთვნილი ორიგინალი (დიდი რესურსის) კარტრიჯების შესყიდვის მიზნით, შპს „იუ ჯი თი“-სთან ხელშეკრულების გასაფორმებლად; დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია შენიშვნა - შპს „იუ ჯი თი“-სთან ხელშეკრულება გაფორმებულია და მიმდინარეობს A4 30 ცალი მრავალფუნქციური შავ-თეთრი ლაზერული პრინტერისა და მისთვის განკუთვნილი ორიგინალი (დიდი რესურსის) კარტრიჯების ეტაპობრივი შემოტანა.  ოქმი N329/13/18/19 საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს  სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება - შხეფსაცივრის შეძენა-შეცვლის სამუშაოების(მომსახურების) შესყიდვის შესაძენად; - საქართველოს პარლამენტის საჭიროებისათვის მარაგის შევსების მიზნით სასაჩუქრე საქონლის შესაძენად; - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ელექტრონული მომსახურების სისტემით სარგებლობის შესაძენად; - ტონერიანი კარტრიჯების შესაძენად; - სახარჯი მასალების (კარის საკეტები) შესაძენად; - ფერადი ბეჭდვის ციფრული დანადგარების CANON C-650-ის და CANON C-910ის ტონერიანი კარტრიჯების შესაძენად; - 200 ცალი პერსონალური კომპიუტერის უწყვეტი კვების წყაროს (UPS) აკუმულატორების შესაძენად; - ბრენდირების აპარატის ROLAND LEF 12i საბეჭდი საღებავების შესაძენად; - ცხელი ბეჭდვის დანადგარის PELEMAN FLAT Bed Foil-ის ფოლგების შესაძენად; დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია  ოქმი N329/22/24/26 Page |4 საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს  სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მისაღები სივრცის მოწყობის მიზნით შირმების შესაძენად; - საქართველოს პარლამენტის სასახლისათვის საჭირო პირადი ჰიგიენური საშუალებებების შესაძენად; - საქართველოს პარლამენტის სასახლის დასუფთავების და ფანჯრების წმენდის სფეროში მომსახურების შესყიდვის შესაძენად; - მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო ტრენინგების მომსახურების შესყიდვის შესაძენად. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია შენიშვნა - მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო ტრენინგების მომსახურების შესყიდვის შესაძენად, ტენდერი გამოცხადდა ორჯელ და დასრულდა უარყოფითი შედეგით. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 7 მარტის ბიუროს გადაწყვეტილებით  ოქმი N329/28 საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს  სათანადო პროცედურების განხორციელება საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტში მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით ყოველთვიურად, 2926 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის, ნაცვლად პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 15 დეკემბრის N319/12 გადაწყვეტილებით განსაზღვრული 2128 ლარისა. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალება შესრულებულია საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 18 მარტის ბიუროს გადაწყვეტილებით  ოქმი N332/21  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაევალა:  საქართველოს მოქალაქე თემურ ლაჭყეპიანის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადების (№1-3127/24; 13.03.2024) შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება: Page |5 „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებზე და „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე (N07-3/407; 27.12.2023). დავალების შესრულების მდგომარეობა: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკითხი განიხილა 2024 წლის 29 მარტის სხდომაზე (ოქმი N144) და მიზანშეწონილად მიიჩნია მოქალაქე თემურ ლაჭყეპიანის ლობისტად რეგისტრაცია. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა მოქალაქე თემურ ლაჭყეპიანის ლობისტად რეგისტრაციის თაობაზე (2-4551/24 29-03-2024) და გადაწყვეტილების პროექტი გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. დავალება შესრულებულია  ოქმი N332/22  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაევალა: საქართველოს მოქალაქე ირინა ლიკლიკაძის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადების (N1-3136/24; 13.03.2024) შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება: „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებზე და „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე (N07-3/407; 27.12.2023). დავალების შესრულების მდგომარეობა: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკითხი განიხილა 2024 წლის 29 მარტის სხდომაზე (ოქმი N144) და მიზანშეწონილად მიიჩნია მოქალაქე ირინა ლიკლიკაძის ლობისტად რეგისტრაცია. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა მოქალაქე ირინა ლიკლიკაძის ლობისტად რეგისტრაციის თაობაზე (2-4552/24 29-03-2024) და გადაწყვეტილების პროექტი გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. დავალება შესრულებულია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიღებულ გადაწყვეტილებათა კონტროლის ჯგუფი