„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ერთი მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-17
ბიუროს ნომერი 366
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31,
24 ივლისი, 1997, გვ. 1) 15092 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაწესებულება
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად უნდა დარეგისტრირდეს 2024
წლის 1 დეკემბრამდე. მისი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად
რეგისტრაციის,
გარდაქმნილი
სუბიექტის
ვალდებულებებისა
და
შესაბამისი
ქონებრივი საკითხების რეგულირების მიზნებისთვის გამოიყენება ამ კოდექსითა
და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით საწარმოს რეორგანიზაციისთვის
დადგენილი წესები იმ თავისებურებათა გათვალისწინებით, რომლებიც საჭიროა
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირის
რეგისტრაციის
მიზნებისთვის.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ‘‘
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
წინამდებარე კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო
კოდექსში ცვლილების განხორციელებას, რაც განპირობებულია „ადამიანის სისხლის
და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტში
განსახორციელებელი ცვლილებით.
„ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისხლის
დაწესებულება შეიძლება შეიქმნას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირის ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმით. ამასთანავე, აღნიშნული კანონის 41ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „ადამიანის სისხლის და მისი
კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის
ამოქმედებამდე
მოქმედი
დაწესებულება/სისხლის
სისხლის
ბანკი),
დაწესებულება
რომელიც
შექმნილია
(სისხლის
გადასხმის
„სისხლის
და
მისი
კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა
და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად, ვალდებულია 2024 წლის 1
ივლისამდე დარეგისტრირდეს ამ კანონით გათვალისწინებული არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.
აღნიშნული დაწესებულებები ფუნქციონირებენ მეწარმე სუბიექტების (სამეწარმეო
იურიდიული პირების) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.
დღეს ქვეყანაში მოქმედებს 24 შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულება,
რომელთაგან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით
ფუნქციონირებს მხოლოდ 3, ხოლო სამ მათგანთან დაკავშირებით მიმდინარეობს
ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის განახლების მოთხოვნით.
იმისათვის,
რომ
დაწესებულებების
ორგანიზაციული
სტრუქტურის
ჩამოყალიბების ეტაპზე ხელი არ შეეშალოს უსაფრთხო სისხლისა და სიხლის
კომპონენტებით უზრუნველყოფის პროცესს, საკითხის
მნიშვნელობისა
და
მასშტაბის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, „ადამიანის სისხლისა და მისი
კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის
ამოქმედებამდე
მოქმედი
სისხლის
დაწესებულებების
(სისხლის
გადასხმის
დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომლებიც ფუნქციონირებენ „სისხლისა და მისი
კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა
და
სათანადო
სამართლებრივი
აქტების
შესაბამისად,
არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით
რეგისტრაციის კანონით დადგენილი ვადის (2024 წლის 1 ივლისი) გადავადება. აქვე,
დამატებით
აღსანიშნავია,
ცენტრალური
სისხლის
რომ
მიმდინარეობს
დაწესებულების
მუშაობა
შექმნისა
სახელმწიფოს
და
მიერ
ჩამოყალიბების
ორგანიზაციულ-სამართლებრივ საკითხებზე.
იმის მხედველობაში მიღებით, რომ დარგში მომუშავე ორგანიზაციათა საკმაოდ დიდი
ნაწილი არ დარეგისტრირებულა კანონის მოთხოვნის შესაბამისად ამ ახალი
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ასეთ
ორგანიზაციებს
გამოიწვიოს
შეეზღუდებათ
შეფერხებები
საქმიანობის
სისხლის
შესაძლებლობა,
მიწოდების
რამაც
პროცესში.
შესაძლოა
შესაბამისად,
მიზანშეწონილია ორგანიზაციულმა საკითხებმა არ განაპირობოს სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი
სერვისების
ხელყოფა
და
„ადამიანის
სისხლის
და
მისი
კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონთან
ერთად, ცვლილება შევიდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში და შესაბამის
სისხლის დაწესებულებებს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად
რეგისტრაციის შესაძლებლობა განესაზღვროთ ასევე 2024 წლის 1 დეკემბრამდე,
როგორც
ეს
„ადამიანის
სისხლისა
და
მისი
კომპონენტების
ხარისხისა
და
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტით არის გათვალისწინებული.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
კანონის ამოქმედების გარდამავალ ეტაპზე გამოიკვეთა რიგი წინაპირობები და
მიზანშეწონილი გახდა განხორციელდეს ცვლილება „ადამიანის სისხლის და მისი
კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში და
აღნიშნული კანონის 41-ე მუხლის (მოქმედი სისხლის დაწესებულების (სისხლის
გადასხმის დაწესებულების/სისხლის ბანკის) საქმიანობის რეგულირება გარდამავალ
პერიოდში) ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა - ამ კანონის ამოქმედებამდე
მოქმედი სისხლის დაწესებულების (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის
ბანკი), რომელიც ფუნქციონირებს „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის
შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი
აქტების
შესაბამისად,
გათვალისწინებული
ვალდებულება
არასამეწარმეო
დარეგისტრირდეს
(არაკომერციული)
ამ
კანონით
იურიდიული
პირის
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით გადავადდეს 2024 წლის 1 დეკემბრამდე,
საჭირო გახდა ცვლილების მომზადება ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“
საქართველოს კანონში, რათა „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა
და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემდგომ არ გაჩნდეს
შეუსაბამობა ზემოაღნიშნულ ორ კანონს შორის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
შესაბამისობაში მოვა „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და
უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებულ ვადასთან (2024 წლის 1
დეკემბერი) აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულების
(სისხლის
გადასხმის
დაწესებულების/სისხლის
ბანკის)
არასამეწარმეო
(არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის საკითხში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის საქართველოს სამოქალაქო
კოდექსში და ახალი რედაქციით ყალიბდება 15092 მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც
ადგენს
მოქმედი
სისხლის
დაწესებულების
(სისხლის
გადასხმის
დაწესებულების/სისხლის ბანკის) არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ
პირად რეგისტრაციის წესს. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, 15092 მუხლის მე-4
ნაწილით განსაზღვრული ვადა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
დაწესებულების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის
ვალდებულებასთან დაკავშირებით ნაცვლად 2024 წლის 1 ივლისისა, განისაზღვრება
2024 წლის 1 დეკემბრით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან
მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის შინაარსის გათვალისწინებით მიზანშეწონილია კანონპროექტი
ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. წარმოდგენილი ცვლილება არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
წინამდებარე კანონპროექტის მიღებით რაიმე ხარჯის გაღება არ იქნება საჭირო.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი
არ
იქონიებს
რესპუბლიკის რესპუბლიკური
გავლენას
სახელმწიფო,
ავტონომიური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ
პირებზე
გავლენის
ბუნებისა
და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი
არ
ახდენს
ზეგავლენას
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ)
რომელთან
არსებობის
შემთხვევაში,
დაახლოების
ევროკავშირის
ვალდებულებაც
ის
სამართლებრივი
გამომდინარეობს
„ერთი
აქტი,
მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ
მიქელაძე, დიმიტრი ხუნდაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ
მიქელაძე, დიმიტრი ხუნდაძე.