„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-17
ბიუროს ნომერი 366
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
470120010.05.001.020760)
41-ე
27/12/2022
მუხლის
სარეგისტრაციო
პირველი
პუნქტის
„ა“
კოდი:
ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) 2024 წლის 1 დეკემბრამდე დარეგისტრირდეს ამ კანონით გათვალისწინებული
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირის
ორგანიზაციულ-
სამართლებრივი ფორმით;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წინამდებარე კანონის პროექტი ითვალისწინებს „ადამიანის სისხლისა და
მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების განხორციელებას. კერძოდ, მოქმედი რედაქციით, გარდამავალი
დებულების
მიხედვით,
ამ
კანონის
ამოქმედებამდე
მოქმედი
სისხლის
დაწესებულება (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომელიც
ფუნქციონირებს „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“
საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი
აქტების შესაბამისად, ვალდებულია 2024 წლის 1 ივლისამდე დარეგისტრირდეს ამ
კანონით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.
დღეს ქვეყანაში მოქმედებს 24 შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულება,
რომელთაგან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით
ფუნქციონირებს მხოლოდ 3, ხოლო სამ მათგანთან დაკავშირებით მიმდინარეობს
ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის განახლების მოთხოვნით.
იმისათვის,
რომ
დაწესებულებების
ორგანიზაციული
სტრუქტურის
ჩამოყალიბების ეტაპზე ხელი არ შეეშალოს უსაფრთხო სისხლისა და სისხლის
კომპონენტებით უზრუნველყოფის პროცესს, საკითხის მნიშვნელობისა და
მასშტაბის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, „ადამიანის სისხლისა და მისი
კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის
ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულებების (სისხლის გადასხმის
დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომლებიც ფუნქციონირებენ „სისხლისა და მისი
კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა
და
სათანადო
სამართლებრივი
აქტების
შესაბამისად,
არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით
რეგისტრაციის კანონით დადგენილი ვადის (2024 წლის 1 ივლისი) გადავადება.
აქვე, დამატებით აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფოს მიერ
ცენტრალური
სისხლის
დაწესებულების
შექმნისა
და
ჩამოყალიბების
ორგანიზაციულ-სამართლებრივ საკითხებზე. ამ გარემოებების მხედველობაში
მიღებით, კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი
ვადა, ნაცვლად 2024 წლის 1 ივლისისა, მიზანშეწონილია განისაზღვროს 2024 წლის
1
დეკემბრით.
იმის
მხედველობაში
მიღებით,
რომ
დარგში
მომუშავე
ორგანიზაციათა საკმაოდ დიდი ნაწილი არ დარეგისტრირებულა კანონის
მოთხოვნის შესაბამისად ამ ახალი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით,
მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ასეთ ორგანიზაციებს შეეზღუდებათ საქმიანობის
შესაძლებლობა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შეფერხებები სისხლის მიწოდების
პროცესში. შესაბამისად, მიზანშეწონილია ორგანიზაციულმა საკითხებმა არ
განაპირობოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების ხელყოფა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
კანონის ამოქმედების გარდამავალ ეტაპზე, რაც გულისხმობს „ადამიანის
სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულებების
(სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომლებიც ფუნქციონირებენ
„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის
21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად,
არასამეწარმეო
სამართლებრივი
(არაკომერციული)
ფორმით
იურიდიული
რეგისტრაციის
პირის
საკითხს,
ორგანიზაციულიმისათვის,
რომ
დაწესებულებების ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების ეტაპზე ხელი
არ
შეეშალოს
უსაფრთხო
სისხლისა
და
სისხლის
კომპონენტებით
უზრუნველყოფის პროცესს, მიზანშეწონილია კანონით დადგენილი ვადის
გადავადება, რაც ემსახურება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ინტერესს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, „ადამიანის სისხლისა და მისი
კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის
ამოქმედებამდე
მოქმედი
სისხლის
დაწესებულებები
(სისხლის
გადასხმის
დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომლებიც ფუნქციონირებენ „სისხლისა და მისი
კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა
და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად, ვალდებულნი იქნებიან, 2024
წლის 1 დეკემბრამდე დარეგისტრირდნენ ამ კანონით გათვალისწინებული
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირის
ორგანიზაციულ-
სამართლებრივი ფორმით, ნაცვლად - მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული
ვადისა (2024 წლის 1 ივლისი).
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი
ითვალისწინებს
„ადამიანის
სისხლისა
და
მისი
კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე
მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის (2024 წლის
1 ივლისი) ცვლილებას. კერძოდ, პროექტის თანახმად, „ადამიანის სისხლისა და
მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის
ამოქმედებამდე
მოქმედი
სისხლის
დაწესებულება
(სისხლის
გადასხმის
დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომელიც ფუნქციონირებს „სისხლისა და მისი
კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა
და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად, ვალდებულია, 2024 წლის 1
დეკემბრამდე დარეგისტრირდეს ამ კანონით გათვალისწინებული არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირის
ორგანიზაციულ-სამართლებრივი
ფორმით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან
მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის
მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის
შინაარსის
გათვალისწინებით
მიზანშეწონილია
კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. წარმოდგენილი ცვლილება
არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
წინამდებარე კანონპროექტის მიღებით რაიმე ხარჯის გაღება არ იქნება
საჭირო.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი
არ
იქონიებს
რესპუბლიკის რესპუბლიკური
გავლენას
სახელმწიფო,
ავტონომიური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1)
ბავშვის
უფლებრივ
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2)
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი
მდგომარეობაზე.
არ
ახდენს
ზეგავლენას
გენდერული
თანასწორობის
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან
დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას
და
მათ
წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო
შემუშავებაში
მონაწილე
ჯგუფის,
შეფასება
ექსპერტის
კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე,
ზაალ მიქელაძე, დიმიტრი ხუნდაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე,
ზაალ მიქელაძე, დიმიტრი ხუნდაძე.